Facebook Twitter

3გ/ად-11ა-კ 19 იანვარი 2000 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ი. ტაბუცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე, თ. კობახიძე

განიხილა მესამე პირის ნ. ჭ.-ს განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა

გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ. პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ქობულეთის რაიონის გამგებლის 16.04.99 წ. ¹ 27 განკარგულების საფუძველზე 20.04.99 წ. ე. წ. "ჯ.-ის» ტერიტორიაზე ჯ. კ.-ის სარგებლობაში მყოფი მიწის ნაკვეთი აიზომა და ჩაბარდა სოფელ ...-ის კოოპერაციულ მეურნეობას და სოფელ ...-ის საკრებულოს. აჭარის ა. რ. უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 02.09.99 წ. გადაწყვეტილებით ჯ. კ.-ის სარჩელი ქობულეთის რაიონის გამგეობის 16.04.97წ. განკარგულების გაუქმების და მიწის ნაკვეთის სარგებლობაში დაბრუნების შესახებ არ დაკმაყოფილდა. ჯ. კ.-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლის 06.12.99 წ. გადაწყვეტილებით კასატორის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქობულეთის რაიონის გამგებლის 16.04.99წ. ¹ 27 განკარგულება, სადავო მიწის ნაკვეთი სარგებლობაში დაუბრუნდა კასატორს.

მესამე პირი ნ. ჭ.-ა მოითხოვს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას შემდეგი საფუძვლით: გადაწყვეტილება ემყარება ქობულეთის რაიონის სოფ. ...-ის საკრებულოს გამგებელ ე. მ.-ის 29.04.98 წ. გაცემულ Eნობას იმის შესახებ, რომ მოქ. ჯ. კ.-ეს ქობულეთის რაიონის სოფ. ...-ის საკრებულოში და საკომლო ობიექტებში აწე-რია 0,38 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, რომლითაE სარგებლობს მდინარე ...-ის მარჯვენა მხარეს, ე.წ. "ჯ.-ის" ტერიტორიაზე. გაცემული ცნობა ყალბია ვინაიდან ნ. ჭ.-ს მიერ წარმოდგენილი ქობულეთის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს 02.09.99 წ. დასკვნა-წერილის მიხედვით, 1936-59 წლების მიწის სარეგისტრაციო სახელმწიფო წიგნებით ჯ. კ.-ის მშობლებს 0,63 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი აწერია სოფ. ზ.-ში. ამასთანავე, იმავე ე. მ.-ის მიერ 10.01.2000 წ. ნ. ჭ.-ზე გაცემული ცნობის მიხედვით, ჯ. კ.-ეს 0,38 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი აწერია სოფ. ს.-ში და არა სოფ. ...-ში.

განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ იქნა აგრეთვე ქობულეთის რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილების უფროსის 01.10.98 წ. წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ჯ. კ.-ეს 0,38 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი გამოყოფილი აქვს სოფ. ს.-ში ძირითად საცხოვრებელ სახლთან და რომ სოფ. ...-ის ტერიტორიაზე, კერძოდ "ჯ.-ში" მას საკარმიდამო მიწის ნაკვეთი არასდროს არ გამოყოფია. ამავე განყოფილების მიერ ჩატარებული შემოწმების მიხედვით ...-ის საკრებულოს გამგებლის ე. მ.-ის მიერ 29.04.98 წ. გაცემული ცნობა უსაფუძვლოა. ამასთანავე, სოფ. ...-ის კოოპერაციული მეურნეობის თავმჯდომარე ე. ი.-ის 29.07.96 წ. ცნობის მიხედვით სოფ. ...-ის ტერიტორიაზე, "ჯ.-ში" მიწის ნაკვეთი ჯ. კ.-ეზე არ არის მოზომილი და არენდით გაცემული. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ იქნა აგრეთვე სოფ. ...-ის საკრებულოს საკომლო წიგნების ჩანაწერები. აღნიშნულიდან გამომდინარე, სოფ. ...-ის საკრებულოს 29.04. 98 წ. ცნობა ყალბია, რაც, განმცხადებლის აზრით, წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას.

პალატა გაცენო რა ნ. ჭ.-ს განცხადებას და თანდართულ მასალებს, თვლის, რომ იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროEესო კოდექსის 423-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება დასაშვებია ამ მუხლის "ა"- "გ" ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით, თუ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენი, ან თუ სისხლის სამართლის პროცესის დაწყება და ჩატარება ვერ ხორციელდება არა მტკიცებულებათა უკმარისობის, არამედ სხვა მიზნით. ნ. ჭ.-ს მიერ წარმოდგენილი განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამო, ამავე კოდექსის 429-ე მუხლის შესაბამისად, იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული. ამასთანავე, განცხადებასთან თანდართული დოკუმენტების ერთი ნაწილი (ქობულეთის რაიონის შ.ს. განყოფილების უფროსის მ/შ რ. ნ.-ის წერილი, საკომლო წიგნების ქსეროასლები) დაცული იყო საქმის მასალებში მისი განხილვის დროს, ზოგი კი წინააღმდეგობრივი ხასიათისაა (...-ის საკრებულოს გამგებლის ე. მ.-ის ცნობა ეწინააღმდეგება მის მიერ ადრე გაცემული ცნობის, სასამართლოში ე. მ.-ის და სხვა მოწმეების მიერ მიცემულ ჩვენებებს), არ პასუხობს საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მოთხოვნებს (სოფ. ...-ის კოოპერაციული მეურნეობის თავმჯდომარის 29.07.96 წ. ¹ 112 ცნობა, ...-ის მიწის მართვის სამმართველოს უფროსის 02.09.99წ. ¹ 01-11/9 წერილი, საარქივო ცნობა 06.05.96წ). განცხადებაში მითითებულ გარემოებას (ქობულეთის რაიონის სოფ. ...-ის საკრებულოს გამგებლის - ე. მ.-ის 29.04.98 წ. ცნობის სიყალბე) არ ძალუძს სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების მართლზომიერებაზე ზემოქმედების მოხდენა, ვინაიდან სასამართლო პალატამ არსებითი მნიშვნელობის ფაქტორად გადაწყვეტილებაში მიიჩნია არა ის, თუ რომელ კოლმეურნეობას მიეკუთვნებოდა სადავო ნაკვეთი, არამედ კ.-ეების კომლის მიერ ათწლეულების განმავლობაში სადავო ნაკვეთის დამუშავება, ამ ვადის განმავლობაში კოლმეურნეობის მხრიდან რაიმე პრეტენზიის არარსებობა, მიწის გადასახადის გადახდა და სხვ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კოდექსის 429-ე მუხლის შესაბამისად, ნ. ჭ.-ს წარმოდგენილი განცხადება დაუშვებლობის გამო განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე, 425-ე და 429-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მესამე პირის ნ. ჭ.-ს განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩეს განუხილველად, როგორE დაუშვებელი.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.