გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
¹ 3გ/ად-24-კ 7 აპრილი, 2000 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაEიული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ი. ტაბუცაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე, ნ. კლარჯეიშვილი
კასატორის, ე. ჩ-ის მონაწილეობით განიხილა საკასაციო საჩივარი ქალაქ ბათუმის მერიის მიმართ, აჭარის ა.რ. უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 5 იანვრის გადაწვეტილებაზე.
საკასაციო პალატამ, მოისმინა რა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მაია ვაჩაძის მოხსენება,
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
კასატორი, ე. ჩ-ე თავის ოჯახთან ერთად, 1990 წლამდე Eცხოვრობდა ქალაქ ბათუმში, ...ის (ყოფილი ...ს) ქუჩის ¹159-ში მდებარე კომუნალურ საცხოვრებელ სახლში, სადაცE ეჭირა სამოთახიანი ბინა.
ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1990 წლის 5 დეკემბრის ¹ 1114 გადაწყვეტილებით, ზემოხსენებული საცხოვრებელი სახლი მოხვდა აღებაში, ხოლო ე. ჩ-ეზე გაიცა საგარანტიო წერილი, რომლითაცE საქალაქო საბჭოს აღმასკომმა იკისრა ვალდებულება მისთვის ქალაქ ბათუმში, ...ის ქ. ¹ 157-159-ში ასაშენებელ, 104 ბინიან, 9 სართულიან საცხოვრებელ სახლში გამოეყო 4 ოთახიანი, ¹ 60 ბინა, მე-3 სადარბაზოს მე-3 სართულზე, 55 კვ. მ. საცხოვრებელი ფართით.
საგარანტიო წერილის მიღების შემდეგ ე. ჩ-ემ გაანთავისუფლა მის მიერ დაკავებული ბინა და დროებით საცხოვრებლად გადავიდა ქალაქ ბათუმის მერიის სამანევრო ფონდის კეთილმოუწყობელ სახლში, ...ის ქ. ¹ 8-ში.
ბათუმის საქალაქო საბჭომ (ამჟამად მერიამ) საგარანტიო წერილით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო აღნიშნული საცხოვრებელი სახლი ვერ ააშენა.
1996 წელს ე. ჩ-ემ სარჩელით მიმართა ქალაქ ბათუმის სასამართლოს და ქალაქ ბათუმის მერიისაგან მოითხოვა საგარანტიო წერილით გათვალისწინებული პირობების დაცვით სხვა ოთხოთახიანი ბინით უზრუნველყოფა ან შესაბამისი ღირებულების გადახდა.
ქალაქ ბათუმის სასამართლოს 1996 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილებით ქალაქ ბათუმის მერიას დაევალა ე.ø ჩ-ეზე გაცემული საგა-რანტიო წერილით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და მისი საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფა.
1999 წელს ე. ჩ-ემ განმეორებით მიმართა სასამართლოს და იმ მიზეზით, რომ ქალაქ ბათუმის მერიის მიერ თითქმის 9 წლის განმავლობაში არ სრულდებოდა საგარანტიო წერილით ნაკისრი ვალდებულებები, მოითხოვა მისთვის გამოსაყოფი ოთხოთახიანი ბინის ღირებულების გადახდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ე. ჩ-ის სარჩელი და საინჟინრო-საამშენებლო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ქალაქ ბათუმის მერიას დაეკისრა 35010 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ ოთხ-ოთახიანი ბინის შესაძენად.
ქალაქ ბათუმის მერიის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე აჭარის ა.რ. უმაღლესი სასამართლოს 2000 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილებით გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და მოსარჩელე ე. ჩ-ეს უარი ეთქვა სარჩელზე უსაფუძვლობის გამო.
ე. ჩ-ემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა აჭარის ა.რ. უმაღლესი სასამართლოს 2000 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სარჩელის დაკმაყოფილება. ამასთან, კასატორმა მიუთითა, რომ აჭარის ა.რ. უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა კანონი, მაშინ მოქმედი საქართველოს სსრ საბინაო კოდექსი. სასამართლომ, ასევე არ გაითვალისწინა, რომ მართალია, 1990 წლისათვის ქალაქ ბათუმში, ...ის (ყოფილი ...ს) ქუჩის ¹159-ში მდებარე მის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ბინა იყო კომუნალური, მაგრამ ვინაიდან საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის ¹107 დადგენილებით, საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს სახელმ-წიფო და საზოგადოებრივ საბინაო ფონდში მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი ბინები გადაეცათ უსასყიდლოდ საკუთრებაში, ბათუმის საქალაქო საბჭომ (ამჟამად, მერიამ), კასატორის აზრით, ფაქტიურად მოუსპო მას ბინის პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესაძლებლობა და შესაბამისად, მასზე საკუთრების უფლება.
ე. ჩ-ის განმარტებით, ქალაქ ბათუმის მერიას საგარანტიო წერილით ნაკისრი ვალდებულების სანაცვლოდ მისთვის რეალურად საცხოვრებელი ბინა არასოდეს გამოუყვანია და მითუმეტეს, მას ამაზე უარი არ განუცხადებია. იგი, თავის ოთხსულიან ოჯახთან ერთად 9 წელიწადია შესახლებულია ქალაქ ბა-თუმის მერიის სამანევრო ფონდის ერთოთახიან კეთილმოუწყობელ ბინაში და ამ ხნის მანძილზე, მიუხედავად არაერთგზის დაპირებისა, ქალაქ ბათუმის მერიას არE საგარანტიო წერილით ნაკისრი ვალდებულებები შეუსრულებია და არE შესაბამისი ფართის კეთილმოწყობილი საEხოვრებელი ბინა მიუცია მისთვის.
ამდენად, კასატორი ითხოვს მისი კანონიერი უფლებების აღდგენას, ქალაქ ბათუმის მერიისაგან კეთილმოწყობილი ოთხოთახიანი ბინის შესაძენად 35010 აშშ დოლარის ექვივალენტური თანხის გადახდას ლარებში.
მოწინააღმდეგე მხარე, ქალაქ ბათუმის მერია ითხოვს აჭარის ა.რ. უმაღ-ლესი სასამართლოს 2000 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების ძალაში დატოვებას, ამასთან, იღებს ვალდებულებას, 2000 წლის მეოთხე კვარტალში დააკმაყოფილოს ე. ჩ-ის ოჯახი კეთილმოწყობილი, საგარანტიო წერილში მითითებული ფართის საცხოვრებელი ბინით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გადაწ-ყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საკასაEიო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
უნდა შეიცვალოს აჭარის ა. რ. უმაღლესი სასამართლოს 2000 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
1. აჭარის ა.რ. უმაღლესმა სასამართლომ საქმის განხილვისას არ გამოიყენა 1983 წლის საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის 103-ე, 106-ე, 108-ე, 50-ე და 51-ე მუხლები, რომლებიცE იმ დროს წარმოშობილ ურთიერთობებს აწესრიგებდა.
აღნიშნული მუხლებით, სახელმწიფო და საზოგადოებრივი საბინაო ფონდის საცხოვრებელი სახლის აღებისას, ამ სახლიდან (საცხოვრებელი სადგომიდან) გამოსახლებულ მოქალაქეებს სხვა კეთილმოწყობილ საცხოვრებელ სადგომს აძლევდა სახელმწიფო. ამასთან, გათვალსწინებული უნდა ყოფილიყო ასაღები საცხოვრებელი სადგომის ფართი და მოცემული დასახლებული პუნქტი. ამდენად, მოქალაქისათვის კეთილმოწყობილი ბინის მიცემის ვალდებულება სახელმწიფოს სახლის აღებისთანავე წარმოეშობოდა.
ბათუმის საქალაქო საბჭომ, 1990 წელს აიღო რა ე. ჩ-ის კო-მუნალური საცხოვრებელი სახლი, ვერ უზრუნველყო იგი საქართველოს სსრ საბინაო კოდექსით გათვალისწინებული კეთილმოწყობილი ბინით და ამიტომ, გასცა რა საგარანტიო წერილი, იკისრა ვალდებულება გარკვეული დროის(სახ-ლის აშენების) შემდეგ უზრუნველეყო იგი კეთილმოწყობილი საცხოვრებელი ბინით, რითაცE საქალაქო საბჭომ, ისარგებლა რა ე. ჩ-ის კანონიერი ნდობით, საგარანტიო წერილით ფაქტიურად კი არ იკისრა, არამედ გადადო კეთილმოწყობილი ბინის მიცემის ვალდებულების შესრულება.
2. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ საგარანტიო წერილი შესრულების ვადის განუსაზღვრელად იქნა დადებული და თითქმის 10 წლის განმავლობაში ბათუმის საქალაქო საბჭომ (ამჟამად, მერიამ) ე. ჩ-ის მიმართ ვალდებულება არ შეასრულა, მაშინ, როცა საქართველოს სსრ 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 169-ე მუხლის თანახმად: "როცა ვალდებულების შესრულების ვადა არ არის წინასწარ განსაზღვრული, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს შესრულება, როცა კი მოისურვებს".
3. საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მართალია, 1990 წლისათვის ქალაქ ბათუმში, ...ის (ყოფილი ...ს) ქუჩის ¹ 159-ში მდებარე მის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ბინა იყო კომუნალური, მაგ-რამ ვინაიდან საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის ¹ 107 დადგენილებით, საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს სახელმწიფო და საზოგადოებრივ საბინაო ფონდში მათ მიერ დაკავებული საცხოვრე-ბელი ბინები გადაეცათ უსასყიდლოდ საკუთრებაში, ბათუმის საქალაქო საბჭომ (ამჟამად, მერიამ), აიღო რა ე. ჩ-ის საცხოვრებელი სადგომი, ფაქტიურად მოუსპო მას ბინის პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესაძლებლობა.
4. საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ მიუხედავად არაერთგზის დაპირებისა, ქალაქ ბათუმის მერიას რეალურად კასატორისათვის კეთილმოწყობილი ბინა არ შეუთავაზებია, რაცE იმითაცE მტკიცდება, რომ ე. ჩ-ის ბინით უზრუნველყოფის საკითხი, მერიის განცხადებით, უახლოეს სხდომაზე უნდა იქნეს განხილული და მხოლოდ 2000 წლის მეოთხე კვარტალში შეიძლება დაკმაყოფილდეს.
5. საკასაციო პალატა თვლის, რომ დარღვეულია კასატორის უფლებები და თავისუფლებები, რაცE გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ 1950 წლის 4 ნოემბრის ევროპის კონვენციის მე-8 მუხლით: "ყოველ ადამიანს უფლება აქვს პატივი სცენ მის პირად და საოჯახო Eცხოვრებას, საცხოვრებელს ... სახელმწიფო ორგანოების მხრივ, არავითარ შემთხვევაში ხელი არ უნდა შეეშალოს ამ უფლების განხორციელებას...."
ამდენად, კასატორის, ე. ჩ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მეორე ნაწილით, მე-9 მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 43-ე მუხლის გ) ქვეპუნქტით, 47-ე მუხლის პირველი ნაწილით, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით და 411-ე მუხლით, საკასაციო პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ე. ჩ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. შეიცვალოს აჭარის ა.რ. უმაღლესი სასამართლოს 2000 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილება და ქალაქ ბათუმის მერიას დაევალოს 2000 წლის მეოთხე კვარტლის ბოლომდე ე. ჩ-ე უზრუნველყოს კეთილმოწყობილი საცხოვრებელი ბინით, საგარანტიო წერილით განსაზღვრული პირობებითა და ფართით, წინააღმდეგ შემთხვევაში ქალაქ ბათუმის მერიას კასატორის სასარ-გებლოდ გადახდეს 35010 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი კეთილმოწყობი-ლი 4 ოთახიანი საცხოვრებელი ბინის შესაძენად.
3. სახელმწიფო ბაჟი შეჯამდეს და განისაზღვროს 4432 ლარით. აქედან, 2216 ლარი გადახდეს ქალაქ ბათუმის მერიას, ხოლო კასატორი ე. ჩ-ე, მისი შეჭირვებული სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით განთავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის 2216 ლარის გადახდისაგან.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება აღსასრულებლად გადაეცეს ქალაქ ბათუმის სააღსრულებო ბიუროს.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.