Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ/ად-33-კ 24 აპრილი, 2000 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ი. ტაბუცაძე მოსამართლეები: ნ. კლარჯეიშვილი, ნ. სხირტლაძე

განიხილა კასატორების - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლის თ. Eხადაიასა და რეგისტრირებული "სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოების" გამგეობის თავმჯდომარე ვ.Eა-ის საკასაციო საჩივრები მოწინააღმდეგე მხარის - არარეგისტრირებული "სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოების" - მიმართ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების, კერძოდ, "სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოების" ხელა-ხალი რეგისტრაციის შესახებ" იუსტიციის სამინისტროს სარეგისტრაციო კოლეგიის 1998 წლის 6 თებერვლის ¹ 5/5 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე.

საკასაციო პალატამ მოსამართლე ნ. კლარჯეიშვილის მოხსენებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის შემოწმების შედეგად დადგენილად ცნო შემდეგი:

საზოგადოებრივი ორგანიზაცია "სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოება" დაფუძნდა 1988 წელს და Eენტრალური საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში გაატარა 1990 წლის 28 ოქტომბერს. აღნიშნული ორგანიზაცია იყო საარჩევნო ბლოკ "მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი. 1991 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში წარდგენილი დოკუმენტაციის მიუხედავად, საზოგადოების რეგისტრაცია არ მომხდარა, ვინაიდან საქართველოს უზენაესი საბჭოს 1991 წლის 1 ნოემბრის დადგენილებით შეჩერდა "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონის მოქმედება". 1996 წლის 15 მაისის მონაცემებით, საზოგადოების გამგეობაში არჩეული იყო 7 წევრი, მათ შორის პროცესის მონაწილენი - გ. ჩ-ე, ვ. Eა-ი და ზ. Eხ-ე (ს. ფ. 25). 1996 წლის 2 აგვისტოს საზოგადოების გამგეობის 7 წევრიდან 4-მა, მათ შორის გ. ჩ-ემ, მოითხოვა რიგგარეშე IV ყრილობის მოწ-ვევა, რისი წინააღმდეგიE იყვნენ ვ. ც-ი და ზ. ც-ძე (ს. ფ. 8). "სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოების" რიგგარეშე IV ყრილობა მოწვეულ იქნა 1996 წლის 14 სექტემბერს, ესწრებოდა 109 დელეგატი, გამგეობის 7 წევრიდან – 4 და თავმჯდომარეობდა გ. ჩ-ე. ყრილობამ წესდების შესაბამისად აირჩია საზოგადოების გამგეობა: ზ. გ-ა, ბ. გ-ი, გ. ჩ-ე, სულ 7 წევრი. ყრილობამ ასევე აღადგინა საზოგადოების II ყრილობაზე 1991 წელს მიღებული წესდება (ს. ფ. 26). კასატორებმა ვ. Eა-მა და ზ. ც-ემ 14 სექტემბრის რიგგარეშე IV ყრილობა უკანონოდ მიიჩნიეს და 1997 წლის 13 იანვარს დამოუკიდებელად ჩაატარეს რიგგარეშე IV ყრილობა, რომელსაც 67 დელეგატი ესწრებოდა და განიხილეს - საზოგადოების წესდების "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" კანონთან შესაბამისობაში მოყვანის საკითხი (ს. ფ. 153). 1997 წლის 26 სექტემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ¹ 27/2 დადგენილებით რეგისტრაციაში გაატარა "სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოება" (ვ. Eა-ი), რეგისტრაციის მოწმობა ¹ 0153 (ს. ფ. 156). "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" ორგანული კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, 1998 წლის 2 თებერვალს ვ. ა-მა და საზოგადოების გამგეობის წევრებმა განცხადებით მიმართეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელახალი რეგისტრაციის შესახებ (ს.ფ. 152-163; 173-288). 1998 წლის 6 თებერვალს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სარეგისტრაციო კოლეგიის 5/5 დადგენილებით რეგისტრაციაში ხელახლა გატარდა "სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოების" წესდება (ს. ფ. 164), რაE მოწინააღმდეგე მხარემ - გ. ჩ-ემ უკანონოდ ჩათვალა და "სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოების სახელით" მოითხოვა რეგისტრაციის გაუქმება. თბილისის საოლქო სასამართლოში საქმის განხილვის დროს მოსარჩელემ სარჩელი დააკონკრეტა და მოითხოვა: 1) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სარეგისტრაციო კოლეგიის ¹ 5/5 დადგენილების ბათილად ცნობა; 2) 1988 წელს დაფუძნებული "სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოების კანონიერი გამგეობის შემადგენლობის დადგენა; 3) ვ. ც-ისაგან საზოგადოების კუთვნილი 500 ცალი პარტიული მანდატისა და პირადობის მოწმობის დაბრუნება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სარეგიტრაციო კოლეგიის ¹ 5/5 დადგენილების ბათილად Eნობის ნაწილში, შემდეგი საფუძვლებით:

1. ვ. ც-ის 1998 წლის 30 იანვრის განცხადება საქართველოს იუსტიციის მინისტრისადმი არ წარმოადგენს ხელმოწერის ნოტარიალურად დამოწმებულ ნიმუშს, რითაც დაირღვა "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" ორგანული კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ" ქვეპუნქტის მოთხოვნა, ვინაიდან გარდა ამ განცხადებისა (ს. ფ. 154), საქმეში არ მოიპოვება ვ. ც-ის საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარეობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულება;

2. საზოგადოების ხელახლა რეგისტრაციისათვის იუსტიციის სამინისტროში არ ყოფილა წარდგენილი საზოგადოების ბეჭდის, ემბლემისა და სხვა სიმბოლიკის ესკიზები, რითაც დაირღვა ორგანული კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის მოთხოვნა;

3. უზუსტოდაა რეგისტრირებული საზოგადოების სახელწოდება. იუსტიციის სამინისტროს ხელახალი რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართა "სრულიად საქართველოს წმიდა ილია მართლის საზოგადოების" გამგეობამ (ს. ფ. 152), სარეგისტრაციო კოლეგიამ კი ხელახლა რეგისტრაციაში გაატარა "სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოების" წესდება (ს. ფ. 164), რაE განპირობებულია თვით საზოგადოების ბრალით, რომელმაც იუსტიციის სამინისტროში სარეგისტრაციოდ წარადგინა წესდების ორი პირი განსხვავებული სახელწოდებით "წმიდა" და "წმინდა".

თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა და სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე ვ. Eა-მა გაასაჩივრეს საკასაციო წესით, საერთო მოტივებით:

1. "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" ორგანული კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის "ვ" ქვეპუნქტი არ აკონკრეტებს იუსტიციის სამინისტროში წარსადგენი პარტიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერის ნოტარიალურად დადასტურებული ნიმუშის შედგენის რაიმე ტექსტუალურ ფორმას, ხელმოწერა შეიძლება ყოფილიყო როგორც თავისუფალი შინაარსის ტექსტით, ასევე ტექსტის გარეშეც. ხელმოწერის ნამდვილობის დადასტურებისას მთავარია ხელი მოაწეროს სწორედ იმ პირმა, რომლის პიროვნებაE დადგენილია ნოტარიუსის მიერ, რაE ვ. Eა-ის შემთხვევაში ზედმიწევნითაა დაცული;

2. სრულიად საქართველოს წმინდა ილიას მართლის საზოგადოების 1997 წლის წესდების

30-ე მუხლის მიხედვით, საზოგადოების გამგეობა ირჩევს გამგეობის თავმჯდომარეს. შესაბამისად, ვ. Eა-ის საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარედ არჩევის დოკუმენტად მიჩნეულ უნდა იქნეს გამგეობის სხდომის ოქმი, რომელიც უკვე წარმოდგენილი იყო და ინახებოდა სახელმწიფო რეგისტრაციის განყოფილებაში, ვინაიდან თავდაპირველი და ხელახალი რეგისტრაციის მასალები ერთ წარმოებად იკერება და ინახება რეგისტრაციის განყოფილების არქივში, ამიტომ ხელახალი რეგისტრაციის დროს ამ დოკუმენტის ხელმეორედ წარმოდგენის საჭიროება არ არსებობდა;

3. ასევე არ იყო აუცილებელი საზოგადოების ბეჭდის, ემბლემისა და სხვა სიმბოლიკის ესკიზების წარმოდგენაც, ვინაიდან მათი ხელახლა დამტკიცება სავალდებულოა მხოლოდ დამტკიცებულ ესკიზებში ცვლილებების შეტანის დროს, რასაE ადგილი არ ჰქონია.

4. კასატორები იზიარებენ საზოგადოების სახელწოდებაში დაშვებულ უზუსტობას "წმიდა" და "წმინდა" ილია მართლის საზოგადოება, მაგრამ მიაჩნიათ უმნიშვნელო ტექნიკურ ხარვეზად, რაE არ შეიძლება გახდეს საზოგადოების რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი. სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოების წარმომადგენელმა ზ. ც-ემ საოლქო სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად დამატებით მიუთითა მოსარჩელის მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 361-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ერთთვიანი ვადის დარღვევით სარჩელის შეტანაზე.

საკასაციო პალატა მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საქმის მასალების შესწავლის, საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და ძალაში უნდა დარჩეს საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ პარტიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერის ნოტარიალურად დამოწმების დროს მთავარია ხელი მოაწეროს ნოტარიუსის მიერ დადგენილმა პიროვნებამ, ხოლო რაც შეეხება ტექსტს, იგი შეიძლება არE ეწეროს, ან იყოს თავისუფალი შინაარსის. მაგრამ საკასაციო პალატა არ ეთანხმება კასატორების მეორე არგუმენტს და თვლის, რომ საოლქო სასამართლოს კოლეგიამ საზოგადოების რეგისტრაციის ბათილობის გადაწყვეტის დროს "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" ორგანული კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის "ვ" ქვეპუნქტის დარღვევად მართებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ საქმეში არ მოიპოვება ვ.Eა-ის თავმჯდომარეობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, გარდა საქართველოს იუსტიციის მინისტრისადმი 1998 წლის 30 იანვრის განცხადებისა. "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" ორგანული კანონის მე-20 მუხლის, "სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოების" 1997 წლის წესდების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის "ა" ქვეპუნქტისა და 1998 წლის წესდების 39-ე პუნქტის "ა" ქვეპუნქტის" მიხედვით, საზოგადოების გამგეობა ირჩევს საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარეს. შესაბამისად, ვ. Eც-ის გამგეობის თავმჯდომარეობის ანუ საზოგადოების წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელ საბუთს წარმოადგენს გამგეობის სხდომის ოქმი, რომელიც სხვა დოკუმენტებთან ერთად სარეგისტრაციოდ წარდგენილ უნდა ყოფილიყო იუსტიციის სამინისტროში, რადგან ორგანული კანონის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტით პარტიების ხელახალი რეგისტრაციებისათვის საჭირო არ არის მხოლოდ მე-12 მუხლითა და 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნოტარიალურად დამოწმებული პარტიის დამფუძნებელი ყრილობის ოქმის წარდგენა. 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით, მათ შორის "ვ" ქვეპუნქტით, დადგენილ სხვა მოთხოვნებზე შეღავათს 39-ე მუხლი არ ითვალისწინებს. ამიტომ საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორების მოსაზრებას, თითქოს პარტიის ხელახალი რეგისტრაციის დროს საჭირო აღარ იყო პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის - საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის წარდგენა, მითუმეტეს მაშინ, როცა ვ. ც-ის, როგორც საზოგადოების წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი საქმეში არ დევს და, როგორც იუსტიციის სამინისტროს 1999 წლის 2 დეკემბრის ¹12-22/85 წერილით ირკვევა, საზოგადოების თავდაპირველი რეგისტრაციის დოკუმენტები სახელმწიფო რეგისტრაციის განყოფილების არქივშიE არ მოიძებნა (ს. ფ. 151). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის I ნაწილისა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მტკიცების ტვირთი ეკისრებათ მხარეებს, ადმინისტრაციულ ორგანოს და ვინაიდან ვერE საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და ვერE რეგისტრირებულმა "სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოებამ" ვერ შეძლო ვ. ც-ის საზოგადოების წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, საოლქო სასამართლოს კოლეგიამ საზოგადოების რეგისტრაციის ბათილობის საფუძვლად კანონიერად მიიჩნია ორგანული კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის "ვ" ქვეპუნქტის დარღვევა.

2. საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორების მოსაზრებას, თითქოს საზოგადოების ხელახალი რეგისტრაციის დროს საჭირო არ არის ბეჭდის, ემბლემისა და სხვა სიმბოლიკის ესკიზების წარდგენა, რადგან როგორც აღვნიშნეთ, ორგანული კანონის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტით პარტიების ხელახალი რეგისტრაციის დროს საჭირო არ არის მხოლოდ დამფუძნებელი ყრილობის ოქმის წარდგენა, ხოლო 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის "ესკიზები პარტიის ბეჭდის, ემბლემისა და სხვა სიმბოლიკის გამოსახულებით"-წარდგენის მოთხოვნებზე შეღავათს 39-ე მუხლი არ ითვალისწინებს.

ამიტომ, საკასაციო პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლოს კოლეგიამ საზოგადოების რეგისტრაციის ბათილობის საფუძვლად სწორად მიუთითა ორგანული კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის დარღვევა.

3. საკასაციო პალატა კასატორებს არ ეთანმხება, თითქოს საზოგადოების სახელწოდებაში დაშვებული შეEდომა "წმიდა" თუ "წმინდა" ილია მართლის სა-ზოგადოება მხოლოდ უმნიშვნელო ტექნიკური ხარვეზია და არ შეიძლება გახდეს საზოგადოების რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი. პალატა თვლის, რომ საზოგადოების სახელწოდების სწორად დაფიქსირებას იმპერატიულად ითხოვს ორგანული კანონის მე-13 მუხლის I პუნქტის "ა" ქვეპუნქტი და არსებითი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან მე-14 მუხლის თანახმად: "პარტიის სახელწოდება, მისი შემოკლებული დასახელება და სიმბოლიკა არ შეიძლება ემთხვეოდეს სხვა, უკვე რეგისტრირებული ან ლიკვიდირებული პარტიის სახელწოდებას, თუ ამ პარტიის ლიკვიდაციის დღიდან 4 წელზე ნაკლებია გასული". გარდა ამისა, საზოგადოების სახელწოდების სწორად მითითება სავალდებულოა, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და ორგანული კანონის მე-14 მუხლის მე-2 ნაწი-ლით: დაEულია საზოგადოების (არასამეწარმეო იურიდიული პირის) სახელის უფლება და "აკრძალულია პარტიის სახელწოდების, შემოკლებული დასახელებისა და სიმბოლიკის გამოყენება ამ პარტიის ნებართვის გარეშე". ამასთან, პარტიის (საზოგადოების) სახელწოდების სწორად მითითებას არსებითი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ასევე პარტიის საარჩევნო რეგისტრაციისათვის. ამიტომ საკასაციო პალატა ეთანხმება საოლქო სასამართლოს კოლეგიის მოსაზრებას და თვლის, რომ საზოგადოების სახელწოდების არასწორი რეგისტრაცია საზოგადოების რეგისტრაციის ბათილობის კანონიერი საფუძველია.

4. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს ზ. ც-ის საკასაციო საჩივრის

დამატებით არგუმენტს სარჩელის ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადის დარღვევით შეტანის თაობაზე, რასაE კასატორი აქამდე არEერთ ინსტანციაში სადავოდ არ ხდიდა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 361-ე მუხლის I-II ნაწილების მიხედვით, სარჩელი სასამართლოში შეიტანება ერთი თვის ვადაში. ამ ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როცა მხარეებისათვის ცნობილი გახდა სარჩელის აღძვრის უფლება. მოსარჩელე ითხოვს "სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოების" ხელახალი რეგისტრაციის შესახებ იუსტიციის სამინისტროს სარეგისტრაციო კოლეგიის 1998 წლის 6 თებერვლის დადგენილების გაუქმებას, რის თაობაზეც მან 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ზაფხულში შეიტყო საინფორმაციო საშუალებებით და 16 ივლისს აღძრა სარჩელი. მოსარჩელის არგუმენტის საწინააღმდეგო მტკიცებულებები კასატორებმა ვერ წამოაყენეს. ამიტომ მხარის განმარტებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოსარჩელეს სარჩელის აღძვრის უფლება ამ მომენტიდან წარმოეშვა. სწორედ 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული მასობრივი ინფორმაციით შეიძლებოდა გამხდარიყო მისთვის Eნობილი 5/5 სადავო დადგენილების შესახებ და, ამდენად, მას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 361-ე მუხლი არ დაურღვევია, სარჩელი არ არის ხანდაზმული და სასამართლომ საპროცესო ნორმების დაცვით მიიღო და გადაწყვიტა იგი.

ამრიგად, საკასაციო პალატა საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საჩივრები დაუსაბუთებლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება, ვინაიდან მას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, სასამართლომ სწორად გამოიყენა და განმარტა კანონი.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექ-სის I მუხლის II ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 404-ე, 410-ე, 413-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კასატორების - საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და რეგისტრირებული სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოების გამგეობის წარმომადგენლების საკასაციო საჩივრები დაუსაბუთებლობის გამო არ დაკმაყოფილდეს.

2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება.

3. საქართველოს უზენაესი სასამარლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

4. განჩინების ასლები, დადგენილი წესით, გადაცეეთ მხარეებს, საქმე დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს.