Facebook Twitter

3გ/ად-4კ.ს. 17 თებერვალი 2000 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ი. ტაბუცაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე, ნ. სხირტლაძე

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაცენო ბ. გ.-ს ადვოკატის რ. კ.-ის საკასაციო საჩივარს, რომლითაც კასატორი ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის წანამძღვრები და იგი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის აღნიშნული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ქ. თბილისში, ...-ის ქ. ¹ 5-ში მცხოვრებ მოქალაქეთა: ვ. ჯ.-ის, მ. ი.-ის და სხვათა მოთხოვნა და გაუქმდა ქ. თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობის 1998 წლის 27 ნოემბრის ¹ 11/6-148 გადაწყვეტილება, რომლითაE კასატორს ბ. გ.-ს ნება დაერთო მიეშენებინა ქ. თბილისში, ...-ის ქ. ¹ 5-ში, საერთო ეზოში მდებარე კუთვნილ ერთოთახიან ბინაზე დამხმარე სათავსოები (ტუალეტი და სააბაზანო) და საძინებელი ოთახი, როგორE დროებითი ღონისძიება - ამავე ტერიტორიაზე საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის მიერ დაკონსერვებული მშენებლობის დაწყებამდე. ამასთან, გაუქმდა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება.

კასატორის ადვოკატი რ. კ.-ე თავის საკასაციო საჩივარში სადაოდ ხდის მხოლოდ ფაქტობრივ გარემოებებს, ამასთან, არ მიუთითებს საპროცესო სამართლის ნორმების არანაირ დარღვევაზე. საკასაციო საჩივარში, ასევე არაფერია ნათქვამი საკასაციო საჩივრის საფუძვლებზე, რომელსაც ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო საპროEესო კოდექსის 393- ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები, კერძოდ: "საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი:

ა)სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიE უნდა გამოეყენებინა;

ბ) სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიE არ უნდა გამოეყენებინა;

გ) სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი".

საკასაციო საჩივარში ყურადღებაა გამახვილებული მხოლოდ იმ გარემოებებზე, რომლებიE სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო მოწმეთა ჩვენებების, ადგილობრივი დათვალიერების და წერილობითი მტკიცებულებების საპროცესო სამართლის ნორმების დაEვით გამოკვლევისა და შეფასების შედეგად.

საკასაციო პალატა, ასევე, თვლის, რომ არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის ე) ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძვლები, რადგან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკმაოდ დასაბუთებულია და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შესაძლებელია.

ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კასატორ ბ. გ.-ს ადვოკატის რ. კ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად საკასაციო საჩივრის წანამძღვრების არ არსებობის გამო.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.