გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
¹ 3გ\ად-10კ 16 მარტი 2000 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინსტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით
თავმჯდომარე ი. ტაბუცაძე
მოსამართლეები: მ. გოგიშვილი, მ. ვაჩაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ქ. თბილისის ისნის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 13 დეკემბრის განჩინებაზე, რომლითაცE უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება ს.ს. „კ-ის“ სასარგებლოდ ისნის რაიონის გამგეობისათვის 12070 აშშ დოლარის ექვივალეტნი ლარის დაკისრების თაობაზე.
საკასაციო სასამართლომ მოისმინა რა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მიხეილ გოგიშვილის მოხსენება
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ქ. თბილისის ისნის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილებით ისნის რაიონის გამგეობას დაეკისრა 50987 ლარის გადახდა. მხარეთა შეთანხმებით სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება გადაიდო 1999 წლის 1 კვარტლისათვის, რაიონის ბიუჯეტის დამტკიცებამდე. ისნის რაიონის გამგეობამ შეთანხმებულ ვადაში არ გადაიხადა სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა იმ მოტივით, რომ რაიონის ბიუჯეტის დამტკიცება დაგვიანდა. თანხა გადახდევინებული იქნა სასამართლო აღმასრულებლის მიერ, მისი გადახდა დასრულდა 1999 წლის ივნისის თვეში.
ს.ს. „კ-მა“ განცხადებით მიმართა ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს, რომელშიცE აღნიშნავდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების დროს 50987 ლარი შეადგენდა 37790 აშშ დოლარს, ხოლო ვალდებულების შესრულების მომენტისათვის 50987 ლარი შეადგენდა 25868 აშშ დოლარს. ვინაიდან მოსარჩელე თავის საქმიანობაში იყენებს იმპორტირებულ ფქვილს და შესაბამისად ანგარიშსწორებას ახდენს ლარებში დოლარის კურსის დავალიანების დროული შეუსრულებლობის გამო მიადგა ზიანი, 11922 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 404-ე მუხლის შესაბამისად მოითხოვა მისი ანაზღაურება. მის მოთხოვნას საფუძვლად დაედო აგრეთვე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლი, რომელიცE ითვალისწინებს გადახდის ვადის დადგომამდე ფულის ერთეულის გაზრდის ან შემცირებისას ვალდებულების შესრულებას ვალდებულების წარმოშობისას არსებული კურსის გათვალისწინებით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმის განხილვის გამარტივებული წესით გამოსცა გადახდის ბრძანება. ისნის რაიონის გამგეობა ბრძანებას არ დაეთანხმა. მან სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად მიუთითა, რომ ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდება ისეთი გარემოებების გამო, რაE მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული. მისი აზრით, ბიუჯეტის დაგვიანებით მიღება, რაცEგახდა ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების მიზეზი, გამორიცხავს გამგეობის ბრალს. ვინაიდან ისნის რაიონის გამგეობის მიერ სასამართლოში შეტანილი იქნა შესაგებელი, გადახდევინების შესახებ მოთხოვნა განხილული და გადაწყვეტილი იქნა სასარჩელო წარმოების საერთო წესით.
ისანი-სამგორის რაიონულმა სასამართლომ ს.ს. „კ-ის“ მოთხოვნა დააკმაყოფილა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლის საფუძველზე. მისი გადაწყვეტილებით ისნის რაიონის გამგეობას ს.ს. „კ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 12070 აშშ დოლარის ექვივალენტის ეროვნული ვალუტით - ლარით გადახდა, როგორცE გადახდის ვადის დადგომამდე, ფულის ერთეულის (კურსის) შემცირებით დამდგარი სხვაობა და სახელმწიფო ბაჟის თანხა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა 1999 წლის 13 დეკემბრის განჩინებით, სადაცE მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის 402-ე მუხლის შესაბამისად მოვალე ვალის გადაცილების დროს პასუხს აგებს ყოველგვარი გაუფრთხილებლობისა და შემთხვევითობისათვისაცE კი. მან სამოქალაქო კოდექსის 404-ე მუხლის საფუძველზე მიიჩნია, რომ ს.ს. „კ-ს“ უფლება ჰქონდა მოეთხოვა ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება და 402-ე, 404-ე, 389-ე მუხლების საფუძველზე გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.
ისნის რაიონის გამგეობა საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ გა-საჩივრებული განჩინების მიღებისას სააპელაციო სასამართლოს გამოიყენა ის კანონი, რომელიცE არ უნდა გამოეყენებინა. მას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა 395-ე და 401-ე მუხლების მოთხოვნებით: ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაცE მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული. გამგეობა მიუთეთებს, რომ მხარეებს შორის არსებობდა შეთანხმება ვალდებულების შესრულება მომხდარიყო 1999 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ; ის, რომ ბიუჯეტის დამტკიცება დროულად არ მოხდა, არ არის გამგეობის ბრალი და ასეთ შემთხვევაში ვალის გადახდის ვადად უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტის დამტკიცების თარიღი, კერძოდ, 1999 წლის 30 ივნისი.
კასატორი მოითხოვს, გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს განჩინება და უარი ეთქვას ს.ს. „კ-ს“ ვადის გადაცილებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე და მასვე დაეკისროს ისნის რაიონის გამგეობის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის შესწავლით სასამართლო თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ს.ს. „კ.“ თავის სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს შემდეგ გარემოებებზე: 1. ისნის რაიონის გამგეობამ დროულად არ შეასრულა თავისი ვალდებულება, რითაE ს.ს. „კ-მა“ მნიშვნელოვანი ზიანი განიცადა, რაცE გამოიხატა შემდეგში: ვალდებულების წარმოშობიდან მის შესრულებამდე პერიოდში შეიცვალა ლარის სავალუტო კურსი აშშ დოლართან მიმართებაში, რის გამოცE გაიზარდა ფქვილის ფასი, რომლის იმპორტსაცE ახორციელებს ს.ს. „კ.“. 2. ვინაიდან გადახდის ვადის დადგომამდე შეიცვალა ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლის შესაბამი-სად მოვალე ვალდებულია გადაიხადოს იმ სავალუტო კურსით, რომელიცE შეესაბამება ვალდებულების წარმოშობის დროს.
პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოებები არ წარმოადგენს ს.ს. „კ-ის“ მოთხოვნის დაკმაყოფილების კანონიერ საფუძველს:
1. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ისნის რაიონის გამგეობის წი-ნადადებას, სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა გადახდილი ყოფილიყო ამ თანხის რაიონის ბიუჯეტში გათვალისწინების შემდეგ, I კვარტალში დაეთანხმა ს.ს. „კ.“. ამაზე მიუთითებს, როგორცE მოსარჩელის და მოპასუხის ახსნა-განმარტებები, ასევე სააღსრულებო წარმოების საქმის მასალები. მხარეთა მიერ ვალდებულების შესრულების დროდ განისაზღვრა 1999 წლის I კვარტალი. ვალდებულების იძულებითი შესრულება მოხდა 1999 წლის ივნისში. 1999 წლის I კვარტლიდან ივნისამდე ლარის სავალუტო კურსი დოლართან მიმართებაში მნიშვნელოვნად ან შეიცვალა.
საქმის მასალებით არ დგინდება ის მატერიალური ზიანი, ქონებრივი და-ნაკარგი, რომელიცE ისნის რაიონის გამგეობის მიერ ვალდებულების შესრულების გადაცილებით და ამ პერიოდში მომხდარი სავალუტო კურსის ცვლილებით არის გამოწვეული. არ არსებობს მიზეზობრივი კავშირი მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებასა და კრედიტორის ზიანის შორის, რადგან ლარის სავალუტო კურსი დოლართან მიმართებაში მკვეთრად შეიცვალა გაცილებით ადრე ვიდრე ვალდებულების შესრულების ვადა დადგებოდა. აღნიშნული გარემოება გამორიცხავს ისნის რაიონის გამგეობის პასუხისმგებლობას ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო.
2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლის შესაბამისად, „თუ გადახდის ვადის დადგომამდე გაიზარდა ან შემცირდა ფულის ერთეული (კურსი) ან შეიცვალა ვალუტა, მოვალე ვალდებულია გადაიხადოს იმ კურსით, რომელიცE შეესაბამება ვალდებულების წარმოშობის დროს“. ეს ნორმა ითვალისწინებს ფულის ნიშნების ნომინალური ღირებულების ცვლილებების დროს ფულის კურსის შეცვლას და არა ფულის სავალუტო კურსის Eცვლილებას. ფულის ერთეულის გაზრდის ან შემცირებისას იცვლება ფულის ნიშნების ნომინალური ღირებულება (მაგალითად: იცვლება ფულის ნიშნების ნომინალური ღირებულება 1000:1, 100:1, ან პირიქით) და მიმოქცევაში შემოდის ახალი ბანკნოტები.
„ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის I პუნქტით დადგენილია, რომ საქართველოს ფულის ერთეულია ლარი. ლარი შედგება ასი თეთრისაგან, ლარი ერთადერთი საგადამხდელო საშუალებაა. იგივეა დადგენილი საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 16 სე-ქტემბრის ¹ 363 ბრძანებულებით. აღნიშნული ნორმების მიღების შემ-დეგ საქართველოში ფულის ერთეული არE გაზრდილა და არE შემცირებულა, არE ვალუტა შეცვლილა, რის გამოცE სასამართლოს არა აქვს საფუძველი გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლი.
საქართველოში ერთადერთი საგადამხდელო საშუალებად გამოცხადებუ-ლია ლარი. მხარეებს შეუძლიათ ფულადი ვალდებულება დაადგინონ უცხოურ ვალუტაში, თუ კანონით ეს აკრძალული არ არის, სხვა შემთხვევაში ფულადი ვალდებულება გამოიხატება ეროვნულ ვალუტაში (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 383-ე მუხლი).
სააპელაციო სასამართლომ 1999 წლის 13 დეკემბრის განჩინებაში არასწორად განმარტა კანონი, რაცE სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად არის გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
საქმეზე პალატა თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, რადგან საქმის გარემოებები საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 399-ე, 389-ე, 393-ე, 409-ე და 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ქ.თბილისის ისნის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს 1999 წლის 13 დეკემბრის განჩინება თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
3. ს.ს. „კ-ს“ უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
4. დაეკისროს ს.ს. „კ-ს“ ქ. თბილისის ისნის რაიონის გამგეობის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1610 ლარის ოდენობით.
5. პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.