გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
¹ 3გ/ად-4 17 მარტი, 2000 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე
მსაჯულები: გ. ოგანოვი, ვ. მგელაძე
მოსარჩელის - გ. ა-ის, მისი წარმომადგენლების: მ. ხ-ს, ადვოკატების - ი. ბ-ისა და მ. ჯ-ის, მოპასუხის - საქართველოს Eცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების: ე. გ-ის, ე. გ-ის, ლ. ბ-ისა და ლ. ს-ის თანდასწრებით, განიხილა გ. ა-ის სასარჩელო განცხადება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2000 წლის 10 მარტის ¹ 35/2000 დადგენილების ნაწილობრივ გაუქმების თაობაზე.
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს Eცენტრალური საარჩევნო კომისიის 2000 წლის 10 მარტის ¹ 35/2000 დადგენილებით, "საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის, მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის, "საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლისა და "საქართველოს პრეზიდენტის კანდიდატის რეგისტრაციაში გატარებაზე უარის თქმის კრიტერიუმების დადგენის შესახებ" საქართველოს Eცენტრალური საარჩევნო კომისიის 2000 წლის 12 იანვრის ¹ 7/2000 დადგენილების პირველი პუნქტის საფუძველზე, უარი ეთქვა საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 9 აპრილის არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე გ. (გ.) მ-ეს, გ. ა-ესა და რ. ლ-ს, რადგან მათ რეგისტრაციის მომენტისათვის მხარდამჭერთა 50000 ხელმოწერა არ აღმოაჩნდათ. გ. ა-ის მხარდამჭერთა ხელმოწერებიდან ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ნამდვილად ჩაითვალა 45 000 ხელმოწერა.
2000 წლის 13 მარტს, მოსარჩელე გ. ა-ემ სასარჩელო განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2000 წლის 10 მარტის ¹ 35/2000 დადგენილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაE გ. ა-ეს უარი ეთქვა პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე.
მოსარჩელე თავის მოთხოვნას შემდეგ გარემოებებზე ამყარებდა:
საქართველოს Eცენტრალური საარჩევნო კომისიის ¹ 35/2000 დადგენილებაში მითითებული "საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შესახებ" ორგანული კანონის მე-12 მუხლი ეხება იმ გარემოებებს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენა უნდა დადასტურდეს 50000 ამომრჩევლის ხელმოწერით, ხოლო ამავე კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტში მითითებულია, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად ამომრჩეველთა ჯგუფის რწმუნებულმა არჩევნებამდე არა უგვიანეს 40 დღისა Eსკ-ს უნდა წარუდგინოს არანაკლებ 50 000 ამომრჩევლის ხელმოწერა. "საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლით, რომელიE "საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შესახებ" კანონის მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად ვრცელდება პრეზიდენტობის კანდი-დატების მიმართა, Eცენტრალური კომისია, მის მიერ დადგენილი წესით ამოწმებს ხელმოწერათა ნამდვილობას.
ბათილად მიიჩნევა იმ ბლანკზე შესრულებული ყველა ხელმოწერა, რომელიცE არ არის დადასტურებული ხელმოწერების შემგროვებლის მიერ, აგრეთვე ის ხელმოწერები, რომელთაცE არ ახლავთ ხელმოწერების ბლანკით გათვალისწინებული სხვა მონაცემები, ან ეს მონაცემები არასწორია. ამავე მუხლის თანახმად ბათილად მიიჩნევა მოტყუებით, მუქარით ან ძალდატანებით შესრულებული ხელმოწერა, თუ ამას წერილობით დაადასტურებს ხელმომწერი, ამომრჩეველი. აგრეთვე სხვა პირის მიერ შესრულებული ხელმოწერა, თუ ეს წერილობით დაადასტურა თვით ამომრჩეველმა. არჩევნებში მონაწილეთა მხარდამჭერების სიები შემოწმდება და მათ შესახებ გადაწყვეტილება მიიღება 14 დღის ვადაში. თუ შემოწმების შედეგად მხარადმჭერთა სიაში ნამდვილ ხელმოწერათა რაოდენობა ნაკლები აღმოჩნდა, პრეზიდენტობის კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება. იგივე საკითხია დაკონკრეტებული საქართველოს Eცენტრალური საარჩევნო კომისიის 2000 წლის 10 თებერვლის ¹ 18/2000 დადგენილებაში "2000 წლის საპრეზიდეტრო არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატების მხარდამჭერთა სიაში ხელმოწერათა ნამდვილობის შემოწმების წესის შესახებ", რომელიცEსაერთოდ არ არის მოხსენიებული საქართველოს Eსკ-ის 2000 წლის 10 მარტის ¹ 35/2000 დადგენილებაში.
ამდენად, Eცენტრალური საარჩევნო კომისიის ყველა პრეტენზია, მოსარჩელის განმარტებით, გამოიხატა იმაში, რომ თითქოს გ. ა-ემ ვერ შეძლო წარედგინა მხარდამჭერთა 50000 ხელმოწერა, რაცE სინამდვილეს არ შეეფერება. ჯერ ერთი, 2000 წლის 28 თებერვალს, მოსარჩელის რწმუნებულმა მ. ხ-მ საქართველოს Eცენტრალურ საარჩევნო კომისიას წარუდგინა გ. ა-ის მხარდამჭერთა 77 400 ხელმოწერა 2316 ფურცელზე. იმავე დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საოქმო სარეგისტრაციო განყოფილებამ დეტალურად შეამოწმა მხარადმჭერთა წარმოდგენილი სიები და მიიჩნია, რომ წარდგენილი ხელმოწერებიდან "ნამდვილი აღმოჩნდა 63 788 ხელმოწერა". 2000 წლის 29 თებერვალს აღნიშნული გარემოების თაობაზე შედგა აქტი, რომელსაცE ხელი მოაწერაEცენტრალური საარჩევნო კომისიის Eცამეტმა თანამშრომელმა და მ. ხ-მ. სხვა აქტი Eცენტრალურ საარჩევნო კომისიას არ შეუდგენია.
მეორე, 2000 წლის 1 მარტიდან მოსარჩელის რწმუნებული სისტემატურად მიმართავდა Eცენტრალურ საარჩევნო კომისიას, იმის შესახებ, იყო თუ არა რაიმე დარღვევა გ. ა-ის მხარდამჭერთა სიებში და ითხოვდა, რომ ნებისმიერი სადაო საკითხი ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან ასაცილებად გადაწყვეტილიყო მისი თანდასწრებით. 2000 წლის 10 მარტს Eცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გ. ა-ეს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი განუცხადა იმ მოტივით, რომ მან ვერ შეძლო მხარდამჭერთა 50000 ხელმოწერის წარდგენა, რაც აისახა ¹ 35/2000 დადგენილებაში.
საქართველოსEცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ყურად არ იღო მო-სარჩელის რწმუნებულის მ. ხ-ს მოთხოვნა, რათა დაკონკრეტებულიყო, თუ რომელი კანონის საფუძველზე და უშუალოდ რა დარღვევების გამო იქნა ბათილად მიჩნეული გ. ა-ის მხარადმჭერთა 18 000-ზე მეტი ხელმოწერა და უარი უთხრა ფაქტობრივი მასალის გადაცემაზე.
ამდენად, მოსარჩელე და მისი წარმომადგენელები ითხოვენ Eცენტრალური საარჩევნო კომისიიდან გ. ა-ის მხარდამჭერთა ხელმოწერების გამოთხოვას, გადამოწმებას და შესაბამისად, Eცენტრალური საარჩევნო კომისიის ¹ 35/2000 დადგენილების ნაწილობრივ გაუქმებას.
მოპასუხის - Eცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა არ Eცნეს სარჩელი შემდეგი საფუძვლებით:
2000 წლის 10 მარტს საქართველოს Eცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო ¹ 35/2000 დადგენილება "საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 9 აპრილის არჩევნებში გ. ა-ის, გ. მ-ის და რ. ლ-ისათვის პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ", რომლის თანახმად გ. ა-ესა და სხვებს უარი ეთქვათ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე იმ მოტივით, რომ გ. ა-ის მხარდამჭერთა მონაცემებმა ვერ უპასუხეს "2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში ხელმოწერათა ნამდვილობის შემოწმების წესის შესახებ" საქართველოს Eცენტრალური საარჩევნო კომისიის 2000 წლის 10 თებერვლის ¹ 18/2000 დადგენილებით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, ძირითადად ამ დადგენილების პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის - "ბათილია ხელმოწერა, თუ არასწორად არის მითითებული ყოფილი საბჭოთა კავშირის სიმბოლიკიანი პასპორტის სერია და ნომერი", და მეორე პუნქტის - "ბათილია მთელი ფურცელი (30 ხელმოწერა), თუ არ არის ხელმოწერის შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირის სრული მონაცემი," მოთხოვნებს.
მოპასუხის წარმომადგენლის ლ. ბ-ის განმარტებით გ. ა-ის მხარ-დამჭერთა ხელმოწერები შემოწმდა "საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა სრული დაცვით და ბათილად იქნა მიჩნეული ყველა ის ხელმოწერა, რომელიცE შესრულდა ამ პუნქტის მეორე წინადადების გაუთვალისწინებლად _ "ბათილად მიიჩნევა იმ ბლანკზე შესრულებული ყველა ხელმოწერა, რომელიცE დადგენილი წესით არ არის დადასტურებული ხელმო-წერების შემგროვებლის მიერ, აგრეთვე ის ხელმოწერები, რომელთაცE არ ახლავს ხელმოწერების ბლანკით გათვალისწინებული სხვა მონაცემები ან ეს მონაცემები არასწორია".
გ. ა-ის მხარდამჭერთა მონაცემებში არასწორადაა მითითებული ყოფილი საბჭოთა კავშირის სიმბოლიკიანი პასპორტის სერია და ნომერი. კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, სსრკ მინისტრთა საბჭოს 1974 წლის 28 აგვისტოს ¹ 677-ე და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1974 წლის 12 დეკემბრის ¹ 661-ე დადგენილებებით, საბჭოთა კავშირის საპასპორტო სისტემის შესახებ 1974 წლის 28 აგვისტოს დებულებითა და ¹ 6 დანართით (გრიფით "საიდუმლო") განისაზღვრა, რომ 1974 წლიდან 1981 წლამდე მომხდარიყო 1938 წლის საბჭოთა პასპორტების შეცვლა ახალი სიმბოლიკიანი საბჭოთა პასპორტებით. ამასთან, ¹ 6 საიდუმლო დანართით საქართველოზე გაპიროვნებული იყო I-დან XIX-ის ჩათვლით ТИ სერიის პასპორტები, აფხაზეთის ა/რ ДТ სერი-ის, ხოლო აჭარის ა/რ - ЮТ სერიის პასპორტები. მითითებული პასპორტების თითოეული სერიის დანომვრა იწყებოდა 500001-დან და მთავრდებოდა 750000-ით. ამდენად, მხარდამჭერთა სიებში მითითებული საბჭოთა პასპორტების ყველა არასწორი მონაცემი, ნომერი 500001-ის ქვევით და 750000-ის ზევით, Eცენტრალური სააარჩევნო კომიისის მიერ კანონიერად იქნა მიჩნეული ბათილად, რამაცE გამოიწვია გ. ა-ის მხარდამჭერთა ხელმოწერების შემცირება 45 000-მდე.
რაცE შეეხება Eცენტრალური საარჩევნო კომისიის საოქმო განყოფილების 2000 წლის 29 თებერვლის აქტს, მოპასუხის წარმომადგენლის აზრით, ეს არის პირველადი შემოწმების აქტი, რომელსაცE არავითარი იურიდიული ძალა არა აქვს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციისათვის. იგი დგება საოქმო განყოფილებაში, რწმუნებულის თანდასწრებით და დგინდება, რომ ვიზუალური შემოწმების შედეგად შემოსულია გარკვეული რაოდენობის მხარდამჭერთა ხელმოწერები და ეჭვს იწვევს ზოგიერთი მათგანის ნამდვილობა. საბოლოო გადაწყვეტილებას ხელმოწერათა ნამდვილობაზე ყველა შემთხვევაში იღებს Eცენტრალური საარჩევნო კომისია, კომისიის წევრების სახით, რადგან "საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, მხარდამჭერთა სიების გაცნობის უფლება აქვთ მხოლოდ საარჩევნო კომისიის წევრებს და, საჩივრის შეტანის შემთხვევაში, სასამართლოს.
ამდენად, მოპასუხის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომEცენტრალურმა სა-არჩევნო კომისიამ "საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონისა და Eცენტრალური საარჩევნო კომისიის ¹ 7/2000 და 18/2000 დადგენილებების საფუძველზე გ. ა-ის მხარდამჭერთა ხელმოწერების ხელახალი შემოწმების შედეგად ნამდვილად Eცნო 45 000 ხელმოწერა, რის შედეგედაცE სწორად უთხრა უარი გ. ა-ეს პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე. Eცენტრალური საარჩევენო კომიისიის 2000 წლის 35/2000 დადგენილება კანონიერია და ძალაში უნდა დარჩეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო სასარჩელო განცხადებას, შესაგებელს, წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებს, გ. ა-ის მხარდა კომისიის მიერ ნამდვილად ჩაითვალა 45 000 ხელმოწერა, ხოლო დანარჩენი, დაახლოებით 24 000-მდე ხელმოწერა ბათილად იქნა მიჩნეული "2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში ხელმოწერათა ნამდვილობის შემოწმების წესის შესახებ" Eცენტრალური საარჩევნო კომისიის 2000 წლის 10 თებერვლის ¹ 18/2000 დადგენილებით განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე, ძირითადად ამ დადგენილების პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის მოთხოვნათა დარღვევისათვის - "ბათილია ხელმოწერა, თუ არასწორადაა მითითებული ყოფილი საბჭოთა კაშვირის სიმბოლიკიანი პასპორტის სერია და ნომერი".
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელისა და მისი წარმომადგენლების აზრს, რომ Eცენტრალურ საარჩევნო კომისიას არ ჰქონდა გ. ა-ის მხარდამ-ჭერთა ხელმოწერების გადამოწმების უფლება. "საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად მხარდამჭერთა სიების გაცნობის უფლება აქვთ მხოლოდ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს, რომლებსაE შეუძლიათ ნამდვილად ცნონ ან არ ცნონ ხელმოწერები, რაცE შეეება Eსკ-ს საოქმო განყოფილებას, მას შეუძლია კანდიდატის რწმუნებულთან ერთად მხოლოდ ჩაიბაროს მხარდამჭერთა სიები, ვიზუალურად შეამოწმოს და საეჭვოდ მიიჩნიოს რომელიმე მათგანი, მაგრამ ხელმოწერის ნამდვილობის დადგენის უფ-ლებამოსილება მას არ გააჩნია. ამდენად, Eსკ-ს საოქმო განყოფილების 2000 წლის 29 თებერვლის პირველადი შემოწმების აქტს სასამართლო საბოლოო აქტად ვერ მიიჩნევს, მითუმეტეს, რომ სასამართლოს მიერ ფაქტობრივი მასალის (გ. ა-ის მხარდამჭერთა ხელმოწერების) გადამოწმებისას დადგენილ იქნა, რომ მხარდამჭერთა ხელმოწერები სულ მცირე ორჯერ მაინცE არის შემოწმებული.
სასამართლო, ასევე, ვერ გაიზიარებს მოსარჩელის წარმომადგენელთა მოსაზრებას, რომ Eცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არასაწორად Eცნო ბათი-ლად გ. ა-ის იმ მხარდამჭერთა ხელმოწერები, რომელთა საბჭოთა სიმბოლიკიანი პასპორტის ნომრები იწყებოდა 500 001-ის ქვევით და 750000-ის ზევით.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სსრკ მინისტრთა საბჭოს 1974 წლის 28 აგვისტოს ¹ 677-ე დადგენილებით, ამ დადგენილებით დამტკიცებული საბჭოთა კავშირის საპასპორტო სისტემის შესახებ დებულებითა და დებულების ¹ 6 დანართით (გრიფით "საიდუმლო") დაწესდა, რომ 1974 წლიდან 1981 წლამდე ძველი 1938 წლის საბჭოთა პასპორტები შეცვლილიყო ახალი სიმბოლიკიანი პასპორტებით. ამასთან, საქართველოს სსრ-თვის გაპიროვნებული იყო I-დან XIX-ის ჩათვლით ТИ სერიის პასპორტები, რომელ-თა დანომვრა იწყებოდა 500 001-დან და მთავრდებოდა 750 000-ით.
სასამართლო თვლის, რომ გ. ა-ის იმ მხარდამჭერთა ხელმოწერები, რომელთა საპასპორტო მონაცემები ამ ნორმატიული აქტებით დადგენილ ნომრებში ვერ თავსდება, არარეალურია და Eსკ-ს ¹ 18/2000 დადგენილების შესაბამისად Eცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ კანონიერად იქნა ბათილად Eცნობილი, მითუმეტეს, რომ მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი თუნდაცE ერთი მხარდამჭერის საბჭოთა პასპორტი, რომლის ნომერიE 500 0001-ის ქვევით ან 750 000 ზევით დაიწყებოდა.
გ. ა-ის მხარდამჭერთა ხელმოწერების გადამოწმებისასEცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ აღადგინა 559 ხელმოწერა. სასამართლოს მიაჩნია, რომ დამატებით კიდევ უნდა აღდგეს 326 ხელმოწერა. ეს ის ხელმოწერებია, რომლებზეცE მითითებულია მხარდამჭერთა საცხოვრებელი სახლის მისამართი, მაგრამ არ არის დაზუსტებული ბინის ნომერი, ასევე, მითითებულია იმ მხარდამჭერთა საბჭოთა სიმბოლიკიანი პასპორტები, რომლებიცE სერიის მიხედვით შეიძლება აღებულ იქნეს ყოფილი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ, სსრკ-ს ტერიტორიაზე, მაგრამ ამჟამად ეს პიროვნებები საქართველოს მოქალაქეები არიან. ამდენად, სასამართლოს აზრით, სულ აღდგენილ უნდა იქნეს გ. ა-ის მხარდამჭერთა 985 ხელმოწერა.
ამდენად, "საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის, მე-15 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების, "საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ" საქართველოს ორგანუ-ლი კანონის 39-ე მუხლის, საქართველოს Eცენტრალური საარჩევნო კომისიის ¹ 7/2000 და 18/2000 დადგენილებების შესაბამისად, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის ა) ქვეპუნქტითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლით, სასამართლომ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. უარი ეთქვას მოსარჩელე გ. ა-ეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ამასთან, აღუდგეს მხარდამჭერთა 985 ხელმოწერა.
2. ძალაში დარჩეს საქართველოს Eცენტრალური საარჩევნო კომისიის 2000 წლის 10 მარტის ¹ 35/2000 დადგენილება გ. ა-ის პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბო-ლოოა და არ გასაჩივრდება.