3გ/ად-43-კ 8 მარტი, 2000 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით
თავმჯდომარე ი. ტაბუცაძე
მოსამართლეები: ნ. კლარჯეიშვილი, ნ. სხირტლაძე
განიხილა სს „ს.-ის" აქციონერთა წარნმომადგენლის ნ. გ.-ის საკასაციო საჩივარი საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიმართ, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 30 ნოემბრის განჩინების, ასევე საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1998 წლის ¹ 1-3/399 და ¹ 1-3/509 ბრძანებების თანამდევი შედეგებით გაუქმების თაობაზე.
საკასაციო პალატამ, მოსამართლე ნ. კლარჯეიშვილის მოხსენებისა და მხარეთა ზეპირი ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად, დადგენილად ცნო შემდეგი:
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის ¹ 228 დადგენილების შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტ-როს კოლეგიის 1994 წლის 26 დეკემბრის დადგენილებით (ოქმი ¹ 37 20. 363), ფირმა „ს.-ის" ბაზაზე დაფუძნდა სააქციო საზოგადოება „ს.-ი", საწესდებო კაპიტალი განისაზღვრა 171 713,9 აშშ დოლარით, აქEიონერთა რაოდენობა _ 407 (რეგისტრირებული იყო დიდუბის რაიონის გამგეობაში, ამჟამად რეგისტრირებულია დიდუბის რაიონის სასამართლოში 1995 წლის 21 დეკემბერს, რეგისტრაციის ¹...). სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის ¹ 178 ბრძანებულებისა და აქციონერთა კონფერენციის 1995 წლის 28 მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 1995 წლის 25 აპრილის დადგენილებით (ოქმი ¹ 19 25.247) სს „ს.-ის" შრომით კოლექტივს მიცეა საზოგადოების საწესდებო კაპიტალის 50,23%-ის 59 000 ცალი აქციის (ღირებულება _ 86 257, 31 აშშ დოლარი) საკონტროლო პაკეტის პირდაპირი შესყიდვის უფლება. აქციონერებმა დადგენილების 3.1. მუხლით გათვალისწინებულ ვადაში, 1995 წლის 25 ივლისამდე, უზრუნველყვეს 12679,82 აშშ დოლარის ღირებულების 8673 Eალი აქციის გამოსყიდვა: პირდაპირი შესყიდვის წესით _ საწესდებო კაპიტალის 12,81%; უფასოდ _ 7,91%; 20%-იანი ფასდაკლებით _ 3,96%; სულ 24,68%. დარჩენილი 55463,45 აშშ დოლარის ღირებულების 50327 აქცია, ამავე დადგენილების 3.2. მუხლის თანახმად, აქციონერებს უნდა გამოესყიდათ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1995 წლის ¹ 135 დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში _ 1996 წლის 1 ივლისამდე. _ საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1995 წლის 17 ივნისის ¹84 განკარგულებით, სახელმწიფო ინტერესები-დან გამომდინარე, შეჩერდა „ს.-ის" ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების პრივატიზება, რა განახლდა საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 თებერვლის ¹61 განკარგულებით. პრივატიზების მიზნით, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1998 წლის ¹1-3/389 ბრძანებით დაინიშნა სს „ს.-ის" აქციათა საკონტროლო პაკეტის (საწესდებო კაპიტალის 75% - 128790 აქცია) კომერციული კონკურსის ფორმით გაყიდვა, რის შესახებაE ინფორმაცია გამოქვეყნდა გაზეთ „...-ს" 1998 წლის 5 ივნისის ნომერში. 1998 წლის 21 ივლისის ქონების მართვის სამინსიტროს ¹1-3/509 ბრძანებით დამტკიცდა საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმი ¹12 08.07.98 წ. და გამარჯვებულად გამოცხადდა შპს _ „გ."- ფინანსური ჯგუფი, რომელმაE აქციათა პაკეტში საწყისი ფასის 193 500 აშშ დოლარის ნაცვლად გადაიხადა 200 300 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში.
სს „ს.-ის" აქციონერთა აზრით, აქციების საკონტროლო პაკეტის პრივატიზება მოხდა მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, კომერციული კონკურსი შედგა მათგან ფარულად, საჯაროობის დარღვევით, რითაE ხელყოფილ იქნა კანონით მათთვის მინიჭებული აქტების უპირატესი შესყიდვის უფლება. აქEიონერთა ნაწილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1998 წლის ¹ 1-3/389 და 1-3/509 ბრძანებების გაუქმება თანამდევი შედეგებით. ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ სარცელი არ დააკმაყოფილეს შემდეგი მოტივებით:
1. სს „ს.-ის" თანამშრომლებმა აქციათა პაკეტის პირდაპირი შესყიდვის უფლება მოიპოვეს სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის ¹ 178 ბრძანებულების საფუძველზე ისე, რომ მაშინ მოქმედი "საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ" 1991 წლის კანონი სახელმწიფო ქონების ან აქციების პრივატიზების ამგვარ ფორმას არ ითვალისწინებდა, სახელმწიფო მეთაურის 1999 წლის ¹84 განკარგულებით სს "ს.-ის" პრივატიზებასთან ერთად შეჩერდა აქEიების შრომითი კოლექტივის მიერ პირდაპირი შესყიდვის უფლება. ხოლო 1998 წლის საქართველოს პრეზიდენტის ¹61 განკარგულებაში მითითებულია, რომ პრივატიზების განახლება უნდა მოხდეს „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" ახალი კანონის შესაბამისად;
2. სასამართლო აღიარებს, რომ გაზეთ „...-ში" საპრივატიზებო ობიექტის მისამართი არასწორად იქნა მითითებული, მაგრამ ამ უზუსტობას კანონის მნიშვნელოვან დარღვევად არ მიიჩნევს, ვინაიდან იქვე იყო მითითებული სამინისტროს ტელეფონის ნომერი და დაინტერესებულ პირს შეეძლო სრული ინფორმაციის მიღება;
3. სასარგებლომ არ გაიზიარა აქEიონერთა მოსაზრება გაზეთ "...-ის" 1998 წლის 5 ივნისის ნომრის გავრცელების ხელოვნურად დაბრკოლების შესახებ;
4. სააპელაციო სასამართლო ასევე არ დაეთანხმა აქციონერებს პრივატიზების შეჩერების თაობაზე სახელმწიფოს მეთაურის 1999 წლის ¹ 84 განკარგულების მორატორიუმად Eნობის შესახებ, რადგან განკარგულება რაიმე ვალდებულების შესრულების გადავადებას კი არ ითვალისწინებდა, არამედ დროებით აჩერებდა პრივატიზების პროცესს.
5. სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია აქციონერთა მოთხოვნა დარჩენილი საპრივატიზებო აქციების გამოსყიდვის უფლების მათთვის მინიჭების შესახებ, ვინაიდან ¹61 განკარგულებაში მითითებული „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" ახალი კანონი თანამშრომელთათვის აქციების გამოსყიდვის უპირატეს უფლებას აღარ ითვალისწინებს. სასამართლოს აზრით, ¹84 განკარგულებით ჯერ შეჩერდა ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 1995 წლის 25 აპრილის დადგენილების მოქმედება, ხოლო შემდეგ, ¹61 განკარგულებით მისი მოქმედება შეწყდა.
კასატორი _ სს „ს.-ის" აქEიონერთა ნაწილის წარმომადგენელი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განჩინებას, რომელიE მიაჩნია დაუსაბუთებლად, სამართლის ნორმების დარღვევით გამოტანილად და სადავო აქტებთან ერთად ითხოვს მის გაუქმებას შემდეგი საფუძვლებით:
1. სააპელაციო პალატამ „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" კანონის მუხლის განმარტებისას არ გამოიყენა ამავე კანონის მეორე მუხლი, რომლის თანახმადა, სახელმწიფო ქონების პრივატიზება უნდა მოხდეს კონსტიტუიის, სამოქალაქო კოდექსისა და ამ კანონის მოთხოვნების დაEვით. აქედან გამომდინარე, ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს ზიარი ქონების უპირატე-სი შესყიდვის უფლებას, ასეთ უფლებას უშვებს 'პრივატიცაზიის შესახებ" კანონი. მაგრამ უპირატეს უფლებას არ ითვალისწინებს „დებულება სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ", რომელიE კანონქვემდებარე ნორმატი-ული აქტია, ეწინააღმდეგება კანონს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეექვსე მუხლის მესამე ნაწილით სასამართლოს უნდა გამოეყენებინა კანონი და კოდექსი, ხოლო 1997 წლის ახალი კანონით დავის გადაწყვეტა უკანონოა, ვინაიდან კანონს უკუქEევითი ძალა არა აქვს და ვერ გავრცელდება 1995 წელს წარმოშობილ ურთიერთობაზე.
2. სააპელაციო სასამართლო დადგენილად ცნობს გაზეთ „...-ში" სს „ს.-ის" მისამართის არასწორად მითითების ფაქტს, მაგრამ არ მიაჩნია იგი კანონის მნიშვნელოვან დარღვევად, რაE უმართებულოა.
3. სასამართლო ასევე საქმის მასალების საწინააღმდეგოდ არ იზიარებს გაზეთის მასობრივი გაყიდვიდან ხელოვნურად ამოღების ფაქტს და აქაE მოპასუხის მაგივრად კისრულობს მტკიცების ტვირთს.
4. არაკანონიერია სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ¹84 განკარგულება არ არის მორატორიუმი. მართალია, თვით განკარგულება არ მიუთითებს 1995 წლის 25/IV დადგენილებით გათვალისწინებული ვალდებულებების გადავადების კონკრეტულ დროს, მაგრამ, ფაქტობრივად, გადავადება მოხდა 1998 წლის 28 თებერვლამდე, ვინაიდან პროვატიზება შეჩერდა არა აქEიონერთა ბრალით, არამედ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფომ არ უნდა შელახოს აქციონერთა უფლებები, მათ უნდა აღუდგეთ მორატორიუმის შედეგად ვალდებულების შესრულების გაშვებული ვადა და 1995 წლის 25 აპრილის დადგენილებით მინიჭებულ აქციათა პაკეტის პირდაპირი შესყიდვის უფლება.
5. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას ¹61 განკარგულებით 1995 წლის 25 აპრილის დადგენილების მოქმედების შეწყვეტის შესახებ, ვინაიდან ასეთი არE უშუალოდ განკარგულებაშია მითითებული და არE ქონების მართვის სამინისტროს გაუუქმებია იგი. ამდენად, 1995 წლის 25 აპრილის დადგენილება დღესაE ძალაშია და პრივატიზაციის განახლება უნდა მოხდეს მისი გათვალისიწნებით.
6. კასატორი ასევე სადავოდ ხდის სს „ს.-ის" აქციათა საკონტროლო პაკეტის 75% კომერციული კონკურსით გაყიდვას, ვინაიდან მისი აზრით, სახელმწიფოს საკუთრებაშია აქციათა მხოლოდ 37%, დარაჩენის შეძენის უპირატესი უფლება, 1995 წლის 25 აპრილის კოლეგიის დადგენილებით, აქვთ სს „ს.-ის" აქEიონერებს და სახელმწიფოს შეეძლო სწორედ დარჩენილი 37% აქEიების განკარგვა.
მოწინააღმდეგე მხარე _ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო საკასაციო საჩივარს არ ცნობს, მისი აზრით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქEიების 75%-ის კომერციული კონკურსით გაყიდვა კანონიერია, კონკურსი ჩატარდა კანონით დადგენილი წესით და ითხოვს სადავო აქტების ძალაში დატოვებას.
III პირის შპს _ „გ." _Fფინანსური ჯგუფის წარმომადგენელიE საკასაციო საჩივარს არ ეთანხმება, მოითხოვს სადავო აქEიების ძალაში დატოვებას და სს „ს.-ის" აქციების 75%-ის კომერციული კონკურსით პრივატიზებაში „გ." _ ფინანსური ჯგუფის გამარჯვებულად Eნობის ძალაში დატოვებას, რასაE ამყარებს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 485-ე მუხლით, რომლის თანახმადაE თუ ერთ საგანზე გამყიდველმა დადო რამდენიმე გარიგება, უპირატესობა ენიჭება იმ მყიდველს, ვის მფლობელობაშიE პირველად გადავიდა ნივთი.
საკასაციო პალატა მხარეთა ზეპირი ახსნა-განმარტებების მოსმენის, საქმის მასალების შესწავლის, გადაწყვეტილების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩვარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის საოლქო სასამართლოს განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო პალატის შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო პალატა არ იზიარებს შრომითი კოლექტივისათვის აქEიების პირდაპირი შესყიდვის უკანონობის შესახებ მოსაზრებას, ვინაიდან „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ" 1991 წლის კანონის მე-9 მუხლი, მართალია, არ ითვალისწინებდა სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების ამ ფორმას, მაგრამ ამავე მუხლის მე-4, მე-12 მუხლის მე-3, მე-14, მე-15 მუხლების პირველი პუნქტები ადგენდა პრივატიზებას საწარმოს მუშაკებთან შეთანხებითა და კონტროლით, მე-17 მუხლი კი შრომითი კოლექტივისთვის განსაზღვრავდა 20%-იანი ფასდაკლებასა და 2 წლით გამოსყიდვის გადავადებას, ამდენად, კანონი გულისხმობდა (უშვებდა) სახელმწიფო საწარმოთა აქციების ან ქონების პირდაპირ მიყიდვას მუშაკებზე, რაE უფრო ნათლად ჩამოყალიბდა „სახელმწიფო საწარმოების (გაერთიანების) გარდაქმნის გზით სააქციო საზოგადოებების პრივატიზაციის პროცესში საწარმოთა მუშაკების უფლებათა გაფართოების, აქციათა პაკეტის პირდაპირი მიყიდვის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 29 მაისის ¹178 ბრძანებით დამტკიცებული დებულებით. საკასაციო პალატის აზრით, პრივატიზების მიზნით, შრომითი კოლექტივისათვის „ს.-ის" აქციების პირდაპირი მიყიდვის უფლების მინიჭება კანონიერი იყო, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 1995 წლის 25 აპრილის დადგენილება შეესაბამებოდა 1991 წლის კანონს პრივატიზაციის შესახებ და სახელმწიფო მეთაურის ¹178 ბრძანებულებას.
2. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 1995 წლის 25 აპრილის დადგენილება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია, რომელიE წარმოშობს სამართლებრივ ურთიერთობებს და შესაბამისად მხარეთა უფლება-მოვალეობებს. კერძოდ, დადგენილების 3.1. მუხლის ვალდებულების შესრულებით (8673 ცალი აქEიის გამოსყიდვა 1995 წლის 25 ივლისამდე) შრომით კოლექტივს სამინისტროსადმი, როგორ კონტრაჰენდისადმი, წარმოეშვა მის სასარგებლოდ 3.2. მუხლით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოთხოვნის (გამოსყიდულ აქEიებზე საკუთრების მოწმობის, ხოლო გამოუსყიდავი აქციების მართვაში გადაცემაზე) უფლება. სამინისტროს კი წარმოეშვა 3.3. მუხლის ნაკისრი მოქმედებების შესრულების ვალდებულება. მაგრამ დადგენილებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, შეჩერდა სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის ¹84 განკარგულებით, რის შემდეგაE მხარცებმა, მათგან დამოუკიდებელი მიზეზით ვეღარ მოახერხეს ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი და დროული აღსრულება. ¹84 განკარგულებამ კი არ გააუქმა 1995 წლის 25 აპრილის დადგენილება, არამედ განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა მისი მოქმედება და მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. ამდენად, ¹84 განკარგულება არის მორატორიუმი, რომელიE შეწყდა 1998 წლის საქართველოს პრეზიდენტის ¹61 განკარგულებით, რომელმაE განაახლა „ს.-ის" აქციების პრივატიზების პროცესი და შესაბამისად განახლდა 1995 წლის 25 აპრილის დადგენილების მოქმედება. ამასთან, 1995 წელს დაწყებული სამართალურთიერთობის განახლება და მოწესრიგება „სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ" ახალი, 1997 წლის კანონით იქნებოდა უმართებულო, რადგან ახალი კანონი შრომითი კოლექტივისათვის სახელმწიფო ქონების პირდაპირ მიყიდვას აღარ ითვალისწინებს, რითაE აუარესებს აქEიონერთა მდგომარეობას, რაE დაუშვებელია, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მეექვსე მუხლის თანახმად: „კანონებსა და კანონქვემდებარე აქტებს არა აქვთ უკუქცევითი ძალა... თუ იგი ზიანის მომტანია ან აუარესებს პირის მდგომარეობას".
ამდენად, საკასაციო სასამართლოს აზრით, ¹ 84 განკარგულება იყო მორატორიუმი, რომელმაE კი არ შეწყვიტა ან გააუქმა, არამედ განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა პრივატიზება _ 1995 წლის 25 აპრილის დადგენილებით მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება _ რაE განახლდა ¹61 განკარგულებით 1998 წელს. შესაბამისად, პრივატიზაციასთან ერთად განახლდა ზემოაღნიშნული დადგენილების მოქმედებაE და 3.1 და 3.2 მუხლების შესაბამისად, შრომითი კოლექტივის (აქციონერთა) უფლება დარჩენილი 50000 აქციის პორდაპირი შესყიდვით პრივატიზების შესახებ.
3. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას სახელმწიფოს მიერ აქციების მხოლოდ 37% _ განკარგვის უფლების შესახებ, რადგან 1995 წლის 25 აპრილის დადგენილებით, შრომით კოლექტივს მიცეა უფლება საწესდებო კაპიტალის 50,23%-ის გამოსყიდვის შესახებ, აქციების დანარჩენი ნაწილის მესაკუთრე სახელმწიფოა და დამოუკიდებლად შეუძლია განკარგოს იგი.
4. გაზეთ „...-ის" ნომრის მასობრივი გავრცელების ხელოვურად დაბრკოლების საკითხი საქმის ფაქტობრივი გარემოებაა, რასა საკასაციო სასამართლო, სამოქალაქო საპროEესო კანონმდებლობიდან გამომდინარე, ვერ შეეხება.
5. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ განიხილავს აქEიონერთა მიერ 24,68% გამოსყიდვის კანონიერების საკითხს, ვინაიდან სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ეს საკითხი არ დაუყენებია და ამ მოტივით ხელშეკრულების ბათილობა არ მოუთხოვია.
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროEესო კოდექსის 390-ე, 404-ე და 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 30 ნოემბრის განჩინება საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1998 წლის ¹ 1-3/399 და ¹ 1-3/509 ბრძანებების თანამდევი შედეგებით გაუქმების თაობაზე.
3. საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.
4. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. განჩინება დადგენილი წესით გაეგზავნოთ მხარცებს.