Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ/ად-5 5 მაისი, 2000 წელი, ქ. თბილისი|||

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა შემდეგი შემადგენლობით: თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მსაჯულები: გ. ოგანოვა, ზ. მინდაძე

განიხილა დ. დ-ისა და სხვათა სასარჩელო განცხადება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2000 წლის 26 აპრილის ¹ 66/2000 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე.

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოში 1999 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არ შედგა ორც ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში: მარტვილში და ქედაში, რომლის შესახებაც არსებობს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საქართველოს პარლამენტის შესაბამისი დადგენილებები.

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, იხელმძღვანელა რა "საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 57-ე მუხლით, 2000 წლის 1 მარტს მიიღო ¹ 28/2000 დადგენილება და ¹ 65 მარტვილისა და ¹ 80 ქედის საარჩევნო ოლქებში ხელახალი არჩევნები 2000 წლის 11 ივნისათვის დანიშნა.

2000 წლის 14 აპრილს საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო ¹63/2000 დადგენილება ¹ 65 მარტვილისა და ¹ 80 ქედის საარჩევნო ოლქებში საქართველოს პარლამენტის წევრების არჩევნების ძირითად საარჩევნო ღონისძიებათა შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე", რომლითაც განისაზღვრა საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი.

2000 წლის 19 აპრილს საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ასევე, მიიღო ¹65/2000 დადგენილება ¹65 მარტვილისა და ¹ 80 ქედის საარჩევნო ოლქებში საქართველოს პარლამენტის წევრების არჩევნების სავარაუდო ხარჯთაღრიცხვის შესახებ". სულ საარჩევნო ხარჯები 57 000 ლარის ოდენობით განისაზღვრა.

მაგრამ, 2000 წლის 26 აპრილს საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო ¹ 66/2000 დადგენილება, რომლითაც ძალადაკარგულად ცნო Eსკ ¹28/2000 და ¹ 63/2000დადგენილებები.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებმა: დ. დ-მა, ზ. ა-ემ და ტ. გ-ემ, რწმუნებულმა თ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ¹66/2000 დადგენილების ბათილად ცნობა.

მოსარჩელეები თავის მოთხოვნას შემდეგ გარემოებებზე ამყარებდნენ:

1. საქართველოს ცენტრალურმა სააჩევნო კომისიამ, ¹ 66/2000 დადგენილებით გააუქმა რა Eსკ ¹ 28/2000 და ¹ 63/2000 დადგენილებები, უხეშად და-არღვია "საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 57-ე მუხლის მეორე პუნქტის მოთხოვნები, კერძოდ, "გამოკლებული პარლამენტის წევრის ნაცვლად არჩევნები ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში ტარდება წელიწადში ორჯერ - მაისს-ივნისში და ოქტომბერ-ნოემბერში. არჩევნები უნდა ჩატარდეს უახლოეს ვადაში".

2. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ისე გააუქმა ¹ 28/2000 და ¹ 63/2000 დადგენილეები, რომ საკითხი ამ დადგენილებათა გაუქმების შესახებ სხდომის დღის წესრიგში არ შეიტანა, რითაც დაარღვია ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტი.

3. "საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის

22-ე მუხლის მეორე პუნქტის ღ)ქვეპუნქტის შესაბამისად, "საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია თავისი შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობის გადაწყვეტილებით ნიშნავს არჩევნების ჩატარების ახალ თარიღს ამ ოლქში". იგივე წესი მოქმედებს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებისათვის, ანუ ¹ 28/2000 და ¹ 63/2000 დადგენილების გაუქმებისათვის საჭირო იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრთა 14 ხმა მაინც. ცენტრალური საარჩევნო კომისიის 26 აპრილის ¹ 19/2000 სხდომის ოქმის შესაბამისად კი, აღნიშნულ წინადადებას ხმა მისცა მხოლოდ კომისიის 13 წევრმა, 2/3 -ზე ნაკლებმა, რითაც დაირღვა ორგანული კანონის მოთხოვნა.

მოპასუხის - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა ე. გ-მა არ ცნო სარჩელი შემდეგი საფუძვლებით:

1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ¹ 66/2000 დადგენილების მიღება და ¹ 28/2000 და ¹ 63/2000 დადგენილებების გაუქმება უპირველესად გამოწვეულია იმ სახსრების უქონლობით, რაE აუცილებელია არჩევნების ჩასატარებლად. დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არ გააჩნია ფინანსური შესაძლებლობა, რათა ¹ 65 მარტვილისა და ¹ 80 ქედის საარჩევნო ოლქებში მოაწყოს არჩევნები.

2. "საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 57-ე მუხლი საერთოდ არ ეხება ხელახალი არჩევნების დანიშვნისა და ჩატარების წესებს, უფრო მეტიც, ამის შესახებ კანონი ზუსტად არ მიუთითებს, თუმცა ცენტრალური საარჩევნო კომისია კონსტიტუციიდან და კანონის ანალოგიიდან გამომდინარე მაინც უზრუნველყოფს ხელახალი არჩევნების ჩატარებას ¹ 65 მარტვილისა და ¹ 80 ქედის საარჩევნო ოლქებში.

3. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2000 წლის 26 აპრილის სხდომის დღის წესრიგის დამტკიცებამდე შეEვალა და შეიტანა საკითხი "¹ 65 მარტვილისა და ¹ 80 ქედის საარჩევნო ოლქებში არჩევნების მიმდინარეობის შესახებ", რითაც რეგლამენტი არ დაურღვევია.

4. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებები, "საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, მიიღებაEცენტრალური საარჩევნო კომისიის დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. მართალია, ხელახალი არჩევნების დანიშვნისათვის აუცილებელია ცენტრალური საარჩევნო კომიისის სრული შემადგენლობის ხმათა 2/3, მაგრამ ასეთი სახის დადგენილების გაუქმებისათვის რომ კომისიის სრული შემადგენლობის ხმათა 2/3 საჭირო, ორგანულ კანონში არაფერია ნათქვამი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო სასარჩელო განცხადებას, შესაგებელს, წერილობით მტკიცებულებებს და თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, ბათილად უნდა იქნს Eნობილი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2000 წლის 26 აპრილის ¹ 66/2000 დადგენილება შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საქართველოს უზენაესი სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ "საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 57-ე მუხლი ზუსტად განსაზღვრავს ხელახალი არჩევნების დანიშვნისა და ჩატარების წესებს (მუხლი 57. ხელახალი არჩევნები - იმ ერთმანდატიან ოლქში, სადაც არჩევნები არ შედგა, გამოკლებული პარლამენტის წევრის ნაცვლად, და უკანასკნელის ადგილმონაცვლის განსაზღვრის წესი).

ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, "საქართველოს პარლამენტის მიერ ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში კანონით დადგენილი წესით არჩევნების ჩაუტარებლობის შემთხვევაში, არჩეული პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ბათილად ცნობის, აგრეთვე, ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩეული პარლამენტის წევრის გადადგომის ან სხვა მიზეზების გამო მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას შესაბამის საარჩევნო ოლქში ეწყობა ახალი არჩევნები.

არჩევნებს ნიშნავს ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების ჩატარებამდე არა უგვიანეს სამი თვისა და იგი ეწყობა ორგანული კანონის მოთხოვნათა დაცვით".

ამასთან, სასამართლო თვლის, რომ "საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ"

საქართველოს ორგანული კანონის 57-ე მუხლის მეორე პუნქტი უშუალოდ ეხება გამოკლებული პარლამენტის წევრის ნაცვლად ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნების ჩატარებას.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლო, ასევე, ვერ გაიზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ¹ 28/2000 და ¹ 63/2000 დადგენილებების გასაუქმებლად საჭირო იყო კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის ხმათა 2/3, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაუქმებლად საჭიროა იგივე პროცედურის დაცვა, რაც ამ აქტის მისაღებად. აღნიშნული დადგენილებები კი მიღებულ იქნა "საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის მეორე პუნქტის ღ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის ხმათა 2/3-ით.

ამდენად, სასამართლოს აზრით Eსკ 2000 წლის 26 აპრილის ¹ 66/2000 დადგენილება ¹28/2000 და ¹ 63/2000 დადგენილებების გაუქმების შესახებ მიღებულ იქნა კანონით დადგენილი პროცედურის დარღვევით, Eენტრალური საარჩევნო კომისიის დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით და არა კომიისის წევრთა სრული შემადგენლობის ხმათა 2/3-ით.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლო თვლის, რომ Eენტრალური სა-არჩევნო კომისიის მიერ 2000 წლის 26 აპრილის სხდომის დღის წესრიგში არE წინასწარ და არE სხდომაზე სადაო საკითხი იმ ფორმულირებით არ ყოფილა შეტანილი, როგორც მიღებულ იქნა დადგენილება, რითაE დაირღვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა საქართველოს

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე და 32-ე მუხლებით, "საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე და 249-ე მუხლებით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სარჩელი დაკმაყოფილდეს. ბათილად იქნეს Eნობილი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2000 წლის 26 აპრილის ¹ 66/2000 დადგენილება.

2. საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 30 ლარის ოდენობით მოსარჩელეთა სასარგებლოდ.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.