Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ბს-208-206(კ-12) 19 აპრილი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, პ. სილაგაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა მ. ჩ-ის, ს. ს-ის, მ. ა-ის, ჯ. ც-ის, დ. დ-ის, გ. ძ-ის, ი. ხ-ს, ქ. ც-ის, გ. გ-ის, გ. გ-ის, ა. კ-სა და დ. ჯ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 დეკემბრის განჩინებაზე, მოწინააღმდეგე მხარის _ ქ. თბილისის მერიის, სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, მესამე პირების _ გ. მ-ის, ი. ვ-ის, ნ. ჯ-ს, პ. ზ-ისა და ინდ. მენაშენეთა ამხანაგობა ,,...”-ის მიმართ.

2009 წლის 2 თებერვალს მ. ჩ-მ, ს. ს-მ, მ. ა-მ, ჯ. ც-მ, დ. დ-მ, გ. ძ-მა, ი. ხ-მ, ქ. ც-მა, გ. გ-მ, გ. გ-მ, ა. კ-მ და დ. ჯ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების _ ქ. თბილისის მერიის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, გ. მ-ის, ი. ვ-ის, ნ. ჯ-ს, პ. ზ-ისა და ინდ. მენაშენეთა ამხანაგობა ,,...”-ის მიმართ.

მოსარჩელეებმა 2003 წლის 21 მაისს ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის მიერ ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹62 და რ-ის ქუჩის II ჩიხში მდებარე მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით გაცემული კორექტირებული მიწის ნაკვეთის გეგმის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 11 მაისის სარეგისტრაციო ჩანაწერის (ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹62/ რ-ის ქუჩის II ჩიხში ¹18-20-ში მდებარე უძრავ ქონებაზე გ. მ-ის, ი. ვ-ის, ნ. ჯ-ს, პ. ზ-ისა და ინდ. მენაშენეთა ამხანაგობა ,,...”-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ) და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 12 იანვრის ¹1683/გ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან ბათილად ცნობა მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 23 მარტის საოქმო განჩინებით მოსარჩელეების შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ _ გ. მ-ე, ი. ვ-ი, ნ. ჯ-ე, პ. ზ-ი და ინდ. მენაშენეთა ამხანაგობა ,,...”. ამავე სასამართლო სხდომაზე 2003 წლის 21 მაისს გაცემული კორექტირებული მიწის ნაკვეთის გეგმის ბათილად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში საქმეში მოპასუხედ ჩაება ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახური.

2009 წლის 9 დეკემბერს მოსარჩელეებმა დააზუსტეს სასარჩელო მოთხოვნა და დამატებით 2002 წლის 6 ივლისის კორექტირებული მიწის ნაკვეთის გეგმის ბათილად ცნობა მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ. ჩ-ის, ს. ს-ის, მ. ა-ის, ჯ. ც-ის, დ. დ-ის, გ. ძ-ის, ი. ხ-ს, ქ. ც-ის, გ. გ-ის, გ. გ-ის, ა. კ-სა და დ. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. ჩ-მ, ს. ს-მ, მ. ა-მ, ჯ. ც-მ, დ. დ-მ, გ. ძ-მა, ი. ხ-მ, ქ. ც-მა, გ. გ-მ, გ. გ-მ, ა. კ-მ და დ. ჯ-მ. აპელანტემა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 დეკემბრის განჩინებით მ. ჩ-ის, ს. ს-ის, მ. ა-ის, ჯ. ც-ის, დ. დ-ის, გ. ძ-ის, ი. ხ-ს, ქ. ც-ის, გ. გ-ის, გ. გ-ის, ა. კ-სა და დ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. ჩ-მ, ს. ს-მ, მ. ა-მ, ჯ. ც-მ, დ. დ-მ, გ. ძ-მა, ი. ხ-მ, ქ. ც-მა, გ. გ-მ, გ. გ-მ, ა. კ-მ და დ. ჯ-მ. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2012 წლის 28 თებერვლის განჩინებით მიიჩნია, რომ მ. ჩ-ის, ს. ს-ის, მ. ა-ის, ჯ. ც-ის, დ. დ-ის, გ. ძ-ის, ი. ხ-ს, ქ. ც-ის, გ. გ-ის, გ. გ-ის, ა. კ-სა და დ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნას, კერძოდ, საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. ამდენად, საკასაციო სასამართლომ აღნიშნული გარემოება მიიჩნია ხარვეზად და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 თებერვლის განჩინებით კასატორებს დაევალათ ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეევსოთ ხარვეზი, კერძოდ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ სახელმწიფო ბაჟის _ დავის საგნის ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის გადახდის ქვითრის დედანი. კასატორებს განემარტათ, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 თებერვლის განჩინების შემცველი გზავნილი კასატორების წარმომადგენელს _ პ. კ-ს 2012 წლის 13 მარტს, ხოლო კასატორს ა. კ-ს _ 2012 წლის 14 მარტს ჩაბარდა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველი სასამართლოს მიერ მხარეთათვის სასამართლო უწყების, დოკუმენტების გადაცემისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზანილი – წარმომადგენლისათვის გაგზავნილად.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 თებერვლის განჩინების ასლი კასატორების წარმომადგენელს _ პ. კ-ს 2012 წლის 13 მარტს, ხოლო კასატორს _ ა. კ-ს 2012 წლის 14 მარტს ჩაბარდა, სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის ათვლა ა. კ-ს ნაწილში _ 2012 წლის 15 მარტიდან, ხოლო მ. ჩ-ის, ს. ს-ის, მ. ა-ის, ჯ. ც-ის, დ. დ-ის, გ. ძ-ის, ი. ხ-ს, ქ. ც-ის, გ. გ-ის, გ. გ-ისა და დ. ჯ-ის ნაწილში 2012 წლის 14 მარტიდან უნდა დაწყებულიყო და შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების 10 დღიანი ვადა ა. კ-ს ნაწილში _ 2012 წლის 26 მარტს (ვინაიდან, 2012 წლის 24 მარტი იყო უქმე დღე შაბათი), ხოლო დანარჩენი კასატორების ნაწილში _ 2012 წლის 23 მარტს (პარასკევს) 24 საათზე იწურებოდა.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ კასატორების წარმომადგენელმა _ პ. კ-მ ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2012 წლის 28 მარტს ანუ სასამართლოს მიერ დაწესებული ვადის დარღვევით წარმოადგინა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორებმა გაუშვეს ხარვეზის შევსების ვადა, ვინაიდან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება და შესაბამისი დოკუმენტები უზენაეს სასამართლოში 2012 წლის 28 მარტს ანუ სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ წარმოადგინეს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 63-ე მუხლისა და 401-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, პ. კ-ს მ. ჩ-ის, ს. ს-ის, მ. ა-ის, ჯ. ც-ის, დ. დ-ის, გ. ძ-ის, ი. ხ-ს, ქ. ც-ის, გ. გ-ის, გ. გ-ის, ა. კ-სა და დ. ჯ-ის საკასაციო საჩივარზე 2012 წლის 28 მარტს (საგადახდო დავალება ¹1) სს ,,...ს” მეშვეობით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე (სს ბანკი ,,...”; ბანკის BIჩ კოდი - ...; მიმღების IBAN ანგარიშის ¹...) გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე და 372-ე მუხლების, ასევე ამავე კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხა სრულად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 63-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს მ. ჩ-ის, ს. ს-ის, მ. ა-ის, ჯ. ც-ის, დ. დ-ის, გ. ძ-ის, ი. ხ-ს, ქ. ც-ის, გ. გ-ის, გ. გ-ის, ა. კ-სა და დ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი;

2. პ. კ-ს დაუბრუნდეს მის მიერ მ. ჩ-ის, ს. ს-ის, მ. ა-ის, ჯ. ც-ის, დ. დ-ის, გ. ძ-ის, ი. ხ-ს, ქ. ც-ის, გ. გ-ის, გ. გ-ის, ა. კ-სა და დ. ჯ-ის საკასაციო საჩივარზე 2012 წლის 28 მარტს (საგადახდო დავალება ¹1) სს ,,...ს” მეშვეობით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე (სს ბანკი ,,...”; ბანკის BIჩ კოდი - ...; მიმღების IBAN ანგარიშის ¹...) გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 (სამასი) ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.