Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ/ად-20-კ 9 ივნისი 2000 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ბ. მეტრეველი, თ. კობახიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განიხილა საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის დ. ა-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 23.02.2000 წ. განჩინებაზე.

საკასაციო პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 12.07.99 წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ინვალიდთა, ქვრივ-ობოლთა და მრავალშვილიანთა ასოციაცია "ე."ს დირექტორის ბ. ქ-ის სასარჩელო განცხადება და თბილისის რეგიონალურ საბაჟოს ასოციაცია "ე."-ს სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ ასოციაციისათვის ზედმეტად გადახდილი საბაჟო გადასახდელების 15.992, 66 აშშ დოლარის ექვივალენტის, ასოციაცია "ე."-ს ინტერესების დასაცავად გაწეული ხარჯების - 1595 აშშ დოლარის ექვივალენტის, საბიუჯეტო ვალდებულების 494, 5 აშშ დოლარის ექვივალენტის, სულ 18042, 16 აშშ დოლარის ექვივალენტის გადახდა ლარებში.

თბილისის რეგიონალური საბაჟოს საბაჟო "რ."-ს და მესამე პირის, დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე, საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის (ამჟამად საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის) სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელა-Eიო პალატამ 24.09.99 წ. გადაწყვეტილებით გააუქმა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 12.07.99 წ. გადაწყვეტილება, ასოციაცია "ე."-ს მთლიანად ეთქვა უარი სასარჩელო მოთხოვნაზე. აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით ასოციაცია "ე."-ს დირექტორის ბ. ქ-ის მიერ შეტანილ იქნა საკასაციო საჩივარი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 14.12.99 წ. განჩინებით ასოციაცია "ე."-ს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 24.09.99 წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელმეორედ განსახილველად დაუბრუნდა იმავე პალატის სხვა შემადგენლობას.

23.02.2000 წ. სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე აღნიშნული საქმის არსებითად განხილვის დაწყებამდე მოწინააღმდეგე მხარის, ფონდ "ე."-ს წარმომადგენელმა დააყენა შუამდგომლობა, რომლითაც მოითხოვა საბაჟო "რ."-ს სააპელაციო საჩივრის დაუშვებლობის გამო მის განხილვაზე უარის თქმა. ფონდ "ე."-ს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ წარმოებაში იქნა მიღებული მხოლოდ საბაჟო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი. რეგიონალური საბაჟოს საბაჟო "რ."-ს სააპელაციო საჩივარს არ ახლავს რაიონული სასამართლოს შტამპი, რის გამოც, გამოითქვა ვარაუდი სააპელაციო ვადის დარღვევით საჩივრის შემოტანის თაობაზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 23.02.2000 წ. განჩინებით თბილისის რეგიონალური საბაჟოს საბაჟო "რ."-ს და საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივრები დატოვა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 12.07.99 წ. გადაწყვეტილებით თანხის გადახა დაეკისრა თბილისის რეგიონალურ საბაჟოს, საქმის სასამართლო განხილვაში კი მონაწილეობდა თბილისის რეგიონალური საბაჟოს საბაჟო "რ."-ს წარმომადგენელი. ამასთანავე, სააპელაციო საჩივარი რაიონულ სასამართლოში შეტანილ იქნა არა რეგიონალური საბაჟოს, არამედ თბილისის რეგიონალური საბაჟოს საბაჟო "რ."-ს მიერ. საქმეში არ მოიპოვება თბილისის რეგიონალური საბაჟოს მიერ საბაჟო "რ."-ს მიმართ უფლებამოსილების დელეგირების დამადასტურებელი საბუთი. უკანასკნელი, თავისი დებულების თანახმად, უფლებამოსილია წარადგინოს საბაჟოს ინტერესები სახელმწიფო ორგანოებში და სასამართლოში თავისი სამოქმედო ტერიტორიის და კომპეტენციის ფარგლებში, რომელიც არ მოიცავს ზემდგომი ორგანოების ინტერესების სასამართლოში დაცვას სათანადო რწმუნების გარეშე. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა თბილისის რეგიონალური საბაჟოს გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლოს 24.09.99 წ. გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში იგი მიჩნეულია მხარედ. სააპელაციო სასამართლოს 23.02.2000 წ. განჩინებაში აღნიშნულია, რომ სააპელაციო სასამართლომ განიხილა მესამე პირის, დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე, დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი ისე, რომ მის წარმომადგენელს სასამართლოში მინდობილობა არ წარმოუდგენია. საქმეში არ არის არც საბაჟო "რ."-ს წარმომადგენლის მინდობილობა თბილისის საოლქო სასამართლოში საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღების შესახებ. საქმის ხელმეორედ სააპელაციო სასამართლოში განხილვისას წარმოდგენილ იქნა საბაჟო "რ."-ს უფროსის ა. ა-ის 29.01.2000 წ. ¹11/რ-31 მინდობილობა გაცემული საბაჟო დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფროსის მოადგილეზე დ. გ-ზე და საბაჟო "რ."-ს იურისტზე ზ-ზე. მინდობილობა, სააპელაციო სასამართლოს აზრით, გაცემულია რეგიონალური საბაჟოს საბაჟო "რ."-ს დებულების მე-6 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, ვინაიდან საბაჟო "რ." თავისი კომპეტენციის ფარგლებში გასცემს მის სისტემაში შემავალი სტრუქტურული დანაყოფებისათვის სავალდებულო ბრძანებებს. რადგანაც დეპარტა-მენტის იურიდიული სამმართველო არ წარმოადგენს საბაჟო "რ."ს სისტემაში შემავალ სტრუქტურულ დანაყოფს, სააპელაციო სასამართლომ მინდობილობა მიიჩნია არასწორად გაცემულად. თბილისის საოლქო სასამართლოს 23.02.2000 წ. განჩინებაში აღნიშნულია აგრეთვე, რომ სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივად განიხილა არა თბილისის რეგიონალური საბაჟოს, არამედ მესამე პირის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე, საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი, რითაც დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364- ე მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეებმა და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის უფლების მქონე მესამე პირებმა შეიძლება კანონით დადგენილ ვადებში გაასაჩივრონ საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატაში. ვინაიდან თბილისის რეგიონალური საბაჟო ვალდებული იყო მოცხდინა საბაჟო დეპარტამენტის მიერ მასზე დელეგირებული უფლებების რეალიზაცია, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საბაჟო დეპარტამენტი არ განეკუთვნება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ იმ სამართალურთიერთობის მონაწილეებს, რომელთა თაობაზეE საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 23.02.2000 წ. განჩინებაზე საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ დ. აბესაძემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, რომლითაE ითხოვს აღნიშნული განჩინების გაუქმებას.

საკასაციო საჩივრის ავტორი უთითებს, რომ თბილისის რეგიონალური საბაჟოს საბაჟო "რ."-ს სააპელაციო საჩივარი პირველი ინსტანციის სასამართლოში შეტანილია კანონით დადგენილ ვადებში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-369-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. სასამართლომ არ მიუთითა კანონის იმ ნორმაზე, რომელიE მოითხოვს სასამართლოს თავმჯდომარესთან საჩივრის მხოლოდ კანცელარიის მეშვეობით მოხვედრას. საკასაციო საჩივრის ავტორი აღ-ნიშნავს, რომ საბაჟო "რკინიგზა" არის თბილისის რეგიონალური საბაჟოს სტრუქტურული ერთეული, აწარმოებს რკინიგზით შემოსული ტვირთების საბაჟო გაფორმებას და ამ ნაწილში თბილისის რეგიონალური საბაჟოს სამართალმემკვიდრეა. საბაჟო "რ." წარმოადგენს საბაჟოს ინტერესებს სახელმწიფო ორგანოებში და სა-სამართლოში და მოცემულ შემთხვევაში იცავს არა ზემდგომი საბაჟოს, არამედ საკუთარ ინტერესებს, რომელიც იმავდროულად ზემდგომი საბაჟო ორგანოს ინტერესიცაა. აღნიშნული უფლებამოსილების განსახორციელებლად საბაჟო "რ."-ს უფლებამოსილების სპეციალური მინიჭება არ სჭირდება, რადგანაც მას ეს უფლება მინიჭებული აქვს დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული დებულებით. თბილისის რეგიონალური საბაჟოს საბაჟო "რ."-ს მიერ საბაჟო დეპარტამენტის თანამდებობის პირზე გაცემული მინდობილობით არ დარღვეულა საბაჟო "რ."-ს დებულების მე-6 მუხლის მოთხოვნები, რადგანაც მინდობილობა არ არის ბრძანება, ხოლო საბაჟო ორგანო უფლებამოსილია გასცეს მინდობილობა თუნდაც გარეშე პირზე. კასატორი აღნიშნავს აგრეთვე, რომ საპროცესო კანონმდებლობა არ კრძალავს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის არმქონე მესამე პირის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებას, რის დასადასტურებლად ასახელებს საპროცესო კოდექსის 91-ე მუხლს, რომლის თანახმადაც, მესამე პირები, რომლებიც არ აცხადებენ დამოუკიდებელ მოთხოვნებს დავის საგანზე სარგებლობენ მხარეთა საპროცესო უფლებებით და მათ ეკისრებათ მხარეთა საპროცესო მოვალეობები, გარდა უფლებისა გაადიდონ ან შეამცირონ სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა, შეცვალონ სარჩელის საფუძველი ან საგანი, ცნონ სარჩელი, უარი თქვან სარჩელზე ან მორიგდნენ, აღძრან შეგებებული სარჩელი, მოითხოვონ სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება. 91-ე მუხლი შეიცავს ამომწურავ ჩამონათვალს, რის გამოც დასაშვებია დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის არმქონე მესამე პირის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება. კასატორი აღნიშნავს, რომ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება საბაჟო დეპარტამენტის, თბილისის რეგიონალური საბაჟოსა და საბაჟო "რ."-სათვის საერთოა, რის გამოც ადმინისტარციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მესამე პირი სარგებლობს მოსარჩელის (მოპასუხის) ყველა უფლებით და მას ეკისრება მოსარჩელის (მოპასუხის) ყველა მოვალეობა.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მესამე პირის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - საბაჟო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივრის მიღებით არ დარღვეულა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის მოთხოვნა. ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში იმ შემთხვევაში გამოიყენება, თუ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, უმართებულოა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლზე მითითება. მესამე პირის სტატუსი, მისი ადმინისტრაციულ პროცესში ჩაბმის წესი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლითაა განსაზღვრული, რომლის მე-5 ნაწილის თანახმად, მესამე პირი სარგებლობს მხარის ყველა უფლებით. შესაბამისად მე-3 პირს ადმინისტრაციულ პროცესში აქვს სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება. უმართებულოა სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ საბაჟო დეპარტამენტი არ წარმოადგენს იმ სამართალურთიერთობის მონაწილეს, რომლის შესახებ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. ერთიანი საბაჟო პოლიტიკის განხორციელება (საბაჟო კოდექსის პირველი მუხლი) განაპირობებს საბაჟო ორგანოების სისტემის ერთიანობას. საბაჟო ორგანოები იერარქიულ დაქვემდებარებაში იმყოფებიან ერთმანეთთან, დეპარტამენტს უფლება აქვს გამოვიდეს სისტემის ქვემდგომი ინტერესების დასაცავად, ვინაიდან იგი, როგორ სისტემის ზემდგომი რგოლი, იმ სამართალურთიერთობის მონაწილეთაგანია, რომლის თაობაზეც, საერთო გადაწყვეტილება უნდა იქნეს გამოტანილი.

სააპელაციო სასამართლო უმართებულოდ თვლის გასაჩივრების უფლების შეზღუდვას განცხადების სასამართლო კანცელარიაში გაუტარებლობის გამო. რეგიონალური საბაჟო "რ."-ს წარმომადგენელმა დ. ზ-ემ სასამართლო პროცესზე განმარტა, რომ საბაჟო დეპარტამენტის და რეგიონალური საბაჟო "რ."-ს სააპელაციო საჩივრები ერთად იქნა წარდგენილი ისანი-სამგორის რაიონის სასამართლოში. კანცელარიაში მხოლოდ დეპარტამენტის სააპელაციო საჩივრის რეგისტრაციაში გატარება დ. ზ-ის განმარტებით, შესაძლოა იმით იყო გამოწვეული, რომ საჩივრები ერთად იყო აკინძული, რის შედეგედაც საბაჟო "რ."-ს საჩივარი შესაძლოა დეპარტამენტის საჩივრის გაგრძელებად იქნა მიჩნეული (ს. ფ. 193). ამასთანავე, დოკუმენტს ახლავს ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის რეზოლუცია, რომლის თარიღი (11.08.99 წ.) მოქცეულია სააპელაციო საჩივრის შეტანის ერთთვიან ვადაში. საქმის წარმოების ტექნიკური ასპექტი (კანცელარიაში რეგისტრაცია), არ არის საკმარისი საფუძველი სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის გაცდენის დადგენისათვის. ვარაუდი ვადის დარღვევით სააპელაციო საჩივრის შეტანის თაობაზე არ არის გასაჩივრების უფლების შეზღუდვის საკმარისი საფუძველი.

მიუხედავად იმისა, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის მიერ თბილისის რეგიონალური საბაჟოს საბაჟო "რ."-ს სააპელაციო საჩივარი განჩინებით წარმოებაში მიღებული არ ყოფილა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, იგი წარმოებაში მიღებულად ითვლება. საბაჟო "რ."-ს უფროსის ა. ა-ის მიერ 29.01.2000 წ. გაცემული მინდობილობით საბაჟო "რ."-ს არ გადაუჭარბებია თავისი უფლებამოსილებისათვის, ვინაიდან ორგანიზაციას უფლება აქვს გასცეს მინდობილობა არა მხოლოდ თავის თანამშრომელზე, არამედ უცხო პირებზეც, მათ შორის დეპარტამენტის იურიდიული განყოფილების უფროსის მოადგილეებზე. ამასთანავე, აღნიშნული არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლოში საბაჟო დეპარტამენტის ან რეგიონალური საბაჟოს წარმომადგენლობის დამადასტურებელ საბუთად.

საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის 25.02.99 წ. ¹ 32 ბრძანებით დამტკიცებული თბილისის რეგიონალური საბაჟოს საბაჟო "რ."-ს დებულების (საქართველოს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 06.05.99 წ. ¹ 86 ბრძანებით შეტანილი Eვლილებების გათვალისწინებით) 25-ე მუხლის "თ" ქვეპუნქტის მიხედვით, საბაჟო "რ."-ს უფლებამოსილებას განეკუთვნება საბაჟო ინტერესების წარმოდგენა სახელმწიფო ორგანოებში და სასამართლოში. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ აღნიშნული არ ადასტურებს საბაჟო "რ."-ს უფლებამოსილებას დაიცვას ზემდგომი საბაჟო ორგანოების ინტერესები ამ ორგანოებისაგან სპეციალურად მინიჭებული სათანადო უფლებამოსილების გარეშე. ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით თანხის გადახდა ასოციაცია "ე."-ს სასარგებლოდ დაეკისრა თბილისის რეგიონალურ საბაჟოს, საქმის სასამართლო განხილვაში კი მონაწილეობას იღებდა თბილისის რეგიონალური საბაჟოს საბაჟო "რ."-ს წარმომადგენელი იურისტი დ. ზ-ე. ამასთანავე, საქმის მასალებში არ მოიპოვება თბილისის რეგიონალური საბაჟოს მიერ თავისი უფლებამოსილების საბაჟო "რ."-ს მიმართ დელეგირების რაიმე დამადასტურებელი საბუთი. თბილისის რეგიონალური საბაჟოს საბაჟო "რ."-ს დებულების 32-ე მუხლის "ვ" ქვეპუნქტის თანახმად, საბაჟო "რ."-ს იურისტი წარმოადგენს მის შიდასტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც "წარმოადგენს საბაჟო "რ."-ს ინტერესებს სასამართლოსა და სხვა ორგანოებში სამართლებრივი საკითხების განხილვისას". ამდენად, თბილისის რეგიონალური საბაჟოს ინტერესების დაცვა რეგიონალური საბაჟოს მიერ გაცემული სპეციალური რწმუნების გარეშე სცილდება საბაჟო "რ."-ს უფლებამოსილების ფარგლებს, ასეთი წარმომადგენლის მიერ შესრულებული პროცესუალური მოქმედებები არ იწვევენ სამართლებრივ შედეგებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-16 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის

23.02.2000 წ. განჩინება იმ ნაწილში, რომელიც ეხება საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება