Facebook Twitter

¹68/საზ 10 ოქტომბერი, 2007 წელი

Q ქ. თბილისიU

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე)

ლევან მურუსიძე, მაია ოშხარელი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. კ-ას საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 22 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

ამავე საქმეზე მსჯავრდებულები არიან ი. ე-ია და გ. ე-ია.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 22 აგვისტოს განაჩენით ზ. კ-ია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ”, ,,გ” და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’, ,,გ” ქვეპუნქტების (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) საფუძველზე, რისთვისაც მას, 2005 წლის 29 ივლისს დადებული საპროცესო შეთანხმების თანახმად, სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

მსჯავრდებული ზ. კ-ია საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილს შესული ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე მის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 22 აგვისტოს განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ ზ.K კ-ას პირადი საქმის მასალები და შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა" და ,,ბ” ქვეპუნქტებით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), რომლებიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და არაერთგზის ჩადენილი ქურდობისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ექვს წლამდე, ხოლო საქართველოს მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა", ,,ბ” ქვეპუნქტები (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, ე.ი. ახალმა კანონმა გაამკაცრა სასჯელი. საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ზ. კ-ას ქმედების კვალიფიკაცია, განსაზღვრული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა", ,,ბ” ქვეპუნქტებით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), არ შეიძლება შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა", ,,ბ” ქვეპუნქტებთან (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ქურდობისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ექვს წლამდე, ხოლო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას დიდი ოდენობითა და საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით სამიდან თორმეტ წლამდე. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტი (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) შეესაბამება ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) მე-2 ნაწილის “ა" ქვეპუნქტს (ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია), ხოლო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტი (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) შეესაბამება ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) მე-2 ნაწილის “ბ" ქვეპუნქტს (ქურდობა, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით), რომლებიც ხსენებული ქმედებებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებენ თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) მე-3 ნაწილის ,,,ბ” ქვეპუნქტი (ქურდობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) კი შეესაბამება ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტს (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), რომელიც ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ათ წლამდე. აღნიშნული გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულთა ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ზ. კ-ას ქმედების კვალიფიკაცია, განსაზღვრული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), შესაბამისობაში უნდა მოვიდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტთან (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), ხოლო მისი ქმედების კვალიფიკაცია, განსაზღვრული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” და ,,გ" ქვეპუნქტებით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), შესაბამისობაში უნდა მოვიდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ” და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტებთან (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია). რაც შეეხება გასაჩივრებული განაჩენის იმ ნაწილს, რომლითაც მსჯავრდებულ ზ. კ-ას ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა", ,,ბ” ქვეპუნქტებით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), იმ გარემოებების გათვალისწინებით, რაც ზემოთ იყო აღნიშნული, უნდა დარჩეს უცვლელად. ამასთან, ზ. კ-ას მიმართ დანიშნული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით _ უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან აღნიშნული სასჯელი დანიშნულია ახალი კანონით განსაზღვრული სანქციის ფარგლებში.

საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პალატამ გასაჩივრებული განაჩენი სარევიზიო წესით შეამოწმა სრული მოცულობით მსჯავრდებულების _ გ. ე-სა და ი. ე-ას მიმართ და მიიჩნია, რომ აღნიშნული განაჩენი მათი მსჯავრდების ნაწილში უნდა შეიცვალოს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 22 აგვისტოს განაჩენით გ. ე-ია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტებისა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტების (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) საფუძველზე, რისთვისაც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. ე-ას ქმედების კვალიფიკაცია, რომელიც განაჩენით განსაზღვრულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), შესაბამისობაში უნდა მოვიდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტთან (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), ხოლო მისი ქმედების კვალიფიკაცია, განსაზღვრული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” და ,,გ" ქვეპუნქტებით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), შესაბამისობაში უნდა მოვიდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ” და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტებთან (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).

ამავე განაჩენით ი. ე-ია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტებისა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტების (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) საფუძველზე, რისთვისაც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ი. ე-ას ქმედების კვალიფიკაცია, რომელიც განაჩენით განსაზღვრულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), შესაბამისობაში უნდა მოვიდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტთან (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), ხოლო მისი ქმედების კვალიფიკაცია, განსაზღვრული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” და ,,გ" ქვეპუნქტებით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), შესაბამისობაში უნდა მოვიდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ” და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტებთან (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).

განაჩენი სხვა ნაწილში მსჯავრდებულების _ ზ. კ-ას, გ. ე-სა და ი. ე-ას მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 567-ე მუხლით, 568-ე მუხლითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ზ. კ-ას საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 22 აგვისტოს განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ ზ. კ-ას ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), ხოლო მისი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტებით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), შესაბამისად გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტსა და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).

იმავე განაჩენში მსჯავრდებულ გ. ე-ას ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), ხოლო მისი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), შესაბამისად გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტსა და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).

იმავე განაჩენში მსჯავრდებულ ი. ე-ას ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), ხოლო მისი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), შესაბამისად გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტსა და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში, აგრეთვე მსჯავრდებულების _ ზ. კ-ას, გ. ე-სა და ი. ე-ას მიმართ დანიშნული სასჯელები დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.