გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ/ად-4-კ-ს 13 აპრილი 2000 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ი. ტაბუცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე, ნ. კლარჯეიშვილი
საქართველოს სამოქალაქო საპროEესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გადაწყვიტა შ.პ.ს "დ."-ის დირექტორის გ. გ-ს კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 24.12.99 წ. განჩინებაზე, რომლითაცE აპელიანტს უარი ეთქვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლებაზე. სასამართლომ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
შ.პ.ს. "დ."-ის დირექტორმა გ. გ-მ გაასაჩივრა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაE უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმების, საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების, მოპასუხეებზე 59.502 ლარის დაკისრების მოთხოვნით შპს "დ."-ის დირექტორმა გ. გ-მ სააპელაციო საჩივრით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს, რომლის 1999 წლის 24 დეკემბრის განჩინებით აპელანტს უარი ეთქვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლებაზე. აპელანტს მიეცა ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად. განჩინების შინაარსს გ. გ- გაეცნო ა.წ. 12 იანვარს და უარი განაცხადა მის ჩაბარებაზე, რაზედაცE მოსამართლის თანაშემწეების მ. გ-ის და თ. ვ-ს მიერ შედგენილ იქნა აქტი. 2000 წლის 18 იანვარს თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის სა-ხელზე შეტანილი განცხადებით გ. გ-მ მოითხოვა სახელმწიფო ბაჟისაგან განთავისუფლება. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2000 წლის 10 თებერვლის განჩინებით არ იქნა დაკმაყოფილებული შ.პ.ს. "დ."-ის დირექტორის გ. გ-ს 2000 წლის 6 თებერვლის კერძო საჩივარი დაუსაბუთებლობის გამო.
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ გ. გ-ს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 367-ე მუხლის შესაბამისად, წერილობითი ფორმით შედგენილი სააპელაციო საჩივარი გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითართან ერთად შეტანილ უნდა იქნეს იმ სასამართლოში, რომელმაცE გამოიტანა სააპელაციო წესით გასაჩივრებული გადაწყვეტილება. "სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის "ბ" ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსა-ხილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟი გადაიხდევინება სააპელაციო საჩივარზე სადავო საგნის ღირებულების 3 პროცენტის ოდენობით.
ვინაიდან დავის საგნის ფასი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის "ა" ქვეპუნქტის თანახმად, შეადგენს 59502 ლარს, აპელანტის გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი 1785 ლარს შეადგენს. ამასთანავე, შპს "დ." არ პასუხობს "სახელმწიფო ბაჟის შესახებ" კანონის მე-5 მუხლის პირობებს და იგი ბაჟის გადახდისაგან არ თავისუფლდება. აპელანტს არ დაუსაბუთებია ბაჟისაგან განთავისუფლების მოთხოვნა, არ შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი. გ. გ-ს არE სააპელაციო საჩივარში და არც შემდგომ საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის სახელზე შეტანილ განცხადებაში არ დაუყენებია სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საკითხი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს აგრეთვე, რომ 2000 წლის 1 იანვრიდან ძალაში შესული საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა არ დააბრკოლებს საქმის განხილვას და გადაწყვეტას მხოლოდ იმ შემთხვევაში, უკეთუ აპელანტი ფიზიკური და არა იურიდიული პირია. მოცემულ შემთხვევაში სარჩელი აღძრული იყო და სამართალწარმოება მიმდინარეობდა შ.პ.ს. "დ."-ის სახელით, რომლის ქონება განცალკევებულია წევრთა პირადი ქონებისაგან. გარდა ამისა, საქმის მასალებში დაცულია საბურთალოს რაიონის სასამართლოს 29.11.96 წ. დადგენილება, რომლის თანახმადაცE შ.პ.ს. "დ."-ს ხუთი და არა ერთი დამფუძნებელი პარტნიორი ჰყავს (ს. ფ. 99).
რაცE შეეხება გ.გ-ს 06.02.2000 წ. კერძო საჩივარში დასმულ მოთხოვნას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული აპელანტს უნდა მოეთხოვა სააპელაციო საჩივარში სათანადო მტკიცებულებების დართვით ან სააპელაციო სასამართლოს მიერ ხარვეზის გამოსასწორებლად მოცემულ ვადაში განცხადების შეტანით. საკასაციო ინსტანციაში გ. გ-ს მიერ წარმოდგენილი ს.ს. "ბანკი კრედიტი"-ს Eცნობა (29/3 24.02.2000 წ.) იმის თაობაზე, რომ "დ."-ს არ ერიცხება ანგარიშზე სახსრები და ამჟამად დახურულია უმოძრაობის გამო, არ იძლევა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველს.
პალატა აღნიშნავს აგრეთვე, რომ გ.გ-ა გაეცნო რა თბილისის საოლქო სა-სამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის კოლეგიის განჩინების შინაარსს, უარი განაცხადა მის ჩაბარებაზე (ს. ფ. 254) და ხარვეზის გამოსასწორებლად მიცემული ვადის გასვლის შემდეგ (27.01.2000 წ.) ჩაიბარა განჩინებები, ხოლო კერძო საჩივარი სააპელაციო პალატის 24.12.99 წ. განჩინებაზე შემოიტანა 07.02.99 წ., რითაც ფაქტობრივად დაარღვია კერძო საჩივრის შეტანის 12 დღიანი ვადა, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, აღმკვეთ ხასიათს ატარებს და გაგრძელებას არ ითვალისწინებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ.პ.ს. "დ."-ის დირექტორის გ. გ-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. ძალაში დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 24 დეკემბრის განჩინება.
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.