Facebook Twitter

3გ/ად-13-კ.ს. 24 ოქტომბერი, 2000 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ი. ტაბუცაძე

მოსამართლეები: ნ. კლარჯეიშვილი, ნ. სხირტლაძე

კერძო საჩივრის ავტორის _ საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის წარმომადგენლის ლ. წ.-ის

მოწინააღმდეგე მხარის _ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის" წარმომადგენლის ა. შ.-ს მონაწილეობით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის წარმომადგენელთა მეორედ არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, მათ გარეშე განიხილა საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის უფროსის ვ. დ.-ის კერძო საჩივარი საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 22 აგვისტოს განჩინების გაუქმების თაობაზე.

საკასაციო პალატამ მოსამართლე ნ. კლარჯეიშვლის მოხსენების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საქმის მასალების, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებისა და კერძო საჩივრის გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის 2000 წლის 16 თებერვლის ¹52 და 3 მარტის ¹79 ბრძანებების საფუძველზე 10 მარტს შემოწმდა ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული Eენტრის „საქპატენტის" ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორე და უცხო ქვეყნის განაცხადებზე შესრულებული პოცედურებისათვის ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა 614327 ლარის დღგ-ს გადახდა.

შემოწმებამდე "საქპატენტი" ხელმძღვანელობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტრის 1997 წლის წერილებით ¹ 1-06/62/1051, ¹ 07-1-07/226/2926, რომლებშიE განმარტებულია, რომ პატენტი და ლიცენზია წარმოადგენს არამატერია-ლურ ქონებას, რომელსაE მოიცავს საქონელი, ამიტომ „საქპატენტზე" გავრცელდება საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის შეღავათი და "საქპატენტის" მიერ არამატერიალური აქტივების (პატენტის, ლიცენზიის) ექსპორტი დღგ-ს ნულოვანი განაკვეთით დაიბეგრება.

საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 2000 წლის 6 ივნისის ¹ 04-2-6/163/1624/661 წერილით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის შესაბამისად, „საქპატენტს" ფინანსური სანქციის, საურავის სახით დამატებით დაეკისრა 349473 ლარის, სულ 963800 ლარის გადახდა.

2000 წლის 16 ივნისს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტისა და მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის მიმართ სარჩელი აღძრა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა „საქპატენტმა" და მოითხოვა:

ა) საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგასახადო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის 2000 წლის 10 მარტის შემოწმების აქტის ბათლად ცნობა;

ბ) 963800 ლარის დღგ-ს დავალიანებაზე მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის მიერ 2000 წლის 15 ივნისს „საქპატენტის" მომსახურე _ „ს.-სა" და „გ.-ში" წარდგენილი ¹ 430 და 431 საინკასო დავალებების ბათილობა.

გ). საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ¹¹ 430; 431 საინკასო დავალებების მოქმედების შეჩერება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 16 ივნისის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ¹¹ 430; 431 საინკასო დავალებების მოქმედების შეჩერების შესახებ დაკმაყოფილდა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლისა და საქართველოს ადმინის-ტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად.

2000 წლის 22 აგვისტოს „საქპატენტმა" კვლავ მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს და მოითხოვა მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის 2000 წლის 18 აგვისტოს ¹¹ 558; 559 საინკასო დავალებების ბათილად ცნობა და სარჩელის უზრუნველყოფის სახით, ასევე, მოითხოვა ზემოაღნიშნული საინკასო დავალებების მოქმედების შეჩერება, რომლითაE 2000 წლის 10 მარტის სადავო აქტის საფუძველზე უნდა მომხდარიყო "საქპატენტის" საბანკო ანგარიშებიდან დღგ-ს ძირითადი დავალიანების _ 580865 ლარის ჩამოწერა.

თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიამ 2000 წლის 22 აგვისტოს დააკმაყოფილა მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანამდე შეაჩერა ¹¹ 558; 559 საინკასო დავალებების მოქმედება, იმავე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე.

მეორე დღესვე, 2000 წლის 23 აგვისტოს, მოსარჩელე, „საქპატენტმა", ისევ მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს დამატებითი სარჩელით, რომელშიE მიუთითა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ თბილისის საოლქო სასამართ-ლოს 2000 წლის 22 აგვისტოს განჩინების ასლების „საქპატენტის" მომსახურე „ს.-სა" და „გ.-ში" ჩაბარებამდე, მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის ზეწოლით ბანკებმა განახორციელეს მის ანგარიშზე იმ მომენტისათვის რიცხული თანხების 66307,86 აშშ დოლარისა და 303,29 ლარის ჩამოწერა. იმავდროულად მსხვილ გადამხდელთა ინსპექციამ წარადგინა 2000 წლის 22 აგვისტოთი დათარიღებული ახალი საინკასო დავალებები ¹ 589 _ „გ.-ში" და უნომრო საინკასო დავალება _ „ს.-ში", 580865 ლარის დღგ-ს ძირითადი დავალიანების დაფარვაზე. „საქპატენტი" ამჯერადაE სარჩელის უზრუნველყოფის სახით ითხოვდა მსხვილ გადამხდელთა ინსპექციისათვის 2000 წლის 10 მარტის შემოწმების სადავო აქტის საფუძველზე ყოველგვარი საინკასო დავალებების წარდგენის აკრძალვას, რადგან სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე საინკასო დავალების აღსრულება _ მისი ანგარიშიდან 580 865 ლარის ჩამოწერა _ უდიდეს ფინანსურ ზიანს მიაყენებს „საქპატენტს" და საფრთხეს შეუქმნის მის ნორმალურ ფუნქციონირებას. ამასთან, შეუსაბამობაა საინკასო დავალებებში მითითებულ დარიცხულ თანხებში, რადგან 2000 წლის 10 მარტის შემოწმების აქტით „საქპატენტს" დაეკისრა დღგ-ს ძირითადი დავალიანება 614327 ლარი, ხოლო 22 აგვისტოს ბოლო საინკასო დავალებებით დარიცხული დღგ-ს ძირითადი დავალიანების თანხა შეადგენს 580 865 ლარს, მაშინ, როდესაE 66307,86 აშშ დოლარი და 3030,29 ლარი „საქპატანეტის" ანგარიშებიდან უკვე ჩამოწერილია.

თბილისის საოლქო სასამარლოს 2000 წლის 23 აგვისტოს განჩინებით დაკმაყოფილდა „საქპატენტის" დამატებით სასარჩელო განცხადებაში ჩამოყალიბებუ-ლი შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის სახით 2000 წლის 22 აგვისტოს ¹ 589 და უნომრო საინკასო დავალებების მოქმედების შეჩერებისა და 2000 წლის 10 მარტის სადავო შემოწმების აქტის საფუძველზე, მსხვილ გადამხდელთა ინსპექციისათვის შემდგომში საინკასო დავალებების წარდგენის აკრძალვის თაობაზე, შემდეგი მოტივებით:

სასამართლო კოლეგიას უკვე ორჯერ ჰქონდა მსჯელობა მოცემული საქმის მოსამზადებელ სტადიაზე სარჩელის უზრუნველყოფის სახით ანალოგიური ღონისძიების (საინკასო დავალების მოქმედების შეჩერება) განხორციელების თაობაზე და ორივე შემთხვევაში დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა, რადგან ანგარიშიდან სადავო თანხის _ 580865 ლარის ჩამოწერა დიდ ზიანს მოუტანს მოსარჩელეს და არსებითად სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში კი მნიშვნელოვნად გააძნელებს „საქპატენტის" სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულე-ბას. ამასთან შეუსაბამობაა შემოწმების აქტით დარიცხულ დღგ-ს ძირითადი გა-დასახადის თანხასა და საინკასო დავალებაში მითითებულ თანხას შორის. ამიტომ კოლეგიამ ამჯერადა მიზანშეწონილად ჩათვალა „საქპატენტის" შუამდგომლობის დაკმაყოფილება.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 22-23 აგვისტოს განჩინებებზე კერძო საჩივარი შეიტანა მოპასუხე _ მსხვილ გადამხდელთა ინსპექციამ, ითხოვს მათ გაუქმებასა და 580865 ლარის ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდის მიზნით, საინკასო დავალებების ამოქმედებას შემდეგი საფუძვლებით:

1. სასამართლო კოლეგიამ განჩინებების განმარტებით ნაწილში მიუთითა, რომ ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 194-ე და 198-ე მუხლებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ, რისი უფლებაE მას არ გააჩნდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე. საინკასო დავალება წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს, ამიტომ საქმის წარმოება უნდა მიმდინარეობ-დეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მიხედვით, შესაბამასად, საინკასო დავალებების მოქმედების შეჩერებაზე სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე და 30-ე მუხლებით.

2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" პუნქტის თანახმად სასამართლოს არ ჰქონდა ¹¹ 558; 559 საინკასო დავალებების შეჩერების უფლება. მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს ინტელექტუალური საკითხების ეროვნული ცენტრის _ „საქპატენტის", წარმომადგენე-ლი კერძო საჩივარს არ იზიარებს, თვლის, რომ სარჩელის უზრუნველყოფის შე-სახებ საოლქო სასამართლოს 2000 წლის 22-23 აგვისტოს განჩინებები კანონიერია, გამოტანილია საქართველოს სამოქალაქო და ადმინისტრაციული საპროცესო ნორმების დაცვით და მათი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ამასთან, განმარტავს, რომ საქმის გადაწყვეტამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუტარებლობა და ¹ 558; 559 საინკასო დავალებებით მათი ანგა-რიშიდან 580865 ლარის ჩამოწერა, რომ ნამდვილად დიდი ფინანსურ ზიანს მიაყენებს მოსარჩელს, უდავო ფაქტია. ასევე, ცხადია, ის ეკონომიკური შედეგები, რაE ამ ღონისძიების გამოუყენებლობას მოჰყვება, კერძოდ, სარჩელის დაკმაყოფილე-ბის შემთხვევაში, ამჟამინდელი სეკვესტრირებული ბიუჯეტის პირობებში, თუ სა-ერთოდ შეუძლებელი არ გახდება თანხის დაბრუნება, მნიშვნელოვნად მაინEგაძნელდება გადაწყვეტილების აღსრულება. გარდა ამისა, მსხვილ გადამხდელთა ინ-სპექციამ უკანონოდ, ბანკებზე ზეწოლით უკვე მოახდინა „საქპატენტის" საბანკო ანგარიშიდან 66307,86 დოლარისა და 303,29 ლარის ჩამოწერა და ახალი საინკასო დავალებები წარადგინა „საქპატენტის" მომსახურე ბანკებში. სადავო საინკასო დავალებებსა და შემოწმების აქტით დარიცხულ დღგ-ს გადასახადის თანხას შო-რის არის მნიშვნელოვანი სხვაობა, რაEსაინკასო დავალებების კანონიერებას საეჭვოდ ხდის. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს ჰქონდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 30-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამივე საფუძველი საინკასო დავალებების შესაჩერებლად, მისი განჩინებები კანონიერია და ითხოვს უცვლელად დატოვებას.

საკასაციო პალატა მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, კერძო საჩივრის დასაბუთებულობისა და საფუძვლიანობის შემოწმების, გასაჩივრებული განჩინებისა და საქმის მასალების შესწავლის შედგად თვლის, რომ კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე მსხვილ გადამხდელთა ინსპექციას უარი უნდა ეთქვას უსაფუძვლობის გამო და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 22-23 აგვისტოს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით საინკასო დავალებების მოქმედების შეჩერებაზე თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიას გამოტანილი აქვს ხუთი განჩინება: 2000 წლის 16 ივნისს, 23 ივნისს, 22 აგვისტოს, 23 აგ-ვისტოსა და 25 აგვისტოს. ხუთივე განჩინება მართებულად ეფუძნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლსა და საქართველოს ადმინისტრაციუ-ლი საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტს. ამავე კოდექსის 29-ე მუხ-ლის მე-2 ნაწილი, მართალია, 1 ნაწილით დადგენილი ზოგადი წესისაგან განსხვავე-ბით ითვალისწინებს გადასახადების გადახდასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერების დაუშვებლობა სასამართლოში სარჩელის წარდგენით, მაგრამ კოლეგიის მიერ მითითებული მე-3 ნაწილის თანახმად, მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაშიEმხარე უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს ადმინისტრაციული აქტის შეჩერების მოთხოვნით. ამდენად, ¹¹ 558; 559 საინკასო დავალებების მოქმედების შეჩერების მოთხოვნაზე „საქპატენტის" პროცესუალური უფლება გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექ-სის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რომელშიE ასევე მითითებულია ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების პირობები. კერძოდ, ამავე კოდექსის 30-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარის მოთხოვნით სასამართლოს შეუძლია გადასახადებთან დაკავშირებული აქტის მოქმედება შეაჩეროს მხოლოდ მკაEრად განსაზღვრულ 3 შემთხვევაში:

1. თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი ადმინისტრაციული აქტის კანონიერების თაობაზე;

2. თუ მისი გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს;

3. თუ შეუძლებელს გახდის მისი (მხარის) კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვას.

აქტის შეჩერების პირველ აუEილებელ პირობის (ადმინისტრაციული აქტის კანონიერების თაობაზე დასაბუთებული ეჭვი) საფუძვლად საოლქო სასამართლოს კოლეგიამ 2000 წლის 16 და 23 ივნისის განჩინებებში სწორად მიუთითა მსხვილ გადამხდელთა ინსპექიის მხრიდან საგადასახდო კოდექსის 243-ე მუხლის უგულვებელყოფაზე. კერძოდ, ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის სადავო თანხა შესაძლებელია გადახდილ იქნეს სასამართლოში სარჩელის აღძვრის მიუხედავად, მაგრამ პირველი ნაწილის ბოლო წინადადების მიხედვით: „ჯარიმა და სადავო საურავები ამოიღება სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე". მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის მიერ ¹¹ 430; 431 საინკასო დავალებები 2000 წლის 15 ივნისს წარდგენილ იქნა 963800 ლარის გადახდაზე, რომელიE მოიცავდა 2000 წლის 10 მარტის შემოწმების სადავო აქტით დარიცხულ დღგ-ს ძირითადი გადასახადის თანხას _ 614327 ლარს და საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის პირველი ნაწილით დარიცხულ ფინანსურ სანქციას _ 349473 ლარს. ამდენად, საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის იგნორირებით წარდგენილი ¹¹430; 431 საინკასო დავალებების შეჩერება, საკასაციო პალატის აზრით, უდავოდ კანონიერი იყო. საკასაციო პალატა, ასევე, მართლზომიერად მიიჩნევს, კოლეგიის მიერ 2000 წლის 18 აგვისტოს ¹¹ 558; 559 საინკასო დავალებების შეჩერებას სა-ქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 30-ე მუხილის პირველი ნაწილის ამავე პირობის საფუძველზე, ვინაიდან თვით საინკასო დავალებაშია მიითებული, რომ „გადაიხდევინება შემოწმების აქტით დარიცხული დღგ-ს ძირითადი დავალიანება 580865 ლარი". თავად შემოწმების აქტით კი „საქპატენტს" დაერიცხა დღგ-ს გადასახადი 614327 ლარი. იმ ფაქტს, რომ საგადასახადო სამსახურის მიერ „საქპატენტის" შემოწმებაზე შედგა მხოლოდ ერთი, 2000 წლის 10 მარ-ტის აქტი, კერძო საჩივრის ავტორიE აღიარებს. ამდენად, ¹ 558; ¹ 559 საინკა-სო დავალებებში მითითებულ დღგ-ს თანხას _ 580865 ლარსა და შემოწმების სადავო აქტში მითითებულ იგივე თანხას შორის _ 614 327 ლარი, არის მნიშ-ვნელოვანი განსხვავება. აქედან გამომდინარე, საინკასო დავალებების კანონიერებაზე საოლქო სასამართლოს ეჭვი საფუძვლიანია და საინკასო დავალებების მოქმედება შეჩერებულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილი-თა და 30-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად და არ არსებობს კოლეგიის 22-23 აგვისტოს განჩინებების გაუქმების საფუძვლები.

საკასაციო პალატა თვლის, რომ უდავოა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 30-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული აქტის შეჩერების შემდეგი 2 საფუძველიE. კერძოდ; ის, რომ ¹¹ 558, 559 საინკასო დავალებების საფუძველზე „საქპატენტის" ანგარიშიდან 580865 ლარის ჩამოწერა მოსარჩელეს უეჭველად დიდ ზიანს მიაყენებს და მძიმე ფინანსურ მდგო-მარეობაში ჩააყენებს. ქვეყნის ბიუჯეტის სეკვესტრისა და მძიმე ეკონომიკური მდგომარეოდან გამომდინარე, ასევე, ნათელია, რომ საინკასო დავალებების აღსრულე-ბა სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას _ „საქპატენტის" კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვას.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ "საქპატენტის" შუამდგომლობები სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ¹¹558; 559 საინკასო დავალებების მოქმედების შეჩერებაზე კანონიერია, საოლქო სასამართლოს კოლეგიას ჰქონდა ადმინისტრაციული აქტის შეჩერებისათვის კოდექსით გათვალისწინებული სამივე პირობა, საოლქო სასამართლო კოლეგიის განჩინება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 30-ე მუხლის პირველი ნაწილის იმპერატიულ მოთხოვნათა ზუსტი დაცვით არის გამოტანილი. კოლეგიას საპროცესო ნორმები არ დაურღვევია, ამიტომ კერძო საჩივარს დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვას უსაფუძვლობის გამო და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 22 აგვისტოს განჩინება დავის გადაწყვეტამდე ¹¹ 558; 559 საინკასო დავალებების მოქმედების შეჩერების თაობაზე.

ამასთანავე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ინსპექციას საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის მიხედვითაE „სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე". საქართველოს კონსტიტუცია, როგორც უზენაესი კანონი, პირდაპირ მოქმედებს დამასში განმტკიცებული პრინციპების დაცვა თანაბრად სავალდებულოა როგორEმოქალაქეთათვის, ასევე სახელმწიფო ორგანოთა და საჯარო მოსამსახურეთათვის, მათ შორის მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის თანამდებობის პირთათვისაE და რაიმე თვითნებობა ან სასამართლოსადმი დაუმორჩილებლობა, ასევე მისი აქტების შეუსრულებლობა შესაბამის სამართლებრივ შედეგებს იწვევს.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის უფროსის ვ. დ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 22-23 აგვისტოს განჩინებები.

3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.