გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3გ/ად-15-კ 20 მარტი, 2000 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ი. ტაბუცაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე, ნ. სხირტლაძე
კასატორის, ა. თ-ის წარმომადგენლის, ი. ჯ-ის, მოწინააღმდეგე მხარის, «საქპატენტის» წარმომადგენლის, დ. ძ-ის მონაწილეობით,
განიხილა ა. თ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 1999 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული Eცენტრის «საქპატენტისაგან» მისთვის გამოგონებაზე «ნაპირების დაცვის ნაგებობა» სსრ კავშირის საავტორო მოწმობის, ხოლო გამოგონებაზე «ნაპირების დამცავი ნაგებობა ცარიელი კედლით» პატენტის გაცემაზე რუსეთის საპატენტო უწყების მიერ გამოტანილი დადებითი გადაწყვეტილების გადაფორმების, ან შემოტანილი პატენტების გაცემის თაობაზე.
საკასაციო პალატამ, მოისმინა რა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მაია ვაჩაძის მოხსენება,
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის «საქპატენტის» 1999 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა. თ-ეს უარი ეთქვა პატენტების მისაღებად განაცხადის განხილვის შესახებ იმ მოტივით, რომ «საქართველოს საპატენტო კანონის» მე-4 მუხლის შესაბამისად შემოტანილი პატენტი გაიცემა უცხოური პატენტის მფლობელზე და არა სსრ კავშირის საავტორო მოწმობასა და პატენტის გაცემაზე რუსეთის საპატენტო უწყების მიერ გამოტანილ დადებით გადაწყვეტილებაზე. ამასთან, ამ კანონის 77-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, 1999 წლის 25 მაისიდან ძალადაკარგულად ჩაითვალა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 16 მარტის ¹302 დადგენილება, რომლის მიხედვითაც დაშვებული იყო საქართველოს პატენტის გაცემა (გადაფორმება) ყოფილი სსრ კავშირის საავტორო მოწმობით ან პატენტით დაცულ გამოგონებაზე, რომელთაც ჰქონდათ პრიორიტეტი 1972 წლის 1 მაისის შემდეგ.
1999 წლის 4 ნოემბერს მოსარჩელე ა. თ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა «საქპატენტის» მიერ მისთვის გამოგონებაზე «ნაპირების დაცვის ნაგებობა» _ სსრ კავშირის საავტორო მოწმობის, ხოლო გამოგონებაზე «ნაპირების დამცავი ნაგებობა ცარიელი კედლით» _ პატენტის გაცემაზე რუსეთის საპატენტო უწყების მიერ გამოტანილი დადებითი გადაწყვეტილების გადაფორმება, ან შემოტანილი პატენტების გაცემა შემდეგ გარემოებათა გამო:
სსრ კავშირის გამოგონებათა და აღმოჩენათა სახელმწიფო კომიტეტის მიერ 1991 წლის 15 აგვისტოს ა. თ-ეზე გაიცა საავტორო მოწმობა ¹..... გამოგონებისათვის «ნაპირების დაცვის ნაგებობა» (ს.ფ. 13).
რუსეთის საპატენტო უწყების მიერ 1992 წლის 6 აგვისტოს ა. თ-ეზე გამოტანილ იქნა დადებითი გადაწყვეტილება პატენტის გაცემის თაობაზე გამოგონებისათვის «ნაპირების დამცავი ნაგებობა ცარიელი კედლით» (ს.ფ. 9, 11), მაგრამ პატენტის გაცემა ვერ მოესწრო, რადგან დაიშალა საბჭოთა კავშირი და ასეთ Uრთიერთობებს არეგულირებდა საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 16 მარტის ¹302 დადგენილება.
ამ დადგენილების შესაბამისად, განაცხადზე, რომელზეჩ ყოფილი სსრ კავშირის საპატენტო უწყებაში გაცემული იყო საავტორო მოწმობა ან პატენტი, დაშვებული იყო საქართველოს რესპუბლიკის დამცავი დოკუმენტის გაცემა.
მოქმედი «საქართველოს რესპუბლიკის საპატენტო კანონი», რომელიც ძალაში შევიდა 1999 წლის 25 მაისს, და რომლითაც გაუქმდა საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 16 მარტის ¹302 დადგენილება, მართალია არ არეგულირებს აღნიშნულ საკითხებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გამომგონებელმა თავის გამოგონებებზე ვერ მიიღოს პატენტის ფლობის უფლება, რომლის მოქმედების ვადა კანონით დადგენილი წესით გასული არ არის.
მოპასუხემ, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის «საქპატენტის» წარმომადგენელმა არ ცნო სარჩელი შემდეგი საფუძვლებით:
«საქართველოს საპატენტო კანონის» (ძალაშია 1999 წლის 25 მაისიდან) 77-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ძალადაკარგულად ჩაითვალა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 16 მარტის ¹302 დადგენილება «გამოგონების შესახებ დებულების დამტკიცებისა და სამოქმედოდ შემოღების თაობაზე», რომლის მე-3 პუნქტის თანახმად, დაშვებული იყო საქართველოს პატენტის გაცემა ყოფილი სსრ კავშირის საავტორო მოწმობით ან პატენტით დაცულ გამოგონებებზე, რომელთაც ჰქონდათ პრიორიტეტი 1972 წლის 1 მაისის შემდეგ (ე. წ. «გადაფორმება»).
ამასთან, «საქართველოს საპატენტო კანონის» მე-4 მუხლის შესაბამისად: «გამოგონების უცხოური პატენტის მფლობელის სახელზე შეიძლება გაიცეს შემოტანილი პატენტი», მაგრამ მოსარჩელის სახელზე სსრ კავშირის საპატენტო უწყების მიერ გაცემული საავტორო მოწმობის საფუძველზე არ შეიძლება გაიცეს შემოტანილი პატენტი, რადგან აღნიშნული საავტორო მოწმობა ვრცელდებოდა საქართველოს ტერიტორიაზეE (როგორE სსრ კავშირის შემადგენელ ნაწილზე) და იგი არ შეიძლება ჩაითვალოს უცხოურ დამცავ დოკუმენტად.
ამდენად, «საქპატენტს» აღარ აქვს ნორმატიული საფუძველი ერთის მხრივ, გასცეს პატენტი სსრ კავშირის საავტორო მოწმობით ან პატენტით დაცულ გამოგონებებზე და მეორეს მხრივ, გასცეს შემოტანილი პატენტი. ამასთან, «საქპატენტი» მზადაა სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება განიხილოს როგორც პრეცედენტი და შემდგომში მიიღოს სახელმძღვანელოდ.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ 1999 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით უარი უთხრა მოსარჩელე ა. თ-ეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე და მიუთითა:
1999 წლის 5 თებერვლის «საქართველოს საპატენტო კანონის» 77-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ძალადაკარგულად ჩაითვალა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 16 მარტის ¹302 დადგენილება და შესაბამისად ამ დადგენილების ის ნორმები, რომლებიც აწესრიგებდნენ ყოფილი სსრ კავშირის საავტორო მოწმობის ან პატენტის საფუძველზე საქართველოს პატენტის გაცემას, ე. წ. გადაფორმებას. ამდენად, საქართველოს პატენტის გაცემის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.
ა. თ-ის საავტორო მოწმობაზე ვერ გაიცემა ვერ შემოტანილი პატენტი, ვინაიდან საავტორო მოწმობა მოქმედებდა ყოფილი საბჭოთა კავშირის მთელს ტერიტორიაზე, მათ შორის საქართველოს ფარგლებშიE და იგი უცხო ქვეყნის საავტორო მოწმობად არ ჩაითვლება. ამასთან, დაუდგენელია, ამჟამად დაცულია თუ არა საავტორო მოწმობაზე დასაცავი უფლებები.
რაც შეეხება ა. თ-ის მოთხოვნას, მეორე გამოგონებასთან დაკავშირებით პატენტის გაცემის შესახებ, აღნიშნული მოთხოვნა უსაფუძვლოა. გამოგონებაზე «ნაპირების დამცავი ნაგებობა ცარიელი კედლით», რომლის განაცხადის შეტანის პრიორიტეტული თარიღია 1991 წლის 30 ივლისი, ყოფილი სსრ კავშირის პატენტი გაცემული არ ყოფილა. ამდენად, «საქპატენტს» არ გააჩნია არავითარი სამართლებრივი საფუძველი გასცეს საქართველოს პატენტი ან შემოტანილი პატენტი.
ა. თ-ის წარმომადგენელმა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 1999 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება. ამასთან, «საქპატენტისაგან» მის გამოგონებებზე საქართველოს პატენტების ან შემოტანილი პატენტების გაცემა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება უნდა შეიცვალოს იმ ნაწილში, რომლითაც ა. თ-ეს უარი ეთქვა «საქპატენტისაგან» საავტორო მოწმობის საფუძველზე შემოტანილი პატენტის გაცემაზე გამოგონებისათვის «ნაპირების დაცვის ნაგებობა», შემდეგ გარემოებათა გამო:
«საქართველოს საპატენტო კანონის» მე-4 მუხლის თანახმად, შემოტანილი პატენტი გაიცემა უცხოეთში დაპატენტებულ იმ გამოგონებაზე, რომელზედაც ჩატარებულია ექსპერტიზა პატენტუნარიანობის ყველა კრიტერიუმის გათვალისწინებით. შემოტანილი პატენტი შეიძლება გაიცეს გამოგონების უცხოური პატენტის მფლობელის სახელზე, რომელიც პატენტმფლობელს ანიჭებს განსაკუთრებულ უფლებას გამოიყენოს, აწარმოოს ან გაყიდოს პროდუქცია, მაგრამ არ აძლევს უფლებას აუკრძალოს მესამე პირს ასეთი პროდუქციის საზღვარგარეთიდან შემოტანა.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს თბილისის საოლქო სასამართლოსა და მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებას, რომ ყოფილი სსრ კავშირის მიერ გაცემული საავტორო მოწმობა ვრცელდებოდა საქართველოს ტერიტორიაზეE (როგორც სსრ კავშირის შემადგენელ ნაწილზე) და იგი არ შეიძლება ჩაითვალოს უცხოურ დამცავ დოკუმენტად.
საქართველოს კონსტიტუციის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, «საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთის ასსრ-ში და ყოფილ სამხერთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით».
ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ა. თ-ეზე გამოგონებისათვის «ნაპირების დაცვის ნაგებობა» გაცემული საავტორო მოწმობა ¹...... , რომელიც 1991 წლის 15 აგვისტოსაა რეგისტრირებული სსრ კავშირის გამოგონებათა სახელმწიფო რეესტრში, წარმოადგენს უცხოურ დამცავ დოკუმენტს, უცხოურ პატენტს და, რადგან «სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის 1883 წლის 20 მარტის კონვენციის» თანახმად, საავტორო მოწმობა უთანაბრდება პატენტს, უვადოა და არ საჭიროებს დაცვას, მასზე უნდა გაიცეს შემოტანილი პატენტი.
საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის საოლქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ვინაიდან ა. თ-ეზე გამოგონებისათვის «ნაპირების დამცავი ნაგებობა ცარიელი კედლით» რუსეთის საპატენტო უწყების მიერ ვერ იქნა გაცემული პატენტი, დღეისათვის, «საქართველოს საპატენტო კანონის» მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი შემოტანილი პატენტის გასაცემად.
ამასთან, საკასაციო პალატა კასატორის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მას შეუძლია განაცხადი გამოგონებისათვის «ნაპირების დამცავი ნაგებობა ცარიელი კედლით» თავიდან შეიტანოს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში «საქპატენტში» იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის საპატენტო უწყების მიერ ინფორმაცია ამ გამოგონების შესახებ არ გამოქვეყნებულა.
საკასაციო პალატა, ასევე იზიარებს თბილისის საოლქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ა. თ-ის ვერE ერთ ზემოთ დასახელებელ გამოგონებაზე ვერ გაიცემა საქართველოს პატენტი, ვინაიდან «საქართველოს საპატენტო კანონის» 77-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად ძალადაკარგულად ჩაითვალა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 16 მარტის ¹302 დადგენილება და ამდენად, ყოფილი სსრ კავშირის საავტორო მოწმობის ან პატენტის საფუძველზე საქართველოს პატენტის გაცემის სამართლებრივი საფუძვლები აღარ არსებობს.
ამდენად, საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ ა. თ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მეორე ნაწილის გ) ქვეპუნქტით, 23-ე და 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე და 411-ე მუხლებით, საკასაციო პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ა. თ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. დაევალოს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს «საქპატენტს» ორი კვირის ვადაში კანონით დადგენილი წესით გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი ა. თ-ეზე შემოტანილი პატენტის გაცემის თაობაზე გამოგონებისათვის «ნაპირების დაცვის ნაგებობა», რომელზეც გაცემულია საავტორო მოწმობა ¹...... .
3. თბილისის საოლქო სასამართლოს 1999 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილება ძალაში დარჩეს იმ ნაწილში, რომლითაც ა. თ-ეს უარი ეთქვა პატენტის გაცემაზე გამოგონებისათვის «ნაპირების დამცავი ნაგებობა ცარიელი კედლით», რომელზეც ვერ მოესწრო პატენტის გაცემა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.