გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3გ/ად-4-კ 16 მარტი, 2000 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე ბ. მეტრეველი
მსაჯულები: ა. მიულიშვილი, ლ. თევზაძე
მოსარჩელის რ. ლ-ის, მოპასუხის _ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების ე. გ-ის, ლ. ს-ის, ე. გ-ის მონაწილეობით, განიხილა რ. ლ-ის საჩივარი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2000 წლის 10 მარტის ¹35/2000 გადაწყვეტილების იმ ნაწილის, რომლითაც მას უარი ეთქვა საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 9 აპრილის არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე გაუქმების თაობაზე.
მოსარჩელე საჩივარში მიუთითებს, რომ საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით და არასწორად, ნამდვილად ჩათვალა მის მიერ წარდგენილი 57000 ათასზე მეტი მხარდამჭერთა სიიდან მხოლოდ 43545 პირის ხელმოწერა. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ბათილად ჩათვლილი მხარდამჭერთა ხელმოწერებიდან დაახლოებით 8700 პირის ხელმოწერა არასწორად არის ჩათვლილი ბათილად შემდეგ გარემოებათა გამო:
1. დაახლოებით 4740 პირის ხელმოწერა ჩათვლილია ბათილად, მხოლოდ იმიტომ, რომ მხარდამჭერთა სიების შემგროვებლის ვ. ბ-ის პირადობის მოწმობის ნომრები და მისამართი შეცდომით არის მითითებული. მოსარჩელის აზრით ეს არის მხოლოდ მექანიკური შეცდომები და უყურადღებობის ბრალი, ამდენად, სასამართლომ ისინი უნდა ჩათვალოს ნამდვილად.
2. მხარდამჭერთა სიების შემგროვებელ ე. გ-ას მიერ შეგროვებული მხარდამჭერთა ეხლმოწერებიდან ბათილად ჩაითვალა 50 ფურცელი, 1500 მხარდამჭერის ხელმოწერა, მხოლოდ იმიტომ, რომ მათზე არ არის ე. გ-ას ხელმოწერა, რაც მოსარჩელეს არ მიაჩნია სწორად, ვინაიდან თვლის, რომ ეს არის მექანიკური შეცდომა. ასევე ბათილად ჩაითვალა იგივე ე. გ-ას მიერ შეგროვებული მხარდამჭერთა სიის 70 ფურცელი, ე. ი. დაახლოებით 2400 მხარდამჭერის ხელმოწერა მხოლოდ იმის გამო, რომ მითითებულია მხარდამჭერის ყველა მონაცემი ზუსატად, მიუთითებს ქუჩას და კორპუსის ნომრებს და არ არის მითითებული ბინის ნომერი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოთხოვნა ბინის ნომრის მითითების შესახებ მოსარჩელეს მიაჩნია არაკანონიერად და თვლის, რომ 2400 მხარდამჭერის ხელმოწერა ცნობილ უნდა იქნას ნამდვილად.
ანალოგიურად უკანონოდ ბათილად ცნობილად მიაჩნია თბილისში მცხოვრები გ. ნ-ის მიერ შეგროვილი 300 მხარდამჭერის, 10 ფურცლის ბათილად ცნობა ვინაიდან აქაEყველა მონაცემი სწორად არის შევსებული, არ არის მითითებული მხოლოდ ბინის ნომერი.
3. არასწორად მიაჩნია მოსარჩელეს მხარდამჭერის ხელმოწერის ბათილად ცნობა მხოლოდ იმ მოტივით, რომ შეცდომით იყო მითითებული მოქალაქის პირადი ნომერი ან პირადი ნომერი სწორადაა მითითებული, ხოლო შეცდომაა დაშვებული პირადობის მოწმობის ნომერში.
ასეთია, დაახლოებით 3600 მხარდამჭერის ხელმოწერა. მოსარჩელის აზრით, საქართველოს კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერს მოეთხოვება პირადი ხელმოწერის სისწორე და არა მისი შემგროვებლის ყველა მონაცემები. ამიტომ, ეს ხელმოწერები უნდა ჩაითვალოს სწორად.
4. მოსარჩელის აზრით, სასამართლომ მტკიცებულებად უნდა მიიღოს და შეამოწმოს იმ მხარდამჭერთა სიების სისწორე და ნამდვილობა, რომელიც წარმოდგენილი იქნა მის მიერ საქართველოს შსს საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის ვაკის რაიონის განყოფილებიდან. მოსარჩელის განმარტებით, მხარდამჭერთა აღნიშნული სიები გატაცებულ იქნა, მისთვის დაუდგენელი პირების მიერ, 2000 წლის 29 თებერვალს მის რწმუნებულ ვ. ბ-ეზე თავდასხმისას და შემდგომში ამოღებული იქნა ვაკის რაიონის პოლიციის მიერ.
მოპასუხის _ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების განმარტებით, რ. ლ-ის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი მხარდამჭერთა სიების პირველადი შემოწმებისას დადგინდა, რომ 14000-ზე მეტი მხარდამჭერის ხელმოწერა არ იყო შედგენილი საქართველოს ორგანული კანონის «პრეზიდენტის არჩევნების შესახებ», საქართვეოლს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2000 წლის 7 იანვრის 7/2000 დადგენილების «საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციაში გატარებაზე უარის თქმის კრიტერიუმების შესახებ» და 2000 წლის 10 თებერვლის 18/2000 დადგენილების «2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატთა მხარდამჭერთა სიებში ხელმოწერათა ნამდვილობის შემოწმების წესის შესახებ» მოთხოვნათა დაცვით. ცენტრალური საარჩევნო კომისია ხელმძღვანელობს ზემოთ აღნიშნული ნორმატიული მასალით, რომლებითაც განსაზღვრულია ის რეკვიზიტები, რომლებიც აუცილებლად უნდა იყოს მითითებული მხარდამჭერთა სიებში. ეს მოთხოვნები ამ შემთხვევაში დარღვეული იყო. მან დაადასტურა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე შეამოწმა რ. ლ-ის მხარდამჭერთა სიები და ნამდვილად ცნო რა 43545 ხელმოწერა, უარი უთხრა მოქალაქე რ. ლ-ს პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე. მოპასუხემ უარყო მოსარჩელის მტკიცება იმის თაობაზე, რომ მის წარმომადგენელს ვ. ბ-ეს 2000 წლის 29 თე-ბერვალს არ მიცეა იმის საშუალება, რომ წარმოედგინა მხარდამჭერთა სიები, მასზე საშვის არ დაშვების გამო.
სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა მოსარჩელის საჩივრის საფუძვლიანობა, მხარეებისა და მათი წარმომადგენლების მონაწილეობით შეისწავლა Eსკ-ს მიერ წარმოდგენილი რ. ლ-ის მხარდამჭერთა ის სიები, რომლებშიც არსებულ მხარდამჭერთა ხელმოწერები სკ-ს მიერ ბათილად იქნა ცნობილი და თვლის, რომ მოსარჩელის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მხარეთა წარმომადგენლების მონაწილეობით Eსკ-ს მიერ წარმოდგენილი მხარდამჭერთა სიების შემოწმებისას გამოირკვა, რომ Eსკ-ს წარმომადგენლებმა ცნეს მხარდამჭერთა სიაში 856 ხელმოწერის ბათილად ცნობის უსაფუძვლობა და განმარტეს, რომ Eსკ-ამ ამ შემთხვევაში დაუშვა შეცდომა. რ. ლ-მა და მისმა წარმომადგენლებმა სადაოდ გახადეს კიდევ 5219 მხარდამჭერის ხელმოწერის ბათილად ცნობის საფუძვლიანობა.
სასამართლომ იმსჯელა სადაო 5219 მხარდამჭერის ხელმოწერის შედგენის შესაბამისობაზე მოქმედ კანონმდებლობასთან და მიიჩნია, რომ სადაო ხელმოწერებიდან 537 მხარდამჭერის ხელმოწერა უნდა ჩაითვლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით შედგენილად და აღდგენილ უნდა იქნას, ვინაიდან მათი შედგენისას დაცული იყო «საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის, სკ-ას 2000 წლის 12 იანვრის ¹7/2000 და 10 თებერვლის 18/2000 დადგენილებების მოთხოვნები, ე.ი. კანონმდებლობით დადგენილი წესით შედგენილად უნდა ჩაითვალოს სულ 1383 მხარდამჭერის ხელმოწერა.
სასამართლოს აზრით სადაო 4682 მხარდამჭერის ხელმოწერა არ აკმაყოფილებს სკ-ს ზემოთ აღნიშნული დადგენილებების მოთხოვნებს.
გაითვალისწინა რა ის გარემოება, რომ სკ-ს ზემოთაღნიშნული დადგენილებები მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია ძალაშია და შესასრულებლად სავალდებულოა, სასამართლო კოლეგია სკ-ს მიერ მხარდამჭერთა სიებში ხელმოწერების ბათილად ცნობას იმის გამო, რომ არ იყო სრულად მითითებული ხელმოწერის ან ხელმოწერაზე პასუხისმგებელი პირის მისამართი, (მითითებული არ იყო ბინის ნომერი), არ იყო სწორად მითითებული საქართველოს მოქალაქის, ან პასპორტის, ან პირადი ნომერი, ან ყოფილი საბჭოთა კავშირის პასპორტის სერია და ნომერი, მიიჩნევს კანონიერად და მოსარჩელის მოსაზრებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თვლის უსაფუძვლოდ.
სასამართლო კოლეგია ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოთხოვნას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ მტკიცებულებად უნდა მიიღოს და შეამოწმოს იმ მხარდამჭერთა სიების სისწორე და ნამდვილობა, რომლებიც წარმოდგენილი იქნა მის მიერ საქართველოს შსს საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის ვაკის რაიონული განყოფილებიდან, ვინაიდან როგორც ზემოთ აღნიშნული განყოფილების უფროსის 2000 წლის 16 მარტის ¹38/5-12-148 წერილიდან ირკვევა, 2000 წლის 29 თებერვალს მოქალაქე ვ. ბ-ეზე თავდასხმისა და გაძარცვის ფაქტზე, სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ არის, შესაბამისად არ არიან დაკავებულნი ეჭვმიტანილები და ამოღებული არ არის მათგან რ. ლ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარდამჭერთა სიები. როგორც ამავე წერილიდან ირკვევა, 2000 წლის 7 მარტს საგამოძიებო განყოფილებაში გამოცხადდა რ. ლ-ი და წარადგინა 400 გვერდზე მისი მხარდამჭერთა სიები. ასევე, 2000 წლის 15 მარტს მოქალაქე გ. დ-მა ამავე განყოფილების კანცელარიაში ჩააბარა 322 გვერდზე საპრეზიდენტო არჩევნებში მხარდამჭერთა სიები.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ მოსარჩე-ლის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი საქაღალდე, რომელზეც დასმულია შსს საგამოძიებო დეპარტამენტის ვაკის განყოფილების ბეჭდები და რომელშიც მოსარჩელის განცხადებით დევს მის მხარდამჭერთა სიები, არის სწორედ ის სიები, რომელიც თვით რ. ლ-ის და მოქ. გ. დ-ის მიერ შესაბამისად მიმდინარე წლის 7 და 15 მარტს წარდგენილ იქნა ვაკის რაიონის საგამოძიებო განყოფილებაში. ამდენად, მას სასამართლო მტკიცებულებად ვერ მიიღებს და ვერ ჩათვლის კანონმდებლობით დადგენილი წესით 2000 წლის 29 თებერვლამდე შედგენილად.
აღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ თვით მოსარჩელეს და მის წარმომადგენლებს Eსკ-ს მიერ წარმოდგენილი მხარდამჭერთა სიების შედგენის სისწორის შემოწმებისას, სადაოდ არ გაუხდიათ სკ-ს მიერ ბათილად ცნობილ მხარდამჭერთა ხელმოწერების ის რაოდენობა, რომელიც სკ-ს მიერ ნამდვილად ცნობილ 43545 ხელმოწერასთან ერთად საკმარისი იქნებოდა რ. ლ-ისთვის კანონით დადგენილი 50000 მხარდამჭერის ხელმოწერის მოსაგროვებლად, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლო კოლეგიამ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 247-ე, 249-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელის რ. ლ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს და უარი ეთქვას მას საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 9 აპრილის არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე.
2. ძალაში დარჩეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2000 წლის 10 მარტის ¹35/2000 დადგენილება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.