ბს-163-161(კ-12) 17 მაისი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ე. ბ-ის, ა. ბ-ის, გ. ბ-ის, თ. ბ-ისა და ბ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2010 წლის 25 იანვარს ე. ბ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების – ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, იგი 1992 წლის თებერვლიდან ცხოვრობდა დიდი დიღმის დასახლებაში, ...ის ქ. ¹10, ბ. ¹92-ში, რომელიც სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი იყო. საბურთალოს რაიონული სასამართლოს 19.04.1999წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ე. ბ-ის სარჩელი და მას ნება დაერთო ოჯახთან ერთად ეცხოვრა ხსენებულ ბინაში, საბინაო პირობების ფაქტიურად დაკმაყოფილებამდე. საცხოვრებელი ფართობის ქ. თბილისის მერიის საცხოვრებელ ფონდში ჩარიცხვის შემდეგ, ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 25.03.04წ. ¹2.2.22 დადგენილებით მიღებულ იქნა საბინაო საკითხთა კომისიის წინადადება და გამოეყო ბინა, დადგინდა ორდერის გაწერა მოსარჩელეზე, მის მეუღლეზე და მათ სამ შვილზე. ე. ბ-მა სარგებლობაში არსებული ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით 03.04.08წ. მიმართა განცხადებით გამგეობას, რომლის 27.07.09წ. ¹ბ/61 წერილით უარი ეთქვა უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემაზე, ბინის დროებით, ოჯახის საცხოვრებელი პირობების არსებითად გაუმჯობესებამდე გადაცემის გამო. აღნიშნული საფუძვლად დაედო აგრეთვე მერის 17.11.09წ. ¹1725 განკარგულებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ადმინისტრაციული საჩივარი. აღნიშნულის შემდეგ მოსარჩელემ კვლავ მიმართა გამგეობას ბინის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით, გამგეობის 24.12.09წ. ¹2879 წერილით მას კვლავ უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, მერიის 09.03.2010წ. ¹864 განკარგულებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ამდენად, მოსარჩელემ ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 2009 წლის 27 ივლისის ¹ბ-61 წერილისა და ქ. თბილისის მერიის 2009 წლის 17 ნოემბრის ¹1725 განკარგულების ბათილად ცნობა და ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობისათვის ე. ბ-ისათვის კანონიერ სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი ფართობის (ქ. თბილისი, ...ი 10, ¹92 საცხოვრებელი ბინის 89.65 კვ.მ. იზოლირებული ფართობი) უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
2010 წლის 1 აპრილს ე. ბ-მა წარადგინა განცხადება სასარჩელო მოთხოვნის გაზრდის თაობაზე, რომლითაც ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 2009 წლის 24 დეკემბრის ¹2879 წერილისა და ქ. თბილისის მერის 2010 წლის 9 მარტის ¹864 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით ე. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის 2009 წლის 17 ნოემბრის ¹1725 და 2010 წლის 9 მარტის ¹864 განკარგულებები; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 2009 წლის 27 ივლისის ¹ბ-61 და 2009 წლის 24 დეკემბრის ¹2879 წერილები; მოპასუხე – ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობას მოსარჩელე – ე. ბ-ისათვის ქ. თბილისში, ...ის ¹10-ში მდებარე ¹92 სამოთახიანი ბინის (37.7 კვ.მ.) საკუთრებაში გადაცემის თაობაზე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 28 სექტემბრის განჩინებით ქ. თბილსიის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 28 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილსიის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 18 მაისის განჩინებით ქ. თბილსის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 28 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ივლისის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ა. ბ-ი, გ. ბ-ი, თ. ბ-ი და ბ. ბ-ი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 18 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ე. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ე. ბ-მა, ა. ბ-მა, გ. ბ-მა, თ. ბ-მა და ბ. ბ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 22 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ე. ბ-ის, ა. ბ-ის, გ. ბ-ის, თ. ბ-ისა და ბ. ბ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ბ-ის, ა. ბ-ის, გ. ბ-ის, თ. ბ-ისა და ბ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იყოს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ე. ბ-ს საკასაციო საჩივარზე 2012 წლის 12 მარტს (სალაროს შემოსავლის ორდერი ¹4951980) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე (სს ბანკი ,,...»; ბანკის BIჩ კოდი - ...; მიმღების IBAN ანგარიშის ¹...) გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე. ბ-ის, ა. ბ-ის, გ. ბ-ის, თ. ბ-ისა და ბ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. ე. ბ-ს დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 2012 წლის 12 მარტს (სალაროს შემოსავლის ორდერი ¹4951980) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე (სს ბანკი ,,...»; ბანკის BIჩ კოდი - ...; მიმღების IBAN ანგარიშის ¹...) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.