3გ/ად-9 15 სექტემბერი 2000 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ, შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე . ბ. მეტრეველი
მსაჯულები: ნ. დუმბაძე, ი. კალაძე
განიხილა მოქ. გ. ა.-ის სასარჩელო განცხადება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2000 წლის 5 სექტემბრის ¹ 22/2000 განკარგულების გაუქმებისა და გ. ა.-ის მატრვილის ¹... საარჩევნო ოლქში პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციაში გატარების თაობაზე.
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2000 წლის 21 აგვისტოს 21/2000 განკარგულებით გაუქმებულ იქნა ¹ 65 მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2000 წლის 14 აგვისტოს ¹ 2 განკარგულება და გ. ა.-ეს საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციაში გატარებაზე უარი ეთქვა „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ ორგანული კანონის კანონის 38-ე მუხლის მე-5 და ცსკ-ს 2000 წლის 24 მაისის ¹ 14/2000 განკარგულების პირველი პუნქტის საფუძველზე.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2000 წლის 21 აგვისტოს ¹21/2000 განკარგულება გ. ა.-ემ გაასაჩივრა საქართველოს უზენაეს სასამართ-ლოში, მოითხოვა აღნიშნული განკარგულების გაუქმება და მარტვილის ¹ ... საარჩევნო ოლქში პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციაში გატარება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგო-რიის საქმეთა პალატამ განიხილა სასარჩელო განცხადება, გ. ა.-ის საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი კანდიდატად რეგისტრაციის საკითხის გადაუწყვეტლად, საქართველოს ცსკ-ს 2000 წლის 21 აგვისტოს განკარგულება ¹ 21/2000 გ. ა.-ისათვის საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად ¹ ... მარტვილის საარჩევნო ოლქში რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. დაევალა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად გ. ა.-ის რეგისტრაციის საკითხის გადასაწყვეტად არსებით გარემოებათა (კანდიდატის საანიციატივო ჯგუფის განცხადებას, მხარდამჭერთა სიების, სააღრიცხვო ბარათების) გამორკვევასა და შეფასების შემდეგ გამოსEეს ახალი ადმინისტრაციული აქტი 2000 წლის 5 სექტემბრამდე.
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2000 წლის 5 სექტემბრის 22/2000 განკარგულებით „გ. ა.-ის ¹... მარტვილის საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ“, უარი უთხრა გ. ა.-ეს ¹ ... მარტვილის საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციაზე. უარის თქმის საფუძვლად განსაზღვრა - ა. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ¹.../2000, 14.04 2000 წ. დადგენილების მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის დარღვევა 26 აპრილს 18 საათამდე საინიციატივო ჯგუფის განცხადების არ წარდგენა საოლქო საარჩევნო კომისიაში; ბ. „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევა.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2000 წლის 5 სექტემბრის ¹ 22/2000 განკარგულება გ. ა.-ემ გაასაჩივრა სასარჩელო განცხადებით, ითხოვს მის გაუქმებას და მარტვილის ¹ ... საარჩევნო ოლქში პარლამენტის წევრობის კანდიდატად გატარებას შემდეგი საფუძვლით:
1. მოსარჩელე მიუთითებს, რომ გასაჩივრებული განკარგულების მიღებისას სკ-მ დაარღვია საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2000 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითა ცსკ-ს დაევალა გ. ა.-ის რეგისტრაციის საკითხის გამოკვლევის და შეფასების განხორEიელება და ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა 2000 წლის 5 სექტემბრამდე. ცსკ-ს მიერ გასაჩივრებული განკარგულება მიღებული იქნა 2000 წლის 5 სექტემბერს და არა მანამდის, რითაც, მოსარჩელის აზრით, დარღვეული იქნა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება.
2. „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ ორგანული კანონის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად „ამომრჩეველთა მიერ კანდიდატების წარდგენის მიზნით, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა არჩევნების დანიშვნის შემდეგ არაუგვიანეს 1 აგვისტოსი, განცხადებით უნდა მიმართოს საოლქო საარჩევნო კომისიას“. რაც, მოსარჩელის აზრით, მისი საინიციატივო ჯგუფის მიერ მთლიანად იქნა შესრულებული და 2000 წლის 24 და 27 ივლისს კანონით განსაზღვრული ყველა დოკუმენტაცია ჩაბარდა მარტვილის ¹... საოლქო კომისიას.
3. სკ-ს მიერ მოსარჩელის რეგისტრაციაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძვლად განსაზღვრული ფაქტი, რომ საინიციატივო ჯგუფის განცხადება მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენილი უნდა ყოფილიყო 2000 წლის 26 აპრილს 18 საათამდე, რითაც დაირღვა ცსკ-ს ¹ 63/2000 დადგენილების მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნა მოსარჩელეს სრულიად უსაფუძვლოდ მი-აჩნია. მიუთითებს, რომ 2000 წლის 26 აპრილს მისი საინიციატივო ჯგუფის განცხადება ნამდვილად იქნა წარდგენილი მარტვილის ¹... საოლქო კომისიაში, რაE მოსარჩელის აზრით, დასტურდება მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიის 2000 წლის 24 ივლისის ¹ 1 ოქმით, სადაც აღნიშნულია, რომ 2000 წლის 26 აპრილს გ. ა.-ის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა განცხადება საოლქო საარჩევნო კომისიაში, მაგრამ ამ მიზეზით, რომ საოლქო კომისიამ ცსკ-დან მიიღო შეტყობინება, მარტვილის საარჩევნო ოლქში არჩევნების გადადების შესახებ, აღნიშნული განცხადება საოლქო კომისიის მიერ მიღებულ არ იქნა. მოსარჩელის აზრით აღნიშნულ ფაქტს მთლიანად ადასტურებს მარტვილის საოლქო კომისიის 2000 წლის 26 აპრილის ¹ 2 ოქმი და 2000 წლის 5 სექტემბრის ცსკ-ს სხდომაზე დადასტურებულ იქნა მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კ. კ.-ს მიერ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ საინიციატივო ჯგუფის მიერ მთლიანად იქნა დაცული კანონის და კანონქვემდებარე აქტის მოთხოვნები.
მოპასუხე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა ე. გ.-მ საქმის სასამართლოს მთავარ სხდომაზე ზეპირი განხილვისას, სარჩელი არ ცნო, განაცხადა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2000 წლის 5 სექტემბრის განკარგულება მიღებულია მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, ხოლო მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:
მოპასუხის აზრით უსაფუძვლოა მოსარჩელის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ვინაიდან „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ ორგანული კანონის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ არაუგვიანეს 1 აგვისტოსი, 2000 წლის 24 და 27 ივლისს საინიციატივო ჯგუფმა კანონით განსაზღვრული ყველა დოკუმენტაცია ჩააბარა მარტვილის ¹... საოლქო კომისიას, მათი მხრიდან კა-ნონის აღნიშნული ნორმა დაEულია. მიუთითა, რომ მოსარჩელემ არ დაიცვა კანონის აღნიშნული ნორმის მოთხოვნები, რომელიც ეხება განცხადების ჩაბარების წესს. რა შეეხება განცხადებით მიმართვის ვადას, მოპასუხის აზრით კონკრეტულ შემთხვევაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებულ იყო 2000 წლის 14 აპრილის ¹ 63/2000 დადგენილება, რომლითაE დადგენილ იქნა ¹... მარტვილის და ¹... ...-ის საარჩევნო ოლქებში საარჩევნო ღონისძიებათა ახალი ვადები. აღნიშნული დადგენილება მიღებულად იქნა „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ ორგანული კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ტ“ ქვეპუნქტების და 57-ე მუხლის „ა“ პუნქტის შესაბამისად. მოსარჩელის აზრით აღნიშნული დადგენილების მიღების უფლება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ჰქონდა. მოსარჩელეს იგი სადაოდ კანონით დადგენილი წესით არ გაუხდია და მისი ის ნაწილი,MრომელიE შეეხება ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ პარლამენტის წევრობის კანდიდატის წარდგენაზე განცხადების შეტანას საოლქო საარჩევნო კომისიაში ძალაშია. მოსარჩელეს საინიციატივო ჯგუფმა აღნიშნული დადგენილებით განსაზღვრულ არაუგვიანეს 2000 წლის 26 აპრილისა, კანონით დადგენილი წესით, არ შეიტანა განცხადება საოლქო საარჩევნო კომისიაში. მოპასუხემ უარყო მოსარჩელის მტკიცება იმის თაობაზე, რომ მისმა საინიციატივო ჯგუფმა 26 აპრილს მიიტანა განცხადება საოლქო საარჩევნო კომისიაში, ხოლო კომისიამ არ მიიღო. მიუთითა, რომ მოსარჩელეს არ გააჩნია რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი იმისა, რომ მისმა საინიციატივო ჯგუფმა განცხადება კანონით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით შეიტანა საოლქო საარჩევნო კომისიაში. უარყო მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საინიციატივო ჯგუფის მიერ განცხადების წარდგენის ფაქტს ადასტურებს საარჩევნო კომისიის 2000 წლის 24 ივლისის ¹ 1 ოქმი, იმავე წლის 26 აპრილის ¹ 2 ოქმი ან მოსარჩელის მიერ წარმოედგენილი და საქმეში არსებული სხვა რაიმე დოკუმენტი.
სასამართლო შემადგენლობამ შეისწავლა სასარჩელო განცხადება მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა მხარეთა ახსნა-განმარტებები, მოწმეთა ჩვენებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო შემადგენლობა ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას საქართველოს Eენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2000 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევის თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2000 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებულია, რომ„მოპასუხეს უნდა დაევალოს საქართველოს პარლამენ-ტის წევრობის კანდიდატად გ. ა.-ის რეგისტრაციის საკითხის გადასაწყვეტად, არაუგვიანეს 5 სექტემბრისა, გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული აქტი“ ცსკ-მ უზენაესი სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად მიიღო 22/2000 განკარგულება 2000 წლის 5 სექტემბერს. აღნიშნულიდან გამომდინარე სკ-ს კონკრეტულ შემთხვევაში, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ვადა არ დაურღვევია.
სასამათრთლო შემადგენლობა ასევე ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრე-ბას იმისთაობაზე, რომ ვინაიდან „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ ორგანული კანონის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ამომრჩეველთა მიერ კანდიდატის წარდგენის მიზნით, ამომრჩევედთა საინიციატივო ჯგუფმა არ-ჩევნების დანიშვნის შემდეგ არაუგვიანეს 1 აგვისტოსი განცხადებით უნდა მიმართოს საოლქო საარჩევნო კომისიას, ხოლო მისმა საინიციატივო ჯგუფმა საოლქო სა-არჩევნო კომისიის განცხადებით მიმართა 2000 წლის 24 ივლისს, კანონის აღ- ნიშნული ნორმის მოთხოვნა მისი საინიციატივო ჯგუფის მიერ მთლიანად იქნა შესრულებული. სასამართლო შემადგენლობის აზრით, კონკრეტულ შემთხვევაში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის მცორე პუნქტის „ა“ და „ტ“ ქვეპუნქტების, 57-ე მუხლის და Eენტრალური საარჩევნო კომისიის 2000 წლის 1 მარტის ¹ 28/2000 დადგენილების საფუძველზე მიღებულ იქნა 2000 წლის 14 აპრილის ¹ 63/2000 დადგენილება „¹ 65 მარტვილის და ¹... ...-ის საარჩევნო ოლქებში საქართველოს პარლამენტის წევრობის არჩევნების ძირითად საარჩევნო ღონისძიებათა შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, რომლითაE დამტკიცდა ზემოაღნიშნულ საარჩევნო ოლქებში საქართველოს პარლა-მენტის წევრების ხელახალი არჩევნების ძირითად საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი. აღნიშნული ნორმატიული აქტის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით ამომრჩეველთა საინიაციტივო ჯგუფის მიერ პარლამენტის წევრობის კანდიდატის წარდგენაზე განცხადების შეტანის ვადად, საოლქო საარჩევნო კომისიაში, დადგინდა არაუგვიანეს 26 აპრილი. ამავე დადგენილებით განსაზღვრული იქნა სხვა ძირითადი საარჩევნო ღონისძიებათა ვადებიE. სასამართლო შემადგენლობის აზრით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ ორგანული კანონის 22-ე მუხლის მცორე პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საარჩევნო ოლქში საარჩევნო ღონისძიებათა ახალი ვადების დადგენის უფლება კონკრეტულ შემთხვევაში გააჩნდა. შესაბამისად ¹... მარტვილის და ¹... ...-ის საარჩევნო ოლქებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი იქნა ძირითად საარჩევნო ღონისძიებათა და მათ შორის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ პარლამენტის წევრობის კანდიდატის წარდგენაზე განცხადების შეტანის ახალი, ორგანული კანონით სტანდარტული არჩევნების ჩატარებისას დადგენილი ძირითადი საარჩევნო ღონისძიებებისაგან განსხვავებული ვადები. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ასეთი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, როგორEზემოთ ავღნიშნეთ, ითვალისწინებს „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტი. სასამართლო შემადგენლობა გაამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ ცსკ-ს აღნიშნული დადგენილება მოსარჩელეს სხვა დაინტერესებულ პირს დადგენილი წესით არ გაუსაჩივრებია, ე.ი. სადაოდ არ გაუხდია. პირიქით ცსკ-მ თავისი 2000 წლის 26 აპრილის ¹ 66/2000 დადგენილებით თვითონვე ძალადაკარგულად გა-მოაცხადა თავისი 2000 წლის 14 აპრილის ¹ 63/2000 დადგენილება. ცსკ-ს 2000 წლის 26 აპრილის 66/2000 დადგენილება დაინტერესებულ პირთა მიერ კანონით დადგენილი წესით, გასაჩივრებულ იქნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, რომლის ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2000 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა Eნობილი ცსკ-ს გასაჩივრებული დადგენილება.
ცსკ-ს მიერ 2000 წლის 24 მაისს მიღებულ იქნა ¹ 14/2000 განკარგულება „¹... მარტვილისა და ¹... ...-ს საარჩევნო ოლქებში არჩევნების ახალი თარიღის განსაზღვრასთან დაკავშირებით ძირითად საარჩევნო ღონისძიებათა შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, რომლითაEგანისაზღვრა ძირითად საარჩევნო ღონისძიებათა ვადები, მაგრამ არ იქნა შეცვლილი ცსკ-ს 2000 წლის 14 აპრილის ¹ 63/2000 დადგენილებით განსაზღვრული ამომრჩევეთა საინიციატივო ჯგუფის მიერ პარლამენტის წევრობის კანდიდატის წარდგინებაზე საოლქო საარჩევ-ნო კომისიაში განცხადების შეტანის ვადა. სკ-ს 2000 წლის 24 მაისის ¹ 14/2000 განკარგულება მოსარჩელეს ან სხვა დაინტერესებულ პირს სადაოდ არ გაუხდია, კანონით დადგენილი წესით არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად ძალაშია. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო შემადგენლობას მიაჩნია, რომ „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანულოი კანონის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ვადა არაუგვიანეს 1 აგვისტოს ცსკ-ს 2000 წლის 14 აპრილის ¹63/2000 დადგენილებით შეცვლილი იქნა არაუგვიანეს 26 აპრილით. შესაბამისად მოსარჩელის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის საოლქო საარჩევნო კომისიაში მოსარჩელის პარლამენტის წევრობის კანდიდატად წარდგენაზე განმარტება უნდა შეეტანა არაუგვიანეს 26 აპრილისა.
სასამართლო შემადგენლობას მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ ¹... მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატად წარდგენაზე განცხადების „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ ორგანული კანონის 38-ე მუხ-ლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით შეტანის ფაქტი. ორგანული კანონის აღნიშნული ნორმით დადგენილია, რომ „განცხადებას ხელს უნდა აწერდეს ამომრჩეველთა ჯგუფის ყველა წევრი და მასში მითითებული უნდა იყოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ნომერი, ორი ფოტოსურათი, მათი ვინაობა და მისამართი, საინიციტივო ჯგუფის რწმუნებულის ვინაობა, აგრეთვე პარლამენტის წევრობის კანდიდატის გვარი, სახელი, დაბადების თარიღი; პროფესია და საქმიანობა; პარტიულობა; საარჩევნო ოლქის ნომერი, რომელშიც იგია წარდგენილი. განცხადებას უნდა ერთვოდეს პარლამენტის წევრობის კანდიდატის მიერ ხელმოწერილი სააღ-რიცხვო ბარათი (ორ ცალად), რომელშიE კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან ერთად მითითებული უნდა იყოს რომ იგი თანახმაა კენჭი უყაროს მოცემულ საარჩევნო ოლქში. . .“
როგორც მოსარჩელის წარმომადგენელმა მ. ხ.-მ სასამართლოს მთავარ სხდომაზე საქმის ზეპირი განხილვისას მიცემულ ახსნა-განმარტებაში განაცხადა, იგი საინიციატივო ჯგუფთან ერთად გამოცხადდა ¹... მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიაში 2000 წლის 26 აპრილს დაახლოებით 16 საათზე. ამ დროს მიმდინარეობდა საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა, რომლის დამთავრების შემდეგ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ კ. კ.-მ მას განუცხადა, რომ მიიღო სატელეფონო შეტყობინება ცსკ-დან, რომ არჩევნების ჩატარების თარიღი გადაიდო და ამიტომ განცხადების ჩაბარებას აზრი აღარ ჰქონდა. აღნიშნული საუბრის შემდეგ მას ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის განცხადება საოლქო საარჩევნო კომისიისთვის აღარ წარუდგენია. მ. ხ.-მ დაადასტურა ის გარემოება, რომ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის განცხადება და თანდართული მასალები საოლქო საარჩევნო კომიის არE ერთი წევრისათვის არ წარუდგენია და შესაბამისად კომისიის წევრებს არ უნახავთ და არ შეუმოწმებიათ რამდენად შეესაბამებოდა იგი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. იგივე დაადასტურეს ¹... მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა, რომლებიEსასამართლოს მიერ დაკითხული იქნენ მოწმეებად ცსკ-ს შუამდგომლობის საფუძველზე. მათ განაცხადეს, რომ გ. ა.-ის წარმომადგენელი მ. ხ.-ა 26 აპრილს დაახლოებით 16 საათზე გამოცხადდა საოლქო საარჩევნო კომისიაში და განაცხადა, რომ სურდა ამომრჩევედთა საინიციატივო ჯგუფის განცხადების შეტანა, მაგრამ როდესაEკომისიის თავმჯდომარისაგან გაიგო, რომ არჩევნების ჩატარების თარიღი შეიცვალა, განცხადება აღარ შეუტანია.
მოწმედ დაკითხულმა საოლქო საარჩევნო კომისიის ყველა წევრმა დაადასტურა, რომ მათ განცხადება არ უნახავთ და არ შეუმოწმებიათ შეესაბამებოდა თუ არა იგი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, რომლის დაუცველობის შემთხვევაშიEგანცხადება არ შეიძლება ყოფილიყო მიღებული.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის ადვოკატის მიერ სასამართლოში წარმოდგენილ ¹... მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის ნ. ბ.-ის განცხადებაში მითითებულ განმარტებას იმის თაობაზე, რომ მან ნახა და შეამოწმა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი განცხადება საინიციატივო ჯგუფის წევრთა ფოტოსურათები და სხვა მასალები, ვინაიდან თვითონ გ. ა.-ის წარმომადგენელმა მ. ხ.-მ სასამართლოსათვის ახსნა-განმარტების მიცემისა და შეკითხვებზე პასუხებით დაადასტურა, რომ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის განცხადება და თანდართული მასალები საოლქო საარჩევნო კომისიაში 26 აპრილს მისვლისას მას ეჭირა ხელში და არავისთვის, მათ შორის კომისიის არE ერთი წევრისათვის არ გადაუცია. მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის 2000 წლის 26 აპრილით დათარიღებული განცხადება გ. ა.-ის საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად წარდგენის თაობაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო გ. ა.-ის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ 2000 წლის 26 აპრილის გ. ა.-ის საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად წარდგენაზე განცხადებას საოლქო საარჩევნო კომისიაში კანონით დადგენილი წესით წარდგენის დამადასტურებელ მტკიცებულებად ვერ მიიჩნევს მარტვილის ¹... საოლქო საარჩევლო კომისიის 2000 წლის 26 აპრილის ¹ 2 და 24 ივლისის ¹ 1 სხდომის ოქმებს.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ¹... საოლქო საარჩევნო კომისიის 2000 წლის 26 აპრილის სხდომის ¹ 2 ოქმით ბათილად იქნა ცნობილი, აღნიშნულ საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების მიერ საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის წარდგინებაზე შეტანილი ყველა განცხადება. როგორEსაქმეში არსებული მტკიცებულებებით და მოწმედ დაკითხული საოლქო საარჩევნო კომიიის წევრების ჩვენებებით დადასტურდა, 2000 წლის 26 აპრილის ჩათვლით ¹... მარტვილის საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა საინიატივო ჯგუფების მიერ წარდგენილ იქნა ექვსი დეპუტატობის კანდიდატი. 26 აპრილის შემდეგ ამოლმრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებს განცხადებები ხელახალი წარდგენის შესახებ აღარ შეუტანიათ, 26 აპრილამდე წარდგენილი პიროვნებები კი რეგისტრირებული არიან საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად. ასევე დადგინდა და მოსარჩელეE ადასტურებს იმ გარემოებას, რომ 2000 წლის 26 აპრილის შემდეგ, გარდა გ. ა.-ის საინიციატივო ჯგუფის ამავე წლის 24 ივლისს წარდგენილ განცხადებისა, საოლქო საარჩევნო კომისიას სხვა რომელიმე დეპუტატობის კანდიდატის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის განცხადება არ მიუღია.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის წარმომადგენლის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მან საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2000 წლის 5 მაისის გადაწყვტილების არსებობის შესახებ, რომლითაE ბათილად იქნა Eნობილი ცსკ-ს 2000 წლის 26 აპრილის ¹ 66/2000 დადგენილება, არ იცოდა და ამიტომ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ გ. ა.-ის პარლამენტის წევრობის კანდიდატად წარდგენაზე განცხადების საოლქო საარჩევნო კომისიაში 2000 წლის 24 ივლის შეტანა უნდა ჩაითვალოს საპატიოდ.
სასამართლოს მიაჩნია, რომ დაინტერესების შემთხვევაში მოსარჩელის წარმომადგენლის და საინიციატივო ჯგუფს შეუძლიათ მიეღოთ ინფორმაცია საარჩევნო ღონისძიებათა ვადების შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიაში. როგორE მოწმედ დაკითხულმა ¹... მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კ. კ.-მ განაცხადა, მისთვის საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ Eნობილი იყო მისი გამოტანიდან ორი დღის შემდეგ. როგორE მოსარჩელის წარმომადგენელმა მ. ხუბუამ სასამართლოს დაუდასტურა ცსკ-ს 2000 წლის 24 მაისის ¹ 14/2000 განკარგულება მისთვის Eნობილი გახდა მისი გამოქვეყნებისთანავე. აღნიშნული განკარგულებით დადგინდა ¹... მარტვილის და ¹... ...-ის საარჩევნო ოლქებში ძირითად საარჩევნო ღონისძიებათა ახალი ვადები, მაგრამ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ პარლამენტის წევრობის კანდიდატის წარდგენაზე განცხადების შეტანის ახალი ვადა არ დაწესებულა. შესაბამისად მოსარჩელის წარმომადგენელს და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს, სურვილის შემთხვევაში, ცსკ-ს აღნიშნული გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ მაინც უნდა მიემართათ საოლქო საარჩევნო კომისიისათვის, რაც მათ არ გაუკეთებიათ. საოლქო საარჩევნო კომისიაში მოსარჩელის საინიციატივო ჯგუფის მიერ განცხადება შეტანილ იქნა 2000 წლის 24 ივლისს, ე. ი. ცსკ-ს 24 მაისის ¹ 14/2000 განკარგულების გამოტანიდან 2 თვის შემდეგ, რაEსასამართლოს აზრით გამორიცხავს საპატიო მიზეზის არსებობას.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო შემადგენლობას მიაჩნია, რომ საქართველოს Eენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2000 წლის 5 სექტემბრის ¹ 22/2000 განკარგულებით სწორად უთხრა უარი გ. ა.-ეს ¹... მარტვილის საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიტატად რეგისტრაციაზე. ამდენად მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად იქნა დატოვებული ცსკ-ს გასაჩივრებული განკარგულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 22-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე და 249-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მოსარჩელეს გ. ა.-ის სარჩელი, საქართველოს Eენტრალური საარჩევნო კომისიის 2000 წლის 5 სექტემბრის ¹ 22/2000 განკარგულების გაუქმებისა და გ. ა.-ის ¹... მარტვილის საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის წევრობი კანდიდატად რეგისტრაციაში გატარების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს Eენტრალური საარჩევნო კომისიის 2000 წლის 5 სექტემბრის ¹ 22/2000 განკარგულება გ. ა.-ისათვის ¹... მარტვილის საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ დატოვებულ იქნას უცვლელად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.