გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ\ად-22-კ 6 აპრილი 2000 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ი. ტაბუცაძე
მოსამართლეები: ნ. კლარჯეიშვილი, ნ. სხირტლაძე
კასატორის _ სს „ო-ის“ წარმომადგენლის ე. ბ-ის მოწინააღმდეგე მხარის _ სს „ნ-ს“ დირექტორის მ. ფ-ს ქ. თბილისის ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის წარმომადგენლის ზ. ო-ას მონაწილეობით
განიხილა კასატორის _ სს „ო-ის“ დირექტორის თ. მ-ის საკასაციო საჩივარი სს „ნ-ს“ მიმართ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოებით შეწყვეტის შესახებ.
საკასაციო სასამართლომ მოსამართლე ნ. კლარჯეიშვილის მოხსენებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის შესწავლა-შემოწმების შედეგად დადგენილად Eცნო შემდეგი:
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1996 წლის 11 იანვრის ¹ 01.51.49 დადგენილებით სს „ო-სა“ და სს „ნ-ს“, როგორც გაკოტრებული სავაჭრო-სამრეწველოკომპანია შპს„ო-ის“ სამართალმემკვიდრეებს, მიეცათ თბილისში, ...ის ქ. ¹ 28-ში მდებარე 109 000 დოლარად შეფა-სებული მაღაზია „გ-ის“ შენობის პრივატიზების უფლება მაღაზიის შრომით კოლექტივთან ერთად, წილობრივი მონაწილეობა: შრომითი კოლექტივი _ 1% და შპს „ო-ი“ - 99%. სს „ო-სა“ და „ნ-ს“ შენობის პრივატიზების უფლება მიეცათ მეანაბრეთა ინტერესების დასაკმაყოფილებლად და ბრძანების 2.3. მუხ-ლის მიხედვით პრივატიზებულ შენობაში მეანაბრეთა საკუთრების წილის განაწილება უნდა მომხდარიყო სავაჭრო-სამრეწველო კომპანია შპს „ო-ში“ შეტანილი თანხების პროპორციულად (ს. ფ. 1-2). სს „ო-მა“ და "ნ-მ“ ბრძანების 2.1. მუხლის შესაბამისად, საპრივატიზებო ობიექტის ღირებულების 10% _ 10 900 აშშ დოლარი სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის სპეცანგარიშზე გადარიცხეს 1996 წლის 15 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა დეპარტამენტში დაყადაღებული შპს "ო-ის“ თანხებიდან. (ს. ფ. 7 და264). ხოლო ობიექტის დანარჩენი ღირებულების სრულად დაფარვა, ბრძანების 2.2. მუხლის თანახმად, 1996 წლის 26-27 თებერვალს მოხდა ვაუჩერებით (სულ 3 270 Eცალი ვაუჩერი, 98 100 დოლარის ღირებულებით), რომელთა ნაწილი საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1995 წლის 22 ივნისის ¹252 ბრძანებულების I პუნქტით, ფინან-სური ზარალის ასანაზღაურებლად დაურიგდათ მოტყუებულ მეანაბრეებს, თითოს 200 დოლარის ღირებულების. თბილისის დიდუბის რ-ნის სასამართლოს 1997 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით (საქმე ¹ 2\150) გაუქმდა სს „ნ-ს“ სამართალმემკვიდრეობა შპს სავაჭრო-სამ-რეწველო კომპანია „ო-ის“ მიმართ ქ. თბილისის დიდუბის რ-ნის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა ძალაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიამ (ს. ფ. 48-51) და გაკოტრებული სავაჭრო-სამრეწველო კომპანია შპს „ო-ის“ სამართალმემკვიდრედ Eცნობილი იქნა მხოლოდ კასატორი _ სს „ო-ი“. შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1997 წლის 18 აპრილის ¹ 08.24.488 დადგენილებით Eცვლილება იქნა შეტანილი შენობის პრივატიზების შესახებ მუნიციპალიტეტის კაბინეტის ¹01.51.49 დადგენილებაშიE (ს. ფ. 5-6), რის საფუძველზეცE 1997 წლის 6 ივნისს სადავო პრივატიზებულ შენობაზე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა გაიცა და პრივატიზების ხელშეკრულება გაფორმდა სს „ო-ის“ წარმომადგენლებზე _ სამეთვალყურეო საბჭოს 4 წევრზე და შენიშვნის სახით დაფიქსირდა სს „ნ-ში“ გაწევრიანებული გაკოტრებული კომპანია „ო-ის“ მეანაბრეთა ქონებრივ პრეტენზიებზე პრივატიზებული, სადავო მაღაზიით სს „ო-ის“ პასუხისმგებლობის შესახებ (ს. ფ. 20-21).
სს „ო-ის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრებზე საპრივატიზებო დოკუმენტების გაფორმება სს „ნ-ს“ გენერალურმა დირექტორმა მ. ფ-მ მიიჩნია სს „ნ-ს“ უფლებების დარღვევად, ქ. თბილისის ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის მიმართ სარჩელი აღძრა მაღაზია „გ-ის“ პრი-ვატიზების შესახებ, 1997 წლის 6 ივნისის ხელშეკრულების გაუქმებისა და სს „ო-თან“ ერთად თანამესაკუთრედ სს „ნ-ს“ Eცნობის მოთხოვნით. მთაწმინდა-კრწანისის რაიონულმა სასამართლომ ქ. თბილისის ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტი არასათანადო მოპასუხედ ჩათვალა და მოსარჩელეს შესთავაზა არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით _ სს „ო-ით“ შეცვლა, რაზეცE მოსარჩელე წინააღმდეგი იყო და სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლზე მითითებით, სს „ნ-ს“ უარი უთხრა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რაცE მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა და აპელანტის - სს „ნ-ს“ მოთხოვნა დააკმაყოფილა შემდეგი საფუძვლებით:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1996 წლის 11 იანვრის ¹ 01.51-49 დადგენილებით, დაზარალებულ მენაბრეთა დახმარების მიზნით სს „ნ-ს“ სს „ო-თან“ ერთად ნება დაერთო შეესყიდა სადავო შენობა. ობიექტის საფასური სააქციო საზოგადოებების მიერ დაფარულ იქნა 1996 წლის თე-ბერვალში. ამდენად, სს „ნ.“ სს „ო-თან“ ერთად უნდა გამხდარიყო შენობის მესაკუთრე და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა მასზეE უნდა გაცემულიყო.
2. მართალია, დიდუბის რ-ნის სასამართლოს 1997 წლის 5 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სავაჭრო სამრეწველო კომპანია „ო-ის“ სამართალმემკვიდრედ Eცნობილია მხოლოდ სს „ო.“, მაგრამ სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე სს „ნ-ს“ უკვე მოპოვებული ჰქონდა ობიექტზე საკუთრების უფლება.
3. სს „ნ-ს“, როგორცE სადავო შენობის მესაკუთრის მოთხოვნა კანონიერია და შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 151-ე მუხლს (1964 წლის კოდექსი).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით სს „ნ.“ სს „ო-სთან“ ერთად Eცნობილი იქნა სადავო შენობის მესაკუთრედ და ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს დაევალა Eცვლილებათა შეტანა ობიექტზე გაცემულ საკუთრების დამადასტურებულ მოწმობაში ¹ 23\404-ა ნასყიდობის ხელშეკრულებაში დაზუსტებულ მეანაბრეთა სიისა და მათი წილის მიხედვით, რის შემდეგაცE უნდა მოხდეს მესაკუთრეთა რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სს „ო-ის“ წარმომადგენლებმა გაასაჩივრეს საკასაციო წესით, ითხოვენ მის გაუქმე-ბასა და საქმის წარმოების შეწყვეტას შემდეგი საფუძვლებით:
1. სააპელაციო სასამართლომ დაუშვა უხეში შეცდომა და თავისი გადაწყვეტილება ისე დააფუძნა თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1996 წლის 11 იანვრის დადგენილებას, რომ არ გაითვალისწინა 1997 წლის 18 აპრილის ¹ 08.24.433 დადგენილებით მასში შეტანილი Eცვლილება;
2. საოლქო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ მაღაზიის საფასური მთლიანად დაფარულ იქნა სს „ო-ის“ მიერ და მასში სს „ნ-ს“ მონაწილეობა არ მიუღია (ს. ფ. 264). შესაბამისად, სასამართლოს უხეში შეცდომაა ობიექტზე „ნ-ს“ საკუთრების უფლებამოპოვებულად Eცნობა;
3. სასამართლომ უკანონოდ უარყო ჩვენი შუამდგომლობა არ განეხილა საქმე, ვინაიდან არსებობს დიდუბის რ-ნის სასამართლოს 1997 წლის 5 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და საოლქო სასამართლომ მაინE მოახდინა კანონიერი გადაწყვეტილების რევიზია, რითაცE დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლი. გარდა ამისა, რომ დიდუბის რ-ნის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა სს „ნ-ს“ სამართალმემკვიდრეობა გაკოტრებული სავაჭრო-სამრეწველო კომპანია შპს „ო-ის“ მიმართ, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 31 მარტის განჩინებით ასევე გაუქმდა სს „ნ-ს“ შპს „ო-ის“ ყოფილი 378 მეანაბრის წილის უფლებამონაცვლედ EცნობაE (ს. ფ. 268).
4. სს „ო-ი“ არ უარყოფს, რომ სადავო შენობა არის გაკოტრებულ სავაჭრო კომპანია შპს „ო-ის“ მოტყუებულ მეანაბრეთა საკუთრება და თუ სს „ნ-ში“ გაერთიანებული შპს „ო-ის“ 94 მეანაბრეE მათთან გადავა, ისინი მათაE მიიღებენ და ამდენად, სს „ო-ი“ აღიარებს მათ წინაშე იმ პასუხისმგებლობას, რაცE პრივატიზების ხელშეკრულებაში და საკუთრების დამადასტურებელ მოწმობაშია შენიშვნის სახით დაფიქსირებული.
მოწინააღმდეგე მხარის _ სს „ნ-ს“ წარმომადგენელი საკასაციო საჩივარს არ Eცნობს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მიაჩნია კანონიერად და ითხოვს მის ძალაში დატოვებას შემდეგი მოტივებით:
1. ...ის 28-ში მდებარე შენობა შეძენილია შპს „ო-ის“ ყოფილი მეანაბრეების საერთო თანხით და თითოეული მეანაბრის საკუთრებაა იმ წილით, რომელიცE შეესაბამება ანაბრის თანხას. აქედან გამომდინარე არ შეიძლება სადავო გახდეს შენობის ნაწილზე „ნ-ს“ საკუთრების უფლება. „ნ-ს“ უფლება ექნებოდა იმ შემთხვევაში, უშუალოდ რომ არ მიეღო მონაწილეობა შენობის პრივატიზაციის პროცესში;
2. სადავო შენობაზე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობისა და საპ-რივატიზაციო დოკუმენტაციის გაფორმება სს „ო-ის“ სამეთვალყურეო საბჭოს 4 წევრზე წარმოადგენს პრივატიზაციისა და მეწარმეთა შესახებ კანონის დარღვევას. შენობა ყველა მეანაბრის, მათ შორის სს „ნ-ში“ გაწევრიანებული 378 მეანაბრის საკუთრებაა, რასაცE ადასტურებს ქონების მართვის სამმართველო.
3. მართალია, სადავო შენობის პრივატიზების ხელშეკრულებაში და საკუთრების დამადასტურებელ მოწმობაში შენიშვნის სახით დაფიქსირებულია სს "ნ-ში“ გაერთიანებული მეანაბრეების მოთხოვნებზე ამ შენობით სს „ო-ის“ პასუხისმგებლობა, მაგრამ სს „ნ-ში“ გაწევრიანებულ მეანაბრეთა ინტერესები მაინE დაუცველია, ვინაიდან არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები, რომლითაცE გაკოტრებული კომპანია „ო-ის“ 28 მეანაბრე ცნობილ იქნა სს „ო-ის“ კრედიტორად და მათი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად უნდა მოხდეს „ო-ის“ უძრავ-მოძრავი ქონების აუქციონზე გაყიდვა. რის გამოცE გაიყიდება სადავო შენობა და „ნ-ში“ გაერთიანებული 378 მეანაბრის უფლებები დაუცველი დარჩება.
ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს წარმომადგენლის განმარტებით სადავო შენობის პრივატიზება განხორციელდა გაკოტრებული სავაჭრო-სამრეწველო კომპანია „ო-ის“ ყოფილ მეანაბრეთა თანხებით. ამიტომ ობიექტი წარმოადგენს ყველა მეანაბრის და არა სს „ო-ის“ სამეთვალყურეო საბჭოს 4 წევრის საკუთრებას. სადავო ობიექტზე შპს სავაჭრო-სამრეწველო კომპანია „ო-ის“ ყველა მეანაბრე სარგებლობს თანაბარი უფლებებით იმისდა მიუხედავად, გაწევრიანებულნი არიან თუ არა ისინი სხვა საზოგადოებაში.
საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სა-აპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებისა და საკასაციო სა-ჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტ-რების საქმეთა პალატის 1999 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ, გადაწყვეტილების მიღებისას, არ გა-ითვალისწინა თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1996 წლის 11 იანვრის დადგენილებაში 1997 წლის 18 აპრილის დადგენილებით შეტანილი ცვლილებები.
1997 წლის 18 აპრილის დადგენილებით შეტანილი ცვლილებები ასახავდა თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ გაკოტრებული სავაჭრო-სამრეწველო კომპანია შპს „ო-ის“ სამართალ-მემკვიდრედ Eცნობილ იქნა მხოლოდ სს ,,ყო-ი“. სააპელაციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება სს „ნ-ს“ თანამესაკუთრედ Eცნობის შესახებ სამართალმემ-კვიდრეობის ფაქტზე კი არ დააფუძნა, არამედ იმ ფაქტზე, რომ სადავო შენობა პრივატიზებული იქნა შპს „ო-ის“ იმ მეანაბრეთა სახსრებით, რომელთა ნაწილი გაერთიანებულია სს „ო-ში“ ხოლო ნაწილი სს ნ-ში“ ე. ი. თანასაკუთრება წარმოიშვა ხელშეკრულებით ერთობლივად შეძენილ ქონებაზე, რის გამოცE სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლი არ დაურღვევია, აღსანიშნავია, რომ 1997 წლის 18 აპრილის დადგენილებით სადავო შენობაზე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, პრივატიზაციის ხელშეკრულებასთან ერთაც, სააქციო საზოგადოების დირექტორატის სახელზე კი არ გაფორმდა, არამედ სს „ო-ის“ სამეთვალყურეო საბჭოს 4 წევრზე, რითაცE უხეშად დაირღვა მეწარმეთა შესახებ“ კანონის 55.8 მუხლის „თ“ პუნქტის მოთხოვნა.
2. საქმეში ჩაბმული ერთი მხარე ვერ უარყოფს და სააპელაციო სასამართ-ლოს მიერ დადგენილად არის მიჩნეული. ის ფაქტი, რომ სადავო შენობა შეძენილი იქნა შპს „ო-ის“ იმ მეანაბრეთა თანხებით, რომელთა ნაწილი გაერთიანებულია სს „ნ-ში“. ისიცE გარკვეულია და მოწინააღმდეგე მხარეები არ უარყოფენ, რომ შენობის შეძენაზე შეღავათების გავრცელება მიზნად ისახავდა ორივე სააქციო საზოგადოებაში გაერთიანებულ დაზარალებულ მეანაბრეთა ქონებრივი ინტერესების დაკმაყოფილებას.
3. მართალია, სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის დროს არ იყო დადგენილი შპს ,,ო-ის“ იმ მეანაბრეთა ზუსტი ოდენობა, რომელნიE გაერთიანებულნი არიან სს „ნ-ში“, მაგრამ არცE სს „ო-ის“ მეანაბრე-აქციონერთა ზუსტი ოდენობაა დადგენილი, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში სწორად მიუთითა, რომ სადავო შენობის მესაკუთრედ სააქციო საზოგადოება „ო-თან“ ერთადEცნობილი იქნეს სააქციო საზოგადოება „ნ.“ მასში გაერთიანებული გაკოტრებულ სავაჭრო-სამრეწველო კომპანია „ო-ის“ ყოფილი მეანაბრეებით.
ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებისას საპროცესო კანონის დებულებათა დარღვევა არ დაუშვია, საკუთრების უფლების წარმოშობისა და ცნობის საკითხი გადაწყვიტა საქართველოს სამოქალაქო კო-დექსის 151-ე მუხლის (1964 წლის რედაქციით) სწორად გამოყენებისა და განმარტების საფუძველზე, რის გამოცE საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399- ე, 404-ე, 410-ე, 413-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კასატორის სს „ო-ის“ დირექტორის თ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილება.
3. სახელმწიფო ბაჟის 10 000 ლარის გადახდა დაეკისროს სს "ო-ს“.
4. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
5. განჩინების ასლები დადგენილი წესით დაეგზავნოთ მხარეებს, საქმე დაუბრუნდეს მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს.