Facebook Twitter

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

¹ 3გ/ად-3 8 მარტი, 2000 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის კოლეგიამ, შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: ბ. მეტრეველი

მსაჯულების ვ. მგელაძე, ლ. თევზაძე

მოსარჩელე ი. გ-ს და მისი წარმომადგენლების ლ. ს-ეს და ა. გ-ს; მოპასუხის საქართველოს Eცცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების ე. გ-ის და ლ. ბ-ის მონაწილეობით განიხილა მოქ. ი. გ-ს სასარჩელო განცხადება მოპასუხე საქართველოს Eცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ Eცენტრალური საარჩევნო კომისიის 2000 წლის 1 მარტის ¹ 28/2000 დადგენილების ნაწილი, რომელიცE ეხება ¹ 65 მარტვილის სარჩევნო ოლქში მაჟორიტარული წესით ხელახალი ხმის მიცემის დანიშვნას საქართველოს პარლამენტის წევრის არჩევისათვის, გაუქმების თაობაზე.

მოსარჩელის ადვოკატს მიაჩნია საქართველოს Eცენტრალური საარჩევნო კომისიის 2000 წლის 1 მარტის ¹ 28/2000 დადგენილება რომლითაცE ¹ 65 მარტვილის საარჩევნო ოლქში დაინიშნა მაჟორიტარული წესით ხელახალი ხმის მიცემა პარლამენტის წევრის ასარჩევად უკანონოა და მოითხოვს მის გაუქმებას. ასევე მოითხოვს ¹ 65 მარტვილის საარჩევნო ოლქში 1999 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების მიხედვით, ი. გ-ა ჩათვლილი იქნას მაჟორიტარული წესით არჩეულად. მისი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ მისმა ოპონენტმა არჩევნების დროს ფ. ი-მ და მისმა მხარდამჭერებმა დაარბიეს საარჩევნო უბნები, გააყალბეს არჩევნების შედეგები და სხვა მრავალი სამართალდარღვევაE ჩაიდინეს, მან არჩევნებში გაიმარჯვა, ვინაიდან მას ხმა მისცა ამომრჩეველთა ერთ მესამედზე მეტმა და ამდენად საქართველოს ორგანული კანონის „პარლამენტის არჩევნების შესახებ“ 53-ე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად იგი უნდა ჩაითვალოს არჩეულად. კანონსაწინააღმდეგოდ მიაჩნია საქართველოს Eცენტრალური საარჩევნო კომისიის 1999 წლის 5 ნოემბრის ¹ 185/1999 დადგენილება, რომლითაცE მარტვილის ¹ 65 საარჩევნო ოლქში ამავე წლის 14 ნოემბრისათვის დაინიშნა მაჟორიტარული წესით ხმის მიცემა და Eცცენტრალური საარჩევნო კომისიის 1999 წლის 18 ნოემბრის „საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 7 და 14 ნოემბერს გამართული არჩევნების მეორე ტურისა და ხელახალი ხმის მიცემის შემაჯამებელი ოქმი“, რომლითაცE დადგინდა მარტვილის ¹ 65 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული წესით ხელახალი ხმის მიცემა და აქედან გამომდინარე მოითხოვს Eცენტრალური საარჩევნო კომისიის გასაჩივრებული დადგენილების გაუქმებას.

მოპასუხე Eცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა ე. გ-მა და ლ. ბ-მა მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა არEცნეს. მათ მიიჩნიეს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია მოქმედებდა კანონმდებლობის დაცვით, 2000 წლის 1 მარტის ¹ 28/2000 დადგენილება არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, ასევე კანონმდებლობის დაცვითაა მიღებული მისი 1999 წლის 5 ნოემბრის ¹ 185/1999 დადგენილება და ამავე წლის 18 ნოემბრის "საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 7 და 14 ნოემბერს გამართული არჩევნების მეორე ტურისა და ხელახალი ხმის მიცემის შემაჯამებელი ოქმი“. მათ აღნიშნეს, რომ საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შეჯამების შედეგად Eცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო 1999 წლის 5 ნოემბრის ¹ 181/1999 დადგენილება „¹ 65 მარტვილის საარჩევნო ოლქის ¹¹ 1-34 საარჩევნო უბნებში პროპორEიული და მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების ბათილად Eცნობის შესახებ“. აღნიშნული დადგენილების შესახებ ცნობილი იყო მოსარჩელისათვის და კანონით დადგენილი 3 დღიან ვადაში მას იგი არ გაუსაჩივრებია საქართველოს უზენაეს სასამართლოში, უფრო მეტიცE მოსარჩელემ თვითონ მიმართა განცხადებით Eცენტრალურ საარჩევნო კომისიას ¹ 65 მარტვილის საარჩევნო ოლქში არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით. აღნიშნული დადგენილების მიღებდის. მათ მიაჩნიათ, რომ ვინაიდან აღნიშნული დადგენილება ძალაშია, მისი გასაჩივრების ვადა გასულია. ¹ 65 საარჩევნო ოლქში არჩევნების შედეგები ბათილად არის Eცნობილი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2000 წლის 1 მარტის ¹ 28/2000 დადგენილებით ხელახალი ხმის მიცემის დანიშვნა მაჟორიტარული წესით კანონიერია და ლოგიკურია. აღნიშნულიდან გამომდინარე Eცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები მოითხოვენ მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვას უარი უსაფუძვლობის გამო.

მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლით და საქმის ზეპირი განხილვით სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდის, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უნდა ეთქვას უარი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს Eცენტრალური საარჩევნო კომისიის 1999 წლის 5 ნოემბრის ¹ 181/1999 დადგენილებით „¹ 65 მარტვილის საარჩევნო ოლქის ¹¹ 1-34 საარჩევნო უბნებში პროპორციული და მაჟორიტარული სისტემის ჩატარებული არჩევნების შედეგების ბათილად Eცნობის შესახებ“ ბათილად იქნა Eცნობილი პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგები ¹ 65 მარტვილის საარჩევნო ოლქის ¹¹ 1-34 საარჩევნო უბნებში. აღნიშნული დადგენილება არცE მოსარჩელის და არცE სხვა დაინტერესებული პირის მიერ კანონით დადგენილი წესით გასაჩივრებული არ ყოფილა და ძალაშია. ამდენად ბათილად არის Eცნობილი ¹ 65 მარტვილის საარჩევნო ოლქის ყველა საარჩევნო უბანზე მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგები. აღნიშნული დადგენილებიდან გამომდინარეა ცენტრალური საარჩევნო კომისიის 1999 წლის 5 ნოემბრის ¹ 185/1999 დადგენილება, რომლითაცE ¹ 65 მარტვილის საარჩევნო ოლქის ¹¹ 1-34 უბნებში დაინიშნა მაჟორიტარული წესით ხელახალი ხმის მიცემა, მოქ. ი. გ-ს მიერ გასაჩივრებულ იქნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, მაგრამ უზენაესმა სასამართლომ თავისი 1999 წლის 12 ნოემბრის ¹ 3გ-ად-82 საქმეზე გამოტანილი განჩინებით უარი უთხრა მოსარჩელეს სარჩელის მიღებაზე გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 3 დღიანი ვადის გაშვების გამო. ასევე უარი უთხრა უზენაესმა სასამართლომ 26.11.99 წლის ¹ 3გ-ად-89 საქმეზე გამოტანილი განჩინებით ი. გ-ს განცხადების მიღებაზე "საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ 3 დღიანი გასაჩივრების ვადის გაშვების გამო, რომლითაცE იგი ითხოვდა 1999 წლის 18 ნოემბრის შემაჯამებელი ოქმის მე-9 პუნქტის გაუქმებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის წარმომადგენლის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან ცცენტრალური საარჩევნო კომისიას 2000 წლის 1 მარტის ¹ 28/2000 გასაჩივრებული დადგენილება გამომდინარეობს Eცენტრალური საარჩევნო კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებებიდან და მას ეს გადაწყვეტილებები მიაჩნია უკანონოდ სასამართლომ უნდა იმსჯელოს 1999 წლის 31 ოქტომბრის ¹ 65 საარჩევნო ოლქის საარჩევნო უბნებში ჩატარებული მაჟორიტარული წესით ხმის მიცემის შედეგებზე და ჩათვალოს ი. გ-ა პარლამენტის წევრად არჩეულად.

სასამართლო თვლის, რომ თუ მოსარჩელე ი. გ-ს მიაჩნდა, რომ მან გაიმარჯვა 1999 წლის 31 ოქტომბერს გამართულ არჩევნებში ¹ 65 მარტვილის საარჩევნო ოლქში, მას მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, უნდა გაესაჩივრებია Eცენტრალური საარჩევნო კომისიის 1999 წლის 5 ნოემბრის ¹ 181/1999 დადგენილება, რომლითაცE ბათილად იქნა Eცნობილი აღნიშნული საარჩევნო ოლქის ყველა საარჩევნო უბანზე ჩატარებული ხმის მიცემის შედეგები „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად „საქართველოს Eცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება ხდება საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უგვიანეს 3 დღისა.“ აღნიშნულიდან გამომდინარე უზენაესი სასამართლოს მსჯელობის საგა-ნი ვერ გახდება ის ურთიერთობები, რომლითაცE დარეგულირებუ-ლია Eცენტრალური საარჩევნო კომისიის გასული წლის ნოემბერში მიღებულ და გამოქვეყნებული დადგენილებებით.

სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს Eცცენტრალური საარჩევნო კომისიის 2000 წლის 1 მარტის ¹ 28/2000 დადგენილების კანონსაწინააღმდეგობის დამადასტურებელი სხვა რაიმე მტკიცებულება და სა-ფუძველი, ამდენად გასაჩივრებული დადგენილება უნდა ჩაითვლოს კანონიერად და დატოვებულ უნდა იქნას ძალაში. შესაბამისად უარი უნდა ეთქვას ი. გ-ს სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილსაE სადაცE იგი ითხოვს ¹ 65 მარტვილის საარჩევნო ოლქში მისი პარლამენტის წევრად არჩეულად Eცნობას.

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველო ადმინისტრაციუ-ლი საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოლეგიის 243-ე, 247-ე და 249-ე მუხლებით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მთლიანად ეთქვას უარი მოსარჩელე ი. გ-ს სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.

2. კანონიერად ჩაითვალოს და დარჩეს ძალაში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2000 წლის 1 მარტის ¹ 28/2000 დადგენილება.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბო-ლოოა და არ გასაჩივრდება.