ბს-139-138 (კ-12) 4 აპრილი, 2012წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თვითმმართველ ქალაქ რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შ. ჭ-მა 24.02.11 წ. სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების _ თვითმმართველ ქალაქ რუსთავის მერიისა და თვითმმართველ ქალაქ რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ, რომლითაც თვითმმართველ ქალაქ რუსთავის მერიის 22.12.10 წ. ¹1079 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ასევე ზედამხედველობის სამსახურის 22.10.10 წ. ¹43 მითითების, 29.10.10 წ. შემოწმების აქტისა და ამავე თარიღის ¹42 დადგენილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 30.06.11 წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით შ. ჭ-მა გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატი 16.11.11 წ. გადაწყვეტილებით შ. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 30.06.11 წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. შ. ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი თვითმმართველ ქალაქ რუსთავის მერიის 22.12.10 წ. ¹1079 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ასევე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თვითმმართველ ქალაქ რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 29.10.10 წ. ¹42 დადგენილება და დაევალა თვითმმართველ ქალაქ რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურს საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შედეგად გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.11.11 წ. გადაწყვეტილება თვითმმართველ ქალაქ რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა გაასაჩივრა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თვითმმართველ ქალაქ რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი. ამდენად, თვითმმართველ ქალაქ რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თვითმმართველ ქალაქ რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.11.11 წ. გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.