3გ/ად-30-კ 27 იანვარი 2000 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ი. ტაბუცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე, თ. კობახიძე (მომხსენებელი)
განიხილა შპს „თ.-ის“ საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 6 ოქტომბრის განჩინებაზე საქმეზე, შპს „ჟ.-ის“ აღიარებითი სარჩელის გამო შპს „თ.-ის“ მიმართ 1999 წლის 1 მაისის ¹ 1 საიჯარო ხელშეკრულების შესაბამისად მხარეთა შორის სამართლებრივი ურითიერთობის დადასტურების შესახებ. მესამე პირი ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველო. პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1994 წლის 1 მაისს დეპარტამენტ „ს.-სა“ და შპს „ჟ.-ს“ შორის გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება. ხელშეკრულებით „ს.-მ“, როგორE მეიჯარე მხარემ, მოიჯარეს - შპს „ჟ.-ს“ იჯარით გადასცა „ს.-ს“ ბალანსზე არსებული ძირითადი ფონდები (...-ის ჰიდროელექტროსადგური თავისი ინფრასტრუქტურით), ექსპლუატაციის გაწევის, ელექტროენერგიის გამომუშავებისა და რეალიზაციის მიზნით. საიჯარო ხელშეკრულების 2.3.14 პუნქტის თანახმად ხელშეკრულება იმავე ვადით გაგრძელდებოდა, თუ მხარცები ერთი თვით ადრე ერთმანეთს არ აცნობებდნენ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 15 თებერვლის ¹111 განკარგულებით „...-ჰესის“ ძირითადი ფონდები სახელმწიფო კომპანია „სგ.-ის“ ბალანსიდან გადაცეა შპს „თ.-ს“ ბალანსზე საწესდებო კაპიტალში შეტანის გზით.
დუშეთის რაიონის სასამართლომ 1999 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა შპს „ჟ.-ის“ აღიარებითი სარჩელი 1994 წლის 1 მაისის ¹ 1 საიჯარო ხელშეკრულების შესაბამისად მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობის დადასტურების შესახებ.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით გადაწყვეტილება დატოვებულ იქნა უცვლელად.
საკასაციო საჩივრით შპს „თ.-ის“ გენერალური დირექტორი ი. Eა.-ე მოითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ შპს „ჟ.-მ“ „თ.-ს“ და ქ. თბილისის მერიას - ქონების გადაცემის შემდეგ არ წარუდგინა საიჯარო ხელშეკრულება, არ დასვა საკითხი ხელშეკრულების მოქმედების გაგრძელების შესახებ, რის გამო შპს „თ.-ს“ არ შეეძლო ხელშეკრულების ვადის გასვლამდე 1 თვით ადრე მოეთხოვა მისი შეწყვეტა; საიჯარო ხელშეკრულების ვადის გაგრძელება შეთანხმებული უნდა ყოფილიყო სახელმწიფო ქონების მართვის ორგანოსთან, რომელიE წინააღმდეგია ხელშეკრულების ვადის გაგრძელებაზე.
პალატა გაცენო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის მოტივებს, მოისმინა მხარეთა წარმომადგენლების განმარტებები და თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპე-ლაციო პალატის 1999 წლის 6 ოქტომბრის განჩინება დატოვებულ უნდა იქნეს უEვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
„სახელმწიფო ქონების იჯარით გაცემის წესის თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 20 სექტემბრის ¹ 555 დადგენილების მე-2 პიუნქტის შესაბამისად „იჯარის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე (ე. ი. 1994 წლის 15 ივნისამდე) კანონმდებლობის დაცვით გაფორმებული ყოველგვარი საიჯარო ხელშეკრულება ჩაითვალა კანონიერად. 1994 წლის 1 მაისის ¹ 1 საიჯარო ხელშეკრულება მოქმედებდა და სრულდებოდა 5 წლის განმავლობაში და მისი დადების კანონიერება არც ერთ მხარეს სადაოდ არ გაუხდია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 584 მუხლის მე-2 ნაწილის და 572-ე მუხლის შესებამისად საიჯარო ქონების გასხვისების შემთხვევაშიEკი შემძენი იკავებს მეიჯარის ადგილს და მასზე გადადის საიჯარო ურთიერთობიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობები.
საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 15 თებერვლის ¹111 განკარგულების საფუძველზე ზემოაღნიშნულ საიჯარო ხელშეკრულებაში მეიჯარის ადგილი დაიკავა შპს „თ.-მ“, რომელიE წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიულ პირს.
შპს „თ.-ის“ ერთადერთი პარტნიორია ქ. თბილისის მთავრობა, საწესდებო კაპიტალში 100%-იანი წილით.
შპს „თ.-ის“ წესდების 7.3 პუნქტის თანახმად საზოგადოების ქონების ან ქონების ნაწილის იჯარით ვადიან სარგებლობაში გადაცემისათვის საჭიროა პარტნიორის წერილობითი ფორმით მიღებული გადაწყვეტილება. წესდების აღნიშნული პუნქტიდან გამომდინარე 1994 წლის 1 მაისის ¹ 1 საიჯარო ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნის უფლება, მისი მოქმედების 5-წლიანი ვადის გასვლამდე 1 თვით ადრე, ჰქონდა ქ. თბილისის მთავრობას. ქ. თბილისის მთავრობის პრემიერის მოადგილის 2000 წლის 25 იანვარს ¹ 4-21\20 წერილით დადასტურებულია ის ფაქტი, რომ ქ. თბილისის მთავრობას, როგორE შპს „თ..-ის“ პარტნიორს საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში არ მოუთხოვია ხელშეკრულების გაუქმება.
1994 წლის 1 მაისის ¹ 1 საიჯარო ხელშეკრულების 2.3.14 პუნქტების შესაბამისად ხელშეკრულება ავტომატურად ითვლება 5 წლის ვადით გაგრძელებულად, რადგან შპს „თ.-ის“ პარტნიორს ქ. თბილისის მთავრობას ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში არ მიუღია გადაწყვეტილება მისი მოქმედების შეწყვეტის შესახებ.
სადავო საიჯარო ხელშეკრულების არსებობა, მისი მოქმედების ვადის გასვლამდე 1 თვეზე ადრე Eნობილი იყო შპს „თ..-ისა“ და ქ. თბილისის მთავრობისათვის, რაE დადგენილია ხელშეკრულების ვადის გაგრძელების საკითხზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან წარმოებული საკონსულტაციო ხასიათის მიმოწერით.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სადავო საიჯარო ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების საკითხი შეთანხმებული უნდა ყოფილიყო სახელმწიფო ქონების მართვის ორგანოსთან. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსის გათვალისწინებული მართვის (გადაცემის) წესის შესახებ“ საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს 1999 წლის 27 მაისის ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 პუნქტის მიხედვით სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებას განეკუთვნება სახელმწიფო დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებები (მათ ბალანსზე რიცხული ქონებით), რომელთა დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1509-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ წარმოადგენენ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს. ეს ნორმა განსაზღვრავს, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო კერძო სამართლის იურიდიულ პირთა ქონების მართვაში ვერ ჩაერევა ამ დებულებით განსაზღვრული ფორმით. სამინისტრო სახელმწიფო ქონების ბაზაზე შექმნილი საწარმოების მართვაში მონაწილეობას იღებს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დებულების მე-3 თავის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით: იგი უფლებამოსილია პარტნიორთა კრებებზე რწმუნებული პირების, აგრეთვე, სამეთვალყურეო საბჭოში წარმომადგენელთა მეშვეობით მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფოს კუთვნილი აქEიების ან წილის შესაბამისად საწარმოთა მართვაში.
საქართველოს კანონი „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ სახელმწიფო ქონების მართვის ორგანოებთან შეთანხმებას ითვალიწინებს მხოლოდ ქონების გამოსყიდვის უფლებით დადებულ საიჯარო ხელშეკრულებებზე. მოიჯარე შპს „ჟ.-ს“ სადაო ხელშეკრულებით არ გააჩნია იჯარით აღებული ქონების გამოსყიდვის უფლება.
ამდენად, შპს „ჟ.-სა“ და შპს „თ..-ს“ შორის დადებული საიჯარო ხელშეკრულების ვადის გაგრძელებაზე სახელმწიფო ქონების მართვის ორგანოების თანხმობის არ არსებობა არ წარმოადგენს განჩინების გაუქმების საფუძველს.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 34-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე, 410-ე, 413-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს '“თ.-ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და
საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 6 ოქტომბრის განჩინება მოცემულ საქმეზე დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.