საქმე ¹ბს-1538-1517(2კ-11) 04 აპრილი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. ქუთაისის მერიისა და ნ. ფ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 31 აგვისტოს განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
24.01.11წ. ნ. ფ-მა სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების – ლ. გ-ისა და ნოტარიუს დ. ხ-ის მიმართ, დახარჯული თანხების დაბრუნების, 31.01.05წ. პრივატიზაციის ხელშეკრულებისა და რეგისტრაციის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქალაქო სასამართლოს 28.01.10წ. განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ქ. ქუთაისის მერია და ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახური.
მოსარჩელემ გამოიხმო სასარჩელო მოთხოვნა თახნების დაკისრების ნაწილში და მოითხოვა 31.01.05წ. პრივატიზაციის ხელშეკრულებისა და რეგისტრაციის ბათილად ცნობა.
16.02.11წ. ქ. ქუთაისის მერიამ სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების – ლ. გ-ის, ნორატიუს დ. ხ-ისა და ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, 31.01.05წ. პრივატიზაციის ხელშეკრულებისა და რეგისტრაციის ბათილად ცნობისა და ქ. ქუთაისში, ... ¹59-ში მდებარე 61კვ.მ ფართის ქ. ქუთაისის თვითმმართველობის საკუთრებად აღრიცხვის მოთხოვნით.
საქალაქო სასამართლოს მიერ მითითებული ადმინისტრაციული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 28.04.11წ. გადაწყვეტილებით ნ. ფ-ისა და ქ. ქუთაისის მერიის სარჩელები არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. ქუთაისის მერიისა და ნ. ფ-ის მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.08.11წ. განჩინებით ქ. ქუთაისის მერიისა და ნ. ფ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს 28.04.11წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. ქუთაისის მერიამ და ნ. ფ-მა, რომლებმაც სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება მოითხოვეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ქუთაისის მერიისა და ნ. ფ-ის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. ქუთაისის მერიისა და ნ. ფ-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, კასატორ ნ. ფ-ის წარმომადგენელს – მ. ჩ-ს (პირადი ნომერი ...) სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 30.11.11წ. ¹11 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. ქუთაისის მერიისა და ნ. ფ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.08.11წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. კასატორ ნ. ფ-ის წარმომადგენელს – მ. ჩ-ს (პირადი ნომერი ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 30.11.11წ. ¹11 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
ნ. ქადაგიძე