Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ბს-458-453(კ-12) 23 მაისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების საფუძველზე, აღნიშნული კოდექსის 396-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.03.12 წ. განჩინებაზე თ. ც-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობები.

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.03.12 წ. განჩინებით თ. ც-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.12.11 წ. გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინების ასლი საქმეში მითითებულ მისამართზე თ. ც-ის წარმომადგენლის _ ნ. ო-ის ოჯახის წევრს (მეუღლეს) 04.04.12 წ. ჩაჰბარდა, რაც სსსკ-ის 78-ე მუხლის მიხედვით ითვლება ადრესატისათვის ჩაბარებად. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-3 წინადადების თანახმად, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი – წარმომადგენლისათვის გაგზავნილად. ამდენად, მხარის წარმომადგენლისათვის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.03.12 წ. განჩინების შემცველი გზავნილის ჩაბარება ითვლება მხარისათვის ჩაბარებად. მხარისათვის აღნიშნული განჩინების გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 25.04.12 წ. (ოთხშაბათი) 24:00 საათი. საკასაციო საჩივარი სააპელაციო პალატის კანცელარიას 03.05.12 წ. ჩაბარდა. სსკ-ის 397.1 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის შესაბამისად საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სსსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთი, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, რჩება განუხილველად.

განსახილველ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.03.12 წ. განჩინება თ. ც-ის წარმომადგენლის _ ნ. ო-ის (22.07.08 წ. რწმუნებულება, ტ. I, ს.ფ. 161) მიერ საკასაციო წესით გასაჩივრებული იქნა გასაჩივრების 21 დღიანი ვადის დარღვევით, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების გამო ლ. ც-ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ თ. ც-ის საკასაციო საჩივრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 (სამასი) ლარი.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე,399-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1.თ. ც-ის საკასაციო საჩივარი დატოვებული იქნეს განუხილველად;

2. ლ. ც-ს (საიდენტიფიკაციო ¹...) დაუბრუნდეს მის მიერ 03.05.12 წ. ¹5110958 სალაროს შემოსავლის ორდერით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 (სამასი) ლარის ოდენობით;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.