გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
¹ 3გ\ად-27-კ 12 აპრილი 2000 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ი. ტაბუცაძე
მოსამართლეები: ნ. კლარჯეიშვილი, ნ. სხირტლაძე
კასატორის _ დუშეთის რ-ნის გამგებლის ნ. ო-ის, მისი წარმომადგენლის ლ. ს-ის, მოწინააღმდეგე მხარის _ დუშეთის რ-ნის საკრებულოს თავმჯდომარის გ. წ-ის, მისი წარმომადგენლების ა. ტ-ასა და გ. გ-ას, _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებთან მუშაობის მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სამსახურის წარმომადგენლის ლ. რ-ის მონაწილეობით
განიხილა დუშეთის რ-ნის გამგებლის ნ. ო-ის საკასაციო საჩივარი დუშეთის რ-ნის საკრებულოსა და იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებთან მუშაობის მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სამსახურის მიმართ, რომლითაცE კასატორი ითხოვდა თბილისის საოლოქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმებას და დუშეთის რ-ნის საკრებულოს 1999 წლის 16 აგვისტოს ¹ 59 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმებით.
საკასაციო პალატამ მოსამართლე ნ. კლარჯეიშვილის მოხსენებისა და მხარეთა ახსნა- განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრისა და საქმის მასალების შესწავლა-შემოწმების შედეგად დადგენილად Eცნო შემდეგი:
დუშეთის რ-ნის საკრებულომ მუშაობა დაიწყო 1998 წლის 5 დეკემბრიდან. „საქართველოს 1999 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონი“ საქართველოს პარლამენტმა მიიღო 1999 წლის 19 მარტს, ხოლო დუშეთის რ-ნის გამგეობამ დუშეთის რ-ნის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს წარუდგინა 1999 წლის 1 ივლისს. 30 ივლისს დუშეთის კულტურის სახლში ჩატარდა ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა და 1999 წლის 16 აგვისტოს დუშეთის რ-ნის საკრებულომ ცვლილებებით დაამტკიცა დუშეთის რ-ნის 1999 წლის ბიუჯეტი, რაზეცE მიიღო ¹59 გადაწყვეტილება (ს. ფ. 19), რომელიცE საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 27 აგვისტოს შეიტანა ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში, რეგისტრაციის კოდი ¹ 090 018 003 779. დუშეთის რ-ნის საკრებულომ ¹ 59 გადაწყვეტილება შესასრულებლად გადაუგზავნა დუშეთის რ-ნის გამგეობას, საფინანსო განყოფილებას, საგადასახადო ინსპექციას. იმავე წლის 30 აგვისტოს ¹ 401 წერილით გამგებელმა შენიშვნების გარეშე საკრებულოს დაუბრუნა გადაწყვეტილება ¹ 59 უხარსიხო ნაბეჭდის გამო. საკრებულოდან ახალი ეგზემპლარის გაგზავნის შემდეგ, 1999 წლის 9 სექტემბერს გამგებელმა ¹ 420 წერილით საკრებულოს წარუდგინა ბიუჯეტთან დაკავშირებული შენიშვნები და წინადადებები (ს. ფ. 14-18), რის შესახებაცE საკრებულომ იმსჯელა 10 სექტემბრის რიგგარეშე სხდომაზე და უსაფუძვლობის მოტივით, ¹ 60 გადაწყვეტილებით უარი უთხრა შენიშვნა-წინადადებების გათვალისწინებაზე (ს. ფ. 12-13).
დუშეთის რ-ნის გამგებელმა სარჩელი აღძრა სასამართლოში დუშეთის რ-ნის საკრებულოს ¹ 59 გადაწყვეტილების ბათილად Eცნობის შესახებ იმ საფუძვლით, რომ იგი ეწინააღმდეგება „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონს, „საქართველოს 1999 წლის ბიუჯეტისა“ და „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონებს. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ დუშეთის რ-ნის გამგებლის სარჩელი არ დააკმაყოფილა შემდეგი მოტივებით:
1. გამგებელმა თავად დაარღვია „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და დუშეთის რ-ნის საკრებულოს რეგლამენტის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის მიხედვითაცE საკრებულოში ნორმატიული აქტის პროექტი შეიტანება წერილობითი ფორმით, ნაცვლად Eცხრილებისა;
2. ამავე კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამგებელს ერთი კვირის ვადაში შეეძლო Eცვლილებებითა და შენიშვნებით დაებრუნებინა ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში. ამ ვადის რაიმე მიზეზით გაგრძელებას კანონი არ ითვალისწინებს და კოლეგია უსაფუძვლოდ მიიჩნევს მოსარჩელის არგუმენტს უხარისხო ნაბეჭდის გამო ვადის გაშვებაზე;
3. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოტივი იმის შესახებ, რომ „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ კანონის 25-ე, 26-ე და 35-ე მუხლების შესაბამისად, საკრებულოს უფლება არ ჰქონდა გამგებლის მიერ წარდგენილ ბიუჯეტის პროექტში Eცვლილების შეტანისა. სასამართლომ ჩათვალა, რომ მითითებული კანონი არეგულირებს საქართველოს პარლამენტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის მიღების პროცედურას, ხოლო ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტის მიღების წესი დადგენილია „ადგილობ-რივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ ორგანული კანონის მე-12 მუხლითა და დუშეთის რ-ნის საკრებულოს რეგლამენტის 25-ე მუხლით, რომლის შესაბამისადაც, დუშეთის რ-ნის საკრეთბულომ კომპეტენციის ფარგლებში Eცვლილებები შეიტანა და მიიღო გამგებლის მიერ წარდგენილი ბიუჯეტის პროექტი.
საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება დუშეთის რ-ნის გამგებელმა საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ პუნქტის საფუძველზე გაასაჩივრა იმ მოტივით, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი. კერძოდ:
1. „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესა-ხებ“ ორგანული კანონის მე-12 მუხლის I პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, რომლის მი-ხედვითაც: „საკრებულოს ზოგადი კომპეტენციაა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით და ვადებში ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის განხილვა, მასში Eცვლილებისა და დამატებების შეტანა, ბიუჯეტის პროექტის დამტკიცება“. ეს წესი კანონმდებლობით გათვალისწინებულია სწორედ „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ კანონის 25-ე, 26-ე და 35-ე მუხლებში;
2. ზემოაღნიშნული კანონის 35-ე მუხლის I პუნქტის მიხედვით, საქარ-თველოს ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტის განხილვა-დამტკიცების წესს განსაზღვრავენ ტერიტორიული ერთეულების ადგილობრივი წარმომად-გენლობითი ორგანოები (საკრებულოები), რაცE არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ამ კანონში ჩამოყალიბებულ წესსა და ვადას. ვინაიდან დუშეთის რ-ნის საკრებულოს ასეთი წესი არ მიუღია, ამიტომ „ადგილობრივი თვით-მმართველობისა და მმართველობის შესახებ“ ორგანული კანონის მე-12 მუხლი გაგებული უნდა იქნეს შემდეგნაირად: თუ საკრებულო არ ამტკიცებს გამგებლის მიერ წარდგენილი ბიუჯეტის პროექტს, პროექტი Eცვლილება-დამატებით უბრუნდება გამგებელს, რომელიცE ვალდებულია 2 კვირის ვადაში წარუდგინოს საკრებულოს ახალი პროექტი. წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ ბიუჯეტის პროექტის თვითნებურად შეცვლა-დამტკიცება ტოლფასია აღმასრულებელი ხელისუფლების დათხოვისა;
3. საკრებულოს და საოლქო სასამართლოს, ბიუჯეტის პროექტის განხილვა-დამტკიცების დროს, გარდა ორგანული კანონის მე-12 მუხლისა, უნდა ეხელმძღვანელათ "საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ კანონით, რასაცE ადასტურებს ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-4 პუნქტიE.
კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად დუშეთის რ-ნის 1999 წლის ბიუჯეტი შესრულებუოლია 85%-ით და დარჩენილ 15%-ს 150 000 ლარზე, არ ასრულებს, ვინაიდან ბიუჯეტი არარეალურია.
მოწინააღმდეგე მხარემ _ დუშეთის რ-ნის საკრებულოს წარმომადგენლებმა _ საკასაციო საჩივარი არ Eცნო და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება შემდეგი საფუძვლებით:
1. გამგებელმა 6 თვის დაგვიანებით წარმოადგინა ბიუჯეტის პროექტი, ისიცE მხოლოდ Eცხრილების სახით, ყოველგვარი გადაწყვეტილების პროექტის გარეშე, თანაცE კანონის დარღვევით გათვალისწინებული იყო სახელმწიფო შემოსავლების 90%-ის რაიონულ ბიუჯეტში თავმოყრა და შემდეგ განაწილება, რაცE კორუფციისათვის ნოყიერ ნიადაგს ქმნის;
2. 1998 წლის ბიუჯეტის ანგარიში გამგებელს არ წარმოუდგენია. ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი „გამგებელი საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამებს, უზრუნველყოფს დამტკიცებული პროგრამების შესრულებას“, რაცE გამგებელს არ განუხორციელებია. იგივე მუხლი და „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ კანონის მე-14 მუხლის I და 35-ე მუხლის მე-2 პუნქტები გამგებელს ავალებს საკრებულოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებას, მაგრამ გამგებელი _ კასატორი კანონს არ Eცნობს, საკრებულოს არ ემორჩილება და უარს აცხადებს ბიუჯეტის 15% შესრულება-განკარგვაზე. გამგეობა თავად აჭარბებს უფლებამოსილებებს და თვითნებურად, ბიუჯეტის გვერდის ავლით, საკრებულოსთან შეთანხმების გარეშე აგროვებს ტრანსფერტის თანხებს.
3. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ 1998 წლის კანონი საბიუჯეტო ორგანოებს ავალებდა შტატების 20%-ით შემცირებას, რაცE გამგეობამ არ გაითვალისწინა და დღეისათვის 700 კაცი შესამცირებელია.
4. საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლა „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ კანონის 25-ე, 26-ე და 35-ე მუხლებზე დაყრდნობით უკანონოა, ვინაიდან იგი ეხება სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებას და არა ადგილობრივს.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებთან მუშაობის სამსახურის წარმომადგენლის განმარტებით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის 54-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საკრებულო-გამგეობის ნორმატიული აქტები პრეზიდენტისა და პარლამენტის აქტებთან იყო გათანაბრებული და სამინისტროს მათი ექსპერტიზის უფლება არ ქონდა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, აქტის მიღებიდან 2 დღის ვადაში, 1996 წლის 27 აგვისტოს, შინაარსის ყოველგვარი კოტროლის გარეშე, სამინისტრომ ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეიტანა დუშეთის რ-ნის საკრებულოს ¹ 59 გადაწყვეტილება. აღნიშნული წესი მოქმედებდა 1999 წლის 21 სექტემბრამდე.
საკასაციო პალატა მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საქმის მასალების შესწავლის, საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო კოლეგიამ სწორად გამოიყენა „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, რომლის 23-ე მუხლისა და დუშეთის რ-ნის საკრებულოს რეგლამენტის 63-ე მუხლის მე-2 ნაწილებით, გამგეობა შეიმუშავებს ბიუჯეტის პროექტს, გამგებელი კი კანონის 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტისა და რეგლამენტის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 პუნქტის მიხედვით, ორგანიზაციას უწევს ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტების შედგენას, „წარუდ-გენს საკრებულოს დასამტკიცებლად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შედგენილ ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტს“, ხოლო კანონის მე-12 მუხლის I ნაწილის „ა“ პუნქტისა და რეგლამენტის მე-2 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, საკრებულოს ზოგად კომპეტენციას განეკუთვნება „საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესითა და ვადებში ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის განხილვა, მასში Eცვლილებისა და დამატებების შეტანა, ბიუჯეტის პროექტის დამტკიცება.“
საკასაციო პალატა თვლის, რომ ორგანული კანონის ზემოაღნიშნული მე-12, 23-ე და 24-ე მუხლებით დადგენილია საკრებულოსა და გამგეობის ზოგადი კომპეტენEია, მათი საბიუჯეტო უფლებამოსილება. ადგილობრივი ბიუჯეტის შედგენა-განხილვა-დამტკიცების მთლიანი პროცედურა კანონის 34-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, განისაზღვრება „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ სპეციალური კანონით, რომლის მე-4 და მე-15 მუხლები ასევე, ზოგადად განსაზღვრავენ საკრებულო-გამგეობის საბიუჯეტო უფლებამოსილებებს, ხოლო 35-ე მუხლის I ნაწილის მიხედვით: „საქართვველოს ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების განხილვისა და დამტკიცების წესს განსაზღვრავენ… საქართველოს ტერიტორიული ერთეულების მმართველობის ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოები და იგი არ ეწინააღმდეგება ამ კანონში ჩამოყალიბებულ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის განხილვისა და მიღების ვადასა და წესს“. ვინაიდან დუშეთის რ-ნის საკრებულოს ბიუჯეტის განხილვა-დამტკიცების წესი ცალკე ნორმატიული აქტით არ მიუღია, დებულების 25-ე მუხლი _ „საბიუჯეტო ნორმატიული აქტის პროექტთა განხილვის განსაკუთრებული წესი“ კი არასრულყოფილია, საოლქო სასამართლოს დავის განხილვის დროს უნდა ეხელმძღვანელა „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ კანონის 25-ე, 26-ე და 35-ე მუხლებით, რომლის მიხედვითაცE თუ დუშეთის საკრებულო არ მიიღებდა გამგებლის მიერ წარდგენილ ბიუჯეტის პროექტს და შეიტანდა Eცვლილებებს, საკრებულოს ბიუჯეტის პროექტი Eცვლილებებთან ერთად უნდა დაებრუნებინა გამგებლისათვის, რომელიE დაგენილ ვადაში საკრებულოს წარუდგენდა ამ პროექტის ახალ ვარიანტს, კანონის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პრეზიდენტის უფლებამოსილების ანალოგიურად. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ დუშეთის რ-ნის საკრებულომ 1999 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა და დაამტკიცა „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ ორგანული კანონისა და „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ კანონით დადგენილი პროცედურის დარღვევით.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გარდა პროცედურული დარღვევისა, საკრებულომ უგულვებელყო ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ პუნქტით გამგებლისათვის მინიჭებული უფლებამოსილება, საკრებულოს გადაწყვეტილების მიღებიდან 1 კვირის ვადაში პროექტი შენიშვნებით ხელახლა დაებრუნებინა საკრებულოში განსახილველად. საქმის მასალებით და საკრებუ-ლოს ¹ 60 გადაწყვეტილებით (ს. ფ. 12-13) ირკვევა, რომ საკრებულომ გამგეობასთან შეუთანხმებელი ცვლილებებით დამტკიცებული ბიუჯეტი 24 აგ-ვისტოს შესასრულებლად გადაუგზავნა გამგებელს, რ-ნის საფინანსო განყოფილებას, საგადასახადო ინსპექციას და გამგებლის მიერ ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ პუნქტით გათვალისწინებული უფლების განხორციელებამდე, ¹ 59 გადაწყვეტილება წარადგინა იუსტიციის სამინისტროში, რომელმაE სადავო აქტი 27 აგვისტოს შეიტანა ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში.
ამრიგად, საკასაციო პალატა თვლის, რომ დუშეთის რ-ნის საკრებულომ 1999 წლის ბიუჯეტის დამტკიცების დროს უხეშად დაარღვია ბიუჯეტის დამტკიცების პროცედურა, კერძოდ „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილება-თა შესახებ“ კანონით, აგრეთვე ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გამგებლისათვის მინიჭებული უფლება, რაც „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით ნორმატიული აქტის ბათილად Eცნობის საფუძველია. მაგრამ აქტის ბათილად გამოE ხადება ნიშნავს მისი ძალაში შესვლიდან წარმოშობილი ყველანაირი სამართლებრივი შედეგის გაუქმებას, რაცE კონკრეტულ შემთხვევაში შეუძლებელია, რადგან ბიუჯეტი უკვე შესრულებულია 85%-ით, ამასთან აქტის ბათილობა მნიშვნელოვან მატერიალურ ზარალთან ერთად საფრთხეს შეუქმნის დუშეთის რ-ნის საკრებულოს, ვინაიდან შესაძლოა გამოიწვიოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შედეგი, დუშეთის საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა. ამიტომ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო პალატა სადავო ¹ 59 გადაწყვეტილებას აცხადებს ძალადაკარგულად, ნაცვლად ბათილობისა. პალატა თვლის, რომ 1999 წლის ბიუჯეტის დარჩენილი 15%-ის დამტკიცება-შესრულება მხარეებმა საკრებულომ და გამგეობამ - უნდა მოახდინონ კანონის შესაბამისად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დუშე-თის რ-ნის გამგეობის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1 მუხლის მე-2 ნაწილით, 32-ე მუხლის მე-5-6 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე, 393-ე, 399-ე, 404-ე, 411-ე, 413-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დუშეთის რ-ნის გამგებლის ნ. ო-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტ-რაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება შეიცვალოს ახალი გადაწყვეტილებით.
2. დუშეთის რ-ნის საკრებულოს ¹ 59 გადაწყვეტილება „დუშეთის რ-ნის 1999 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გამოცხადდეს ძალადაკარგულად.
3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის 1999 წლის 27 აგვისტოს ¹ 090 018 003 779 ჩანაწერში შეტანილ იქნეს შესაბამისი Eცვლილება.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
5. გადაწყვეტილება დადგენილი წესით გადაეცეთ მხარეებს, საქმე დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს.
6. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოქვეყნდეს იმავე წესით, რაც წესითაE გამოქვეყნებული იყო დუშეთის რ-ნის საკრებულოს ¹ 59 გადაწყვეტილება.