Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ/ად-18-კ 4 აპრილი, 2000 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაEიულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ი. ტაბუცაძე

მოსამართლეები: ნ. კლარჯეიშვილი, ნ. სხირტლაძე

კასატორის – თ. ნ-ის საკრებულოს წარმომადგენლის, საკრებულოს მდივნის ბ. ლ-ს, მოწინააღმდეგე მხარეების - ზუგდიდის რაიონის გამგეობის წარმომადგენლის, ზუგდიდის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს უფროსის თ. ქ-ს, კოოპერატივ "ნ-ის" თავმჯდომარის ვ. ლ-ს მონაწილეობით განიხილა კასატორის - თემი ნ-ის წარმომადგენლის ბ. ლ-ს საკასაციო საჩივარი ზუგდიდის რაიონის გამგეობისა და კოოპერატივ "ნ-ის" მიმართ, ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, საამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 20 დეკემბრის განჩინების გაუქმების, ზუგდიდის მერიის კაბინეტის 1996 წლის 30 ოქტომბრის ¹ 89 დადგენილების, 1996 წლის 16 მარტის საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, უკანონო აქტებით მიყენებული ზიანის 4500 ლარის ზუგდიდის გამგეობისათვის დაკისრებისა და სადავო 70 ჰა სახნავი მიწის ნ-ის საკრებულოსათვის გადაცემის თაობაზე.

საკასაციო სასამართლომ მოსამართლე ნ. კლარჯეიშვილის მოხსენებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად დადგენილად Eცნო შემდეგი:

1996 წლის 19 ოქტომბერს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის შესახებ განცხადების განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის სხდომამ, რომელშიც სოფ. ნ-ის მაშინდელი გამგებელი ზ. ჯ-აE მონაწილეობდა, დააკმაყოფილა კოოპერატივ "ნ-ის" მოთხოვნა მიწის იჯარით გაცემის შესახებ (ს. ფ. 69-71), რის საფუძველზეცE 1996 წლის 30 ოქტომბრის ზუგდიდის მერიის ¹ 89 დაგენილებით სოფელ ნ-ის ტერიტორიიდან 226 ჰა მიწა, მათ შორის სადავო 70 ჰა სახნავი ფართობი, 10 წლის ვადით იჯარით გადაეცა ნ-ის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს, რომელიცE არის ნ-ის კოლმეურნეობის სამართალმემკვიდრე (ს. ფ. 6). 1998 წლის 16 მარტს კოოპერატივ "ნ-სა" და ზუგდიდის მერიას შორის წერილობით დაიდო სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულება (ს. ფ. 7-4), რომელიცE საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია 1999 წლის 4 მარტიდან (ს. ფ. 73), ხოლო 1998 წლის 20 მარტს იჯარის ხელშეკრულების კონტრაჰენტების მიერ გაფორმდა იჯარის ობიექტის აღწერილობის ოქმი (ს. ფ. 5). 1996 წლის 30 ოტომბრიდან სადავო 70 ჰა სახნავ მიწას, სხვა გადაცემულ ნაკვეთებთან ერთად ფლობს, სარგებლობს და საიჯარო ქირას იხდის მოიჯარე-კოოპერატივი ნ-ი, რომელსაცE იჯარის ქირის გარდა კაპიტალური დაბანდების სახით სხვა ხარჯებიE აქვს გაწეული: მიწის დამუშავებისათვის 10030 ლარი, კაპ. დაბანდება 57020 ლარი, სულ 67050 ლარი (ს. ფ. 38-40). კოოპერატივ "ნ-თან" დადებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულება, 70 ჰა სადავო სახნავი ფართობის ნაწილში, თემი ნ-ის საკრებულომ უკანონოდ მიიჩნია და მისი გაუქმების, ასევე 70 ჰა სახნავის მო-სახლეობისათვის საკარმიდამო მიწების შესავსებად ნ-ის გამგე-ობისათვის გადაცემის მოთხოვნით სარჩელი აღძრა ზუგდიდის სასამარ-თლოში, რომელმაცE არ დააკმაყოფილა სარჩელი. თემი ნ-ის საკრებულოს ზემოაღნიშნული მოთხოვნა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატამE არ გაიზიარა შემდეგი საფუძვლებით:

1. კოოპერატივი "ნ-ი" ზუგდიდის მერიის კაბინეტის 1996 წლის 30 ოქტომბრის დადგენილების საფუძველზე, წერილობითი ხელშეკრულების გაფორმების გარეშე ფაქტობრივად ფლობდა ნაკვეთს, რაზეცE ზუგდიდის მერიას პრეტენზია არ განუცხადებია. ვინაიდან იჯარის ხელშეკრულება 1998 წლის 16 მარტს დაიდო წერილობითი ფორმით, საიჯარო სამართლებრივი ურთიერთობა სწორედ ამ დროიდან წარმოიშვა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 569-ე და 593-ე მუხლების მიხედვით, მიწის ნაკვეთის ქირავნობის ხელშეკრულება ერთ წელზე მეტი ვადით უნდა გაფორმდეს წერილობით, ფორმის დაუცველობის შემთხვევაში, ივარაუდება, რომ ხელშეკრულება დადებულია განუსაზღვრელი ვადით;

2. საიჯარო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით 1998 წლის 20 მარტს მხარეთა მიერ შედგა იჯარის ობიექტის აღწერილობის გასაჩივრებული ოქმი, რითაცE სასამართლოს აზრით დაცული იქნა სამოქალაქო კოდექსის 594-ე მუხლის მოთხოვნა, გაცემის მომენტისათვის საიჯარო ქონების ნუსხის შედგენის შესახებ;

3. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება ზუგდიდის მერიის ¹ 89 დადგენილების "ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ" ორგანული კანონის 49-ე მუხლთან წინააღმდეგობის შესახებ, ვინაიდან საიჯარო ურთიერთობის წარმოშობის დროს კანონი ჯერ არ მოქმედებდა და შესაბამისად, ვერც დადგენილება იქნებოდა წინააღმდეგობაში კანონთან;

4. კოოპერატივ "ნ-ზე", რომელიცE კოლმეურნეობა ნ-ის სამარ-თალმემკვიდრეა, ზუგდიდს მერიის მიერ იჯარით მიწის ნაკვეთის გადაცემა კანონიერია და შეესაბამება "სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის შესახებ" კანონისა (1996 წლის 28 ივნისი) და "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნაო მიწის იჯარით გაცემის წესის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის ¹ 446 ბრძანებულებას (1998 წლის 2 აგვისტო);

5. სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო სოფელ ნ-ის ყოფილი გამგებლის ზ. ჯ-ას ჩვენებას და დადგენილად მიიჩნია, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწების პრივატიზების დროს სოფლის მოსახლეობას სრულად გადაეცათ მიწის ნაკვეთები, ნაკვეთები არავის დაჰკლებია და გამგეობაშიE შემოსულა საჩივარი;

6. სასამართლომ გამოარკვია, რომ ნ-ის მოსახლეობამ მიწის ნაკვეთის შევსების შესახებ სურვილი გამოთქვა 1999 წელს, ნ-ის საკრებულოს განცხადების საფუძველზე, მანამდე არცE პრეტენზია განუცხადებიათ და არცE სარჩელი აღუძრავთ. სასამართლომ ჩათვალა, ნ-ის მაცხოვრებლებს მართლაE რომ აკლდეთ კანონით დადგენილ ნორმამდე ნაკვეთები, ეს არ წარმოადგენს იჯარის ხელშეკრულების გაუქმების საფუძველს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ შემდეგი მოტივებით:

1. ყოვლად გაუმართლებელია განჩინებაში სამოქალაქო კოდექსის 593-ე მუხლის მოშველიება და მტკიცება, თუ ხელშეკრულების წერილობითი ფორმა არაა დაცული, ივარაუდება, რომ იჯარა დადებულია განუსაზღვრელი ვადით. იჯარის ხელშეკრულება რომ არსებობს, ეს სადავო არ არის, სადავოა მხოლოდ ის, რომ კოოპერატივ ნ-ზე გადაცემული მიწიდან 70 ჰა წარმოადგენდა კომლთა საკარმიდამო ნაკვეთის ზღვრულ ოდენობამდე შესავსებ მიწას, რომელიცE გამოცხადებული იყო კომლთა კერძო საკუთრებად და უკანონოდ გადაეცა იჯარით კოოპერატივს. სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 543-ე მუხლი გაავრცელა 1996 წლის ურთიერთობებზე.

2. სასამართლოს განჩინება აშკარად უკანონოა, რადგან სასამართლომ გვერდი აუარა საქართველოს მინისტრთა კაბინეტის მთელ რიგ დადგენილებებს, კერძოდ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ¹ 48, 128, 290 დადგენილებას და "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" საქართველოს კანონს.

3. სასამართლომ ასევე უგულვებელყო "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" კანონის ამოქმედების თაობაზე საქართველოს პარლამენტისა 1996 წლის 22 მარტის დადგენილება, რომლის თანახმადაცE კომლებს, რომლებსაცE კანონით დადგენილ ნორმამდე არ შევსებიათ ნაკვეთები, მიწა საკუთრებაში უფასოდ უნდა გადასცემოდათ ერთი წლის განმავლობაში, რომლის საწინააღმდეგოდE ზუგდიდის მერიამ სა-კარმიდამო ნაკვეთების შესავსები მიწა იჯარით გადასცა კოოპერატივ "ნ-ს".

4. ასევე უხეში შეცდომებია დაშვებული საიჯარო ხელშეკრულების გაფორმების პროცესში, კერძოდ დარღვეულია "რაიონის სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით აღების შესახებ განცხადების განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის ტიპობრივი დებულების" მოთხოვნა საიჯარო ობიექტის საჯარო განაცხადების შესახებ; რაE "სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის შესახებ კანონის 4.7 მუხლის მოთხოვნაცაა. შესაბამისად დარღვეულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს 1996 წლის ¹ 2-202 ბრძანების მოთხოვნა. სასა-მართლომ არ გაითვალისწინა მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის საექსპერტო დასკვნა;

5. საიჯარო ხელშეკრულება კოოპერატივ "ნ-ზე" დამოწმებული არ არის ნოტარიალურად, ეწინააღმდეგება "სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის შესახებ" კანონის 4.4 მუხლის "ბ" პუნქტსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ზემოაღნიშნულ ბრძანებას;

6. სასამართლომ არასწორად გაიზიარა ზუგდიდის რაიონის გამგეობის მიერ ნ-ის გამგეობისა და ნ-ის კოლმეურნეობის გადაწყვეტილებათა დაკანონების ფაქტები, რადგან სოფელ ნ-ში კანონით გათვალისწინებული სოფლის ყრილობა არ ჩატარებულა და ნ-ის გამგეობას 1994 წლის 4 მარტის ¹ 42 დადგენილება საერთოდ არ მიუღია, დადგენილება _ ფიქტიურია; სასამართლომ არ გაითვალისწინა შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექსპერტის Eცნობა ¹ 42 დადგენილების სიყალბის თაობაზე.

7. სასამართლომ არასწორად გაიზიარა კოოპერატივ "ნ-ის"მიერ წარმოდგენილი ხარჯების ოდენობა და ყოფილი გამგებლის ზ. ჯ-ას განმარტება ნ-ის მოსახლეობის მიწების ნორმამდე შევსების შესახებ, რადგან საქმეში დართული განცხადებით დგინდება, რომ ნ-ის 163 კომლს კანონით გათვალისწინებულ ნორმაზე ნაკლები ნაკვეთები გადაეცათ საკუთრებაში, ხოლო 2000 წლის 3 აპრილის აქტით გაირკვა, რომ 278 კომლიდან 194 კომლს ნამდვილად შესავსები აქვს საკარმიდამო მიწა გათვალისწინებული ზღვრულ ნორმამდე, აქედან 17 კომლის დაკმაყოფილება ადგილზევეა შესაძლებელი, ხო-ლო დანარჩენისათვის დამატებით საჭიროა 67, 31 ჰა სახნავი მიწა. ამიტომ გლეხებისათვის საკუთრებაში გადასაცემ მიწაზე იჯარის უკანონო ხელშეკრულება უნდა გაუქმდეს და გადაეცეს ნ-ის საკრებულოს მათი კანონიერი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად (ს. ფ. 229-238).

მოწინააღმდეგე მხარე - ზუგდიდის რაიონის გამგეობა - საკასაციო საჩივარს არ Eცნობს და ქუთაისის საოლქო სასამართლოს განჩინების ძალაში დატოვებას ითხოვს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. მიწის რეფორმის დამთავრების შემდეგ მოსახლეობაზე დამატებითი მიწების გაცემა გაუმართლებელია, ამასთან საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის ¹ 166 ბრძანებულებით მმართველობის ადგილობრივ ორგანოებს დაევალათ დაქუცმაცებული ფართობების განმასივება.

2. შეცდომაში შეყვანის მიზნით, კასატორი უთითებს სასამართლოს მიერ ისეთი კანონებისა და დადგენილებების იგნორირებაზე, რომელიცE სხვაგვარ სამართლებრივ ურთიერთობას არეგულირებს და არანაირი კავშირი მიწის იჯარასთან არა აქვს.

3. გამგეობის აზრით, კოოპერატივი "ნ-ი" ფუნქციონირებს გადახდილი აქვს მიწის გადასახადი, ჰყავს 600-ზე მეტი წევრი და სოფლის მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა დიდად არის დამოკიდებული კოოპერატივის გამართულ საქმიანობაზე.

4. შესაგებელში გამგეობა აღნიშნავდა, რომ იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთი სარეფორმო ფონდში არ ყოფილა ჩადებული და ვერცE კომლთა კერძო საკუთრებად გამოცხადდებოდა, მაგრამ გამგეობის წარმომადგენელმა სასამართლო პროცესზე განმარტა, რომ იჯარით კოოპერატივ "ნ-ზე" გადაცემული მიწის ნაკვეთი სახელმწიფო ფონდში იყო ჩართული და მისი ნაწილი მართლაE დაურიგდა მოსახლეობას.

5. მიწის რეფორმის დროს ნ-ის მოსახლეობას მიწები დაურიგდა კანონით გათვალისწინებულ ზღვრულ ნორმამდე, საქმეში არსებული და დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულებები (განცხადებები) ადასტურებენ, რომ მოსახლეობას მიწების შევსებაზე პრეტენზია არ გამოუთქვამს. კასატორის მიერ წარმოდგენილი სია რეალურ ვითარებას არ ასახავს, მიწის დეფიციტი ხელოვნურადაა შექმნილი კომლების კატეგორიების თვითნებური შეცვლით, ამასთანK კომლთა დიდი ნაწილი 1992 წლის 1 იანვრის შემდეგაა გაყოფილი, რის გამოცE შესავსებად დარჩენილია 74 კომლის საკარმიდამო მიწა, რისთვისაცE საჭიროა 30 ჰა მიწის ფართობი. ამჟამად ნ-ში სახელმწიფო საკუთრებაშია 116, 5 ჰა მიწის ნაკვეთი, აქედან 31 ჰა სახნავია, 61 ჰა- ბუჩქნარი და ჩაის პლანტაცია, რაზეცE მოსახლეობა უარს აცხადებს.

6. ზუგდიდის გამგეობა კასატორის მოთხოვნას არ ეთანმხება, იმის გამოც, რომ 2000 წლის 22 თებერვალს თემი ნ-ის გამგეობამ შ.პ.ს. "ნა."-ს იჯარით, 49 წლის ვადით, თხილის გასაშენებლად გამოუყო 60 ჰა ფართობი, ნაცვლად ამ ფართობის მოსახლეობისათვის დარიგებისა. (ს. ფ. 206).

კოოპერატივ "ნ-ის" თავმჯდომარე ვ. ლ-ა საკასაციო საჩივარს არ Eცნობს და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების ძალაში დატოვებას ითხოვს შემდეგი მოტივებით:

1. კოოპერატივზე მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემა კანონიერია, ეს ფართობი არასდროს ყოფილა კომლთა კერძო ნაკვეთების შესავსები მიწა. კოოპერატივი სისტემატურად იხდის იჯარის ქირას, დანიშნულებისამებრ იყენებს მიწას და 67050 ლარის ხარჯებიEაქვს გაწეული. კოოპერატივზე მიწის იჯარით გადაცემის კანონიერებას ადასტურებს ასევე მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტიE (ს. ფ. 66-68).

2. მოსახლეობას მიწა კანონით დადგენილ ზღვრულ ნორმამდე აქვს შევსებული, 1999 წლამდე მიწის ნაკვეთების შევსებაზე პრეტენზია არავის გამოუთქვამს, რასაც ადასტურებს საქმეში არსებული განცხადებები, ხო-ლო კასატორის მიერ წარმოდგენილი განცხადებები ყველა საკრებულოშია დაწერილი. ამასთან მოსახლეობაზე მიწის ნაკვეთების უსასყიდლოდ გადაცემა უკვე დამთავრებულია (ს. ფ. 207-226).

3. კასატორი ბ. ლ-ც უფრო პიროვნული მტრობის გამო ითხოვს იჯა-რის ხელშეკრულების მოშლას, სურს 70 ჰა სასოფლო-სამეურნეო სავარგულის უკანონოდ დაქუცმაცება და თავისი შეხედულებისამებრ განკარგვა.

მხარეთა მოსმენის, საქმის მასალების შესწავლის, სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად საკასაციო პალატა თვლის, ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის მიერ დავის გადაწყვეტის დროს მიწის კანონმდებლობა სწორად იქნა გამოყენებული, მაგრამ კასატორმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წარმოადგინა დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლის დადგენის გარეშე შეუძლებელია საქმის არსებითად სწორად გადაწყვეტა. ამიტომ საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმე უნდა დაუბრუნდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სხვა შემადგენლობას მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონის სამ-მართველოსთან შეთანხმებით იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად, რასაც მხარეთა პოზიციებთან ერთად სასამართლომ უნდა მისცეს სათანადო კვა-ლიფიკაცია (სამართლებრივი შეფასება). კერძოდ, გასარკვევია:

1. თემი ნ-ის რამდენ კომლს აქვს შესავსები მიწის ნაკვეთი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის ¹ 290 დადგენილების მე-6 პუნქტით განსაზღვრულ ნორმამდე. (I კატეგორია - 1 ჰა; II კატეგორია - 0,75 ჰა, III- 0, 25 ჰა).

2. მიწის კანონმდებლობის შესაბამისად სწორად არის თუ არა განსაზღვრული შესავსები კომლების კატეგორია.

3. შესავსები კომლებიდან რამდენია 1992 წლის 1 იანვრის შემდეგ შექმნილი კომლი.

4. რამდენი ჰექტარი მიწაა საჭიროა თემი ნ-ის კომლებისათვის ნაკვეთების ზღვრულ ნორმამდე შესავსებად.

5. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის ¹ 48 დადგენილების შესაბამისად, მიწის რეფორმის ფონდში გამოყოფილი ნაკვეთებიდან რამდენი ჰექტარი სარეზერვო მიწაა ფაქტობრივად დარჩენილი თემ ნ-ში.

ვინაიდან საკასაციო სასამართლოში საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა-დადგენა არ ხდება, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390- ე, 399-ე, 404-ე მუხლის I ნაწილით, 407-ე მუხ-ლის II ნაწილით, 412-ე მუხლის I ნაწილით, ასევე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის II ნაწილით მე-7 მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს თემი ნ-ის საკრებულოს საკასაციო საჩივარი;

2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 20 დეკემბრის განჩინება;

3. საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სხვა შემადგენლობას.

4. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

5. განჩინება დადგენილი წესით გადაეცეთ მხარეებს.