Facebook Twitter

¹ბს-1274-1260(კ-11) 17 მაისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე

პაატა სილაგაძე

სხდომის მდივანი – ქეთევან ცინცაძე

კასატორი (მოსარჩელე) _ შპს ,,...”; წარმომადგენლები _ გ. ფ-ე; ი. ნ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) _ 1) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; წარმომადგენელი _ ო. ჩ-ე; 2) სსიპ შემოსავლების სამსახური; წარმომადგენელი _ დ. კ-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ივნისის განჩინება

სარჩელის საგანი _ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2010 წლის 18 ნოემბერს შპს ,,...” სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების _ სსიპ შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, შპს ,,...” ახორციელებს ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანზიტულ სარკინიგზო გადაზიდვას. 2010 წლის ივნის-სექტემბრის პერიოდში მოსარჩელემ შპს “...” ტრანზიტულ რეჟიმში გადაზიდა და დაასაწყობა სხვადასხვა დასახელების ნავთობი და ნავთობპროდუქტები. ტვირთის მოცულობის გაზომვის შედეგად გამოვლინდა, რომ საქონლის აზომვის შედეგად დაფიქსირებული რაოდენობა აღემატებოდა მოსარჩელის მიერ ტრანზიტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის დოკუმენტაციაში მითითებულ ოდენობას. ბათუმის რეგიონალურმა ცენტრმა მიიჩნია, რომ საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის დოკუმენტაციაში მითითებულ ოდენობაზე რეზერვუარებში მეტის განთავსება წარმოადგენდა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ტრანზიტული გადაადგილებისათვის განკუთვნილი, სატრანსპორტო საშუალებებში განთავსებული საქონლის გადმოტანას, რაც დაკვალიფიცირდა საქართველოს საბაჟო კოდექსის 242-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევად და თითოეულ შემთხვევაზე ცალ-ცალკე შედგა სამართალდარღვევის ოქმი. აღნიშნული სამართალდარღვევის ოქმების განხილვის შედეგად, ბათუმის რეგიონალური ცენტრის მიერ მიღებულ იქნა საბაჟო შეტყობინებები და შპს ,,...” თითოეულ შემთხვევაზე სანქციის სახით დაერიცხა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. ბათუმის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სამართალდარღვევის ოქმები და აღნიშნული სამართალდარღვევის ოქმების საფუძველზე მიღებული საბაჟო შეტყობინებები შპს ,,...” მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, შემდგომ კი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 29 ივლისის ¹1317, ¹1318, ¹1319; 2010 წლის 19 აგვისტოს ¹1543, ¹1544; 2010 წლის 6 სექტემბრის ¹1659; 2010 წლის 15 სექტემბრის ¹1731, ¹1733, 2010 წლის 8 ოქტომბრის ¹1949, ¹1959 ბრძანებებით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2010 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,...” საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

მოსარჩელის Gგანმარტებით, დოკუმენტებში მითითებული საქონლისა და აზომვის შედეგად გამოვლენილი საქონლის ოდენობის ცდომილება იყო დასაშვებ ფარგლებში და არ აღემატებოდა ,,ნავთობი და ნავთობპროდუქტების მასის გაზომვის მეთოდების” ე.წ. გოსტ 26976-86-ით დაშვებულ ცდომილებას, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე დსთ-ს ქვეყნების მთავრობათა 1992 წლის 13 მარტის ,,სტანდარტიზაციის, მეტროლოგიის და სერტიფიკაციის სფეროში შეთანხმებული პოლიტიკის გატარების შესახებ” შეთანხმების საფუძველზე იყო დადგენილი, რომელსაც საქართველო 1995 წელს შეუერთდა. მოსარჩელის მოსაზრებით, საერთაშორისო შეთანხმება საქართველოს კანონმდებლობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა და მას შიდასახელმწიფოებრივ ნორმატიულ აქტებთან მიმართებაში უპირატესი იურიდიული ძალა ენიჭებოდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ბათუმის რეგიონალური ცენტრის 2010 წლის 15, 26, 27, 28 და 31 მაისის; 1, 8, 9, 10, 11, 19, 16, 26 და 29 ივნისის; 1, 7, 15, 19, 20, 23, 24, 25, 26, 30, 31 აგვისტოს და 2, 4, 6, 7, 12, 13, 15, 20, 21 სექტემბრის სამართალდარღვევის ოქმების, აღნიშნული სამართალდარღვევის ოქმების საფუძველზე მიღებული 2010 წლის 1 ივლისის ¹604/1270/10, ¹604/1272/10, ¹604/1278/10, ¹604/1322/10, ¹604/1323/10; 2010 წლის 29 ივნისის ¹604/1356/10; 2010 წლის 24 ივნისის ¹604/1380/10, 2010 წლის 11 ივნისის ¹604/1083/10, ¹604/1092/10; 2010 წლის 7 ივნისის ¹604/1194/10, ¹604/1201/10, ¹604/1213/10, 2010 წლის 28 მაისის ¹604/1088/10, ¹604/1089/10, ¹604/1091/10, ¹604/1093/10, ¹604/1096/10, ¹604/1082/10, ¹604/1084/10, ¹604/1086/10, 2010 წლის 27 მაისის ¹604/1068/10, ¹604/1081/10, ¹604/1120/10, ¹604/1127/10; 2010 წლის 23 ივლისის ¹604/1376/10, ¹604/1377/10, ¹604/1414/10; 2010 წლის 7 ივლისის ¹604/1279/10; 2010 წლის 2 აგვისტოს ¹604/1497/10, ¹604/1525/10, ¹604/1527/10, ¹604/1529/10, ¹604/1548/10, ¹604/1565/10, ¹604/1566/10, ¹604/1569/10, ¹604/1570/10, ¹604/1571/10, ¹604/1577/10; 2010 წლის 30 ივლისის ¹604/1399/10, 2011 წლის 11 აგვისტოს ¹604/1608/10, ¹604/1611/10, ¹604/1643/10, ¹604/1645/10, ¹604/1649/10; 2010 წლის 2 აგვისტოს ¹604/1428/10, ¹604/1529/10; 2010 წლის 19 აგვისტოს ¹604/1701/10; 2010 წლის 20 აგვისტოს ¹604/1731/10, ¹604/1686/10, ¹604/1688/10, ¹604/1718/10, ¹604/1720/10, ¹604/1723/10, ¹604/1724/10; 2010 წლის 31 აგვისტოს ¹604/1762/10, ¹604/1774/10, ¹604/1775/10, ¹604/1779/10, ¹604/1781/10, ¹604/1782/10, ¹604/2055/10, ¹604/1807/10; 2010 წლის 22 სექტემბრის ¹604/1762/10, ¹604/2067/10, ¹604/1775/10; 2010 წლის 17 სექტემბრის ¹604/2017/10; 2010 წლის 16 სექტემბრის ¹604/1998/10, ¹604/2000/10, ¹604/1978/10; 2010 წლის 10 სექტემბრის ¹604/1961/10, ¹604/1940/10, ¹604/1890/10, ¹604/1929/10, ¹604/1886/10, 2010 წლის 9 სექტემბრის ¹604/1841/10, ¹604/1887/10 საბაჟო შეტყობინებების, ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 29 ივლისის ¹1317, ¹1318, ¹1319; 2010 წლის 19 აგვისტოს ¹1543, ¹1544; 2010 წლის 6 სექტემბრის ¹1659; 2010 წლის 15 სექტემბრის ¹1731, ¹1733, 2010 წლის 8 ოქტომბრის ¹1949, ¹1951 ბრძანებების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2010 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით შპს ,,...” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,...” სადავოდ ხდიდა იმ ფაქტს, რომ დოკუმენტებში მითითებული საქონლისა და აზომვის შედეგად გამოვლენილი საქონლის ოდენობის ცდომილება იყო დასაშვებ ფარგლებში და არ აღემატებოდა ,,ნავთობის და ნავთობპროდუქტების მასის გაზომვის მეთოდების” ე.წ. გოსტ 26976-86-ით დაშვებულ სტანდარტებს.

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ 1992 წლის 13 მარტს ხელმოწერილი ,,სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სფეროში შეთანხმებული პოლიტიკის გატარების შესახებ” საერთაშორისო შეთანხმება საქართველოსათვის ძალაში იყო 1995 წლის 22 მაისიდან. აღნიშნული შეთანხმების პირველი მუხლის თანახმად, მხარეები, რომლებსაც ჰქონდათ სრული დამოუკიდებლობა სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სისტემის შექმნისა და რეალიზების საკითხებში და ამ სფეროში მუშაობის ორგანიზაციებში აღიარებდნენ გოსტ-ის სტანდარტებს, როგორც სახელმწიფოთაშორისს - ინარჩუნებდნენ აბრევიატურას ,,გოსტ” ხელახლა შემოტანილ სახელმწიფოთაშორის სტანდარტებზე, ითვალისწინებდნენ მათი მოთხოვნების ჰარმონიზირებას საერთაშორისო, რეგიონულ და მოწინავე ეროვნულ სტანდარტებთან.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, 1997 წლის 16 ოქტომბრის ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება იყო საქართველოს კანონმდებლობის განუყოფელი ნაწილი, თუ იგი არ ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ კანონს და კონსტიტუციურ შეთანხმებას, მას უპირატესი იურიდიული ძალა ენიჭებოდა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოფიციალურად გამოქვეყნებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების დებულებები, რომლებიც ადგენდნენ კონკრეტული ხასიათის უფლებებსა და მოვალეობებს და არ საჭიროებდნენ დამაზუსტებელი შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიღებას, საქართველოში მოქმედებდნენ უშუალოდ. “სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სფეროში შეთანხმებული პოლიტიკის გატარების შესახებ” შეთანხმების დებულებები, რომელიც ეხებოდა ე.წ. “...”-ის მოქმედ სტანდარტებს ზოგადი ხასიათის იყო და არ შეიცავდა რაიმე მითითებას თუ რა ფორმით და ვის მიერ უნდა განხორციელებულიყო აღნიშნული დებულების ეროვნულ დონეზე გამოყენება. გამომდინარე იქიდან, რომ ზემოთხსენებული დებულებები არ ადგენდნენ კონკრეტული ხასიათის უფლება-მოვალეობებს და საჭიროებდნენ დამაზუსტებელი შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტის მიღებას, განსახილველ შემთხვევაში იგი უშუალოდ ვერ იქნებოდა გამოყენებული შიდასახელმწიფოებრივ ურთიერთობებში.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს საბაჟო კოდექსის 233-ე მუხლზე და განმარტა, რომ საბაჟო სამართალდარღვევისათვის პირს შეიძლებოდა დაკისრებოდა პასუხისმგებლობა, მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლით და წესით. საქართველოს ფინანსთა მინისტრის №1755 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესის თაობაზე ინსტრუქციის” მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების საფუძველი იყო ცნობები (ინფორმაცია) საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ, რომელიც გამოვლენილი იყო საბაჟო ორგანოს (საბაჟო ორგანოს მოხელის) მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად კი ინფორმაციის მიმღები საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი, ვალდებული იყო გაეტარებინა ყველა აუცილებელი ღონისძიება საქმის გარემოებათა შესასწავლად და საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შესადგენად.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი საბაჟო დეკლარაციებით, ვაგონ-ცისტერნის დაცლის აქტებით ირკვეოდა, რომ შპს ,,...” მიერ ბათუმის ნავთობტერმინალში განთავსებული ტრანზიტის საბაჟო რეჟიმში დეკლარირებული ნავთობპროდუქტის აზომვის შედეგად აღმოჩნდა თანხლებ დოკუმენტებში მითითებულ ოდენობასთან შედარებით მეტი ოდენობა. დასახელებული გარემოება წარმოადგენდა საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველს. ამდენად, კანონშესაბამისი იყო ბათუმის რეგიონალური ცენტრის საბაჟო საგუშაგო „ბათუმის პორტის“ ინსპექტორის მიერ შედგენილი საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საბაჟო დეკლარირება ნიშნავდა მოქმედებას, რომლითაც პირი საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი ფორმისა და წესის შესაბამისად აცხადებდა საქონლის მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენების განზრახვას. Aამავე მუხლის 29-ე პუნქტის მიხედვით, საბაჟო დამუშავების ოპერაცია იყო საქონლის მიმართ საბაჟო რეჟიმის გამოყენება, საქონლის გადატანა თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის რეექსპორტი, საქონლის განადგურება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ ან საქონლის გადაცემა სახელმწიფო საკუთრებაში. ამავე მუხლის 31-ე ნაწილის მიხედვით კი ვალდებული პირი იყო პირი, რომელსაც ეკისრებოდა საბაჟო ვალდებულების შესრულება. საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დეკლარანტი და პირი, რომლის მაგივრადაც ირიბი წარმომადგენლობისას წარადგინეს საბაჟო დეკლარაცია, პასუხისმგებელნი იყვნენ დეკლარირებული მონაცემების სისწორეზე, წარმოდგენილი დოკუმენტების ნამდვილობასა და საბაჟო დეკლარაციასთან საქონლის შესაბამისობაზე.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე ვალდებული იყო ტრანზიტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის დოკუმენტებში ზუსტად მიეთითებინა საქონლის ოდენობა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 242-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით, პირის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე ტრანზიტული გადაადგილებისათვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებებში განთავსებული საქონლის გადატანა ან გადმოტანა, ჩადენილი საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად, იწვევდა პირის დაჯარიმებას 1000 ლარით, ხოლო ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, იწვევდა პირის დაჯარიმებას 2000 ლარით.

საქალაქო სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეს განმეორებით ჩადენილი ქმედებისათვის პასუხისმგებლობა უნდა დაკისრებოდა საბაჟო კოდექსის 242-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში. ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო აქტები მიღებული იყო კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,...”, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ივნისის განჩინებით შპს ,,...”-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, დაეთანხმა და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითა მათზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,...”, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი სადავოდ ხდის არა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, არამედ მათ სამართლებრივ შეფასებას და გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას იურიდიულად დაუსაბუთებლად მიიჩნევს.

კასატორის განმარტებით, ტრანზიტის დოკუმენტებში მითითებული საქონლის ოდენობისა და ტრანზიტული გადაადგილებისათვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებებში განთავსებული საქონლის ოდენობის ცდომილება თავსდებოდა „ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მასის გაზომვის მეთოდებით“ გოსტ 26976-86-ით განსაზღვრული დასაშვები ცდომილების ფარგლებში, რაც მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოებს უნდა გაეთვალისწინებინათ.

კასატორის მითითებით, ,,საერთაშორისო ხელშეკრულების შესახებ” ვენის კონვენციის 27-ე მუხლი განსაზღვრავდა, რომ ხელშეკრულების მონაწილემ არ შეიძლება მიუთითოს თავისი შიდასახელმწიფოებრივი სამართლის დებულებებზე, მის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გასამართლებლად. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს უნდა გაეზიარებინა მისი არგუმენტაცია სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე და უნდა დაეკმაყოფილებინა სარჩელი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს ,,...” საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 10 ნოემბრის განჩინებით შპს ,,...” საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციულიო საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2012 წლის 12 იანვარს 12:00 საათზე.

2012 წლის 17 მაისის სასამართლო სხდომაზე კასატორის _ შპს ,,...” წარმომადგენელმა გ. ფ-ემ უარი თქვა სარჩელზე ნაწილობრივ, კერძოდ, ბათუმის რეგიონალური ცენტრის ¹011651, ¹011650, ¹011649, ¹011648, ¹011647, ¹011637, ¹011636, ¹008257, ¹008253, ¹008251, ¹008249, ¹008247, ¹044267, ¹044264, ¹044263, ¹044261, ¹044275, ¹044276, ¹044277, ¹044281, ¹044283, ¹044284, ¹044296, ¹044369, ¹044374, ¹044387, ¹044388, ¹044404, ¹044419, ¹044422, ¹044435, ¹044436, ¹044438, ¹044439, ¹044440, ¹044442, ¹044403, ¹044407, ¹044408, ¹044455, ¹044461, ¹044447, ¹044448, ¹044449, ¹044487, ¹044489, ¹044491, ¹044494, ¹044495, ¹044502, ¹044515, ¹044516, ¹044512, ¹044507, ¹044508, ¹044504, ¹044520, ¹044521, ¹044524, ¹044529, ¹044530, ¹044531, ¹044548, ¹044538, ¹044541, ¹044542, ¹044543, ¹044564, ¹044565, ¹044566, ¹044567, ¹044568, ¹044569, ¹044576, ¹044570, ¹044571, ¹044572, ¹044573, ¹044574, ¹044575 სამართალდარღვევის ოქმების, ¹604/1079/10, ¹604/1075/10, ¹604/1073/10, ¹604/1071/10, ¹604/1069/10, ¹604/1096/10, ¹604/1095/10, ¹604/1094/10, ¹604/1093/10, ¹604/1092/10, ¹604/1083/10, ¹604/1082/10, ¹604/1127/10, ¹604/1124/10, ¹604/1123/10, ¹604/1121/10, ¹604/1194/10, ¹604/1201/10, ¹604/1213/10, ¹604/1200/10, ¹604/1198/10, ¹604/1195/10, ¹604/1196/10, ¹604/1272/10, ¹604/1278/10, ¹604/1322/10, ¹604/1323/10, ¹604/1414/10, ¹604/1399/10, ¹604/1527/10, ¹604/1529/10, ¹604/1548/10, ¹604/1565/10, ¹604/1566/10, ¹604/1569/10, ¹604/1570/10, ¹604/1571/10, ¹604/1577/10, ¹604/1428/10, ¹604/1429/10, ¹604/1649/10, ¹604/1643/10, ¹604/1611/10, ¹604/1610/10, ¹604/1609/10, ¹604/1731/10, ¹604/1687/10, ¹604/1718/10, ¹604/1720/10, ¹604/1723/10, ¹604/1724/10, ¹604/1782/10, ¹604/1805/10, ¹604/1779/10, ¹604/1775/10, ¹604/1774/10, ¹604/1762/10, ¹604/1829/10, ¹604/1886/10, ¹604/1940/10, ¹604/1961/10, ¹604/1890/10, ¹604/1978/10, ¹604/1998/10, ¹604/1999/10, ¹604/2000/10, ¹604/2017/10, ¹604/2055/10, ¹604/2056/10, ¹604/2057/10, ¹604/2058/10, ¹604/2059/10, ¹604/2060/10, ¹604/2061/10, ¹604/2062/10, ¹604/2063/10, ¹604/2064/10, ¹604/2065/10, ¹604/2066/10, ¹604/2067/10, ¹604/1841/10 საბაჟო შეტყობინებების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 29 ივლისის ¹1317, ¹1318, ¹1319; 2010 წლის 19 აგვისტოს ¹1543, ¹1544; 2010 წლის 6 სექტემბრის ¹1659; 2010 წლის 15 სექტემბრის ¹1731, ¹1733, 2010 წლის 8 ოქტომბრის ¹1949, ¹1951 ბრძანებების (ზემოაღნიშნული საბაჟო შეტყობინებების ნაწილში) ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა. ამასთან, მან 2012 წლის 17 მაისს ამავე შინაარსის წერილობითი შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ განიხილა შპს ,,...” საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ივნისის განჩინების გაუქმებისა და ბათუმის რეგიონალური ცენტრის ¹604/1078/10, ¹604/1077/10, ¹604/1076/10, ¹604/1074/10, ¹604/1072/10, ¹604/1070/10, ¹604/1068/10, ¹604/1091/10, ¹604/1089/10, ¹604/1088/10, ¹604/1086/10, ¹604/1085/10, ¹604/1084/10, ¹604/1081/10, ¹604/1080/10, ¹604/1126/10, ¹604/1125/10, ¹604/1122/10, ¹604/1120/10, ¹604/1120/10, ¹604/1199/10, ¹604/1197/10, ¹604/1270/10, ¹604/1271/10, ¹604/1356/10, ¹604/1380/10, ¹604/1279/10, ¹604/1376/10, ¹604/1377/10, ¹604/1497/10, ¹604/1525/10, ¹604/1645/10, ¹604/1608/10, ¹604/1686/10, ¹604/1688/10, ¹604/1701/10, ¹604/1807/10, ¹604/1781/10, ¹604/1887/10 საბაჟო შეტყობინებების, ბათუმის რეგიონალური ცენტრის ¹011646, ¹011644, ¹011642, ¹011640, ¹011639, ¹011638, ¹011635, ¹011634, ¹008255, ¹008254, ¹008252, ¹008250, ¹008248, ¹008246, ¹044266, ¹044265, ¹044262, ¹044260, ¹044278, ¹044282, ¹044279, ¹044371, ¹044372, ¹044373, ¹044416, ¹044418, ¹044370, ¹044400, ¹044401, ¹044459, ¹044451, ¹044486, ¹044488, ¹044473, ¹044514, ¹044518, ¹044525 სამართალდარღვევის ოქმების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 29 ივლისის ¹1317, ¹1318, ¹1319; 2010 წლის 19 აგვისტოს ¹1543, ¹1544; 2010 წლის 6 სექტემბრის ¹1659; 2010 წლის 15 სექტემბრის ¹1731, ¹1733, 2010 წლის 8 ოქტომბრის ¹1949, ¹1951 ბრძანებებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2010 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილების (ზემოაღნიშნული საბაჟო შეტყობინენების ნაწილში) ბათილად ცნობის თაობაზე (სულ 76 000 ლარის ღირებულებით) და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი აღნიშნულ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ამასთან, საკასაციო სასამართლომ ასევე განიხილა შპს ,,...” შუამდგომლობა ბათუმის რეგიონალური ცენტრის ¹011651, ¹011650, ¹011649, ¹011648, ¹011647, ¹011637, ¹011636, ¹008257, ¹008253, ¹008251, ¹008249, ¹008247, ¹044267, ¹044264, ¹044263, ¹044261, ¹044275, ¹044276, ¹044277, ¹044281, ¹044283, ¹044284, ¹044296, ¹044369, ¹044374, ¹044387, ¹044388, ¹044404, ¹044419, ¹044422, ¹044435, ¹044436, ¹044438, ¹044439, ¹044440, ¹044442, ¹044403, ¹044407, ¹044408, ¹044455, ¹044461, ¹044447, ¹044448, ¹044449, ¹044487, ¹044489, ¹044491, ¹044494, ¹044495, ¹044502, ¹044515, ¹044516, ¹044512, ¹044507, ¹044508, ¹044504, ¹044520, ¹044521, ¹044524, ¹044529, ¹044530, ¹044531, ¹044548, ¹044538, ¹044541, ¹044542, ¹044543, ¹044564, ¹044565, ¹044566, ¹044567, ¹044568, ¹044569, ¹044576, ¹044570, ¹044571, ¹044572, ¹044573, ¹044574, ¹044575 სამართალდარღვევის ოქმების, ¹604/1079/10, ¹604/1075/10, ¹604/1073/10, ¹604/1071/10, ¹604/1069/10, ¹604/1096/10, ¹604/1095/10, ¹604/1094/10, ¹604/1093/10, ¹604/1092/10, ¹604/1083/10, ¹604/1082/10, ¹604/1127/10, ¹604/1124/10, ¹604/1123/10, ¹604/1121/10, ¹604/1194/10, ¹604/1201/10, ¹604/1213/10, ¹604/1200/10, ¹604/1198/10, ¹604/1195/10, ¹604/1196/10, ¹604/1272/10, ¹604/1278/10, ¹604/1322/10, ¹604/1323/10, ¹604/1414/10, ¹604/1399/10, ¹604/1527/10, ¹604/1529/10, ¹604/1548/10, ¹604/1565/10, ¹604/1566/10, ¹604/1569/10, ¹604/1570/10, ¹604/1571/10, ¹604/1577/10, ¹604/1428/10, ¹604/1429/10, ¹604/1649/10, ¹604/1643/10, ¹604/1611/10, ¹604/1610/10, ¹604/1609/10, ¹604/1731/10, ¹604/1687/10, ¹604/1718/10, ¹604/1720/10, ¹604/1723/10, ¹604/1724/10, ¹604/1782/10, ¹604/1805/10, ¹604/1779/10, ¹604/1775/10, ¹604/1774/10, ¹604/1762/10, ¹604/1829/10, ¹604/1886/10, ¹604/1940/10, ¹604/1961/10, ¹604/1890/10, ¹604/1978/10, ¹604/1998/10, ¹604/1999/10, ¹604/2000/10, ¹604/2017/10, ¹604/2055/10, ¹604/2056/10, ¹604/2057/10, ¹604/2058/10, ¹604/2059/10, ¹604/2060/10, ¹604/2061/10, ¹604/2062/10, ¹604/2063/10, ¹604/2064/10, ¹604/2065/10, ¹604/2066/10, ¹604/2067/10, ¹604/1841/10 საბაჟო შეტყობინებებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 29 ივლისის ¹1317, ¹1318, ¹1319; 2010 წლის 19 აგვისტოს ¹1543, ¹1544; 2010 წლის 6 სექტემბრის ¹1659; 2010 წლის 15 სექტემბრის ¹1731, ¹1733, 2010 წლის 8 ოქტომბრის ¹1949, ¹1951 ბრძანებების (ზემოაღნიშნული საბაჟო შეტყობინებების ნაწილში) ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში სარჩელზე უარის თქმის თაობაზე და მიიჩნევს, რომ შპს ,,...” შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და აღნიშნულ ნაწილში შპს ,,...” მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო უნდა შეწყდეს საქმის წარმოება.

საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე დავის საგანს ბათუმის რეგიონალური ცენტრის 2010 წლის 15, 26, 27, 28 და 31 მაისის; 1, 8, 9, 10, 11, 19, 16, 26 და 29 ივნისის; 1, 7, 15, 19, 20, 23, 24, 25, 26, 30, 31 აგვისტოს და 2, 4, 6, 7, 12, 13, 15, 20, 21 სექტემბრის სამართალდარღვევის ოქმების, აღნიშნული სამართალდარღვევის ოქმების საფუძველზე მიღებული 2010 წლის 1 ივლისის ¹604/1270/10, ¹604/1272/10, ¹604/1278/10, ¹604/1322/10, ¹604/1323/10; 2010 წლის 29 ივნისის ¹604/1356/10; 2010 წლის 24 ივნისის ¹604/1380/10, 2010 წლის 11 ივნისის ¹604/1083/10, ¹604/1092/10; 2010 წლის 7 ივნისის ¹604/1194/10, ¹604/1201/10, ¹604/1213/10, 2010 წლის 28 მაისის ¹604/1088/10, ¹604/1089/10, ¹604/1091/10, ¹604/1093/10, ¹604/1096/10, ¹604/1082/10, ¹604/1084/10, ¹604/1086/10, 2010 წლის 27 მაისის ¹604/1068/10, ¹604/1081/10, ¹604/1120/10, ¹604/1127/10; 2010 წლის 23 ივლისის ¹604/1376/10, ¹604/1377/10, ¹604/1414/10; 2010 წლის 7 ივლისის ¹604/1279/10; 2010 წლის 2 აგვისტოს ¹604/1497/10, ¹604/1525/10, ¹604/1527/10, ¹604/1529/10, ¹604/1548/10, ¹604/1565/10, ¹604/1566/10, ¹604/1569/10, ¹604/1570/10, ¹604/1571/10, ¹604/1577/10; 2010 წლის 30 ივლისის ¹604/1399/10, 2011 წლის 11 აგვისტოს ¹604/1608/10, ¹604/1611/10, ¹604/1643/10, ¹604/1645/10, ¹604/1649/10; 2010 წლის 2 აგვისტოს ¹604/1428/10, ¹604/1529/10; 2010 წლის 19 აგვისტოს ¹604/1701/10; 2010 წლის 20 აგვისტოს ¹604/1731/10, ¹604/1686/10, ¹604/1688/10, ¹604/1718/10, ¹604/1720/10, ¹604/1723/10, ¹604/1724/10; 2010 წლის 31 აგვისტოს ¹604/1762/10, ¹604/1774/10, ¹604/1775/10, ¹604/1779/10, ¹604/1781/10, ¹604/1782/10, ¹604/2055/10, ¹604/1807/10; 2010 წლის 22 სექტემბრის ¹604/1762/10, ¹604/2067/10, ¹604/1775/10; 2010 წლის 17 სექტემბრის ¹604/2017/10; 2010 წლის 16 სექტემბრის ¹604/1998/10, ¹604/2000/10, ¹604/1978/10; 2010 წლის 10 სექტემბრის ¹604/1961/10, ¹604/1940/10, ¹604/1890/10, ¹604/1929/10, ¹604/1886/10, 2010 წლის 9 სექტემბრის ¹604/1841/10, ¹604/1887/10 საბაჟო შეტყობინებების, ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 29 ივლისის ¹1317, ¹1318, ¹1319; 2010 წლის 19 აგვისტოს ¹1543, ¹1544; 2010 წლის 6 სექტემბრის ¹1659; 2010 წლის 15 სექტემბრის ¹1731, ¹1733, 2010 წლის 8 ოქტომბრის ¹1949, ¹1951 ბრძანებების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2010 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 18 აპრილის ¹6338 ბრძანებით (აღნიშნულ ბრძანებაში სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 3 მაისის ¹7299 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური ხარვეზი) ძალადაკარგულად გამოცხადდა ბათუმის რეგიონალური ცენტრის ¹604/1079/10, ¹604/1075/10, ¹604/1073/10, ¹604/1071/10, ¹604/1069/10, ¹604/1096/10, ¹604/1095/10, ¹604/1094/10, ¹604/1093/10, ¹604/1092/10, ¹604/1083/10, ¹604/1082/10, ¹604/1127/10, ¹604/1124/10, ¹604/1123/10, ¹604/1121/10, ¹604/1194/10, ¹604/1201/10, ¹604/1213/10, ¹604/1200/10, ¹604/1198/10, ¹604/1195/10, ¹604/1196/10, ¹604/1272/10, ¹604/1278/10, ¹604/1322/10, ¹604/1323/10, ¹604/1414/10, ¹604/1399/10, ¹604/1527/10, ¹604/1529/10, ¹604/1548/10, ¹604/1565/10, ¹604/1566/10, ¹604/1569/10, ¹604/1570/10, ¹604/1571/10, ¹604/1577/10, ¹604/1428/10, ¹604/1429/10, ¹604/1649/10, ¹604/1643/10, ¹604/1611/10, ¹604/1610/10, ¹604/1609/10, ¹604/1731/10, ¹604/1687/10, ¹604/1718/10, ¹604/1720/10, ¹604/1723/10, ¹604/1724/10, ¹604/1782/10, ¹604/1805/10, ¹604/1779/10, ¹604/1775/10, ¹604/1774/10, ¹604/1762/10, ¹604/1829/10, ¹604/1886/10, ¹604/1940/10, ¹604/1961/10, ¹604/1890/10, ¹604/1978/10, ¹604/1998/10, ¹604/1999/10, ¹604/2000/10, ¹604/2017/10, ¹604/2055/10, ¹604/2056/10, ¹604/2057/10, ¹604/2058/10, ¹604/2059/10, ¹604/2060/10, ¹604/2061/10, ¹604/2062/10, ¹604/2063/10, ¹604/2064/10, ¹604/2065/10, ¹604/2066/10, ¹604/2067/10, ¹604/1841/10 საბაჟო შეტყობინებები, ასევე ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 29 ივლისის ¹1317, ¹1318, ¹1319; 2010 წლის 19 აგვისტოს ¹1543, ¹1544; 2010 წლის 6 სექტემბრის ¹1659; 2010 წლის 15 სექტემბრის ¹1731, ¹1733, 2010 წლის 8 ოქტომბრის ¹1949, ¹1951 ბრძანებები (ნავთობპროდუქტების ნაწილში). ამასთან, მართალია ძალაშია და არ გაუქმებულა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2010 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ძალაში დარჩა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 29 ივლისის ¹1317, ¹1318, ¹1319; 2010 წლის 19 აგვისტოს ¹1543, ¹1544; 2010 წლის 6 სექტემბრის ¹1659; 2010 წლის 15 სექტემბრის ¹1731, ¹1733, 2010 წლის 8 ოქტომბრის ¹1949, ¹1951 ბრძანებები, მაგრამ საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ პირობებში როდესაც გაუქმებულია აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძვლები (შესაბამისი საბაჟო შეტყობინებები და სსიპ შემოსავლების სამსახურის ბრძანებები (ნავთობპროდუქტების ნაწილში)) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2010 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებას (ნავთობპროდუქტების ნაწილში) იურიდიული ძალა არ გააჩნია და შესაბამისად, მას სამართლებრივი შედეგი ვერ მოჰყვება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელეს აღნიშნულ ნაწილში აღარ აქვს გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის კანონიერი ინტერესი, ვინაიდან, საქმის მასალებით დასტურდება, რომ სახეზე გვაქვს სწორედ ის სამართლებრივი მდგომარეობა, რაც სადავო აქტების ბათილად ცნობას მოჰყვებოდა და რაც შპს ,,...” სარჩელის მიზანს წარმოადგენდა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ, განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს _ ცნოს სარჩელი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე. ამავე კოდექსის 273-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქმეზე წარმოება შეწყდება სასამართლო განჩინებით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე შპს ,,...” სარჩელზე უარის თქმით მოახდინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, როგორც პროცესის მონაწილე მხარის ნების გამოვლენა. ამასთან, იურიდიული (ფიზიკური) პირის მიერ სარჩელზე უარის თქმის შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სარჩელზე უარის თქმისგან განსხვავებით, ადმინისტრაციული საქმის განმხილველი სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას და არ ამოწმებს სარჩელზე უარის თქმის კანონიერებას.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება.

ამასთან, რაც შეეხება შპს ,,...” საკასაციო საჩივარს დარჩენილი სადავო აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ შპს ,,...” სადავოდ ხდის არა დოკუმენტებში მითითებული საქონლისა და აზომვის შედეგად გამოვლენილი საქონლის ოდენობის ცდომილების არსებობის ფაქტს, არამედ იმ ფაქტს, რომ გამოვლენილი ცდომილება არის დასაშვებ ფარგლებში და არ აღემატება ,,ნავთობის და ნავთობპროდუქტების მასის გაზომვის მეთოდების” ე.წ. გოსტ 26976-86-ით დაშვებულ ცდომილებას.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული დავის სწორად გადაწყვეტის მიზნით არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოების დადგენას, ტრანზიტულ დოკუმენტებში მითითებული საქონლისა და აზომვის შედეგად გამოვლენილი საქონლის ცდომილებაზე ვრცელდება თუ არა ე.წ. გოსტ 26976-86-ით დადგენილი მოთხოვნები.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 1992 წლის 13 მარტს ხელმოწერილი ,,სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სფეროში შეთანხმებული პოლიტიკის გატარების შესახებ” საერთაშორისო შეთანხმება საქართველოსათვის ძალაში არის 1995 წლის 22 მაისიდან. აღნიშნული შეთანხმების პირველი მუხლის თანახმად, ,,მხარეები, რომლებსაც ჰქონდათ სრული დამოუკიდებლობა სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სისტემის შექმნისა და რეალიზების საკითხებში და ამ სფეროში მუშაობის ორგანიზაციებში აღიარებდნენ გოსტ-ის სტანდარტებს როგორც სახელმწიფოთაშორისს - ინარჩუნებდნენ აბრევიატურას ,,...” ხელახლა შემოტანილ სახელმწიფოთაშორის სტანდარტებზე, ითვალისწინებდნენ მათი მოთხოვნების ჰარმონიზირებას საერთაშორისო, რეგიონულ და მოწინავე ეროვნულ სტანდარტებთან”.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, რომელთა თანახმად, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება არის საქართველოს კანონმდებლობის განუყოფელი ნაწილი, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ კანონს და კონსტიტუციურ შეთანხმებას, მას უპირატესი იურიდიული ძალა ენიჭება შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში შეფასებას მოითხოვს ის გარემოება, არის თუ არა თვითშესრულებადი განსახილველი საერთაშორისო ხელშეკრულებების დებულებები და შესაძლებელია თუ არა მათი პირდაპირი გამოყენება ეროვნულ დონეზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საერთაშორისო ხელშეკრულების უშუალო გამოყენების შესაძლებლობა განისაზღვრება მისი უნარიანობით შიდასახელმწიფოებრივი სამართლის სუბიექტებისთვის შექმნას კონკრეტული უფლება-მოვალეობები.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,საერთაშორისო ხელშეკრულების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოფიციალურად გამოქვეყნებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების დებულებები, რომლებიც ადგენენ კონკრეტული ხასიათის უფლებებსა და მოვალეობებს და არ საჭიროებენ დამაზუსტებელი შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიღებას, საქართველოში მოქმედებენ უშუალოდ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს “სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სფეროში შეთანხმებული პოლიტიკის გატარების შესახებ” საერთაშორისო შეთანხმებაზე (რომელიც ეხება ე.წ. ,,..” მოქმედ სტანდარტებს) და განმარტავს, რომ აღნიშნული შეთანხმების დებულებები არის ზოგადი, არ ადგენს კონკრეტული ხასიათის უფლება-მოვალეობებს და საჭიროებს დამაზუსტებელი შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტის მიღებას. ამდენად, აღნიშნული შეთანხება არის არათვითშესრულებადი და იგი უშუალოდ ვერ იქნება გამოყენებული შიდასახელმწიფოებრივ ურთიერთობებში.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი საბაჟო დეკლარაციებით და ვაგონ-ცისტერნის დაცლის აქტებით ირკვევა, რომ შპს ,,...” მიერ ბათუმის ნავთობტერმინალში განთავსებული ტრანზიტის საბაჟო რეჟიმში დეკლარირებული ნავთობპროდუქტის აზომვის შედეგად აღმოჩნდა თანხლებ დოკუმენტებში მითითებულ ოდენობასთან შედარებით მეტი ოდენობა, რაც საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველს წარმოადგენდა. საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საბაჟო დეკლარირება ნიშნავს მოქმედებას, რომლითაც პირი საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი ფორმისა და წესის შესაბამისად აცხადებს საქონლის მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენების განზრახვას. Aამავე მუხლის 29-ე პუნქტის მიხედვით, საბაჟო დამუშავების ოპერაცია არის საქონლის მიმართ საბაჟო რეჟიმის გამოყენება, საქონლის გადატანა თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის რეექსპორტი, საქონლის განადგურება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ ან საქონლის გადაცემა სახელმწიფო საკუთრებაში. ამავე მუხლის 31-ე ნაწილის მიხედვით კი ვალდებული პირი არის პირი, რომელსაც ეკისრება საბაჟო ვალდებულების შესრულება. საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დეკლარანტი და პირი, რომლის მაგივრადაც ირიბი წარმომადგენლობისას წარადგინეს საბაჟო დეკლარაცია, პასუხისმგებელნი არიან დეკლარირებული მონაცემების სისწორეზე, წარმოდგენილი დოკუმენტების ნამდვილობასა და საბაჟო დეკლარაციასთან საქონლის შესაბამისობაზე.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ კასატორი ვალდებული იყო ტრანზიტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის დოკუმენტებში ზუსტად მიეთითებინა საქონლის ოდენობა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 242-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით, პირის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე ტრანზიტული გადაადგილებისათვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებებში განთავსებული საქონლის გადატანა ან გადმოტანა, ჩადენილი საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად, იწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარით, ხოლო ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, იწვევს პირის დაჯარიმებას 2000 ლარით.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოწინააღმდეგე მხარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ შპს ,,...” განმეორებით ჩადენილი ქმედებისათვის პასუხისმგებლობა უნდა დაკისრებოდა საბაჟო კოდექსის 242-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო აქტები მიღებული არის კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

რაც შეეხება სახელმწიფო ბაჟის საკითხს, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნტზე და განმარტავს, რომ სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრისათვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5%-ს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარს, რომელიც კასატორმა უნდა შეიტანოს შესაბამის ანგარიშზე.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ შპს ,,...” მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 8000 ლარის ოდენობით.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებას, რომ სასამართლომ შპს ,,...” საკასაციო საჩივარი განიხილა მხოლოდ 76 000 ლარის ღირებულების ნაწილში (აღნიშნულ თანხაზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟოს ოდენობა შეადგენს 3800 ლარს), დანარჩენ ნაწილში კი შპს ,,...” უარი თქვა სარჩელზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,...” მის მიერ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 8000 ლარიდან უნდა დაუბრუნდეს 4200 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტით, 273-ე, 410-ე, 39-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაკმაყოფილდეს შპს ,,...” შუამდგომლობა სარჩელზე ნაწილობრივ უარი თქმის თაობაზე და შეწყდეს საქმის წარმოება სარჩელის იმ ნაწილზე, რომლითაც შპს ,,...” ითხოვდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2010 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 29 ივლისის ¹1317, ¹1318, ¹1319; 2010 წლის 19 აგვისტოს ¹1543, ¹1544; 2010 წლის 6 სექტემბრის ¹1659; 2010 წლის 15 სექტემბრის ¹1731, ¹1733, 2010 წლის 8 ოქტომბრის ¹1949, ¹1951 ბრძანებების (ქვემოთჩამოთვლილი საბაჟო შეტყობინებების ნაწილში), ასევე ბათუმის რეგიონალური ცენტრის ¹011651, ¹011650, ¹011649, ¹011648, ¹011647, ¹011637, ¹011636, ¹008257, ¹008253, ¹008251, ¹008249, ¹008247, ¹044267, ¹044264, ¹044263, ¹044261, ¹044275, ¹044276, ¹044277, ¹044281, ¹044283, ¹044284, ¹044296, ¹044369, ¹044374, ¹044387, ¹044388, ¹044404, ¹044419, ¹044422, ¹044435, ¹044436, ¹044438, ¹044439, ¹044440, ¹044442, ¹044403, ¹044407, ¹044408, ¹044455, ¹044461, ¹044447, ¹044448, ¹044449, ¹044487, ¹044489, ¹044491, ¹044494, ¹044495, ¹044502, ¹044515, ¹044516, ¹044512, ¹044507, ¹044508, ¹044504, ¹044520, ¹044521, ¹044524, ¹044529, ¹044530, ¹044531, ¹044548, ¹044538, ¹044541, ¹044542, ¹044543, ¹044564, ¹044565, ¹044566, ¹044567, ¹044568, ¹044569, ¹044576, ¹044570, ¹044571, ¹044572, ¹044573, ¹044574, ¹044575 სამართალდარღვევის ოქმების და ¹604/1079/10, ¹604/1075/10, ¹604/1073/10, ¹604/1071/10, ¹604/1069/10, ¹604/1096/10, ¹604/1095/10, ¹604/1094/10, ¹604/1093/10, ¹604/1092/10, ¹604/1083/10, ¹604/1082/10, ¹604/1127/10, ¹604/1124/10, ¹604/1123/10, ¹604/1121/10, ¹604/1194/10, ¹604/1201/10, ¹604/1213/10, ¹604/1200/10, ¹604/1198/10, ¹604/1195/10, ¹604/1196/10, ¹604/1272/10, ¹604/1278/10, ¹604/1322/10, ¹604/1323/10, ¹604/1414/10, ¹604/1399/10, ¹604/1527/10, ¹604/1529/10, ¹604/1548/10, ¹604/1565/10, ¹604/1566/10, ¹604/1569/10, ¹604/1570/10, ¹604/1571/10, ¹604/1577/10, ¹604/1428/10, ¹604/1429/10, ¹604/1649/10, ¹604/1643/10, ¹604/1611/10, ¹604/1610/10, ¹604/1609/10, ¹604/1731/10, ¹604/1687/10, ¹604/1718/10, ¹604/1720/10, ¹604/1723/10, ¹604/1724/10, ¹604/1782/10, ¹604/1805/10, ¹604/1779/10, ¹604/1775/10, ¹604/1774/10, ¹604/1762/10, ¹604/1829/10, ¹604/1886/10, ¹604/1940/10, ¹604/1961/10, ¹604/1890/10, ¹604/1978/10, ¹604/1998/10, ¹604/1999/10, ¹604/2000/10, ¹604/2017/10, ¹604/2055/10, ¹604/2056/10, ¹604/2057/10, ¹604/2058/10, ¹604/2059/10, ¹604/2060/10, ¹604/2061/10, ¹604/2062/10, ¹604/2063/10, ¹604/2064/10, ¹604/2065/10, ¹604/2066/10, ¹604/2067/10, ¹604/1841/10 საბაჟო შეტყობინებების ბათილად ცნობას;

2. ამ ნაწილში გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ივნისის განჩინება;

3. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე დავაზე, იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;

4. შპს ,,...” საკასაციო საჩივარი დანარჩენ ნაწილში _ ბათუმის რეგიონალური ცენტრის ¹604/1078/10, ¹604/1077/10, ¹604/1076/10, ¹604/1074/10, ¹604/1072/10, ¹604/1070/10, ¹604/1068/10, ¹604/1091/10, ¹604/1089/10, ¹604/1088/10, ¹604/1086/10, ¹604/1085/10, ¹604/1084/10, ¹604/1081/10, ¹604/1080/10, ¹604/1126/10, ¹604/1125/10, ¹604/1122/10, ¹604/1120/10, ¹604/1120/10, ¹604/1199/10, ¹604/1197/10, ¹604/1270/10, ¹604/1271/10, ¹604/1356/10, ¹604/1380/10, ¹604/1279/10, ¹604/1376/10, ¹604/1377/10, ¹604/1497/10, ¹604/1525/10, ¹604/1645/10, ¹604/1608/10, ¹604/1686/10, ¹604/1688/10, ¹604/1701/10, ¹604/1807/10, ¹604/1781/10, ¹604/1887/10 საბაჟო შეტყობინებების, ბათუმის რეგიონალური ცენტრის ¹011646, ¹011644, ¹011642, ¹011640, ¹011639, ¹011638, ¹011635, ¹011634, ¹008255, ¹008254, ¹008252, ¹008250, ¹008248, ¹008246, ¹044266, ¹044265, ¹044262, ¹044260, ¹044278, ¹044282, ¹044279, ¹044371, ¹044372, ¹044373, ¹044416, ¹044418, ¹044370, ¹044400, ¹044401, ¹044459, ¹044451, ¹044486, ¹044488, ¹044473, ¹044514, ¹044518, ¹044525 სამართალდარღვევის ოქმების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 29 ივლისის ¹1317, ¹1318, ¹1319; 2010 წლის 19 აგვისტოს ¹1543, ¹1544; 2010 წლის 6 სექტემბრის ¹1659; 2010 წლის 15 სექტემბრის ¹1731, ¹1733, 2010 წლის 8 ოქტომბრის ¹1949, ¹1951 ბრძანებებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2010 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილების (ზემოაღნიშნული საბაჟო შეტყობინენების ნაწილში) ბათილად ცნობის თაობაზე (სულ 76 000 ლარის ღირებულებით) არ დაკმაყოფილდეს;

5. ამ ნაწილში უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ივნისის განჩინება;

6. შპს ,,...” დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი 8000 ლარიდან _ 4200 ლარი;

7. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

პ. სილაგაძე