Facebook Twitter

ბს-1443-1425(კ-11) 19 აპრილი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე

პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ შპს ,,...ი”

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) _ 1) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; 2) სსიპ შემოსავლების სამსახური

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 18 ივლისის განჩინება

განხილვის საგანი _ სარჩელზე უარი

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2010 წლის 30 დეკემბერს შპს ,,...მა” სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონული ცენტრისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, შპს ,,...ი” ახორციელებდა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანზიტულ სარკინიგზო გადაზიდვას. 2010 წელს ქალაქ ბათუმში გადაზიდულ ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ნაწილთან მიმართებაში შპს ,,...ს” ბათუმის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექცია) საქართველოს საბაჟო კოდექსის 242-ე მუხლის საფუძველზე წარუდგინა საბაჟო შეტყობინებები, რომლის თანახმად, ვაგონებიდან მიღებული ტვირთის საერთო რაოდენობა აღემატებოდა ტვირთის თანმხლებ დოკუმენტაციაში მითითებულ რაოდენობას.

მოსარჩელის მოსაზრებით, იმის გათვალისწინებით, რომ პროცენტულად დანაკლისი არ აღემატებოდა იდენტური სახეობისა და რაოდენობის ტვირთის აზომვის დროს ე.წ. გოსტ 2697686-ით დაშვებულ ცდომილებას, შპს ,,...ზე” არსებული დარიცხვა მოქმედი კანონმდებლობისა და სტანდარტების დარღვევას წარმოადგენდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ბათუმის რეგიონალური ცენტრის 2010 წლის 19, 21, 25, 26 ოქტომბრისა და 3, 9, 10 ნოემბრის სამართალადარღვევის ¹044577, ¹044578, ¹044580, ¹044581, ¹044582, ¹044591, ¹044585, ¹044586, ¹044587, ¹044590, ¹044593, ¹044594, ¹044595, ¹044596, ¹044597, ¹044598, ¹044599, ¹044608, ¹044609, ¹044610, ¹044611, ¹044613, ¹044614, ¹044615, ¹044616, ¹044617, ¹044618, ¹044623, ¹044624, ¹044626, ¹044627, ¹044628, ¹044629, ¹044632, ¹044634, ¹044646, ¹044643 და ¹044647 ოქმების, აღნიშნული სამართალდარღვევის ოქმების საფუძველზე შედგენილი 2010 წლის 19, 21, 25, 26 ოქტომბრისა და 2, 9, 10 ნოემბრის ¹604/2146/10, ¹604/2120/10, ¹604/2121/10, ¹6042145/10, ¹604/2146/10, ¹604/2147/10, ¹604/2150/10, ¹604/2151/10, ¹604/2152/10, ¹604/2200/10, ¹604/2201/10, ¹604/2229/10, ¹604/2230/10, ¹604/2231/10, ¹604/2232/10, ¹604/2233/10, ¹604/2234/10, ¹604/2286/10, ¹604/2310/10, ¹604/2311/10, ¹604/2312/10, ¹604/2313/10, ¹604/2315/10, ¹604/2316/10, ¹604/1317/10, ¹604/2362/10, ¹604/2363/10, ¹604/2364/10, ¹604/2391/10, ¹604/2392/10, ¹604/2394/10, ¹604/2395/10, ¹604/2396/10, ¹604/2397/10, ¹604/2470/10, ¹604/2513/10, ¹604/2549/10, ¹604/2554/10, ¹604/2555/10 საბაჟო შეტყობინებების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 24 ნოემბრის ¹2321, ¹2322, ¹2323, ¹2324 ბრძანებებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2010 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით შპს ,,...ის” სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,...მა”. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 18 ივლისის განჩინებით შპს ,,...ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 18 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,...მა”. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 10 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს ,,...ის” საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 1 დეკემბრის განჩინებით შპს ,,...ის” საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის საფუძველზე და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2012 წლის 12 იანვარს 12:15 საათზე.

2012 წლის 19 აპრილის სასამართლო სხდომაზე კასატორის _ შპს ,,...ის” წარმომადგენელმა გედევან ფოფხაძემ უარი თქვა სარჩელზე და საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა. ამასთან, მან 2012 წლის 19 აპრილს ამავე შინაარსის წერილობითი შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 19 აპრილის საოქმო განჩინებით სარჩელზე უარის თქმისა და საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე შპს ,,...ის” შუამდგომლობის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო მოსარჩელე შპს ,,...ის” შუამდგომლობას სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და მიიჩნევს, რომ აღნიშნული შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და შეწყდეს მოცემული საქმის წარმოება.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე დავის საგანს ბათუმის რეგიონალური ცენტრის 2010 წლის 19, 21, 25, 26 ოქტომბრისა და 3, 9, 10 ნოემბრის სამართალადარღვევის ¹044577, ¹044578, ¹044580, ¹044581, ¹044582, ¹044591, ¹044585, ¹044586, ¹044587, ¹044590, ¹044593, ¹044594, ¹044595, ¹044596, ¹044597, ¹044598, ¹044599, ¹044608, ¹044609, ¹044610, ¹044611, ¹044613, ¹044614, ¹044615, ¹044616, ¹044617, ¹044618, ¹044623, ¹044624, ¹044626, ¹044627, ¹044628, ¹044629, ¹044632, ¹044634, ¹044646, ¹044643 და ¹044647 ოქმების, აღნიშნული სამართალდარღვევის ოქმების საფუძველზე შედგენილი 2010 წლის 19, 21, 25, 26 ოქტომბრისა და 2, 9, 10 ნოემბრის ¹604/2146/10, ¹604/2120/10, ¹604/2121/10, ¹6042145/10, ¹604/2146/10, ¹604/2147/10, ¹604/2150/10, ¹604/2151/10, ¹604/2152/10, ¹604/2200/10, ¹604/2201/10, ¹604/2229/10, ¹604/2230/10, ¹604/2231/10, ¹604/2232/10, ¹604/2233/10, ¹604/2234/10, ¹604/2286/10, ¹604/2310/10, ¹604/2311/10, ¹604/2312/10, ¹604/2313/10, ¹604/2315/10, ¹604/2316/10, ¹604/1317/10, ¹604/2362/10, ¹604/2363/10, ¹604/2364/10, ¹604/2391/10, ¹604/2392/10, ¹604/2394/10, ¹604/2395/10, ¹604/2396/10, ¹604/2397/10, ¹604/2470/10, ¹604/2513/10, ¹604/2549/10, ¹604/2554/10, ¹604/2555/10 საბაჟო შეტყობინებების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 24 ნოემბრის ¹2321, ¹2322, ¹2323, ¹2324 ბრძანებებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2010 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 12 მარტის ¹3558 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 24 ნოემბრის ¹2321, ¹2322, ¹2323, ¹2324 ბრძანებები და ბათუმის რეგიონალური ცენტრის 2010 წლის 19, 21, 25, 26 ოქტომბრისა და 2, 9, 10 ნოემბრის ¹604/2146/10, ¹604/2120/10, ¹604/2121/10, ¹6042145/10, ¹604/2146/10, ¹604/2147/10, ¹604/2150/10, ¹604/2151/10, ¹604/2152/10, ¹604/2200/10, ¹604/2201/10, ¹604/2229/10, ¹604/2230/10, ¹604/2231/10, ¹604/2232/10, ¹604/2233/10, ¹604/2234/10, ¹604/2286/10, ¹604/2310/10, ¹604/2311/10, ¹604/2312/10, ¹604/2313/10, ¹604/2315/10, ¹604/2316/10, ¹604/1317/10, ¹604/2362/10, ¹604/2363/10, ¹604/2364/10, ¹604/2391/10, ¹604/2392/10, ¹604/2394/10, ¹604/2395/10, ¹604/2396/10, ¹604/2397/10, ¹604/2470/10, ¹604/2513/10, ¹604/2549/10, ¹604/2554/10, ¹604/2555/10 საბაჟო შეტყობინებები; მომსახურების დეპარტამენტს შპს ,,...ის” პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება დაევალა. ამასთან, მართალია ძალაშია და არ გაუქმებულა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2010 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ძალაში დარჩა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 24 ნოემბრის ¹2321, ¹2322, ¹2323, ¹2324 ბრძანებები, მაგრამ საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ პირობებში როდესაც გაუქმებულია აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძვლები (შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 24 ნოემბრის ¹2321, ¹2322, ¹2323, ¹2324 ბრძანებები და ბათუმის რეგიონალური ცენტრის 2010 წლის 19, 21, 25, 26 ოქტომბრისა და 2, 9, 10 ნოემბრის ¹604/2146/10, ¹604/2120/10, ¹604/2121/10, ¹6042145/10, ¹604/2146/10, ¹604/2147/10, ¹604/2150/10, ¹604/2151/10, ¹604/2152/10, ¹604/2200/10, ¹604/2201/10, ¹604/2229/10, ¹604/2230/10, ¹604/2231/10, ¹604/2232/10, ¹604/2233/10, ¹604/2234/10, ¹604/2286/10, ¹604/2310/10, ¹604/2311/10, ¹604/2312/10, ¹604/2313/10, ¹604/2315/10, ¹604/2316/10, ¹604/1317/10, ¹604/2362/10, ¹604/2363/10, ¹604/2364/10, ¹604/2391/10, ¹604/2392/10, ¹604/2394/10, ¹604/2395/10, ¹604/2396/10, ¹604/2397/10, ¹604/2470/10, ¹604/2513/10, ¹604/2549/10, ¹604/2554/10, ¹604/2555/10 საბაჟო შეტყობინებები), საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2010 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებას იურიდიული ძალა არ გააჩნია და შესაბამისად, მას სამართლებრივი შედეგი ვერ მოჰყვება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელეს აღარ აქვს გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის კანონიერი ინტერესი, ვინაიდან, საქმის მასალებით დასტურდება, რომ სახეზე გვაქვს სწორედ ის სამართლებრივი მდგომარეობა, რაც სადავო აქტების ბათილად ცნობას მოჰყვებოდა და რაც შპს ,,...ის“ სარჩელის მიზანს წარმოადგენდა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ, განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს _ ცნოს სარჩელი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე. ამავე კოდექსის 273-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქმეზე წარმოება შეწყდება სასამართლო განჩინებით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე შპს ,,...მა” სარჩელზე უარის თქმით მოახდინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, როგორც პროცესის მონაწილე მხარის ნების გამოვლენა. ამასთან, იურიდიული (ფიზიკური) პირის მიერ სარჩელზე უარის თქმის შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სარჩელზე უარის თქმისგან განსხვავებით, ადმინისტრაციული საქმის განმხილველი სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას და არ ამოწმებს სარჩელზე უარის თქმის კანონიერებას.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განახევრდება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, შპს ,,...ს“ საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი _ 3800 ლარის ოდენობით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 3800 ლარის ნახევარი _ 1900 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-9 მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტით, 273-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს ,,...ის” შუამდგომლობა სარჩელზე უარი თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. მოსარჩელე _ შპს ,,...ს” და მოპასუხეებს _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სსიპ შემოსავლების სამსახურს შორის დავაზე შეწყდეს საქმის წარმოება;

3. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 18 ივლისის განჩინება;

4. შპს “...ს” დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 3800 ლარის ნახევარი _ 1900 ლარი;

5. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე დავაზე, იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.