Facebook Twitter

ბს-134-133(კ-12) 16 მაისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა «ა-ის» საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 25 ნოემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა «ა-მა» 13.12.10წ. სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე ქ. ბათუმის მერიის, ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიმართ, ქ. ბათუმის მერიის 25.11.10წ. ¹480 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე. მოსარჩელემ დააზუსტა სარჩელი და გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობასთან ერთად მოითხოვა ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის დავალდებულება არ მოეხდინა ამხანაგობა «ე»-ისათვის მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება ამხანაგობა «ე.».

ამხანაგობა «ა-მა» 18.02.11წ. აღძრული დამოუკიდებელი სარჩელით მოითხოვა მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 19.11.10წ. ¹1338 ბრძანებისა და მის საფუძველზე გაცემული მშენებლობის სანებართვო მოწმობის ბათილად ცნობა.

საქალაქო სასამართლოს 02.03.11წ. განჩინებით მითითებული ადმინისტრაციული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად. ამხანაგობა «ა-მა» შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა ქ. ბათუმის მერიის 25.11.10წ. ¹480 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 14.04.11წ. გადაწყვეტილებით ამხანაგობა «ა-ის» სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ამხანაგობა «ა-ის» მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.11.11წ. განჩინებით ამხანაგობა «ა-ის» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 14.04.11წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ამხანაგობა «ა-მა», რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 25.11.11წ. განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა «ა-ის» საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.12.07წ. გადაწყვეტილება; საქმე ¹ბს-728-694(კ-07)).

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა «ა-ის» საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, კასატორს _ ამხანაგობა «ა-ს» სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 12.01.12წ. ¹213585805 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიში, სს ბანკი «...», ბანკის BIჩ კოდი - ..., მიმღების IBAN ანგარიშის ¹....

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა «ა-ის» საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.11.11წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. ამხანაგობა «ა-ს» დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 12.01.12წ. ¹213585805 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიში, სს ბანკი «...», ბანკის BIჩ კოდი - ..., მიმღების IBAN ანგარიშის ¹....

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.