Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

3გ/ად-32 1 თებერვალი, 2000 წელი

ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით

თავმჯდომარე: ი.ტაბუცაძე

მოსამართლეები: ნ.კლარჯეიშვილი, ნ.სხირტლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კასატორის თელავის ¹.. ეროვნულ-ექსპერიმენტული საშუალო სკოლის დირექტორის ქ-ნ ა.მ-ის საკააციო საჩივარი საქართველოს განათლების სამინისტროს მიმართ, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 1999 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და სადავო აქტის – საქართველოს განათლების სამინისტროს 1999 წლის 26 აგვისტოს და ¹487 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე.

საკასაციო სასამართლომ მოსამართლე ნ.კლარჯეიშვილის მოხსენების მოსმენით, საკასაციო საჩივრის შემოწმებისა და საქმის მასალების შესწავლით დადგენილად ცნო:

თელავის ¹.. ეროვნულ-ექსპერიმენტული საშუალო სკოლა გაიხსნა 1990 წლის 28 ნოემბრის თელავის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ¹1157 გადაწყვეტილებით (ს.ფ.9-..) და დროებით, იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, განთავსდა ¹52 პროფტექნიკური სასწავლებლის საერთო საცხოვრებელში, ხოლო 1997-98 სასწავლო წელს, ერთი წლით დაეთმო იმავე პროფტექნიკური სასწავლებლის სასწავლო კორპუსის ნაწილი. საქართველოს განათლების სამინისტრომ 1991 წლის 1 ნოემბრის ¹502 ბრძანებით დაამტკიცა აღნიშნული სკოლა, რომელიც იყო სახელმწიფო ბიუჯეტზე, უფასო (ს.ფ.7). შტატების შემცირების მოტივით, 1998 წლის 21 ივლისს თელავის რაიონის საკრებულოს გამგეობამ ¹94 დადგენილებით გააუქმა თელავის ¹.. ეროვნულ-ექსპერიმენტული სკოლა (ს.ფ.11), რაც სკოლის დირექტორმა ა.მ-მა გაასაჩივრა თელავის რაიონის სასამართლოში (ს.ფ.4-5). თელავის რაიონის გამგეობის აქტთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების სამინისტროს კომისიამ 1999 წლის 10-12 თებერვალს შეამოწმა ¹.. თელავის ეროვნულ-ექსპერიმენტული სკოლა და მიუხედავად გამოვლენილი დარღვევებისა, გამგეობის ¹94 დადგენილება უფლებამოსილების გადამეტებად ჩათვალა და მისი გაუქმების მიზნით საჭიროდ მიიჩნია საქართველოს განათლების სამინისტროს მხრიდან საკითხის აღძვრა (ს.ფ.12-14). ამასთან, საქართველოს განათლების სამინისტროს კომისიის დასკვნაში საგანგებოდაა აღნიშნული, რომ „მიუხედავად ადგილობრივი მმართველობის ორგანოების ზეწოლისა, 1998-99 სასწავლო წელს სკოლამ მაინც განაგრძო ფუნქციონირება 62 მოსწავლით“. 1999 წლის 26 აგვისტოს საქართველოს განათლების სამინისტრომ ¹487 ბრძანებით დააკმაყოფილა თელავის რაიონის განათლების განყოფილების თხოვნა (რომელიც საქმში წარმოდგენილი არ არის) და 30 აგვისტოდან გააუქმა თელავის ¹.. ეროვნულ-ექსპერიმენტული საშუალო სკოლა (ს.ფ.6). სკოლის დირექტორმა აღნიშნული ბრძანება მიიჩნია უკანონოდ და მისი ბათილად ცნობის მოთხოვნით სარჩელი აღძრა თბილისის საოლქო სასამართლოში.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ სარჩელი არ დააკმაყოფილა და სადავო აქტი-თელავის ¹.. ეროვნულ-ექსპერიმენტული სკოლის გაუქმების შესახებ საქართველოს განათლების სამინისტროს ¹487 ბრძანება კანონიერად ჩათალა შემდეგ გარემოებათა გამო:

ზოგადი განათლება არის უწყვეტი საგანმანათლებლო სისტემის ძირითადი რგოლი. ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლებში უნდა ხორციელდებოდეს საშჯალო ზოგადსაგანმანათლებო პროგრამა, რომელიც უნდა შეიცავდეს სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტით დადგენილ სავალდებულო მინიმუმს და მათი შესრულება აუცილებელია ლიცენზიის მქონე ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის. საქართველოს განათლების სამინისტრო ატარებს ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას განათლების სფეროში და უფლებამოსილია გააკონტროლოს სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტების შესრულება. საქართველოს განათლების სამინისტროს კომისიის შემოწმების დასკვნით, სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ¹.. თელავის სკოლა წლების მანძილზე არ ასრულებდა ერთიან საგანმანათლებლო სტანდარტს და შესაბამისად, განათლების სამინისტრომ ჩათვალა, რომ სკოლის მიერ გაცემული საშუალო განათლების ატესტატი არასრულფასოვანია. „განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნექტით, საქართველოს განათლების სამინისტრო ახდენს საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტაციას, ხოლო „ი“ ქვეპუნქტის მიხედვით, უფლებამოსილია „სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტების შეფუსრულებლობის შემთხვევაში, ატესტაციის საფუძველზე, გააუქმოს საგანმანთლებლო დაწესებულების (გარდა უმაღლესისა) აკრედიტაცია“, რაც იწვევს სასწავლებლის ლიკვიდაციას. სასამართლო კოლეგიამ ჩათვალა რომ განათლების სამინისტროს კომისიამ შეისწავლა რა ¹.. სკოლის საქმიანობა, წარმოდგენილ მასალებზე დაყრდნობით სამინისტრომ მოახდინა სკოლის ატესტაცია და შემდგომ ამისა, თავის კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი აქტის ფორმის, მიღებისა და ძალაში შესვლის წესების დაცვით გამოსცა სადავო ბრძანება. ამდენად, სასამართლო კოლეგიამ უსაფუძვლობის მოტივით უარი უთხრა მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

კასატორის – თელავის ¹.. ეროვნულ-ექსპერიმენტული სკოლის დირექტორის ა.მ-ის აზრით, სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, სარეზოლუციო ნაწილი ლოგიკურად არ გამომდინარეობს აღწერილობითი ნაწილიდან, დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ა“ პუნქტი და სასამართლოს გადაწყვეტილება ისევე უკანონოა, როგორც საქართველოს განათლების სამინისტროს სადავო აქტი, ვინაიდან სამინისტრო შეეცადა თავისი ბრძანებით დაეკანონებინა თელავის რაიონის გამგეობის მიერ ერთი წლით ადრე გამოტანილი უკანონო დადგენილება, ხოლო სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტების შეუსრულებლობის თაობაზე, სკოლისადმი წაყენებულ დაუსაბუთებელ პრეტენზიას ა.მ-ი უარყოფს შემდეგი საფუძვლებით:

განათლების განყოფილება სტანდარტული სასწავლო გეგმის მიხედვით, ყოველწლიურად ადგენს სატარიფიკაციო სიებს, რომლის საათობრივ განაწილებას, თავისი შეხედულებით თავად სკოლის დირექტორი ახდენდა და სასწავლო ექსპერიმენტსაც სწორედ ეს წარმოადგენდა. საბჭოთა სკოლისაგან განსხავებით, მაღალ კლასებში შემოიღეს საგნების შერჩევითი სწავლება, ფაკულტატური საათები, რამაც გაამართლა და შედეგად უდისციპლინობა-გაცდენა მინიმუმამდე დავიდა. სასწავლო ექსპერიმენტისა და სპეციალიზებული სასკოლო პროგრამის განხორციელების მიზნით, ¹.. სკოლამ კავშირი დაამყარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვ.კ-ის სახ. ფიზიკა-მათემატიკის რესპუბლიკურ საშუალო სკოლა-ინტერნატთან. კოლაში 33 პედაგოგიდან 6 უმაღლესი კატეგორიისა, 24 – პირველი კატეგორიის. ამასთან, ი.გოგებაშვილის სახ. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ცნობით, უნივერსიტეტში ამჟამად სწავლობს და უკვე დაამთავრა ¹.. სკოლის სულ 32-მა კურსდამთავრებულმა, აქედან 5-მა დაამთავრა წარჩინების დიპლომით, 2-ხუთოსანია. ამდენად, კასატორი თვლის, რომ ¹.. ეროვნულ-ექსპერიმენტული სკოლის ატესტატის არასრულფასოვნების შესახებ პრეტენზია მცდარი და დაუსაბუთებელია. განათლების სამინისტრომ სადავო ბრძანება გამოსცა საკითხის სათანადო მომზადება-შემოწმების გარეშე, რაც კანონის დარღვევა და ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველია. რაც შეეხება სკოლის მცირეკომპლექტიანობას, რომ სკოლაში 62 მოსწავლეა, რითაც ირღვევა განათლების სამინისტროს 1996 წლის 21 ივნისის ¹3054 ბრძანების მოთხოვნა, სკოლის მცირეკომპლექტიანობა გამოიწვია ადგილობრივი მმართველობის ორგანოთა მიერ სკოლის დისკრედიტაციამ და მშობლებზე ზეწოლამ, რასაც თვით განათლების სამინისტროს კომისიაც აღიარებდა.

მოწინააღმდეგე მხარის-საქართველოს განათლების სამინისტროს აზრით, თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება ისევე, როგორც განათლების სამინისტროს სადავო ბრძანება, კანონიერია და ძალაში უნდა დარჩეს შემდეგი მოტივებით:

¹.. სკოლა თავდაპირველად გაიხსნა სკოლის ადმინისტრაციის ინიციატივით, ადგილობრივი მმართველობის ორგანოთა და განათლების სამინისტროს ბრძანების გარეშე, რითაც უხეშად დაირპღვა კანონი „განათლების შესახებ“. სკოლას არ აქვს დებულება და თავისი შენობა (ფართი); სკოლის დირექტორს წლების მანძილზე სტანდარტული სასწავლო გეგმების საათობრივ განაწილებაში თვითნებურად შეჰქონდა ცვლილებები; ყველასათვის სავალდებულო არ იყო ფიზიკის, ქიმიისა და სხვა საგნების სწავლება, სკოლა არ ასრულებდა ერთიან საგანმანათლებლო სტანდარტებს, რის გამოც მისი ატესტატი არასრულფასოვანია. სკოლა მცირეკომპლექტიანია. იგი გაიხსნა, როგორც ექსპერიმენტული, მაგრამ არავითარი ექსპერიმენტი არ ჩატარებულა.

საქმის მასალების შესწავლის, სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთებულობისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს განათლების სამინისტროს ბრძანება ¹487 და ახალი გადაწყვეტილების მიღებით უნდა გაუქმდეს თბილსის საოლქო სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილება ვინაიდან სასამართლომ არ გამოიყენა კანონის ის ნორმა, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კერძოდ:

სასამართლო კოლეგიამ სწორად მიუთითა „განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლზე, რომლის თანახმადაც საქართველოს განათლების სამინისტრო ატარებს ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას განათლების სფეროში, ამტკიცებს სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტებს და კონტროლს უწევს მათ შესრულებას, ახდენს საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციას და ამავე მუხლის მე-4 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის მიხედვით: „უფლებამოსილია სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ატესტაციის საფუძველზე, გააუქმოს საგანმანათლებლო დაწესებულების (გარდა უმაღლესისა) აკრედიტაცია“, მაგრამ სასამართლო კოლეგიამ არასწორად მიიჩნია, რომ განათლების სამინისტროს კომისიის შემოწმება წარმოადგენდა კანონით გათვალისწინებულ ატესტაციას და საკმარისად ჩათვალა იგი სკოლის აკრედიტაციის გასაუქმებლად ისე, რომ არ გამოიყენა კანონის სპეციალური ნორმა, მუხლი 27-ე საგანმანათლებლო დაწესებულებათა ატესტაცია-აკრედიტაციის შესახებ, რომლის მიხედვითაც ატესტაცია-აკრედიტაციას დადგენილი წესითა და პირობებით ატარებენ უფლებამოსილი ორგანოები: საგანთველოს განათლების სამინისტრო (კანონის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი) ან სასკოლო ოლქის სამმართველო (კანონის 21-ე მუხლის, მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი). თუ ატესტაციას შედეგად უარყოფითი დასკვნა მოჰყვა, კანონის 27-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, საგანმანათლებლო დაწესებულებას უფლება აქვს მოითხოვოს ხელახალი ატესტაციის ჩატარება 6 თვის შემდეგ, რაც უნდა ჩატარდეს იმავე სასწავლო წლის განმავლობაში, თუ სასწავლო წლის დამთავრებამდე ერთი თვე მაინც არის დარჩენილი. მაგრამ, თუ სათანადო ორგანო ვერ უზრუნველყოფს დადგენილ ვადაში ხელახალი ატესტაციის ჩატარებას. ატესტაციის შედეგები დადებითად ჩაითვლება, შესაბამისად კანონის 27-ე მუხლის მე-9 პუნქტისა. „განათლების შესახებ“ კანონის 27-ე მუხლის მე-12 პუნქტი იმპერატიულად და ამომწურავად განსაზღვრავს საგანმანათლებო დაწესებულებათა აკრედიტაციის გაუქმების საფუძვლებს:

ა) ლიცენზიის გაუქმება;

ბ) იმ პროფესიის ან სპეციალობის გაუქმება, რომლის მიღებაც დასტურდებოდა მისი სახელმწიფო საგანმანათლებლო სერთიფიკატით;

გ) თუ ატესტაციის ჩატარებისას მიღებული უარყოფითი დასკვნიდან ერთი წლის შემდეგ ჩატარებული სავალდებულო ატესტაციის დასკვნა კვლავ უარყოფითია.

თელავის ¹.. ეროვნულ-ექსპერიმენტული სკოლის გაუქმების დროს კი, არათუ განმეორებითი სავალდებულო ატესტაცია, არამედ კანონით გათვალისწინებული პირველადი ატესტაციაც არ ჩატარებულა, ამიტომ განათლების სამინისტროს ¹487 ბრძანდება უკანდონოა. საქართველოს განათლების სამინისტრომ სადავო აქტის გამოცემისა და თელავის ¹.. სკოლის აკრედიტაციის გაუქმების დროს უხეშად დაარღვია „განათლების შესახებ“ კანონის მე-18 და 27-ე მუხლებით, ასევე „საქართელოს განათლების სამინისტროს დებულების“ 2.17 მუხლით გათვალისწინებული ნორმები, საკითხის არსებითი შესწავლისა და დადგენილი სავალდებულო პროცედურის დაუცველად გააუქმა სკოლა, რითაც ფაქტობრივად ლეგიტიმაცია მოახდინა თელავის რაიონის საკრებულოს გამგეობის 1998 წლის 21 ივლისის უკანონო ¹94 დადგენილებისა შტატების შემცირების მოტივით სკოლის გაუქმების შესახებ.

გარდა ამისა, საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სადავო ¹487 ბრძანებით გარდა „განათლების შესახებ“ კანონისა, დარღვეულია „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნები იმის თაობაზე, რომ ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი მიიღება ნორმატიული აქტის საფუძველზე, მის მიერ დადგენილ ფარგლებში და ამიტომ სადავო აქტში მითითებული უნდა იყოს, თუ რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და რის შესასრულებლად გამოიცა იგი. სადავო აქტის საქართველოს განათლების სამინისტროს ¹487 ბრპძანების სამართლებრივ საფუძვლად თელავის რაიონის განათლების განყოფილების 1999 წლის 30 აგვისტოს თხოვნაზე მითითება (რომელი, როგორც აღვნიშნეთ, საქმეში არ არის წარმოდგენილი) უკანონოა, ვინეაიდან „განათლების შესახებ“ კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამგვარი მოთხოვნით სამინისტროსადმი მიმართვა ადგილობრივი თვითმმართველობის განათლების განყოფილების კომპეტენციას სცილდება. იგი უფლებამოსილია მხოლოდ სასკოლო ოლქს წარუდგინოს სახელმწიფო საბაზო საგანმანათლებლო დაწესებულების დ ირექტორის კანდმიდატურა, დანიშნოს სახელმწიფო სკოლამდელი და დაწყებითი საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი, ასევე ვალდებულია საგანმანათლებლო დაწესებულებას შეუქმნას სასწავლო პროცესის განხორციელების, სკოლისგარეშე აღზრდისა და დასვენების აუცილებელი პირობები.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ¹..-ე თელავის ეროვნულ-ექსპერიმენტული საშუალო სკოლის გაუქმების შესახებ საქართველოს განათლების სამინისტროს ¹487 ბრძანების გამოცემა მოხდა საკითხის არსებითად შესწავლა-მომზადებისა და „განათლების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული სავალდებულო პროცედურის უხეში დარღვვით, რაც უკანონო აქტის ბათილად ცნობის საფუძველია. საკასაციო პალატას ასევე მიაჩნია, რომ თბილისის საოლქო სასამართლომ საქმის განხილვა-გადაწყვეტის დროს არ გამოიყენა კანონის ის სპეციალური ნორმა, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რის გამოც გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს კასატორს – თელავის ¹.. ეროვნულ-ექსპერიმენტული საშუალო სკოლის დირექციას, რომ „განათლების შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტების შესრულება სავალდებულოა ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის და კანონის მე-15 მუხლის მე-4-5 პუნქტის თანახმად, მართალია, სკოლა ავტონომიური იურიდიული პირია, რომელსაც აქვს წესდება და დამოუკიდებლად წარმართავს სასწავლო პროცესს, მაგრამ სწავლება უნდა მიმდინარეობდეს საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ რეკომენდებული საგანმანათლებლო პროგრამების, ზოგადი მეთოდიკის, სახელმძღვანელოებისა და დამხმარე ლიტერატურის შესაბამისაპდ.

საკასაციო პალატამ ხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის I, II ნაწილით, 389-ე, 399, 409, 411-ე, 413-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. დაკმაყოფილდეს კასატორის თელავის ¹.. ეროვნულ-ექსპერიმენტული სკოლის დირექტორის ა.მ-ის საკასაციო საჩივარი;

2. გაუქმდეს დთბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 1999 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

3. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს განათლების სამინისტროს 1999 წლის 26 აგვისტოს ¹487 ბრძანება თელავის ¹.. ეროვნულ-ექსპერიმენტული სკოლის გაუქმების თაობაზე;

4. საქართველოს განათლების სამინისტროს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 30 ლარის კასატორის სასარგებლოდ გადახდა;

5. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება;

6. გადაწყვეტილება დადგენილი წესით გადაეცათ მხარეებს, საქმე დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს.