ბს-290-286(კ-12) 17 მაისი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ი/მ «ზ. გ-ის» საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 23 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2011 წლის 2 სექტემბერს ი/მ «ზ. გ-მა» სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის – სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, იგი რეგისტრირებულია ინდ. მეწარმედ და მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო კოდი .... 2006 წლის შეტყობინებით მისთვის ცნობილი გახდა, რომ გაუქმებული ჰქონდა ანგარიშ-ფაქტურებით გათვალისწინებული ჩათვლები და დღგ-ს დავალიანება 99210.78 ლარს შეადგენდა. მას 2006 წელს ჩაბარდა შეტყობინება გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ, რაც გასაჩივრებულ იქნა საგადასახადო ორგანოში. მოსარჩელეს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე, რაც მას უკანონოდ მიაჩნია და ითხოვს მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, უკანონოდ გაუქმებული დღგ-ს ჩათვლების აღდგენას და დარიცხული საურავების გაუქმებას.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შედეგად საბოლოოდ საგადასახადო დეპარტამენტის 2001 წლის 22 ნოემბრის №1-11/6455, 2002 წლის 10 იანვრის №1-11/46, 2002 წლის 11 თებერვლის №1-11/696, 2002 წლის 13 მარტის №1-11/1412, 2002 წლის 8 აპრილის №1-11/2015, 2002 წლის 10 მაისის №1-11/2704 და 2002 წლის 6 ივნისის №1-11/3210 წერილების (რომლებითაც ი/მ ,,ზ. გ-ს“ უკანონოდ გაუუქმდა დღგ-ს ჩათვლები), სსიპ შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 19 მარტის №6884 ბრძანების ბათილად ცნობა და შემდეგი ანგარიშ-ფაქტურებით უკანონოდ გაუქმებული დღგ-ს ჩათვლების აღდგენა მოითხოვა: მომწოდებელი შპს ,,გ-ი“ სერია აა99 №0107246 გაუქმებული ჩათვლის თანხა – 860 ლარი, მომწოდებელი შპს ,,გ-ი“ სერია აა99 №258561 გაუქმებული ჩათვლის თანხა – 837 ლარი, მომწოდებელი შპს ,,გ-ი“ სერია აა99 №000669 გაუქმებული ჩათვლის თანხა – 680 ლარი, მომწოდებელი შპს ,,გ-ი“ სერია აა99 №000180 გაუქმებული ჩათვლის თანხა – 1530 ლარი, მომწოდებელი შპს ,,გ-ი“ სერია აა99 №000589 გაუქმებული ჩათვლის თანხა – 2550 ლარი, მომწოდებელი შპს ,,გ-ი“ სერია აა99 №000565 გაუქმებული ჩათვლის თანხა – 850 ლარი, მომწოდებელი შპს ,,კ-ი» სერია აა69 №004472 გაუქმებული ჩათვლის თანხა – 1105 ლარი, მომწოდებელი შპს ,,კ-ი» სერია აა69 №004464 გაუქმებული ჩათვლის თანხა – 425 ლარი, მომწოდებელი შპს ,,კ-ი’’ სერია აა69 №001761 გაუქმებული ჩათვლის თანხა – 1190 ლარი, მომწოდებელი შპს ,,კ-ი» სერია აა69 №001745 გაუქმებული ჩათვლის თანხა – 1275 ლარი, მომწოდებელი შპს ,,კ-ი» სერია აა69 №001964 გაუქმებული ჩათვლის თანხა – 850 ლარი, მომწოდებელი შპს ,,კ-ი» სერია აა69 №006392 გაუქმებული ჩათვლის თანხა – 1700 ლარი, მომწოდებელი შპს ,,კ-ი» სერია აა69 №006360 გაუქმებული ჩათვლის თანხა – 510 ლარი, მომწოდებელი შპს ,,კ-ი» სერია აა69 №004528 გაუქმებული ჩათვლის თანხა – 425 ლარი, მომწოდებელი შპს ,,კ-ი» სერია აა69 №004506 გაუქმებული ჩათვლის თანხა – 425 ლარი, მომწოდებელი შპს ,,კ-ი’’ სერია აა69 №002787 გაუქმებული ჩათვლის თანხა – 425 ლარი, მომწოდებელი შპს ,,კ-ი» სერია აა69 №004543 გაუქმებული ჩათვლის თანხა – 425 ლარი, მომწოდებელი შპს ,,კ-ი» სერია აა69 №004533 გაუქმებული ჩათვლის თანხა – 425 ლარი, მომწოდებელი შპს ,,კ-ი» სერია აა69 №004492 გაუქმებული ჩათვლის თანხა – 850 ლარი, მომწოდებელი შპს ,,ბ-ა» სერია აა70 №031766 გაუქმებული ჩათვლის თანხა – 840 ლარი, მომწოდებელი შპს ,,ბ-ა» სერია აა70 №028724 გაუქმებული ჩათვლის თანხა – 840 ლარი, მომწოდებელი შპს ,,ბ-ა» სერია აა70 №028577 გაუქმებული ჩათვლის თანხა – 840 ლარი; მომწოდებელი შპს ,,ი.» სერია აა70 №021527 გაუქმებული ჩათვლის თანხა – 1275 ლარი, მომწოდებელი შპს ,,ი.» სერია აა70 №036254 გაუქმებული ჩათვლის თანხა – 456 ლარი, მომწოდებელი შპს ,,ი.» სერია აა70 №036245 გაუქმებული ჩათვლის თანხა – 453 ლარი, მომწოდებელი შპს ,,ი.» სერია აა70 №034244 გაუქმებული ჩათვლის თანხა – 800 ლარი, მომწოდებელი შპს ,,ი.» სერია აა70 №036233 გაუქმებული ჩათვლის თანხა – 632.80 ლარი, მომწოდებელი შპს ,,ი.» სერია აა70 №034227 გაუქმებული ჩათვლის თანხა – 1200 ლარი, მომწოდებელი შპს ,,ი.» სერია აა70 №034215 გაუქმებული ჩათვლის თანხა – 1200 ლარი, მომწოდებელი შპს ,,ი.» სერია აა70 №021545 გაუქმებული ჩათვლის თანხა – 864 ლარი, მომწოდებელი შპს ,,ი.» სერია აა70 №034234 გაუქმებული ჩათვლის თანხა – 400 ლარი, მომწოდებელი შპს ,,ი.» სერია აა70 №034223 გაუქმებული ჩათვლის თანხა – 1200 ლარი, მომწოდებელი შპს ,,ი.» სერია აა70 №036262 გაუქმებული ჩათვლის თანხა – 766.66 ლარი, მომწოდებელი შპს ,,ი.» სერია აა70 №036264 გაუქმებული ჩათვლის თანხა – 383.33 ლარი, მომწოდებელი შპს ,,ი.» სერია აა70 №034250 გაუქმებული ჩათვლის თანხა – 452 ლარი; მომწოდებელი შპს ,,მ-ი» სერია აა68 №004273 გაუქმებული ჩათვლის თანხა – 61.05 ლარი, მომწოდებელი შპს ,,მ-ი» სერია აა68 №008796 გაუქმებული ჩათვლის თანხა – 120.30 ლარი, მომწოდებელი შპს ,,მ-ი» სერია აა68 №009733 გაუქმებული ჩათვლის თანხა – 81.60 ლარი, მომწოდებელი შპს ,,მ-ი» სერია აა68 №006354 გაუქმებული ჩათვლის თანხა – 155.20 ლარი; მომწოდებელი ი/მ ,,ს. დ-ე» სერია აა70 №037472 გაუქმებული ჩათვლის თანხა – 129 ლარი, მომწოდებელი ი/მ ,,ს. დ-ე» სერია აა70 №034370 გაუქმებული ჩათვლის თანხა – 375 ლარი, მომწოდებელი ი/მ ,,ს. დ-ე» სერია აა70 №039581 გაუქმებული ჩათვლის თანხა – 104 ლარი; მომწოდებელი ი/მ ,,თ. ბ-ე» სერია აა67 №005706 გაუქმებული ჩათვლის თანხა - 22.40 ლარი, მომწოდებელი ი/მ ,,ბ-ე რ.» სერია აა67 №009484 გაუქმებული ჩათვლის თანხა - 75.20 ლარი, მომწოდებელი ი/მ ,,დ. ა-ე» სერია აა66 №001507 გაუქმებული ჩათვლის თანხა - 800 ლარი; მომწოდებელი შპს ,,ლ-ი» სერია აა70 №028375 გაუქმებული ჩათვლის თანხა - 850 ლარი, მომწოდებელი შპს ,,ლ-ი» სერია აა70 №028260 გაუქმებული ჩათვლის თანხა - 850 ლარი, მომწოდებელი შპს ,,ლ-ი» სერია აა70 №028290 გაუქმებული ჩათვლის თანხა - 2000 ლარი, მომწოდებელი შპს ,,ლ-ი» სერია აა70 №034107 გაუქმებული ჩათვლის თანხა - 1275 ლარი, მომწოდებელი შპს ,,ლ-ი» სერია აა70 №038334 გაუქმებული ჩათვლის თანხა - 630 ლარი, მომწოდებელი შპს ,,ლ-ი» სერია აა70 №040613 გაუქმებული ჩათვლის თანხა - 2160 ლარი, მომწოდებელი შპს ,,ლ-ი» სერია აა70 №034487 გაუქმებული ჩათვლის თანხა - 900 ლარი, მომწოდებელი შპს ,,ლ-ი» სერია აა70 №040722 გაუქმებული ჩათვლის თანხა - 450 ლარი, მომწოდებელი შპს ,,ლ-ი» სერია აა70 №034402 გაუქმებული ჩათვლის თანხა - 1275 ლარი, მომწოდებელი შპს ,,ლ-ი» სერია აა70 №038315 გაუქმებული ჩათვლის თანხა - 900 ლარი, მომწოდებელი შპს ,,ლ-ი» სერია აა70 №038424 გაუქმებული ჩათვლის თანხა - 720 ლარი, მომწოდებელი შპს ,,ლ-ი» სერია აა70 №038506 გაუქმებული ჩათვლის თანხა - 450 ლარი, მომწოდებელი შპს ,,ლ-ი» სერია აა70 №040738 გაუქმებული ჩათვლის თანხა - 450 ლარი, მომწოდებელი შპს ,,ლ-ი» სერია აა70 №040657 გაუქმებული ჩათვლის თანხა - 1569.60 ლარი, მომწოდებელი შპს ,,ლ-ი» სერია აა70 №040766 გაუქმებული ჩათვლის თანხა - 540 ლარი, მომწოდებელი შპს ,,ლ-ი» სერია აა70 №040551 გაუქმებული ჩათვლის თანხა - 440 ლარი, მომწოდებელი შპს ,,ლ-ი» სერია აა70 №042606 გაუქმებული ჩათვლის თანხა - 540 ლარი; მომწოდებელი ი/მ ,,შ. დ-ე» სერია აა70 №042999 გაუქმებული ჩათვლის თანხა - 258 ლარი, მომწოდებელი ი/მ ,,შ. დ-ე» სერია აა70 №035898 გაუქმებული ჩათვლის თანხა - 183.20 ლარი; მომწოდებელი შპს ,,ბ-ი» სერია აა70 №034872 გაუქმებული ჩათვლის თანხა - 2530 ლარი, მომწოდებელი შპს ,,ბ-ი» სერია აა70 №027249 გაუქმებული ჩათვლის თანხა - 1960 ლარი, მომწოდებელი შპს ,,ბ-ი» სერია აა70 №027210 გაუქმებული ჩათვლის თანხა - 1470 ლარი, მომწოდებელი შპს ,,ბ-ი» სერია აა70 №032300 გაუქმებული ჩათვლის თანხა - 700 ლარი, მომწოდებელი შპს ,,ბ-ი» სერია აა70 №032282 გაუქმებული ჩათვლის თანხა - 3300 ლარი, მომწოდებელი შპს ,,ბ-ი» სერია აა70 №032208 გაუქმებული ჩათვლის თანხა - 500 ლარი, მომწოდებელი შპს ,,ბ-ი» სერია აა70 №027274 გაუქმებული ჩათვლის თანხა - 3000 ლარი, მომწოდებელი შპს ,,ბ-ი» სერია აა70 №034752 გაუქმებული ჩათვლის თანხა - 3036 ლარი, მომწოდებელი შპს ,,ბ-ი» სერია აა70 №039477 გაუქმებული ჩათვლის თანხა - 2100 ლარი, მომწოდებელი შპს ,,ბ-ი» სერია აა70 №040413 გაუქმებული ჩათვლის თანხა - 787.50 ლარი, მომწოდებელი შპს ,,ბ-ი» სერია აა70 №040448 გაუქმებული ჩათვლის თანხა - 506 ლარი, მომწოდებელი შპს ,,ბ-ი» სერია აა70 №034974 გაუქმებული ჩათვლის თანხა - 708.40 ლარი, მომწოდებელი შპს ,,ბ-ი» სერია აა70 №034926 გაუქმებული ჩათვლის თანხა - 506 ლარი, მომწოდებელი შპს ,,ბ-ი» სერია აა70 №034767 გაუქმებული ჩათვლის თანხა - 1012 ლარი, მომწოდებელი შპს ,,ბ-ი» სერია აა70 №034831 გაუქმებული ჩათვლის თანხა - 506 ლარი, მომწოდებელი შპს ,,ბ-ი» სერია აა70 №034842 გაუქმებული ჩათვლის თანხა - 2125.20 ლარი, მომწოდებელი შპს ,,ბ-ი» სერია აა70 №034951 გაუქმებული ჩათვლის თანხა - 2114.40 ლარი, მომწოდებელი შპს ,,ბ-ი» სერია აა70 №040366 გაუქმებული ჩათვლის თანხა - 525 ლარი, მომწოდებელი შპს ,,ბ-ი» სერია აა70 №039433 გაუქმებული ჩათვლის თანხა - 262.50 ლარი, მომწოდებელი შპს ,,ბ-ი» სერია აა70 №039405 გაუქმებული ჩათვლის თანხა - 2100 ლარი, მომწოდებელი შპს ,,ბ-ი» სერია აა70 №037586 გაუქმებული ჩათვლის თანხა - 1620 ლარი, მომწოდებელი შპს ,,ბ-ი» სერია აა70 №037395 გაუქმებული ჩათვლის თანხა - 2160 ლარი. ამასთან, მოსარჩელემ დარიცხული საურავების გაუქმება მოითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი/მ «ზ. გ-ის» სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი/მ «ზ. გ-მა», რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 23 დეკემბრის განჩინებით ი/მ «ზ. გ-ის» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 23 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი/მ «ზ. გ-მა», რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 11 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი/მ «ზ. გ-ის» საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი/მ «ზ. გ-ის» საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იყოს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ზ. გ-ს ი/მ «ზ. გ-ის» საკასაციო საჩივარზე 2012 წლის 13 მარტს (საგადახდო დავალება ¹224229297) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე (სს ბანკი ,,...»; ბანკის BIჩ კოდი - ...; მიმღების IBAN ანგარიშის ¹...) გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის და 2012 წლის 7 აპრილს (სალაროს შემოსავლის ორდერი ¹5034882) იმავე სადეპოზიტო ანგარიშზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 3 717.57 ლარის, სულ – 4 017.57 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზ. გ-ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ი/მ «ზ. გ-ის» საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 4 017.57 ლარის 70 პროცენტი – 2 812.229 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი/მ «ზ. გ-ის» საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 23 დეკემბრის განჩინება;
3. ზ. გ-ს დაუბრუნდეს მის მიერ ი/მ «ზ. გ-ის» საკასაციო საჩივარზე 2012 წლის 13 მარტს (საგადახდო დავალება ¹224229297) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე (სს ბანკი ,,...»; ბანკის BIჩ კოდი - ...; მიმღების IBAN ანგარიშის ¹...) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის და 2012 წლის 7 აპრილს (სალაროს შემოსავლის ორდერი ¹5034882) იმავე სადეპოზიტო ანგარიშზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 3 717.57 ლარის, სულ – 4 017.57 ლარის 70 პროცენტი - 2 812.229 ლარი.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.