Facebook Twitter

ბს-329-325(კ-12) 29 მაისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 31 იანვრის განჩინების თაობაზე (ადმინისტრაციული საქმე ს. ა-ს, გ. ბ-ისა და სხვათა (სულ 40) სარჩელისა გამო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ს. ა-ს, გ. ბ-ის, ნ. ბ-ისა და სხვათა (სულ 40 პირი) წარმომადგენელმა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების _ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ მოითხოვა სახელფასო დავალიანებისა და ხელფასის დაყოვნების ყოველი დღისათვის 0.07%-ის ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 1-16; ტ.1).

მოპასუხე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 123-131; ტ.1).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 8 დეკემბრის საოქმო განჩინებით ა.წ გარდაცვლილი ე. ვ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნაE ლ. უ-ი, ხოლო ა.წ. გარდაცვლილი გ. კ-ის უფლებამონაცვლედ - ნ. კ-ე (იხ. ს.ფ. 133-136; ტ.1).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით ს. ა-ს, გ. ბ-ისა და სხვათა (სულ 40 პირის) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაეკისრა ს. ა-ს სასარგებლოდ - 1060,38 ლარის, გ. ბ-ის სასარგებლოდ - 944,28 ლარის, ნ. ბ-ის სასარგებლოდ - 1714,95 ლარის, ლ. ბ-ის სასარგებლოდ - 1283,03 ლარის, გ. ბ-ის სასარგებლოდ - 749,91 ლარის, თ. ჩ-ის სასარგებლოდ - 888,54 ლარის, ლ. დ-ის სასარგებლოდ - 1215,89 ლარის, ნ. დ-ის სასარგებლოდ - 735,83 ლარის, ი. ე-ის სასრგებლოდ - 758,55 ლარის, ო. ფ-ის სასარგებლოდ - 1382,42 ლარის, ც. გ-ის სასარგებლოდ - 1174,10 ლარის, ნ. ჯ-ის სასარგებლოედ - 706,71 ლარის, რ. ჯ-ის სასარგებლოდ - 1080,16 ლარის, მ. ჯ-ის სასარგებლოდ - 1055,21 ლარის, მ. ჯ-ის სასარგებლოდ - 856,45 ლარის, ნ. კ-ის სასარგებლოდ - 924,45 ლარის, ნ. კ-ის სასარგებლოდ - 687,03 ლარის, ი. ლ-ს სასარგებლოდ - 1094,32 ლარის, დ. მ-ის სასარგებლოდ - 648,62 ლარის, ბ. მ-ის სასარგებლოდ - 974,54 ლარის, ლ. მ-ის სასარგებლოდ - 1178,12 ლარის, მ. ნ-ის სასარგებლოდ - 1108,19 ლარის, ლ. ო-ის სასარგებლოდ - 662,74 ლარის, ნ. პ-ის სასარგებლოდ - 1080,30 ლარის, რ. ქ-ის სასარგებლოდ - 1128,26 ლარის, მ. ღ-ს საასრგებლოდ - 1189,66 ლარის, ჟ. ს-ს სასარგებლოდ - 1023,29 ლარის, ი. შ-ის სასარგებლოდ - 1712,15 ლარის, გ. ს-ის სასარგებლოდ - 819,07 ლარის, ი. თ-ის სასარგებლოდ - 938,99 ლარის, ლ. უ-ის (ა.წ გარდაცვლილი ე. ვ-ის უფლებამონაცვლის) სასარგებლოდ - 894,14 ლარის, ი. ვ-ის სასარგებლოდ - 1182,74 ლარის, დ. ჭ-ის სასარგებლოდ -1050,13 ლარის, გ. ნ-ის სასარგებლოდ - 568,45 ლარის, ლ. მ-ის სასარგებლოდ - 492,97 ლარის, ი. ფ-ს სასარგებლოდ - 194,14 ლარის, მ. ჭ-ის სასარგებლოდ - 113,75 ლარის, ლ. ა-ს სასარგებლოდ - 186,12 ლარის, ნ. კ-ის (ა.წ. გარდაცვლილი გ. კ-ის უფლებამონაცვლის) სასარგებლოდ - 389,80 ლარისა და ქ. ბ-ს სასარგებლოდ - 93,34 ლარის ანაზღაურება, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა ხელფასის დროული გადაუხდელობისათვის 0,07%-ის ოდენობით თანხის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის მოტივით (იხ. ს.ფ. 144-154; ტ.1).

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 158-171; ტ.1).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 31 იანვის განჩინებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 24-37; ტ.2).

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეებისაათვის სარჩელის დაკმაყოფილევაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 42-53; ტ.2).

საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 6 აპრილის განჩინებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 64-65; ტ.2).

ს. ა-ს, გ. ბ-ისა და სხვების წარმომადგენელმა მოსაზრებით მოითხოვა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა, იმ მოტივით, რომ იგი არ აკმაყოფილებდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს (იხ. ს.ფ. ).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

კასატორის _ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ არ იქნა რეალიზებული მისი საპროცესო უფლება, კერძოდ, ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საკასაციო საჩივარი და სადავო სამართალურთიერთობის იდენტური კონფლიქტები არაერთგზის არის გადაწყვეტილი საერთო სასამართლოების მიერ, რომლებსაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მისცა სამართლებრივი შეფასებები და რომელთა დამაჯერებელ სამართლებრივ კრიტიკას არ შეიცავს საკასაციო საჩივარი. შესაბამისად, დადგენილია სასამართლო პრაქტიკა, კერძოდ, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ საქმეზე ბს-1590-1548(კ-10) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საკასაციო საჩივრისა გამო ქ. კ-ის მიმართ).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1.საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.