Facebook Twitter

ბს-168-166(2კ-12) 5 აპრილი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. მ-ისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2009 წლის 14 დეკემბერს ი/მ ნ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2004 წლის 20 ოქტომბერს ი/მ ნ. მ-სა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შორის 5 წლის ვადით დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, მოიჯარეს გადაეცა გარდაბნის რაიონის დაბა ...ში, მე-11 მოტომსროლელთა ბრიგადის ტერიტორიაზე არსებული კაფე-მაღაზია. 2008 წლის 13 თებერვალს აღნიშნულ ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილებები, კერძოდ, გაიზარდა საიჯარო გადასახადი და საწარმოს დამატებით გადაეცა კაფე-მაღაზიაზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი და ი/მ ნ. მ-ს ხელახლა ჩაჰბარდა ობიექტი. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შემდეგ, ბაზის ტერიტორიაზე მოსამსახურე სამხედრო პირებმა, მოტომსროლელთა ბრიგადის ოფიცრებმა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ი/მ ნ. მ-ს იძულებით შეაწყვეტინეს ობიექტის მუშაობა და მოსამსახურე პერსონალთან ერთად დაატოვებინეს სამხედრო ნაწილის ტერიტორია.

მოსარჩელის მითითებით, 2008 წლის 28 თებერვალს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ¹1-1/270 ბრძანებით ცალმხრივად მოიშალა ზემოაღნიშნული საიჯარო ხელშეკრულება, რაც მან გაასაჩივრა სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ი/მ ნ. მ-ის სასარჩელო მოთხოვნა და ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ¹1-1/270 ბრძანება. აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.

მოსარჩელის მოსაზრებით, მეიჯარის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებით ი/მ ნ. მ-ს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური და მორალური ზიანი.

ამდენად, მოსარჩელემ მიყენებული ზიანის ანაზღაურების სახით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის მის სასარგებლოდ 1 137 545 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა, კერძოდ, 2008 წლის 13 თებერვლისათვის საწარმოს საქონლის ნაშთის ღირებულება, რომელიც დარჩა კაფე-მაღაზიის ტერიტორიაზე და განადგურდა, შეადგენდა 66882 ლარს; საწარმოს ქონების ღირებულება, რომელიც დარჩა საწარმოს ტერიტორიაზე, შეადგენდა 24390 ლარს; 2008 წლის 13 თებერვლიდან 2009 წლის 20 ოქტომბრამდე პერიოდის, საიჯარო ხელშეკრულების მოქმედების დარჩენილი ვადის მიხედვით საწარმოს მიუღებელი შემოსავლის თანხა შეადგენდა 192886 ლარს; 2008 წლის 13 თებერვლის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, იმავე დღესვე, მის მიერ გადახდილი გაზრდილი საიჯარო თანხა შეადგენდა 5091 ლარს; კაპიტალური რემონტის ხარჯი შეადგენდა 61400 ლარს; მორალური ზიანის ანაზღაურების სახით მოითხოვა 200000 ლარი; სამეწარმეო საქმიანობისათვის ბანკში და ფიზიკური პირებისაგან აღებული სესხების რაოდენობა შეადგენდა 586896.54 ლარს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე - ი/მ ნ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 119848 ლარის გადახდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ-მა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 2010 წლის 14 სექტემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 2010 წლის 20 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; ი/მ ნ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი/მ ნ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ნ. მ-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე 2008 წლის განმავლობაში მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების თაობაზე და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 დეკემბრის განჩინებით ნ. მ-ისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის ნ. მ-ის სასარგებლოდ 2008 წლის მიუღებელი შემოსავლის 52 966 ლარის დაკისრების ნაწილში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 დეკემბრის განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ-მა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის ნ. მ-ის სასარგებლოდ 2008 წლის მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მიზნით 52 966 ლარის გარდა 47 806 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 17 თებერვლის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. მ-ისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. მ-ისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. მ-ისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.