3გ/ად-77-კ 14 სექტემბერი, 2000 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ი. ტაბუცაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე, ბ. მეტრეველი
განიხილა შპს „ა.-ს" საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
საკასაციო პალატამ მოისმინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მაია ვაჩაძის მოხსენება და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ა.-მ" 1999 წლის 15 აპრილს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსაგან მატერიალური ზიანის 599290 აშშ დოლარის ანაზღაურება მოითხოვა, სარჩელის საფუძვლად შპს „ა.-მ" იმ გა-რემოებაზე მიუთითა, რომ 1996-1997 წლებში მან თურქმენეთში 560800 აშშ დოლარის ღირებულების 280,4 ტონა ჩაი გადატვირთა. საქართველომ თურქმენეთისა-გან აღნიშნულ ჩაის ანგარიშში ბუნებრივი აირის დავალიანების ურთიერთჩათვლა, კლირინგი მიიღო, მაგრამ ჩაის საფასური შპს „ა.-სათვის" არ გადაუხდია, თუმEა აღიარებს დავალიანებას. ფულადი ვალდებულებების დროულად შეუსრულებლობისათვის მოსარჩელემ დამატებით 38490 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა. სულ სასარჩელო მოთხოვნამ 599290 აშშ დოლარი შეადგინა.
თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „ა.-ს" სარჩელი დაკმაყოფილდა. სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად შემდეგი გარემოება დაედო:
1996 წლის 21 მარტს მოსარჩელესა და ფინანსთა სამინისტროს შორის პროდუქციის მიწოდების ხელშეკრულება გაფორმდა. ამ ხელშეკრულების საგანი თურქმენეთის მიერ საქართველოსათვის 1995 წელს მიწოდებული ბუნებრივი აი-რის დაუფარაობით წარმოქმნილი დავალიანების დასაფარავად თურქმენეთისათვის ჩაის მიწოდება გახდა. ხელშეკრულებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ იკისრა ვალდებულება შპს „ა.-სათვის" გადატვირთული ჩაის ყოველ ერთ კილოგრამზე აენაზღაურებინა 0,8 აშშ დოლარის ექვივალენტური თანხა საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, მას შემდეგ, რაE შპს „ა.-ს" მიერ წარმოდგენილი იქნებოდა თურქმენეთის მთავრობის მიერ გაცემული დოკუმენტი ჩაის მიღებისა და 1995 წელს წარმოქმნილი ვალის შემEირების შესახებ, ყოველ კილოგრამზე არანაკლებ 2 აშშ დოლარისა.
ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა მისაწოდებელი ჩაის რაოდენობა _ 2000 ტონა, თურქმენეთიდან მიწოდების შესახებ საბუთების წარმოდგენის ვადა _ 1996 წლის 25 მაისი და მხარეთა პასუხისმგებლობა. თბილისის ვაკის რაიონის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1996 წლის 26 ივნისის ¹04/06/242/546 წერილით აღნიშნული ხელშეკრულება ფაქტობრივად შეწყდა, რაE შპს „ა.-ს" მიერ სადავოდ არ გამხდარა. შემდგომში, შპს „ა.-მ" თავისი ინიციატივით ჩაიტანა ჩაის პროდუქცია თურქმენეთში: 1996 წლის 2 ოქტომბერს _ 209,0 ტ, ხოლო 1997 წლის 19 ივნისს _ 71,4 ტ. ჩაის პროდუქცია. შპს „ა.-ს" ჩატანილი ჩაის პროდუქციის ღირებულება თურქმენეთიდან არ მიუღია, რადგან თურქმენეთის მხარემ აღნიშნული ჩაის ღირებულებით საქართველოს შეუმცირა ვალი, 560800 აშშ დოლარი. დოკუმენტაციის მიღების შემდეგ ფინანსთა სამინისტრომ შპს „ა.-ს" მიერ თურქმენეთისათვის ჩაის პროდუქციის მიწოდების ფაქტი მოიწონა და ამით დაადასტურა შპს „ა.-ს" წინაშე არსებული ვალდებულება თურქმენეთში ჩატანილი ჩაის საფასურის გადახდის შესახებ. ამდენად, თბილისის ვაკის რაიონის სასამართლომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შპს „ა.-ს" სასარგებლოდ თურქმენეთისათვის მიწოდებული ჩაის ღირებულების _ 560 800 აშშ დოლარისა და ვადაგადაცილებული თანხის წლიური სამი პროცენტის _ 38490 აშშ დოლარის გადახდა დააკისრა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სააპელაციო საჩივრით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს და თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა. ამასთან, მიუთითა, რომ ფირმა „ა.-მ" ფინანსთა სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულების დარღვევით თურქმენეთში გადატვირთა 280,4 ტ. ჩაი, რომლის ღირებულება ფი-ნანსთა სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1. პუნქტის შესაბამისად შეადგენს 224,3 ათას დოლარს, ანუ 284,2 ათას ლარს. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ცნო ფირმა „ა.-სადმი", ამ უკანასკნელის მიერ თურქმენეთში გადატვირთული ჩაის ღირებულების (284,2 ათასი ლარის ოდენობით) აუნაზღაურებ- ლობით წარმოქმინილი დავალიანება სახელმწიფო საშინაო ვალად, რომლის დაფარვაE მოხდება მას შემდეგ, რაE სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით ამ სახის სახელმწიფო საშინაო ვალის დაფარვისათვის გამოიყოფა შესაბამისი ასიგნებანი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმცო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით საქარათველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაE საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შპს „ა.-ს" სასარგებლოდ 448 480 აშშ დოლარის ექვივალენტური თანხის ეროვნულ ვალუტაში გადახდა დაეკისრა, გადახდის დღისათვის არსებული კურსის შესაბამისად. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექის 166-ე მუხლი და მიიჩნია, რომ სადაო ხელშეკრულება არ შეწყვეტილა, რადგან საქართველოს ფინანსთა სამინიტროს ცალმხრივად არ შეეძლო ხელშეკრულების შეწყვეტა.
ორივე მხარის საკასაციო საჩივრის საფუძველზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმცო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატის 1999 წლის 19 ნოემბრის განჩინებით თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად იგივე სასამართლოს დაუბრუნდა. ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებაში აღინიშნა, რომ საოლქო სასამართლომ არ გამოიყენა სადავო ურთიერთობების მომწესრიგებელი საქართველოს კანონი „სახელმწიფო ვალის შესახებ", რომლის მე-4 თავით განმტკიცებულია ვალებზე სახელმწიფო გარანტიები.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატამ ხელახლა განიხილა ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი და 2000 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით სრულად დააკმაყოფილა იგი. გააუქმა თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება და შპს „ა.-ს" უარი უთხრა სარჩელზე უსაფუძვლობის გამო.
შპს „ა.-ს" დირექტორმა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და თბილისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა. კასატორი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსაგან 599290 აშშ დოლარის სრულად ანაზღაურებას მოითხოვს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგო-რიის საქმეთა საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გადაწყვეტილე-ბის კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსადმი შპს „ა.-ს" 1996 წლის 10 ოქტომბრისა და 1997 წლის 1 ნოემბრის წერილებით (ს. ფ. 85, 124, 132) ფაქტობრივად, განახლდა ურთიერთობა ამ ორ მხარეს შორის იგივე საგანზე, რა გათვალისწინებული იყო 1996 წლის 21 მარტის ხელშეკრულებით, მხოლოდ სხვა პირობებით: თურქმენეთის რესპუბლიკაში 1 კგ ჩაის 2 აშშ დოლარად ჩაბარების სანაცვლოდ _ 1 კგ. ჩაიზე 0,8 აშშ დოლარის ანაზღაურებით, საურავებისა და დამატებითი პირობების გარეშე.
საკასაციო პალატა, ასევე, დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს „ა.-ს" წერილების პასუხად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მიიღო შესრულება, რომლითაE საქართველოს ვალი თურქმენეთის რესპუბლიკისადმი შემცირდა 560800 დოლარით, რომლის შესაბამისად შპს „ა.-სადმი" მისმა დავალიანებამ (209 ტ. + 71,4 ტ.)X0.8 აშშ დოლარი)=224 320 აშშ დოლარი შეადგინა, რაE „სახელმწიფო ვალის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ა" ქვეპუნქტის შესაბამი-სად გადაანგარიშებულ იქნა ეროვნულ ვალუტაზე, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ვალის აღების თარიღისათვის დადგენილი გაEვლის ოფიციალური კურსით და ამავე კანონის 48-ე მუხლის „დ" ქვეპუნქტის შესაბამისად აღიარებულ იქნა სახელმწიფო საშინაო ვალად.
ამდენად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს თბილისის საოლქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მხარეთა შორის გარიგება არ დადებულა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვალდებულება არ წარმოჰქმნია. ასევე, ვერ დაეთანხმება კასატორს, რომ მის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან დადებული გარიგება 1კგ ჩაიზე _ 2 აშშ დოლარით ანაზღაურებას ითვალისწინებდა. საკასაციო პალატა მოწინააღმდეგე მხარის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ „სახელმწიფო ვალის შესახებ" საქართველოს კანონის 48-ე მუხლის „დ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებუ-ლებების დაფარვის წესი, ამ მუხლით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებებისაგან განსხვავებით, დადგენილი არ არის, რის გამოE საქართველოს სამოქალაქო კო-დექსის 365-ე მუხლის შესაბამისად, შპს „ა.-ს" ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისი შესრულება, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შეუძლია იგი დაუყოვნებლივ შეასრულოს.
ამასთან, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს რა იმ გარემოებას, რომ 2000 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტმა სეკვესტრი განიცადა, ხოლო „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ" საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ვალის სიდიდე მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში მტკიცდება, მიაჩნია, რომ შპს „ა.-ს" საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლებით,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ა.-ს" საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. შპს „ა.-ს" სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შპს „ა.-ს" სასარგებლოდ გადახდეს 284200 ლარი.
4. დაკისრებული თანხის გადახდა მოხდეს ეტაპობრივად 2001 წლის 1 იანვრიდან 1 ივლისამდე.
5. შპს „ა.-ს" საკასაციო საჩივრისათვის დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ნახევრის 2500 ლარის გადახდა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.