ბს-136-135(2კ-12) 10 აპრილი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. ქუთაისის მერიისა და ე. უ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ნოემბრის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე ნ. გ-ს სარჩელისა გამო ქ. ქუთაისის მერიის მიმართ და მესამე პირის - ე. უ-ს მონაწილეობით).
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ნ. გ-მ სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების: ქ. ქუთაისის მერიისა და თვითმმართველი ქალაქი ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მიმართ და მოითხოვა თვითმმართველი ქალაქი ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის 2010 წლის 2 ნოემბრის ¹510 და თვითმმართველი ქალაქი ქუთაისის მერიის 2010 წლის 5 ნოემბრის მშენებლობის ნებართვის ¹001628 ბრძანების ბათილად ცნობა (იხ. ტ.1; ს.ფ. 1-13).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 12 ივლისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება ე. უ-ს (იხ. ტ.1; ს.ფ. 37-38).
შესაგებლებით სარჩელი არ ცნო მესამე პირმა ე. უ-მ და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ტ.1; ს.ფ. 52-65).
სარჩელი არ ცნო არც მოპასუხე ქ. ქუთაისის საკრებულომ (იხ. ტ.1; ს.ფ. 177-185).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. გ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის 2010 წლის 2 ნოემბრის ¹510 ბრძანება და ქ. ქუთაისის მერიის 2010 წლის 5 ნოემბრის მშენებლობის ¹001628 სანებართვო მოწმობა; ქ. ქუთაისის საკრებულოს და ქ. ქუთაისის მერიას დაევალა კანონით დადგენილი წესით და ვადაში ე. უ-ს მიერ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის სამშენებლო დოკუმენტის - პროექტის შესათანხმებლად ახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისას მოიწვიოს მოსარჩელე ნ. გ-ა და მხარეთა მიერ მიცემული ახსნა-განმარტებების, მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში მათი შეფასების, საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის ¹57 დადგენილებით ,,დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტროს 2008 წლის 8 ივლისის ¹1-1/1254 ბრძანებითა და საკითხის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამომცემის პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (იხ. ტ.1; ს.ფ. 204-212)
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. გ-მ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება (იხ. ტ.1; ს.ფ. 232247).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ასევე ქ. ქუთაისის მერიამ და ქ. ქუთაისის საკრებულომ და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ტ.1; ს.ფ. 248-257; 258-267).
სააპელაციო შესაგებლებით ნ. გ-მ ქ. ქუთაისის მერიისა და ქ. ქუთაისის საკრებულოს სააპელაციო საჩივრები არ ცნო (იხ. ტ.2; ს.ფ. 21-30).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ნოემბრის განჩინებით ე. უ-ს, ქ. ქუთაისის მერიისა და ქ. ქუთაისის საკრებულოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება (იხ. ტ.2; ს.ფ. 53-62).
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ქუთაისის მერიამ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ტ.2; ს.ფ. 72-79).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ასევე ე. უ-მაც და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ტ.2; ს.ფ. 81-92).
საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 10 თებერვლის განჩინებებით ქ. ქუთაისის მერიისა და ე. უ-ს საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ტ.2; ს.ფ. 116-117; 118-119).
ნ. გ-მ მოსაზრებით მოითხოვა საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა (იხ. ტ.2; ს.ფ. 123-130).
კასატორებს მოსაზრებები საკასაციო საჩივართან დაკავშირებით არ წარმოუდგენიათ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. ქუთაისის მერიისა და ე. უ-ს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ისინი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორების _ ქ. ქუთაისის მერიისა და ე. უ-ს საკასაციო საჩივრები არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორებმა ვერ დაასაბუთეს თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორების _ ქ. ქუთაისის მერიისა და ე. უ-ს მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ქ. ქუთაისის მერიისა და ე. უ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. ქუთაისის მერიისა და ე. უ-ს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ უნდა იქნენ დაუშვებლად.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო სამართალურთიერთობის იდენტური კონფლიქტები არაერთგზის არის გადაწყვეტილი საერთო სასამართლოების მიერ, რომლებსაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მისცა სამართლებრივი შეფასებები და რომელთა დამაჯერებელ სამართლებრივ კრიტიკას არ შეიცავენ საკასაციო საჩივრები. შესაბამისად, დადგენილია სასამართლო პრაქტიკა, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების არასრულფასოვნად ჩატარებას სავალდებულო მესამე პირთა წარმოებაში არ მოწვევის და შესაბამისად, სადავო აქტის კანონიერების საკითხს მრავალჯერ მიეცა სათანადო სამართლებრივი შეფასება. კერძოდ, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე ადმინისტრაციულ საქმეზე ბს-680-674(კ-11) ლ. ა-ის საკასაციო საჩივრისა გამო ქ. თბილისის მერიისა და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიმართ).
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს _ ე. უ-ს სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. ქუთაისის მერიისა და ე. უ-ს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნენ დაუშვებლად;
2. კასატორს _ ე. უ-ს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 2012 წლის 17 იანვარს (სალაროს შემოსავლის ორდერი ¹...) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% _ 210 ლარი სს ბანკ “რესპუბლიკის” მეშვეობით;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.