ბს-170-168 (კ-12) 4 აპრილი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციული საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) _ ი. ხ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ქ. თბილისის მერია
მესამე პირი _ სსიპ არქიტექტურის სამსახური, ნ. მ-ე, დ. თ-ი, ქ. თბილისი, ...ის ქ. ¹4-ის ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 30.11.11 წ. განჩინება
სარჩელის საგანი _ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე განხორციელებული მიშენება-დაშენების ლეგალიზაციის კანონიერება
დავის საგანი _ სარჩელზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. ხ-მ 02.07.09 წ. სარჩელი აღძრა ქ. თბილისის მერიის, მესამე პირის - ქ. თბილისის მერიის არქიტექტურული სამსახურის მიმართ და ნ. მ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ ქ. თბილისის მერიის 01.05.09 წ. ¹385 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.12.09 წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ი. ხ-მ გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.01.10 წ. გადაწყვეტილებით ი. ხ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ი. ხ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი მერის 01.05.09 წ. ¹385-ე განკარგულება და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება ქ. თბილისის მერიამ და ნ. მ-მ გაასაჩივრეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.07.11 წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.06.2010წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.11.11 წ. განჩინებით ი. ხ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.12.09 წ. გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო საჩივრით ი. ხ-მ გაასაჩივრა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.02.12 წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
საკასაციო სასამართლოს 26.03.12 წ. განცხადებით მომართა ი. ხ-მ, რომელმაც სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა. განმცხადებელი ასევე ითხოვს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, განცხადების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ, განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც მოცემულ საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამდენად, მოსარჩელემ _ ი. ხ-მ განაცხადა რა უარი სარჩელზე, გამოხატა ნება თავისი საპროცესო უფლების რეალიზაციაზე, რაც სავალდებულოა სასამართლოსათვის. სამოქალქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, საქმის წარმოება წყდება, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.
საკასაციო სასამართლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს განუმარტავს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. ხ-ის განცხადება სარჩელზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და მოცემულ დავაზე საქმის წარმოება შეწყდეს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან მოცემულ საქმეზე დ. ვ-ს გადახდილი აქვს საკასაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟი _ 300 (სამასი) ლარი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, დ. ვ-ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ი. ხ-ის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი _ 150 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე მუხლების, 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. ხ-ის განცხადება სარჩელზე უარის თქმისა და საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. ი. ხ-ის სარჩელზე არსებულ დავაზე საქმის წარმოება შეწყდეს;
3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.12.09წ. გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.11.11 წ. განჩინება;
4. დ. ვ-ს (საიდენტიფიკაციო ¹...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით (სს ბანკი “...ს”¬ ცენტრალური ფილიალი, 09.02.12 წ. ¹4946150 სალაროს შემოსავლის ორდერი, ანგარიშის ¹ ...);
5. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა სარჩელით იმავე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით აღარ დაიშვება;
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.