ბს-697-691(3კ-11) 30 აპრილი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ სს “...ა” (მოსარჩელე)
კასატორი _ 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; 2. სსიპ შემოსავლების სამსახური; (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 თებერვლის განჩინება
დავის საგანი _ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შპს “...ამ” სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების – სსიპ შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონული ცენტრის, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, შპს “...ა” წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 21.03.06 წლის ¹1-1/237 ბრძანების საფუძველზე 100%-იანი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს და მას საქართველოს პრეზიდენტის 12.12.2006 წლის ¹736 ბრძანებულების საფუძველზე მიენიჭა “ნავთობის ეროვნული კომპანიის” სტატუსი.
მოსარჩელის განმარტებით, დაკისრებული ვალდებულებების შესაბამისად “...ა” განკარგავს საქართველოში მოპოვებული ნავთობისა და გაზის სახელმწიფოს კუთვნილ წილს, ახორციელებს მაგისტრალური გაზსადენების, ნავთობსადენების მართვასა და განვითარებას, რომელთა საშუალებით ხორციელდება ბუნებრივი გაზისა და ნავთობის საქართველოში იმპორტირება, საქართველოს მოსახლეობისა და საწარმოების მომარაგება, აგრეთვე ბუნებრივი გაზისა და ნავთობის ტრანზიტი, როგორც მეზობელ, ასევე ევროპის ქვეყნებში.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონული ცენტრის 2010 წლის 16 აპრილის ¹604/618/10, ¹604/629/10, ¹604/630/10, ¹604/631/10 და 2010 წლის აპრილის ¹604/619/10, ¹604/620/10, ¹604/621/10, ¹604/622/10, ¹604/623/10, ¹604/624/10, ¹604/625/10, ¹604/626/10, ¹604/627/10, ¹604/628/10 საბაჟო შეტყობინებით შპს “...ას” თითოეულ სამართალდარღვევაზე ჯარიმის სახით 1000 ლარის გადახდა დაეკისრა, გარდა ¹604/626/10 საბაჟო შეტყობინებისა, რომლის საფუძველზეც “...ას” ჯარიმის სახით 500 (ხუთასი) ლარის გადახდა დაეკისრა. ამასთან, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 7 ივნისის ¹669 და 2010 წლის 16 ივნისის ¹21-09/6997 ბრძანებებით არ დაკმაყოფილდა შპს “...ის” ადმინისტრაციული საჩივარი ბათუმის რეგიონული ცენტრის საბაჟო შეტყობინების ბათილად ცნობის თაობაზე. ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2010 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით ძალაში დარჩა სსიპ შემოსავლების სამსახურის ზემოაღნიშნული ბრძანებები.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და ამავე კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნები. კერძოდ, ადმინისტრაციულმა ორგანოებმა თავისი გადაწყვეტილებები დააფუძნეს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა და არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული წარმოების დროს (ორ შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოება საერთოდ არ ჩატარებულა). მოსარჩელის მოსაზრებით, არ დასტურდება “...ის” მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი და ასეთი ქმედების განმეორებითობა.
მოსარჩელის მითითებით, საგადასახადო ორგანოებმა არ გაითვალისწინეს “ს-ის” ორი დასკნა, სადაც აღნიშნულია, რომ ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მასის და გაზომვების შესრულების მეთოდიკის მიმართ ზოგადი მოთხოვნები გადმოცემულია გოსტ 8.595-2004-ში, რომელიც ასევე ვრცელდება სასაქონლო ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მასის გაზომვების შესრულების მეთოდიკაზე. ამასთან, მოსარჩელის განმარტებით, 1992 წლის 13 მარტს ხელმოწერილი “სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სფეროში შეთანხმებული პოლიტიკის განხორციელების შესახებ” საერთაშორისო შეთანხმება (რომელიც საქართველოსთვის ძალაშია 1995 წლის 22 მაისიდან) მოქმედებს უშუალოდ, ვინაიდან, საქართველოს მთავრობის 24.02.2006 წლის ¹45 დადგენილების მეორე პუნქტის თანახმად, გაგრძელებულია დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობასთან და მის წევრ სახელმწიფოებთან დღეს მოქმედი დოკუმენტების (“გოსტები”, სამშენებლო ნორმები და წესები, სანიტარული წესები და ნორმები და სხვ.) სრულუფლებიანი მოქმედება და საყოველთაოდ აღიარებული და დაშვებულია ტექნიკური ცდომილებები მსგავსი აზომვების განხორციელების დროს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სსიპ შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონული ცენტრის 2010 წლის 16 აპრილის ¹604/618/10, ¹604/629/10, ¹604/630/10, ¹604/631/10 და 2010 წლის აპრილის ¹604/619/10, ¹604/620/10, ¹604/621/10, ¹604/622/10, ¹604/623/10, ¹604/624/10, ¹604/625/10, ¹604/626/10, ¹604/627/10, ¹604/628/10 საბაჟო შეტყობინებების, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 7 ივნისის ¹669 და 2010 წლის 16 ივნისის ¹21-09/6997 ბრძანებებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2010 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, აგრეთვე მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მოპასუხეებისათვის დაკისრება მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს “...ის” სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ ბათილად იქნა ცნობილი ოქმი @¹011573 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შესაბამისი ¹604/627/10 საბაჟო შეტყობინება 500 ლარის დაკისრების ნაწილში და სსიპ შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალურ ცენტრს დაევალა შპს “...ის” მიმართ ¹011573 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმში აღწერილი საბაჟო სამართალდარღვევის კანონის შესაბამისი კვალიფიკაციისა და სამართალდარღვევის მიმართ შესაბამისი საჯარიმო სანქციის დაკისრების შესახებ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “...ამ”. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ შემოსავლების სამსახურმა, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალურმა ცენტრმა. აპელანტებმა სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 28 თებერვლის განჩინებით შპს “...ის”, სსიპ შემოსავლების სამსახურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სსიპ შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალურმა ცენტრის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 21.03.06 წლის ¹1-1/237 ბრძანების საფუძველზე შპს “...ა” წარმოადგენს 100%-იანი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს და მას საქართველოს პრეზიდენტის 12.12.2006 წლის ¹736 ბრძანებულების საფუძველზე მიენიჭა “ნავთობის ეროვნული კომპანიის” სტატუსი. “...ა” განკარგავს საქართველოში მოპოვებული ნავთობისა და გაზის სახელმწიფოს კუთვნილ წილს, ახორციელებს მაგისტრალური გაზსადენების, ნავთობსადენების მართვას და განვითარებას, რომელთა საშუალებით ხორციელდება ბუნებრივი გაზისა და ნავთობის საქართველოში იმპორტირება, საქართველოს მოსახლეობისა და საწარმოების მომარაგება, აგრეთვე, ბუნებრივი გაზისა და ნავთობის ტრანზიტი, როგორც მეზობელ, ასევე ევროპის ქვეყნებში.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ შპს “...ის” მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოიტახა იმაში, რომ მის მიერ შევსებულ, ნედლი ნავთობის დეკლარაციებში, საბაჟო ღირებულება შემცირდა საქონლის წონის შემცირების შესაბამისად, აღნიშნული მონაცემების სწორად მითითება კი საბაჟო კანონმდებლობის მიხედვით “...ის” პირდაპირ ვალდებულებას წარმოადგენდა. ასევე, შპს “ბ-ში” განთავსებული ექსპორტის საბაჟო რეჟიმში დეკლარირებული ტვირთის გატანა “...ის” მიერ არ განხორციელდა საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებები და თავის მხრივ აღნიშნა, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსის 235-ე მუხლის თანახმად, საბაჟო სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ, განიხილავენ და შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებენ საბაჟო ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენისას დგება საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, ის არ დგება, თუ სამართალდარღვევა დაფიქსირებულია შემოწმების აქტში ან ქმედება შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, მე-9 ნაწილის მიხედვით, საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან 30 დღის ვადაში (გარდა ამ მუხლის მე-6 და მე-13 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) საქმის მასალებზე დაყრდნობით საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ფორმდება შესაბამისი გადაწყვეტილებით/შეტყობინებით. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან 30 დღის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილება/შეტყობინება ბათილია.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 250-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საბაჟო დეკლარაციასა და თანმხლებ დოკუმენტაციაში საბაჟო ღირებულების შესახებ არასწორი მონაცემის არსებობისას საბაჟო ღირებულების შემცირება ან გაზრდა დეკლარანტის/წარმომადგენლის მიერ, რასაც არ გამოუწვევია საბაჟო გადასახდელების ოდენობის შემცირება იწვევს პირის დაჯარიმებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრულ საბაჟო ღირებულებასა და შემცირებულ ან გაზრდილ საბაჟო ღირებულებას შორის სხვაობის თანხის 20 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 1000 ლარისა.
სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია შპს “...ის” მიერ სააპელაციო საჩივარში მოყვანილი მოსაზრება თითქოს ვაგონ-ცისტერნების დაცლისას ნედლი ნავთობის წონის განსაზღვრა მოხდა აწონვით და არა გაზომვით, როგორც ამას ითვალისწინებს საერთაშორისოდ აღიარებული გამოთვლის სტანდარტები (გოსტი) და რასაც მოჰყვა შეუსაბამობა დეკლარირებულსა და რეალურ მასებს შორის, რამეთუ “...ის” მიერ წარმოდგენილ საბაჟო დეკლარაციებში ნედლი ნავთობის სუფთა წონა მითითებულია კილოგრამებში, შესაბამისად ცისტერნის დაცლისას ნედლი ნავთობის სუფთა წონა ასევე განისაზღვრა კილოგრამებში, რა დროსაც გამოვლინდა შეუსაბამობა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ “...ის” მითითება იმის შესახებ, რომ ნედლი ნავთობის წონის განსაზღვრა და შესაბამისი მონაცემების შეტანა დეკლარაციაში მოხდა სს “ს-ის” აზომვებისა და გამოთვლების შესაბამისად და რომ მითითებული კომპანია აღნიშნულ მომსახურებას ახორციელებს შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, არ წარმოადგენს “...ის” პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველს, რადგან დეკლარაციაში სწორი მონაცემების შეტანა საბაჟო კანონმდებლობის თანახმად არის არა სს “ს-ის”, არამედ, უშუალოდ “...ის” ვალდებულება.
სააპელაციო სასამართლომ “...ის” მიერ საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი დადასტურებულად მიაჩნია და ჩათვალა, რომ გასაჩივრებული საბაჟო შეტყობინებებით აპელანტს (მოსარჩელეს) კანონიერად დაეკისრა საბაჟო კოდექსის 250.2 მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა, რადგან ქმედებები ჩადენილ იქნა განმეორებით ერთი წლის განმავლობაში.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, შესაბამისად, შპს ,,...ის“ მოთხოვნა გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია და აღნიშნა, რომ არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტების _ ადმინისტრაციული ორგანოების პოზიცია მოსარჩელის, როგორც განმეორებითი სამართალდარვევის ჩამდენი სუბიექტის დაჯარიმების თაობაზე და განმარტა, რომ მოსარჩელე ანალოგიური სამართალდარღვევისათვის დაჯარიმდა 2007 წლის 4 ივლისს, შესაბამისად 2010 წლის 30 მარტს, სამართალდარღვევის გამოვლენისას გასული იყო 12 თვეზე მეტი ვადა და ამდენად, საქართველოს საბაჟო კოდექსის 233-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ქმედება განმეორებით ჩადენილად ვერ ჩაითვლებოდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “...ამ”. Kკასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ბათუმის რეგიონალური ცენტრის ¹604/619/10, ¹604/620/10, ¹604/621/10, ¹604/623/10, ¹604/624/10, ¹604/625/10 და ¹604/626/10 საბაჟო შეტყობინებების ბათილად ცნობა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ. აპელანტებმა სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 12 სექტემბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სს ,,...ის“ საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 24 აპრილის საოქმო განჩინებით სს ,,...ის“ საკასაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.
2012 წლის 24 აპრილს სსიპ შემოსავლების სამსახურმა სს ,,...ის“ საკასაციო საჩივართან დაკავშირებით საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 10 აპრილის ¹6050 ბრძანება, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს ,,...ის“ საჩივარი და ძალადაკარგულად იქნა ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 7 ივნისის ¹669 ბრძანება, ბათუმის რეგიონალური ცენტრის ¹604/619/10, ¹604/620/10, ¹604/621/10, ¹604/623/10, ¹604/624/10, ¹604/625/10 და ¹604/626/10 საბაჟო შეტყობინებების გაუქმების მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილში და ¹604/619/10, ¹604/620/10, ¹604/621/10, ¹604/623/10, ¹604/624/10, ¹604/625/10 და ¹604/626/10 საბაჟო შეტყობინებები ძალადაკარგულად იქნა ცნობილი; ამასთან, მომსახურების დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება დაევალა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ სს ,,...ის“ სარჩელზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება დაუშვებლობის მოტივით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში არსებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: შპს “...ა” წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 21.03.06 წლის ¹1-1/237 ბრძანების საფუძველზე 100%-იანი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს და მას საქართველოს პრეზიდენტის 12.12.2006 წლის ¹736 ბრძანებულების საფუძველზე მიენიჭა “ნავთობის ეროვნული კომპანიის” სტატუსი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონული ცენტრის ¹604/619/10, ¹604/620/10, ¹604/621/10, ¹604/623/10, ¹604/624/10, ¹604/625/10 და ¹604/626/10 საბაჟო შეტყობინებით შპს “...ას” თითოეული სამართალდარღვევისათვის ჯარიმის სახით 1000 ლარის გადახდა დაეკისრა. Pამასთან, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 7 ივნისის ¹669 და 2010 წლის 16 ივნისის ¹21-09/6997 ბრძანებებით არ დაკმაყოფილდა შპს “...ის” ადმინისტრაციული საჩივარი ბათუმის რეგიონული ცენტრის საბაჟო შეტყობინების ბათილად ცნობის თაობაზე. ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2010 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით ძალაში დარჩა სსიპ შემოსავლების სამსახურის ზემოაღნიშნული ბრძანებები.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 10 აპრილის ¹6050 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს ,,...ის“ საჩივარი და ძალადაკარგულად იქნა ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 7 ივნისის ¹669 ბრძანება, ბათუმის რეგიონალური ცენტრის ¹604/619/10, ¹604/620/10, ¹604/621/10, ¹604/623/10, ¹604/624/10, ¹604/625/10 და ¹604/626/10 საბაჟო შეტყობინებების გაუქმების მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილში და ¹604/619/10, ¹604/620/10, ¹604/621/10, ¹604/623/10, ¹604/624/10, ¹604/625/10 და ¹604/626/10 საბაჟო შეტყობინებები ძალადაკარგულად იქნა ცნობილი; ამასთან, მომსახურების დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება დაევალა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლო სარჩელის წარმოებაში მიღების ეტაპზე ამ კოდექსის 22-ე_25-ე მუხლების საფუძველზე წყვეტს სარჩელის დასაშვებობის საკითხს. თუ დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტა საეჭვოა ან მოსამართლე მიიჩნევს, რომ სარჩელი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, სასამართლო სარჩელის მიღებიდან 2 კვირის ვადაში ნიშნავს განმწესრიგებელ სხდომას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოებისათვის დამახასიათებელი ძირითადი თავისებურება არის ის, რომ სარჩელი უნდა აკმაყოფილებდეს როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე_179-ე მუხლების მოთხოვნებს, ისე სარჩელის დასაშვებობის მოთხოვნას, რაც სასამართლოს აძლევს უფლებამოსილებას იმსჯელოს სარჩელის დასაბუთებულობაზე (მატერიალური დასაშვებობა).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელის დასაშვებობის საკითხს სასამართლო ამოწმებს სარჩელის წარმოებაში მიღების ეტაპზე, თუმცა საგულისხმოა ის გარემოება, რომ საქმის განმხილველი მოსამართლე არ არის შეზღუდული განმწესრიგებელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით და იმ შემთხვევაში, თუ საქმის განხილვის შემდეგ ეტაპზე გამოვლინდა სარჩელის დაუშვებლობის საფუძვლები, სასამართლო უფლებამოსილია განჩინებით შეწყვიტოს საქმის წარმოება. სარჩელის დასაშვებობის შემოწმება ხდება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე_25-ე მუხლების შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სს ,,...ის“ სასარჩელო მოთხოვნას სსიპ შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 7 ივნისის ¹669 ბრძანების (რომლითაც არ დაკმაყოფილდა “...ის” მოთხოვნა ბათუმის რეგიონალური ცენტრის ¹604/619/10, ¹604/620/10, ¹604/621/10, ¹604/623/10, ¹604/624/10, ¹604/625/10 და ¹604/626/10 საბაჟო შეტყობინებების გაუქმების თაობაზე) ბათილად ცნობა წარმოადგენს. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში დავის საგანი სწორედ სადავო აქტების საფუძველზე შპს ,,...ისათვის“ ჯარიმის სახით დარიცხული თანხის კანონიერების დადგენაა. ამდენად, სახეზე გვაქვს შეცილებითი სარჩელი, რის გამოც, სარჩელის დასაშვებობის შემოწმება უნდა განხორციელდეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შეცილებითი სარჩელის შემთხვევაში მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოება, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის დასაშვებად ცნობის სავალდებულო პირობა არის მხარის კანონიერი ინტერესის არსებობა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ,,...ის“ სარჩელის მიზანს და მის კანონიერ ინტერესს სადავო აქტების საფუძველზე მისთვის ჯარიმის სახით დარიცხული თანხის გაუქმება წარმოადგენს და სასარჩელო მოთხოვნაც სწორედ აღნიშნულ მიზანს ემსახურება.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 10 აპრილის ¹6050 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს ,,...ის“ საჩივარი და ძალადაკარგულად იქნა ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 7 ივნისის ¹669 ბრძანება, ბათუმის რეგიონალური ცენტრის ¹604/619/10, ¹604/620/10, ¹604/621/10, ¹604/623/10, ¹604/624/10, ¹604/625/10 და ¹604/626/10 საბაჟო შეტყობინებების გაუქმების მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილში და ¹604/619/10, ¹604/620/10, ¹604/621/10, ¹604/623/10, ¹604/624/10, ¹604/625/10 და ¹604/626/10 საბაჟო შეტყობინებები ძალადაკარგულად იქნა ცნობილი; ამასთან, მომსახურების დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება დაევალა. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელეს აღარ აქვს გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის კანონიერი ინტერესი, ვინაიდან, საქმის მასალებით დასტურდება, რომ სახეზე გვაქვს სწორედ ის სამართლებრივი მდგომარეობა, რაც სადავო აქტების ბათილად ცნობას მოჰყვებოდა და რაც სს ,,...ის“ სარჩელის მიზანს წარმოადგენდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში აღარ არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით განსაზღვრული სარჩელის მატერიალური დასაშვებობის სავალდებულო პირობა მხარის კანონიერი ინტერესი, რის გამოც ამავე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, სს ,,...ის“ სარჩელზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება დაუშვებლობის მოტივით.
ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ძალაშია და არ გაუქმებულა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2010 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც ძალაში დარჩა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 7 ივნისის ¹669 ბრძანება. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, იმ პირობებში როდესაც გაუქმებულია აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძვლები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2010 წლის 7 ივნისის ¹669 გადაწყვეტილებას იურიდიული ძალა არ გააჩნია და შესაბამისად, მას სამართლებრივი შედეგი ვერ მოჰყვება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განახევრდება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, შპს ,,...ას“ საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი _ 325 ლარის ოდენობით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სს ,,...ას“ (შპს ,,...ის“ უფლებამონაცვლე) უნდა დაუბრუნდეს შპს ,,...ის“ მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 325 ლარის ნახევარი _ 162 ლარი და 50 თეთრი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 262-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს ,,...ის“ სარჩელზე შეწყდეს საქმის წარმოება დაუშვებლობის მოტივით;
2. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 თებერვლის განჩინება;
3. სს ,,...ას“ (შპს ,,...ის“ უფლებამონაცვლე) დაუბრუნდეს შპს ,,...ის“ მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის ნახევარი - 162 ლარი და 50 თეთრი;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.