გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ/ად-6-კ 18 აპრილი, 2000 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ი. ტაბუცაძე
მოსამართლეები: ნ. კლარჯეიშვილი, ნ. სხირტლაძე
განიხილა კასატორის _ თ. ნ-ის წარმომადგენლის მ. წ-ის საკასაციო საჩივარი თ. ბ-ი-თ-ისა და საბურთალოს რაიონის გამგეობის მიმართ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 25 ნოემბრის განჩინების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების, კერძოდ თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის 1995 წლის 12 ივლისის ¹ 9.9.130 და 1998 წლის 17 ივნისის ¹ 6.16.99 გადაწყვეტილებათა გაუქმების, თაობაზე.
საკასაციო პალატამ მოსამართლე ნ. კლარჯეიშვილის მოხსენებისა და მხარეთა ახსნა- განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრისა და საქმის მასალების შესწავლა-შემოწების შედეგად, დადგენილად Eცნო შემდეგი:
საბურთალოს რაიოსაბჭოს აღმასკომის 11.06.90 წ. ¹ 9.46.433 გადაწყვეტილებით ...ას გამზ. ¹9 სახლის მობინადრეებს ნება დაერთოთ ლოჯიების მიშენებაზე. საბურთალოს რაისაბჭოს აღმასკომის 31.08.90 წ. ¹ 18.46.769 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა საბურთალოს რაიონის საზკვების ტრესტის დირექციის განცხადება და ...ას გამზ. ¹ 9-ში მისაშენებელი ლოჯის ქვეშ არსებული სივრცის ამოშენებისა და დამხმარე სათავსოდ გამოყენების უფლება მიეცა სახლის პირველ სართულზე მდებარე კაფე "თ-ს", რომელსაც დაევალა მთავარ არქიტექტურულ-დაგეგმარებით სამმართველოში პროექტის და-კვეთა და შეთანხმება (ს. ფ. 13). ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 1991 წ. 10 თე-ბერვლის ¹ 83 ბრძანებით შეთანხმებულად ჩათვალა კაფე "თ-სათვის" 48,48 კვ.მ. ფართობის დამხმარე სათავსების მოწყობის პროექტი (ს. ფ.117) რომლის დედანი, ქალაქ თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის ცნობით, დაკარგულია და ამჟამად გააჩნიათ ფალსიფიცირებული ასლი (ს. ფ. 134-136).
1991 წლის 20 მაისს თბილისის სახალხო დეპუტატთა რაისაბჭოს აღმასკომის ¹ 167 განკარგულებით მცირე საწარმო "ლ-ს" იჯარით გადაეცა ... გამზ. ¹ 9 სახლის მე-3 სადარბაზოსთან მიშენებული ლოჯის ქვეშ წარმოქმნილი 35 მ2 თავისუფალი სივრცე (ს. ფ.32), რაც გაუქმდა საბურ-თალოს რაიონის გამგეობის 1993 წლის 15 ნოემბრის ¹2438 განკარგულებით და აღნიშნული ფართი დამხმარე სათავსოს მოსაწყობად გადაეცა ამავე სახლის 53-ე ბინაში მცხოვრებ თ. ბ--თ-ს (ს. ფ. 33). თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის 1994 წლის 23 მარტის ¹ 3.17.52 გადაწყვეტილებით "თ-ს" დირექციას ნება დაერთო საკუთარი სახსრებით მოეხდინა დამხმარე სათავსოს მიშენება ლოჯის ქვეშ, სახლის მეორე მხარეს, ქალაქის მთავარ არქიტექტურულ-დაგეგმარებით სამმართველოსთან ¹ 83 ბრძანებით შეთანხმებული პროექტით (ს. ფ. 124). 1995 წელს კაფე "თ-ს" შრომითმა კოლექტივმა პრივატიზაციით გამოისყიდა საწარმოს ქონება და 7 ივლისს საკუთრებაში გადაეცათ 169,5 მ2 არასაცხოვრებელი ფართი სადავო სათავსების გარეშე (ს. ფ. 24). საბურთალოს რაიონის გამგეობის 1995 წლის 12 ივლისის ¹9.9.130 გადაწყვეტილებით ძალაში დარჩა გამგეობის 15.11.93 წ. ¹ 2438 განკარგულება 35 მ2 ფართობის თ. ბ--თ-ზე გადაცემის შესახებ და გაუქმდა საბურთალოს რაისაბჭოს აღმასკომის 20.05.91 წ. ¹ 167 განკარგულება სადავო ფართობის "ლ-ზე" გადაცემის თაობაზე. ამავე გადაწყვეტილებით ასევე გაუქმდა კაფე "თ-ზე" ლოჯიების მიშენებით წარმოქმნილი ფართის გადაცემაზე აღმასკომის 21.08.90 წ. ¹18.46.769 გადაწყვეტილება იმ საფუძვლით, რომ "თ-ს" არავითარი წი-ლობრივი მონაწილეობა არ მიუღია ლოჯიების მიშენებაზე, ვერ მოახერხა ობიექტის სრულად დასაქმება, ფართს იყენებდა არადანიშნულებით. საიჯარო ქირას იხდიდა დაგვიანებით, ... გამზ. ¹ 7-ის მხარეს სათავსოს მშენებლობა აწარმოა პროექტის უხეში დარღვევებით, რაცE ფართის გაზრდითა და ფასადის შეცვლით გამოიხატა (ს. ფ. 34-35). 1995 წლის 26 ივლისის ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის ¹180 ბრძანებით აღდგა ¹225 ბრძანება თ. ბ-ი-თ-სათვის ნებადართული 35 მ2 ფართის სათავსოს აშენების პროექტის შეთანხმების შესახებ (ს. ფ. 36; 130). საბურთალოს რაიონის გამგეობის 02.11.95 წ. ¹ 510 განკარგულებით საწარმო "თ-ს" ნება დაერთო მიშენებული ლოჯიების პირველ სართულზე კუთვნილი მშენებლობა-დაუმთავრებელი დამხმარე სათავსოს გასხვისებაზე (ს. ფ. 27) და 1996 წლის 13 ივნისს შპს "თ-ს" წარ-მომადგენელ გ. თ-ესა და კასატორს, თ. ნ-ის წარმომადგენელ მ.წ-ს შორის "თ-ს" მშენებლობა დაუმთავრებელ 88მ2 არასაცხოვრებელ ფართზე გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რაცE კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმდა სანოტარო წესით და რეგისტრირებულია თბილისის ტექინვენტარიზაციის ბიუროში (ს. ფ. 29).
თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის 17.06.98 წ. ¹ 6.16.99 გადაწყვეტილებით დამტკიცდა ქ.თბილისის არქიტექტურულ-სამ-შენებლო კონტროლის სახელმწიფო ინსპექციის მიერ წარმოდგენილი კომისიის აქტი ... გამზ. ¹9-ში მცხოვრებ თ. ბ--თ-ის მიერ საცხოვრებელ სახლზე ლოჯიების მიშენების შედეგად მესამე სადარბაზოს I სართულზე წარმოქმნილ 35 მ2 ფართში შემოქმედებითი სახელოსნოს ექპლუატაციაში მიღების შესახებ (ს. ფ. 38), რაცE კასატორის მ. წ-ის აზრით, წარმოადგენს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცული, მისი მარწმუნებლის თ. ნ-ის საკუთრების უფლების ხელყოფას და სარჩელით მოითხოვა 1996 წლიდან თ. ნ-ის საკუთრებაში არსებული 88 მ2 არსაცხოვრებელი ფართის ნაწილის 35 მ2 ფართობის თ. ბ-ლ-თ-ზე გადაცემის შესახებ თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის 1995 წლის 12 ივლისის ¹ 9.9.130 და 1998 წლის 17 ივნისის ¹ 6.16.99 გა-დაწყვეტილებათა გაუქმება. მოწინაააღმდეგე მხარეებმა - თბილი-სის რაიონის გამგეობამ და თ. ბ-ი-თ-მა სარჩელი არ Eცნეს, ხოლო თ. ბ-მა შეგებებული სარჩელით მოითხოვა შპს "თ-ს" და თ. ნ-ს შორის 88 მ2 არასაცხოვრებელი ფართის ნასყიდობაზე 1996 წელს გაფორმებული ხელშეკრუ-ლების ბათილობა 35 მ2 შემოქმედებით სახელოსნოს ნაწილში.
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოსა და თბილი-სის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების პალა-ტის გადაწყვეტილება - განჩინებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, მოპასუხის შეგებებული სარჩელი კი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გამგეობის 1994 წლის 23 მარტის ¹3.17.52 გადაწყვეტილება და 88 მ2 არასაცხოვრებელი ფართის ნასყიდობის ხელშეკრულება, საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 56-ე და 146-ე მუხლების შესაბამისად, ბათილად იქნა Eცნობილი 352 სადავო ფართის ნაწილში, შემდეგი საფუძვლებით:
1. სააპელაციო საჩივარი და შესაბამისად სარჩელი დაუსაბუთებელია, ვი-ნაიდან კაფე "თ-ს" საბურთალოს რაისაბჭოს აღმასკომის 1990 წლის ¹ 18.46.769 გადაწყვეტილებითა და თბილისის მთავარი არქიტექტორის ¹ 83 ბრძანებით ნება დაერთო ლოჯის ქვეშ არსებულ სივრცეში 48,48 მ2 ფართობის დამხმარე სათავსოს მოწყობაზე: ერთადერთი მტკიცებულება,
რომელიცE"თ-სათვის" 88 მ2 ფართის ამოშენების უფლების მიცემას ადასტურებს, პარის მშენებლობის პროექტის ასლი, რომელშიE ქალაქის მთვარი არქიტექტორის წერილის მიხედვით, აშკარად შეიმჩნევა ფალსიფიკაEიის ნიშნები და ტექნიკური მონაცემები არ შეესაბამება პროექტის შეთანხმების ბრძანებაში დაფიქსირებულ მონაცემებს (ს. ფ. 136).
2. მოპასუხე თ. ბ-ი-თ-მა საბურთალოს რაიონის გამგეობის 1993 წლის ¹2438 განკარგულებისა და 1995 წლის ¹ 9.9.130 გადაწყვტეილების შესაბამისად, თბილისის მთავარი არქიტექტურის მიერ დამტკიცებული პროექტის საფუძველზე აწარმოა მშენებლობა, რაცE დაუკანონდა გამგეობის 1998 წლის ¹ 6.16.99 გადაწყვეტილებით.
3. თ. ბ-ი-თ-ის კანონიერი უფლება სადავო 35 მ2 არასაცხოვ-რებელ ფართზე ცნო საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინის-ტროს ქ. თბილისის სამმართველომ 1993 წლის 21 ივლისის წერილში, რომლის მიხედვითაცE მიშენებული ლოჯიების ქვეშ არსებული თავისუფალი სივრცე მობინადრეთა საკუთრებაა, რის გამოცE მისი ამოშენების უპირატესი უფლება მობინადრეს აქვს (ს. ფ. 127).
4. რაიონული სასამართლოს მოსამართლეს სამოქალაქო საპროცესო ნორმები არ დაურღვევია და მოსარჩელე დაცვის გარეშე არ დაუტოვებია, ვინაიდან მოსარჩელე თ.ნ-ის წარმომადგენელ მ. წ-ს კანონით გათვალისწინებული წესით, შეტყობინებით ეცნობა საქმის განხილვის დღე (ს. ფ. 174-175), რაც შეეხება პროცესის ჩატარებას ადვოკატ ი. ბ-ის გარეშე, სასამართლო სხდომის ოქმის მიხედვით მ. წ-მა თავადვე განაცხადა თანხმობა დამცველის გარეშე საქმის განხილვაზე (ს. ფ. 182).
5. სააპელაციო კოლეგიამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაო-ბაზე, რომ მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოიტანა გამოთხოვილ მტკიცებულებათა გარეშე. კოლეგიამ ჩათვალა, რომ წარმოდგენილი წერილები იდენტურია, გარდა 1999 წლის 21 ივლისის ¹ 986 წერილისა, რომელიცE მოსამართლის მიერ გამოთხოვილი არ ყოფილა, არამედ არის 1999 წლის 28 ივნისის ¹ 20 ფ. 75.986 წერილის დამატებითი განმარტება და მოსამართლეს მის გარეშეE შეეძლო საქმის გადაწყვეტა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის განჩინება მოსარ-ჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა შემდეგი მოტივებით:
1. ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლი და საქმეში მესამე პირად ჩართული თ. ბ-ი-თ-ი მისი თანხმობის გარეშე ჩააბა მოპასუხედ;K
2. მოსამართლე არ დაელოდა არქიტექტურის დეპარტამენტიდან მის მიერ გამოთხოვილ მასალებს და მათ გარეშე გამოიტანა გადაწყვეტილება, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდეექსის 244-ე მუხლის დარღვევაა.
3. სასამართლომ ასევე დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლები მხარეთათვის სასამართლო უწყების ჩაბარების შესახებ. კასატორის მტკიცებით, იგი თბილისში დაბრუნდა 1999 წლის 15 ივლისს და 13 ივლისს სასამართლო უწყება მის ფიზიკურად ვერ ჩაბარდებოდა.
4. სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ უგულვებელყო საქმეში არსებუ-ლი მტკიცებულებები და გამოიტანა დაუსაბუთებელი, აშკარად არაობიექტური და უსაფუძვლო გადაწყვეტილება.
მოწინააღმდეგე მხარეებმა - თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობისა და თ. ბ-ი-თ-ის წარმომადგენლებმა საკასაციო საჩივარი არ Eცნეს, მოითხოვეს კასატორისათვის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და თბილისის საოლქო სასამართლოს განჩინების ძალაში დატოვება, ვინაიდან საკასაციო საჩივარში მითითებულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია. როგორცE პირველმა, ასევე სააპელაციო სასამართლომ საქმის მტკიცებულებებზე დაყრდნობით ფაქტობრივ გარემოებებს მისცეს სწორი, კანონიერი შეფასება და გამოიტანეს საკმაოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატა მხარეთა მოსმენის, საქმის მასალების შესწავლის, გადაწყვეტილების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და საოლქო სასამართლოს განჩინება ძალაში უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას ვაკე-საბურთა-ლოს რაიონული სასამართლოს მოსამართლის მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე და 85-ე მუხლების დარღვევის თაობაზე ვინაიდან, საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს სააპელაციო სასამართლოს და არა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე და შესაბამისად, საპროცესო დარღვევებზე, კოდექსის 364-ე მუხლის თანახმად, შეიტანება სააპელაციო საჩივარი, თავის სააპელაციო საჩივარი კი მ. წ-ი თ. ბ-ი-თ-ის მოპასუხედ ჩართვას არ ასაჩივრებდა. ამასთან, კასატორი არასწორად მიუთითებს მოსამართლის მიერ საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის დარღვევაზე, აღნიშნული მუხლი ეხება არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლას, რასაცE კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, რაცE შეეხება მხარეთა გამოძახებას საპრო-ცესო კოდექსის 70-78 მუხლების მოთხოვნების დაუცველად, პირველი ინს-ტანციის სასამართლოს არც ასეთი საპროცესო დარღვევა ჩაუდენია, რასაც ადასტურებს საქმეში არსებული შეტყობინება, რომლითაცE ირკვევა რომ თ. ნ-ის წარმომადგენელს მ. წ-ს სხდომის დღე კანონის შესაბამისად ეცნობა და სასამართლო უწყება ჩაბარდა 13 ივლისს (ს. ფ. 174-175).
საკასაციო პალატა ასევე არ ეთანხმება კასატორის აზრს რაიონული და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეში არსებული მტკიცებულებების უგულვებელყოფით, დაუსაბუთებელი და არაობიექტური გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე და 244-ე მუხლების შესაბამისად, გამოიკვლია და სწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები და გარემოებები, რომ კაფე "თ-ს" საბურთალოს რაისაბჭოს აღმასკომის 31.08.90 წ. ¹ 18.46.769 გადაწყვეტილებითა და ქ. თბილისის მთავარი არქიტექტურის 2991 წ. 10 თებერვლის ¹ 83 ბრძანებით უფლება მიეცა ... გამზ. .¹ 9 სახლის ლოჯის ქვეშ 48.48 კვ. მ. ფართობის დამხმარე სათავსოს მოწყობაზე (ს. ფ. 13 და 117), ხოლო საბურთალოს რაიონის გამგეობის 1994 წლის 23 მარტის ¹ 3.17.52 გადაწყვეტილებით "თ-ს" ნება დაერთო სახლის მეორე მხარეს, ლოჯის ქვეშ ამოეშენებინა სათავსო ¹ 83 ბრძანებით შეთანხმებული პროექტის შესაბამისად (ს. ფ. 124). ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 1991 წლის 10 თებერვლის ¹ 83 ბრძანებით კაფე "თ-ს" უფლება მიეცა და შეთანხმებულად ჩაითვალა 48,48 კვ. მ. დამხმარე სათავსების მოწყობის პროექტი, თავად პროექტის დედანი ქალაქ თბი-ლისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის Eცნობით დაკარგულია. ს. ფ. 118-ე ფურცელზე წარმოდგენილ პროექტის ასლზე, რომელზეც შიმჩნევა ფალსიფიკაცის ნიშნები, ტექნიკური მონაცმები დამხმარე ფართი_ 48,48 მ2 არ შეესაბამება პროექტის შეთანხმების ბრძანებაში დაფიქსირებულ მონაცემს - 88,48 მ2 (ს. ფ. 134-136). ქალაქის მთავარი არქიტექტორის 1999 წლის 28 ივნისის ¹ 986 წერილით ასევე დასტურდება, რომ ¹ 83 ბრძანებით შეთანხმებულად ჩაითვალა კაფე "თ-ზე" ... გამზ. ¹ 7-ის მხრიდან 20.,60 მ2, ხოლო ... გამზ. ¹ 11- ის მხრიდან 27,98 მ2, სულ 48,48 მ 2 დამხმარე სათავსოების ამოშენების პროექტი (ს. ფ. 122-123).
გარდა ამისა, ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის 1999 წლის 21 ივლისის ¹ 986 წერილის მიხედვით ირკვევა: "ქ. თბილისის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს 1967 და 1995 წლების მოცემული გეგმებით…... გამზ. ¹ 9-ში მდებარე რვასართულიანი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე კაფე "თ-ს" მიმდებარედ, საბურთალოს რაიონის გამგეობის 31.08.90 წ. ¹ 18.46.769 გადაწყვეტილებით და თბილისის მთავარი არქიტექტორის პირველი მოადგილის 10.02.91 წ. ¹ 83 ბრძანებით (48.48 მ2) ამოსაშენებელი ფართი შენობის ორივე მხრიდან ეკუთვნის კაფე "თ-ს" (ს. ფ. 202).
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლომ საქმის გარემოებე-ბისა და წერილობითი მტკიცებულებების ყოველმხრივ სრული და ობიექტური განხილვის შედეგად სწორად დაადგინა კაფე "თ-სათვის" მხოლოდ 48,48 მ2, და არა 88, 48 მ2 სათავსოს აშენების უფლების მიცემის ფაქტი, და საკასაციო პრეტენზია ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა.
შესაბამისად უსაფუძვლოა კასატორის მოთხოვნა, რადგან ზემოაღნიშნული წერილობითი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ კაფე "თ-ს" უფლება მიეცა და მის საკუთრებას შეადგენდა ლოჯის ქვეშ ამოშენებული მხოლოდ 48,48 მ2 სათავსო, ამიტომ საბურთალოს რაიონის გამგეობის 02.11.95 წ. ¹510 განკარ-გულებითაE უფლება მიეცა მხოლოდ კუთვნილი მშენებლობა დაუმთავრე-ბელი დამხმარე სათავსოს გასხვისებაზე (ს. ფ. 27). სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქცია) 89-ე მუხლის მიხედვით: ქონების მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის, მათ შორის გაყიდვის გაჩუქების, გაცვლის, უფლება აქვს მხოლოდ მესაკუთრეს, ვინაიდან კაფე "თ-ს" საკუთრებას შეადგენდა ¹ 89 ბრძანებით შეთანხმებული 48,48 მ2 მშენებლობა დაუმთავრებელი დამხმარე სათავსო, ამიტომ თ. ნ-თან ნასყიდობის ხელშეკრუ-ლება "თ-ს" შეეძლო დაედო მხოლოდ კუთვნილ 48,48 მ2 სათავსოზე და არა 88 მ2 არასაცხოვრებელ ფართზე. 1996 წლის 13 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება სასამართლომ სწორად ჩათვალა ბათილად, რადგან ხელშეკ-რულება კანონის მოთხოვნებს არ შეესაბამება, ეწინააღმდეგება სამოქალაქო სამართლის კოდექსის 89-ე მუხლს და დადებულია სხვის ქონებაზე ე. ი. არაუფლებამოსილი პირის (არამესაკუთრის) მიერ.
საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას საბურთალოს რაიონის გამგეობის 1998 წ. 16 ივლისის ¹6.16.99 გადაწყვეტილების უკანონობის შესახებ და თვლის, რომ სასამართლომ საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით სწორად Eცნო 88 მ2 არასაცხოვრებელ ფართში შემავალი 35 მ2 სათავსოზე (სახელოსნოზე) თ. ბ-ი-თ-ის საკუთრების უფლება, რადგან თ. ბ--თ--მა საბურთალოს რაიონის გამგეობის 1993 წლის 15 ნოემბრის ¹2438 გან-კარგულებისა (ს.ფ. 33) და 1995 წ. 12 ივლისის ¹ 9.9.130 გადაწყვეტილების (ს.ფ. 34-35), ასევე თბილისის მთავარი არქიტექტორის ¹ 180 და 225 ბრძანებების (ს. ფ. 36-130) შესაბამისად, სათანადო ნებართვის საფუძველზე და საკუთარი სახსრებით ამოაშენა ლოჯის ქვეშ გამოყოფილი 35 მ2 ფართობის შემოქმედებითი სახელოსნო, რაც კანონით დადგენილი წესით დამტკიცდა საბურთალოს რაიონის გამგეობის 1998 წლის 17 ივნისის ¹ 6.16.99 გადაწყვეტილებითა და შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების 1998 წ. 12 ივნისის აქტით (ს.ფ. 37-38). ამდენად, თ. ბ-ი-თ-ი სადავო 35 მ2 არასაცხოვრებელ ფართის კანონიერი მესაკუთრეა, მისი საკუთრების უფლება ხელშეუხებელია და დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით, რასაც ხელყოფს კაფე "თ-სა" და თ. ნ-ს შორის 1996 წელს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელითაცE 88მ2 უკანონოდ გას-ხვისდა თ. ბ-ი-თ-ის საკუთრებაში არსებული 35 მ2 სახელოსნო, რის გამოც სასამართლომ კანონიერად დააკმაყოფილა შეგებებული სარჩელი და ბათილად ცნო 1996 წლის 13 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება, 35 მ2 ფართის ნაწილში.
ამრიგად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ უსაფუძვლობის მოტივით საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 25 ნოემბრის განჩინება, ვინაიდან კანონის მითითებულ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. სასამართლომ მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად დადგენილ გარემოებებს მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება და გამოიტანა დასაბუთებული და კანონიერი განჩინება.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 404-ე მუხლის I ნაწილის, 410-ე, 413-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კასატორის თ. ნ-ის წარმომადგენლის მ. წ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად ძალაში დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქა-ლაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 25 ნოემბრის განჩინება.
3. კასატორს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 30 ლარის გადახდა.
4. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
5. განჩინება დადგენილი წესით გადაეცეთ მხარეებს, საქმე დაუბრუნდეს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს.