გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ\ად-44-კ 18 აპრილი 2000 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ი. ტაბუცაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე, ნ. სხირტლაძე
2000 წლის 15 მარტის განჩინებით შპს „ვ-ის“ დირექტორის ზ. მ-ის საკასაციო საჩივარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, უმოძრაოდ დატოვა და კასატორს ხარვეზის გამოსასწორებლად (ბაჟის გადასახდელად) ვადა 2000 წლის 7 აპრილამდე მისცა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, 2000 წლის 10 აპრილის განჩინებით, საკასაციო პალატამ შპს „ვ-ის“ დირექტორს ზ. მ-ეს ბაჟის გადახდა 2000 წლის 17 აპრილამდე გადაუვიდა.
ვინაიდან, აღნიშნულ ვადაში კასატორის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული, პალატა მიიჩნევს, რომ შპს „ვ-ის“ დირექტორის ზ.მ-ის საკასაEიო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ვ-ის“ დირექტორის ზ. მ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს გა-ნუხილველად.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.