3გ/ად-23-კ 27 იანვარი 2000 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით
თავმჯდომარე ი. ტაბუცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე, თ. კობახიძე
განიხილა აბაშის რაიონის სახელმწიფო კომპლექსური სატყეო-სანერგე მეურნეობის დირექტორის კ. ი.-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 4 ოქტომბრის განჩინებაზე საქმეზე, აბაშის რაიონის სახელმწიფო კომლპექსური სატყეო-სანერგე მეურნეობის სარჩელის გამო აბაშის რაიონის .... საზოგადოების მიმართ სოფელ ...-ის სატყეო უბნის 145, 17 ჰექტარი ტყის ფართობის დაბრუნების შესახებ. პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს მინისტრთა საბჭომ 1979 წლის 22 მარტის ¹ 181 დადგენილებით დაამტკიცა აბაშის რაიონის აღმასკომის 1978 წლის 19 დეკემბრის ¹ 377 გადაწყვეტილება აბაშის რაიონის .... საზოგადოებისათვის საჩვენებელი მეურნეობის მოსაწყობად მუდმივ სარგებლობაში 145,17 ჰექტარი მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ.
მოსარჩელემ აღნიშნული მიწის ფართობის გადაცემაზე პრეტენზია განაცხადა საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 10 მაისის ¹ 284 დადგენილების საფუძველზე.
აბაშის რაიონულმა სასამართლომ 1999 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დააკმაყოფილა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით გადაწყვეტილება დატოვებულ იქნა უცვლელად.
საკასაციო საჩივრით აბაშის რაიონის სახელმწიფო კომპლექსური სატყეო-სანერგე მეურნეობის დირექტორი კ. ი.-ე მოითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებას.
პალატა გაცენო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინება დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
აბაშის რაიონის ... საზოგადოებას სოფელ ...-ის სატყეო უბნის 145,17 ჰა მიწის ფართობი მუდმივ სარგებლობაში გამოყოფილი აქვს ჯერ კიდევ 1979 წელს მმართველობის უმაღლესი და ადგილობრივი ორგანოების მიერ გამოEემული ინდივიდუალური ნორმატიული აქტების საფუძველზე.
აბაშის რაიონის გამგეობის 1997 წლის 31 ოქტომბრის ¹ 102 დადგენილებით დამტკიცდა სახელმწიფო აქტი მიწის სარგებლობის უფლებაზე, რომელიE წარმოადგენს მიწის საკუთრების უფლებას აბაშის რაიონის ... საზოგადოებისათვის.
საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 10 მაისის ¹ 284 დადგენილებით ახლად შექმნილ აბაშის სახელმწიფო კომპლექსურ სატყეო-სანერგე მეურნეობაზე არ ყოფილა გადაცემული აბაშის რაიონის .... კავშირის კუთვნილი 145,17 ჰა მიწის ფართობი.
საქართველოს მინისტრთა საბჭოს დადგენილება და აბაშის რაიონის აღამსკომის გადაწყვეტილება აბაშის რაიონის .... საზოგადოების საჩვენებელ მეურნეობისათვის სადავო მიწის ფართობის გამოყოფის შესახებ არ გაუქმებულა.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ აღნიშნული მიწის ფართობი მოწინააღმდეგე მხარეს თვითნებურად აქვს დაკავებული.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო, საპროცესო კოდექსის 410-ე და 413-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 4 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
4. განჩინების ასლები გაეგზავნოთ მხარცეს.