Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

3გ/ად-15-კ თებერვალი, 2000 წელი

ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: ი.ტაბუცაძე

მოსამართლეები: მ.ვაჩაძე, ნ.კლარჯეიშვილი

შეამოწმა საქართველოს პარლამენტის წევრების: ზ.ტ-ისა და სხვათა განცხადების დასაშვებობა, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 1999 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც შპს „...ს“ ბიჯეტისადმი თბილისის რეგიონალური საბაჟოს სასარგებლოდ დაეკისრა 3 621 805 აშშ დოლარის ექვივალენტისა და 3 716 ლარის გადახდა. ამავე დროს, ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 30 ოქტომბრის დადგენილება სამეწარმეო რეესტრში შპს „...ის“ ცვლილებების რეგისტრაციის შესახებ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების წანამძღვრები, რომლებსაც ზუსტად განსაზღვრავს ამავე კოდექსის 423-ე მუხლი.

წარმოდგენილი განცხადება არ ეფუძნება ამ მუხლით გათვალისწინებულ არცერთ გარემოებას. მტკიცებულებები, რომლებზეც მიუთითებენ საქართველოს პარლამენტის წევრები, სათანადოდ იქნა გამოკვლეული და შეფასებული როგორც თბილისის საოლქო სასამართლოს, ისე საქართელოს უზენაესი სასამართლოს მიერ, ხოლო ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ცნობილი გახდა შპს „...ისათვის“ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შგემდეგ და საქმის განხილვის დროს რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას, განცხადებაში არ არის მითითებული.

ამასთან, პალატა განმცხადებელთა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია ბათილად ცნოს კანონის დარღვევით შესრულებული სანოტარო ჩანაწერი და სასამართლოს დადგენილება, სამეწარმეო რეესტრში ცვლილებების ლეგისტრაციის შესახებ, მიუხედავად იმისა, დადგება თუ არა თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობა მოცემულ ქმედებათა განხორციელებისათვის.

პალატას ასევე მიაჩნია, რომ განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, შეტანილია არაუფლებამოსილ პირთა მიერ, რითაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე მუხლის შესაბამისად, დარღვეულია ამავე კოდექსის მესამე მუხლის (დისპოზიციურობის პრინციპი) მოთხოვნა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლით, პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს პარლამენტის წევრა: ზ.ტ-ისა და სხვათა განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებაა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 1999 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.