Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ/ად-35-კ 20 აპრილი, 2000 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ი. ტაბუცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე, მ. ვაჩაძე

განიხილა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების "ლ-ს" საკასაციო საჩივარი ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაEიო პალატის 2000 წლის 13 იანვრის გადაწყვე-ტილებაზე, რომლითაცE დაკმაყოფილდა საქართველოს თავდაცვის სამინის-ტროს სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ქ. თბილისის სამგორის რაიონის სასამართლოს 10.03.99 წ. გადაწყვეტილება, მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის და ხანდაზმულობის გამო. სასამართლომ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

შ.პ.ს "ლ."-მ 1999 წლის 27 იანვარს სასარჩელო განცხადებით მიმართა სამგორის რაიონის სასამართლოს მოპასუხეების ს.ს. ".. ..-ისა" და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა 1992 წლის აგვისტოდან 1993 წლის ოქტომბრამდე პერიოდში თავდაცვის სამინისტროსათვის განკუთვნილი 2.370552 კგ. ტვირთის მომსახურებისათვის (1ტ. ტვირთზე 30 აშშ დოლარის ღირებულების გაანგარიშებით), საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 16 ნოემბრის ¹ 803 დადგენილების საფუძველზე, თავდაცვის სამინის-ტროსა და ს.ს. ".. .."-ს დავალიანების თანხის -71.116,56 აშშ დოლარის შპს "ლ."-ს მიმართ სოლიდარულად ჩათვლა საქართველოს სახელ-მწიფო ბიუჯეტში.

თბილისის სამგორის რაიონის სასამართლომ 1999 წლის 10 მარტის გა-დაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა შ.პ.ს "ლ."-ს სარჩელი. შ.პ.ს. "ლ."-ს სარჩელს ს.ს. ".. .."-სათვის დავალიანების საქართველოს სახელმ-წიფო ბიუჯეტში გადახდილად ჩათვლის ნაწილში ეთქვა უარი, მათ შორის დავალიანების არარსებობის გამო, მოსარჩელეს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად ჩაეთვალა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დავალიანების ანგარიშში 71.116,56 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში - 158.234 ლარი და 34 თეთრი.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნული გადაწყვეტილება გაა-საჩივრა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გა-კოტრების საქმეთა სააპელაციო პალატაში, რომელმაც 2000 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა აპელანტის საჩივარი გააუქმა თბილისის სამგორის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 10 მარტის გადა-წყვეტილება. თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ მხარეებს შორის არ დადებულა რაიმე გარიგება, რომელიცE წარმოშობდა უფლება-მოვალეობებს თავდაცვის სამინისტროს და შ.პ.ს. "ლ."-ს შორის. სასამართლომ მიიჩნია, რომ შ.პ.ს. "ლ." არ წარმოადგენს საჰაერო დეპარტამენ-ტის სტრუქტურულ ერთეულს, რის გამოცE უსაფუძვლოა შპს "ლ."-ს მოთხოვ-ნა 16.11.94 წ. ¹803 დადგენილების საფუძველზე თავდაცვის სამინისტროს დავალიანების თანხის ბიუჯეტში ჩათვლის შესახებ. საოლქო სასამართლომ უმართებულოდ ჩათვალა აგრეთვე შ.პ.ს. "ლ-"-ს მიერ გაშვებული სასარ-ჩელო ხანდაზმულობის ვადის აღდგენა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ.

შ.პ.ს. "ლ-"-ს გენერალური დირექტორის ჯ. ლ-ის მიერ აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე შეტანილ იქნა საკასაციო საჩივარი. კასატორი აღნიშნავს, რომ 1992-93 წლებში შ.პ.ს. "ლ." იყო საავიაციო დეპარტამენტის ერთადერთი ქვედანაყოფი, რომელიცE ახორციელებდა ქ. თბილისის აეროპორტში ყველა ტვირთის დამუშავებას. 1992 წლის აგვისტოდან 1993 წლის ოქტომბრამდე, აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს შ.პ.ს. "ლ.” აწარმოებდა თბილისიდან სოხუმის მიმართულებით მიმავალი თვითმფრინავების სატვირთო მომსახურეობას. საჰაერო კანონმდებლობიდან გამომდინარე, მას არ სჭირდებოდა საამისოდ ხელშეკრულების დადება. მოწინააღმდეგე მხარეს რაიმე პროტესტი ტვირთების მომსახურეობის გამო არ გამოუთქვამს.

მოწინააღმდეგე მხარის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაგებელ-ში აღნიშნულია, რომ შ.პ.ს "ლ."-ს არასაპატიო მიზეზით გაშვებული აქვს ხანდაზმულობის ვადა,

1993 წლიდან შ.პ.ს "ლ."-ს არცE ერთხელ არ მოუმართავს 1992-1993 წლებში ქ. თბილისის აეროპორტში საჰაერო ხომალდების სატვირთო მომსახუ-რეობის ანაზღაურების თაობაზე, სარჩელში მითითებული თანხა სამინისტროს დებიტორულ თუ კრედიტორულ დავალიანებებში არ ფიქსირდებოდა. შესრულე-ბული სამუშაოს და მისი ღირებულების შესახებ არ არსებობს არავითარი შედარების აქტი. თავდაცვის სამინისტროს და შ.პ.ს "ლ."-ს შორის არ დადებულა რაიმე სახის გარიგება, ასეთის არსებობის შემთხვევაშიE საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 10 ნოემბრის ¹ 803 დადგენილების თანახმად, საჰაერო დეპარტამენტისა და ავიასაწარმოების ბიუჯეტში ჩასარიცხი თანხები თავდაცვის სამინისტროს ჩაეთვლებოდა გადახ-დილად.

საკასაციო პალატა, საქმის მასალების შესწავლის და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ვალდებულების წარმოშობის განმსაზღვრელ იურიდიულ ფაქტს, იმ დროს მოქმედი სამოქალაქო კოდექსის მე-4, 154-ე მუხლების მიხედვით, ხელშეკრულება წარმოადგენდა. საქმის მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დასტურდება, რომ თავდაცვის სამინისტროსა და შ.პ.ს. "ლ."-ს შორის რაიმე ხელშეკრულება ტვირთების შენახვის თაობაზე არ დადებულა, მაშინ, როდესაც სამოქალაქო კოდექსის 428-ე მუხლი ითვალისწინებდა შენახვის ხელშეკრულე-ბის წერილობითი ფორმით დადებას. არ დადებულა აგრეთვე რაიმე ხელშეკრულება დატვირთვა-გადმოტვირთვაზე. სატვირთო მომსახურებაზე შ.პ.ს "ლ."-ს დავალება ეროვნული გვარდიისაგან, რომლის სამართალმემკვიდრე თავ-დაცვის სამინისტროა, არ მიუღია, რაცEდასტურდება ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს 17.05.99 წ. ¹ 847/21 წერილით და ზურგის მთავარი სამმართველოს სამხედრო გადაზიდვების სამმართველოს 17.05.99 წ. ¹ 3-7/107 წერილით. საკასაციო პალატა თვლის, რომ კონტრაგენტის დუმილი არ ადასტურებს ნების გამოვლენას, სახეზე არცE ფაქტობრივი სახელშეკრულებო ურთიერთობებია, ვინაიდან მომსახურეობის გაწევა მიმდინარეობდა არატიპიურ, საგანგებო ვითარებაში.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ შ.პ.ს. "ლ." იყო საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტის დაქ-ვემდებარებული სტრუქტურა.

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 16. 11.94 წ. ¹ 803 დადგენილება, რომლის საფუძველზეE შ.პ.ს. "ლ." ითხოვდა თავდაცვის სამინისტროს დავალიანების თანხის შ.პ.ს. "ლ."-ს მიმართ სახელმწიფო ბიუჯეტში ჩათვლას, ითვალისწინებდა საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტისა და ავიასაწარმოების მიმართ მინისტრთა კაბინეტის, თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო უშიშროების სამსახურის დარჩენილი დავალიანების ჩათვლას შიდა სახელმწიფო დავალიანებად (დადგენილების მე-5 პუნქტი). საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 16.11.94წ. ¹ 803 დადგენილება ითვალისწინებდა საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტისადმი დაქვემდებარებული ავიასაწარმოების მიმართ დავალიანების დაფარვას, რომელიც 1994 წლის 1 ივნისის მდგომარეობით 5275 მილიონ რუსულ მანეთს და 282238 აშშ დო-ლარს შეადგენდა. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 23.03. 94წ., ¹168 დადგენილებით დამტკიცებული საჰაერო ტრანსპორტის დეპარ-ტამენტის დებულების და თანდართული ნუსხის თანახმად, საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტის დაქვემდებარებაში იმყოფებოდა შემდეგი საწარმოები: სახელმწიფო საწარმო "თბილისის აეროპორტი"; სახელმწიფო საწარმო "საქაერონავიგაცია"; მიწერილი აეროპორტების გაერთიანება სახელმწიფო ავიაკომპანია "აისი"; შ.პ.ს. ავიაკომპანია "ო."; შ.პ.ს. "საწვავსერვისი"; სახელმწფიო საწარმო "სასწავლო-საწვრთნელი ცენტრი"; სა-ხელმწიფო საწარმო "საქაერომომარაგება"; სახელმწიფო საწარმო "ცენტრალური სააგენტო"; აეროპორტი "ქუთაისი"; აეროპორტი "სოხუმი"; აეროპორტი "ფოთი"; აეროპორტი "ბათუმი". აღნიშნულიდან გამომდინარე, შ.პ.ს. "ლ." საავიაციო დეპარტამენტის დაქვემდებარებულ სტრუქტურას არ წარმოადგენდა. შ.პ.ს. "ლ." არცE ავიასაწარმოს სტატუსის მქონე ორგანიზაციას წარმოადგენს, რადგანაც არ პასუხობს ავიასაწარმოსათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ამდენად, თავდაცცვის სამინისტროს ვალდებულება შ.პ.ს. "ლ."-ს მიმართ არც გარიგებიდან და არცEადმინისტრაციული აქტიდან არ წარმოიშობა.

საკასაციო პალატა ეთანხმება საოლქო სასამართლოს დასკვნას შ.პ.ს. "ლ."-ს მიერ იმჟამად მოქმედი სამოქალაქო კოდექსის მე-6 თავით გათვალისწინებული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გაცდენის თაობაზე. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გაცდენის მიზეზად კასატორი ასახელებს ქვეყანაში შექმნილ მძიმე პოლიტიკურ და ეკონომიკურ სიტუაცEიას და თავდაცვის სამინისტროს მიერ გაწეული მომსახურეობის ღირებულების ნება-ყოფლობითი ანაზღაურების მოლოდინს. პალატა არასაპატიოდ მიიჩნევს აღნიშნული საბაბით ხანდახზმულობის ვადის გაცდენას და თვლის, რომ კასატორის მიერ დასახელებული გარემოებები არ იწვევენ ხანდაზმულობის ვადის შეჩერებას ან შეწყვეტას. სამოქალაქო კოდექსის (26.12.64 წ.) 84-ე მუხლის თანახმად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა არის სარჩელზე უარის თქმის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კასატორს, შ.პ.ს. "ლ."-ს უარი ეთქვას საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე, ძალაში დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება;

2. კასატორს, შ.პ.ს. "ლ."-ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 4970 ლარის ოდენობით.

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.