¹ბს-122-121(კ-12) 19 ივნისი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივანი – ნინო გოგატიშვილი
კასატორი (მოსარჩელე) _ ქ. ახმეტაში ... ¹60-ში მცხოვრებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე _ ბ. Mმ-ელი; წარმომადგენელი – ა. ტ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე)_ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახმეტის სარეგისტრაციო სამსახური; წარმომადგენელი - ვ. ბ-შვილი
დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, რეგისტრაციის განხორციელება
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ნოემბრის განჩინება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მოსარჩელე: ქ. ახმეტაში .... ¹60-ში მცხოვრებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე _ ბ. Mმ-ელი
წარმომადგენელი: ა. ტ-შვილი
მოპასუხე: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახმეტის სარეგისტრაციო სამსახური; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი: გ. შ-შვილი
მესამე პირი: მესამე პირები საქმეში არ მონაწილეობს
სარჩელის სახე: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 - ე მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22- მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე _ ქმედების განხორციელების დავალდებულება.
სარჩელის საგანი:
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახმეტის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 10 ივნისის ¹88397 გადაწყვეტილებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 13 ივლისის ¹106491 გადაწყვეტილების ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ბათილად ცნობა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახმეტის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულება აღადგინოს 2008 წლის 15 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახმეტის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ¹882008369094-03 ქ. ახმეტაში, ... ¹60-ში მცხოვრებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის სახელზე 1860კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის თანასაკუთრების უფლებით რეგისტრაციის შესახებ.
სარჩელის საფუძველი :
ფაქტობრივი: მოსარჩელის განმარტებით, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობისათვის ახმეტის რ-ნის ყოფილი მშრომელთა დეპუტატების აღმასრულებელი კომიტეტის 1958 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით გამოიყო 0.30 ჰა მიწის ნაკვეთი. საკუთრების უფლება 1992 წლიდან დარეგისტრირდა ახმეტის რ-ნის ტექ. ბიუროში. 2008 წლის 15 დეკემბერს კი დარეგისტრირდა ახმეტის სარეგისტრაციო სამსახურში.
2011 წლის 10 ივნისის ¹88397 გადაწყვეტილებით, ახმეტის სარეგისტრაციო სამსახურმა ბათილად ცნო 2008 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, რაც მოსარჩელის მოსაზრებით ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
სამართლებრივი: მოსარჩელის მოსაზრებით სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან ახმეტის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლად, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 62.2 პუნქტის მითითება უსაფუძვლოა, რადგან აღნიშნული კანონი მოქმედებს 2005 წლის 16 დეკემბრიდან, ხოლო მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა 1992 წლის 6 აგვისტოდან ახმეტის რ-ნის ტექ ბიუროს მონაცემებით.
2008 წლის 15 დეკემბრიდან დღემდე მიწის ნაკვეთზე, ბმა წევრებმა კანონიერი ნდობის საფუძველზე შეასრულეს კეთილმოწყობის სამუშაოები, შესაბამისად, 601 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად მათ არ უნდა ეცნოთ აქტი ბათილად. (იხ. ს.ფ. 1-14. ტ. I)
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 18 აგვისტოს განჩინებით, ბ. Mმ-ელის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეცა თელავის რაიონულ სასამართლოს (იხ. ს.ფ. 35-37. ტ. I)
მოპასუხის შესაგებელი :
ფაქტობრივი : მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახმეტის სარეგისტრაციო სამსახურმა წერილობითი შესაგებლით სასარჩელო მოთხოვნა არ ცნო და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების შესაბამისად შეჩერებული იქნა განაცხადის რეგისტრაციის დინება და ხარვეზის აღმოსაფხვრელად ბმა-ს განესაზღვრა 30 კალენდარული დღე, რის შესახებაც ბ. Mმ-ელს ეცნობა. 30 დღის განმავლობაში მას არ წარმოუდგენია შესაბამისი დოკუმენტი, რის გამოც შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება.
სამართლებრივი : მოპასუხეს სამართლებრივ საფუძველზე მსჯელობა არ წარმოუდგენია. (იხ. ს.ფ. 52-59. ტ. I).
საქმის გარემოებები:
2008 წლის 15 დეკემბერს ახმეტის სარეგისტრაციო სამსახურში განხორციელდა უძრავი ქონების რეგისტრაცია ქ. ახმეტა, .... ქ. ¹60 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის სახელზე 1860 კვ.მ. ოდენობით.
ახმეტის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 10 ივნისის ¹88397 გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ახმეტის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2008 წლის 15 დეკემბერს მიღებული ¹882008369094-03 გადაწყვეტილება ქ. ახმეტაში, .... ქ. ¹60-ში მცხოვრებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის სახელზე 1860 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის თანასაკუთრების უფლებით რეგისტრაციის შესახებ იმ საფუძვლით, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად არ იყო განხორციელებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისათვის მისაკუთვნებელი მიწის ნაკვეთის ფართობებისა და საზღვრების დადგენა. ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ ახმეტის სარეგისტრაციო სამსახურში რეგისტრაციისათვის წარდგენილი მიწის ფართობი (საკადასტრო აზომვითი ნახაზი) არ იყო შეთანხმებული (დამოწმებული) ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოსთან.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის მიერ დადასტურებული იქნა ის გარემოება, რომ მას ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოსათვის არ მიუმართავს ქ. ახმეტაში .... ქ. ¹60-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისათვის მისაკუთვნებელი მიწის ნაკვეთის ფართობებისა და საზღვრების დადგენისა და შეთანხმებისათვის და მათთან შეთანხმების გარეშე მოახდინა საკადასტრო აზომვითი ნახაზის შედგენა, რომელიც ერთ-ერთი დოკუმენტის სახით საფუძვლად დაედო 2008 წლის 12 დეკემბერს ახმეტის სარეგისტრაციო სამსახურში განხორციელებულ უძრავი ქონების რეგისტრაციას ქ. ახმეტა, .... ქ. ¹60 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის სახელზე 1860 კვ.მ. ოდენობით.
ახმეტის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 10 ივნისის ¹88397 გადაწყვეტილებით, ასევე შეჩერდა ¹882008369094 განაცხადის სარეგისტრაციო წარმოება, რომელიც წარდგენილი იყო მოსარჩელის მიერ ახმეტის სარეგისტრაციო სამსახურში 2008 წლის 12 დეკემბერს და განმცხადებელს შეჩერების საფუძვლის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა 30 კალენდარული დღის ვადა.
ახმეტის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 10 ივნისის ¹88397 გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული იქნა ადმინისტრაციული საჩივრით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 13 ივლისის ¹106491 გადაწყვეტილებით ბ. Mმ-ელს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება/სარეზოლუციო/
თელავის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით ქ. ახმეტაში .... ¹60-ში მცხოვრებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის, ბ. Mმ-ელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
სასამართლოს მიერ უდაოდ მიჩნეული ფაქტები:
სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა, რომ 2008 წლის 15 დეკემბერს ახმეტის სარეგისტრაციო სამსახურში განხორციელდა უძრავი ქონების რეგისტრაცია ქ. ახმეტა, ... ქ. ¹60 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის სახელზე 1860 კვ.მ. ოდენობით.
ახმეტის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 10 ივნისის ¹88397 გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ახმეტის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2008 წლის 15 დეკემბერს მიღებული ¹882008369094-03 გადაწყვეტილება ქ. ახმეტაში ... ქ. ¹60-ში მცხოვრებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის სახელზე 1860 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის თანასაკუთრების უფლებით რეგისტრაციის შესახებ იმ საფუძვლით, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად არ იყო განხორციელებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისათვის მისაკუთვნებელი მიწის ნაკვეთის ფართობებისა და საზღვრების დადგენა. ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ ახმეტის სარეგისტრაციო სამსახურში რეგისტრაციისათვის წარდგენილი მიწის ფართობი (საკადასტრო აზომვითი ნახაზი) არ იყო შეთანხმებული (დამოწმებული) ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოსთან.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის მიერ დადასტურებული იქნა ის გარემოება, რომ მას ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოსათვის არ მიუმართავს ქ. ახმეტაში .... ქ. ¹60-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისათვის მისაკუთვნებელი მიწის ნაკვეთის ფართობებისა და საზღვრების დადგენისა და შეთანხმებისათვის და მათთან შეთანხმების გარეშე მოახდინა საკადასტრო აზომვითი ნახაზის შედგენა, რომელიც ერთ-ერთი დოკუმენტის სახით საფუძვლად დაედო 2008 წლის 12 დეკემბერს ახმეტის სარეგისტრაციო სამსახურში განხორციელებულ უძრავი ქონების რეგისტრაციას ქ. ახმეტა, .... ქ. ¹60 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის სახელზე 1860 კვ.მ. ოდენობით.
ახმეტის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 10 ივნისის ¹88397 გადაწყვეტილებით ასევე შეჩერდა ¹882008369094 განაცხადის სარეგისტრაციო წარმოება, რომელიც წარდგენილი იყო მოსარჩელის მიერ 2008 წლის 12 დეკემბერს და განმცხადებელს შეჩერების საფუძვლის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა 30 კალენდარული დღის ვადა.
სასამართლოს მიერ სადაოდ მიჩნეული ფაქტები:
მოსარჩელე მხარემ სადავოდ გახადა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ მან კანონიერი ნდობის საფუძველზე განახორციელა ქმედებები.
მხარეთა მიერ სადაოდ გახდილი ფაქტების შეფასება
სასამართლოს არ უმსჯელია მოსარჩელის კანონიერი ნდობის თაობაზე.
სასამართლოს დასკვნები _ სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი და მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
სამართლებრივი შეფასება /კვალიფიკაცია/
„საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია ბათილად ან არარად უნდა გამოცხადდეს, თუ ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება. ამავე კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 652-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელმა ორგანოებმა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად უნდა განახორციელონ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის მისაკუთვნებელი მიწის ნაკვეთების ფართობებისა და საზღვრების დადგენა.
საქმეში არსებული ახმეტის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 10 ივნისის №88397 გადაწყვეტილებით და სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის მიერ მიცემული განმარტებით დადგენილი იქნა, რომ მას ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოსათვის არ მიუმართავს ქ. ახმეტაში .... ქ. №60-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისათვის მისაკუთვნებელი მიწის ნაკვეთის ფართობებისა და საზღვრების დადგენისა და შეთანხმებისათვის და მათთან შეთანხმების გარეშე მოახდინა საკადასტრო აზომვითი ნახაზის შედგენა, რომელიც ერთ-ერთ დოკუმენტად საფუძვლად დაედო 2008 წლის 12 დეკემბერს ახმეტის სარეგისტრაციო სამსახურში განხორციელებულ უძრავი ქონების რეგისტრაციას ქ. ახმეტა, .... ქ. №60 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის სახელზე 1860 კვ.მ. ოდენობით.
გამომდინარე აქედან, სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის მხრიდან საკადასტრო აზომვითი ნახაზის შედგენამდე ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად უნდა განეხორციელებინა ქ. ახმეტაში .... ქ. №60-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისათვის მისაკუთვნებელი მიწის ნაკვეთების ფართობებისა და საზღვრების დადგენა, რაც არ განხორციელებულა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601.1. მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.
სასამართლომ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601.2. მუხლის საფუძველზე განმარტა, რომ ახმეტის სარეგისტრაციო სამსახურმა 2011 წლის 10 ივნისის №88397 გადაწყვეტილების მიღებისას, სხვა ნორმატიულ აქტებთან ერთად იხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის აღნიშნული ნორმით და თვითონვე ცნო ბათილად მის მიერ, 2008 წლის 15 დეკემბერს მიღებული №882008369094-03 გადაწყვეტილება ქ. ახმეტაში .... ქ. №60-ში მცხოვრებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის სახელზე 1860 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის თანასაკუთრების უფლებით რეგისტრაციის შესახებ. ახმეტის სარეგისტრაციო სამსახურის გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამომდინარეობს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებიდან, არ ეწინააღმდეგება მას და შესაბამისად არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი, გამომდინარე აქედან, ასევე არ არსებობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 13 ივლისის №106491 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველიც.
რაც შეეხება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახმეტის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულებას, რომ აღადგინოს 2008 წლის 15 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახმეტის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება №882008369094-03 ქ. ახმეტაში .... №60-ში მცხოვრებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის სახელზე 1860კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის თანასაკუთრების უფლებით რეგისტრაციის შესახებ, სასამართლომ განმარტა, რომ მოცემული მოთხოვნა პირდაპირ დაკავშირებულია სასარჩელო განცხადების პირველ და მეორე მოთხოვნებთან. ვინაიდან სასამართლოს მიერ ბათილად არ იქნა ცნობილი ახმეტის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 10 ივნისის №88397 გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 13 ივლისის №106491 გადაწყვეტილება, შესაბამისად არ არსებობს 2008 წლის 15 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახმეტის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღდგენის საფუძველი. (იხ. ს.ფ. 114-118. ტ. I)
აპელანტი: ქ. ახმეტაში .... ¹60-ში მცხოვრებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე _ ბ. Mმ-ელი
წარმომადგენელი: ა. ტ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახმეტის სარეგისტრაციო სამსახური; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი: თ. Bბ-შვილი
აპელაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/
თელავის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
აპელაციის მოტივები.
ფაქტობრივი : აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.
სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობისათვის ახმეტის რაიონის ყოფილი მშრომელთა დეპუტატების აღმასრულებელი კომიტეტის 1958 წლის 25 იანვრის №37 გადაწყვეტილებით გამოიყო 0,30 ჰა მიწის ნაკვეთი. ასევე არ გაითვალისწინა, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება 1992 წლის 6 აგვისტოს დარეგისტრირდა ახმეტის რაიონის ტექ. ბიუროში.
მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ რეგისტრაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების დროს არ ყოფილა მოთხოვნილი დამატებითი დოკუმენტები, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძველი. 2008 წლის 15 დეკემბრის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიმართ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას გააჩნდა კანონიერი ნდობა. ამასთან, 2008 წლის 15 დეკემბრიდან დღემდე აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ბმა-ის წევრებმა ,,კანონიერი ნდობის’’ საფუძველზე განახორციელეს გარკვეული სახის კეთილმოწყობის სამუშაოები, რაზეც მათ მიერ დაიხარჯა მნიშვნელოვანი თანხები, დაახლოებით 3000 აშშ დოლარი. მიწის ნაკვეთი იყო ამორტიზებული, მასზე ბმა-ის წევრებმა მოახდინეს პირველადი მოსწორება, ქვის წყობა, ჩაასხეს ბეტონი და ზედაპირი მოაპირკეთეს ქვის მოზაიკური წყობით.
სამართლებრივი: სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 652 მუხლის მე-2 პუნქტი მოქმედებს 2005 წლის 16 დეკემბრიდან, ხოლო აპელანტი ამ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე იყო 1992 წლის 6 აგვისტოდან.
აპელანტმა მიუთითა ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს მთავრობის მიერ მისაღები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენის წესი არ გავრცელდება იმ მიწის ნაკვეთებზე, რომელთა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისადმი მიკუთვნება (საზღვრების დადგენა) უკვე განხორციელდა ზემოაღნიშნული წესის მიღებამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტმა მიიჩნია, რომ 2011 წლის 10 ივნისის ახმეტის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილება საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობის შესახებ უსაფუძვლოა, რადგან მასზე არ უნდა გავრცელდეს მითითებული კანონის მოთხოვნები.
აპელანტის მოსაზრებით, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის მე-2 პუნქტი ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის დროებით უფლებამოსილებას. კანონმდებელმა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს მიანიჭა კომპეტენცია და არა ვალდებულება, განახორციელონ საქართველოს კანონმდებობით დადგენილი წესის შესაბამისად მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის მისაკუთვნებელი მიწის ნაკვეთების ფართობებისა და საზღვრების დადგენა. აქედან გამომდინარე, აუცილებლობას არ წარმოადგენს საკუთრების რეგისტრაციის დროს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის ბეჭდით დამოწმება. (იხ. ს. ფ. 125-135. ტ. I).
მოწინააღმდეგე მხარის შეპასუხება
მოწინააღმდეგე მხარეს შეპასუხება არ წარმოუდგენია.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება /სარეზოლუციო/
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ნოემბრის განჩინებით, ქ. ახმეტაში, ... №60-ში მცხოვრებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება.
აპელაციის მოტივების არგაზიარების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა :
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ 1860 კვ.მ. უძრავი ქონების რეგისტრაცია ქ. ახმეტა, ... ქ. №60 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის სახელზე ახმეტის სარეგისტრაციო სამსახურში განხორციელდა სწორედ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 652 მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედების პერიოდში - 2008 წლის 15 დეკემბერს. შესაბამისად, ბმა-ს თავმჯდომარე, ვალდებული იყო მარეგისტრირებელი ორგანოსათვის სადავო მიწის ნაკვეთზე უფლების რეგისტრაციის მოთხოვნისას წარედგინა ამ ნორმით გათვალისწინებული წესის შესაბამისად გამოცემული დოკუმენტი.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელე მხარეს საჯარო რეესტრში არ წარუდგენია საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2002 წლის 3 ოქტომბრის N49 ბრძანებით დამტკიცებული “მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენის წესის” მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეების მოთხოვნის საფუძველზე, ადგილობრივი მმართველობის სამსახურის მიერ, მიწის ნაკვეთის საზღვრების ნატურაში მონიშვნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების გაზიარების თაობაზე სასამართლოს მსჯელობა:
სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ მსჯელობას და დამატებით აღნიშნა, რომ სადავო რეგისტრაციის განხორციელებისას მოქმედი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის ¹800 ბრძანებით დამტკიცებული “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის” 10.1 მუხლზე, რომლის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემებისა და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე.
”უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” (სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის დროს მოქმედი) საქართველოს კანონის მეორე მუხლის ”კ” პუნქტის თანახმად, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია – ნორმატიული ან/და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე უფლების, უფლების შეზღუდვის, უძრავ ნივთზე მიბმული ვალდებულების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. მხარის მიერ მითითებული ბ. Mმ-ელის სახელზე რეგისტრირებული .... ქ. ¹60-ში მდებარე ინდივიდუალური საცხოვრებელი ბინის ტექნიკური ბიუროს არქივში არსებული ტექნიკური პასპორტის ასლი და ახმეტის რაიონის ყოფილი მშრომელთა დეპუტატების აღმასრულებელი კომიტეტის 1958 წლის 25 იანვრის №37 გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზე გამოიყო საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობისათვის 0,30 ჰა მიწის ნაკვეთი .... სახელობის ქუჩაზე, არ წარმოადგენს ”უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის მეორე მუხლის ”კ” პუნქტით გათვალისწინებულ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელიც გახდებოდა ქ. ახმეტაში, ... ქ. №60-ის სადავო მიწის ნაკვეთზე მოსარჩელე მხარის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი. (იხ. ს.ფ. 44-55. ტ. II)
კასატორი: ქ. ახმეტაში ... ¹60-ში მცხოვრებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე _ ბ. მ-ელი
წარმომადგენელი: ა. ტ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახმეტის სარეგისტრაციო სამსახური; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
კასაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20111 წლის 22 ნოემბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
კასაციის მოტივები: სამართლებრივი :
პროცესუალური: კასატორის მითითებით გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394 მუხლის “ე” და “ე1” ქვეპუნქტების შესაბამისად.
მატერიალური:
სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობისათვის ახმეტის რაიონის ყოფილი მშრომელთა დეპუტატების აღმასრულებელი კომიტეტის 1958 წლის 25 იანვრის №37 გადაწყვეტილებით გამოიყო 0,30 ჰა მიწის ნაკვეთი. ასევე არ გაითვალისწინა, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება 1992 წლის 6 აგვისტოს დარეგისტრირდა ახმეტის რაიონის ტექ. ბიუროში.
სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, კერძოდ, აღნიშნული საცხოვრებელი ბინის ტექ. ბიუროს არქივში არსებული ტექ. პასპორტი რომლის თანახმად 3000 კვ.მ მიწის ფართობის მესაკუთრენი იყვნენ 1992 წლის 6 აგვისტოდან.
სასამართლომ ასევე დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-2 ნაწილი, ვინაიდან, არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა. სააპელაციო სასამართლოს სხდომამდე კასატორს ახალი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, ვინაიდან, ტექ. ბიუროს არქივში არსებული ტექ. პასპორტი საკმარისი მტკიცებულება იყო სადავო ნაკვეთის სამართლებრივი მდგომარეობის გარკვევაში
2007 წლის 5 თებერვლისა და 8 თებერვლის საჯარო რეესტრის ამონაწერების საკუთრების უფლების განყოფილების გრაფებში დაფიქსირებულია 3000 კვ.მ მიწის ფართობი კასატორის საკუთრებაში.
საპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საქართველოს კანონის ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” 30-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისიწნებული დებულება.
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის მე-2 პუნქტი ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის დროებით უფლებამოსილებას. კანონმდებელმა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს მიანიჭა კომპეტენცია და არა ვალდებულება, განახორციელონ საქართველოს კანონმდებობით დადგენილი წესის შესაბამისად მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის მისაკუთვნებელი მიწის ნაკვეთების ფართობებისა და საზღვრების დადგენა. აქედან გამომდინარე, აუცილებლობას არ წარმოადგენს საკუთრების რეგისტრაციის დროს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის ბეჭდით დამოწმება.
კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ 2008 წლის 15 დეკემბრიდან დღემდე მიწის ნაკვეთზე, ბმა-ის წევრებმა კანონიერი ნდობის საფუძველზე შეასრულეს კეთილმოწყობის სამუშაოები, შესაბამისად, 601 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად მათ არ უნდა ეცნოთ აქტი ბათილად. (იხ. ს.ფ. 62-71. ტ. II).
საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინამძღვრები: (სასკ 34.3 მ.)
საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კასატორის ქ. ახმეტაში ... ¹60-ში მცხოვრებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე _ ბ. Mმ-ელის საკასაციო საჩივარი შეიცავს მითითებებს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით, კერძოდ „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლის თაობაზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. ახმეტაში ... ¹60-ში მცხოვრებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე _ ბ. Mმ-ელის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას დაარღვია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.2 და 394-ე ,,ე” მუხლების მოთხოვნები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და გადაწყვეტილება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებისას საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 407.2. მუხლის მიხედვით წარმოდგენილია დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რის გამოც სასამართლოს მიერ დადასტურებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები ვერ იქნება სავალდებულო საკასაციო სასამართლოსთვის, კერძოდ, გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულია მოქმედი საპროცესო სამართლის _ სსსკ-ის 105.2. მუხლის მოთხოვნა, რომლის მიხედვით სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოცემული საქმის განხილვისას სასამართლოს სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმის მასალები, დადგენილად მიჩნეული გარემოებები არ ჰპოვებს დადასტურებას შესაბამისი მტკიცებულებებით, საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს კი არ მიეცა ობიექტური შეფასება, შესაბამისად, სასამართლოს დასკვნები სრულიად დაუსაბუთებელია როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ახმეტის რაიონის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1958 წლის 25 იანვრის ¹37 გადაწყვეტილებით, სსრ ადგილობრივი მეურნეობის სამინისტროს 8 ბინიანი სახლის მშენებლობისათვის გამოიყო 0,3 ჰა მიწის ნაკვეთი ... სახელობის ქუჩაძე, სახანძრო რაზმის შენობისა და მოქალაქე ბ-შვილის საცხოვრებელ სახლს შორს (იხ. ს.ფ. 29; ტ.1; ს.ფ. 37; ტ2).
2008 წლის 12 დეკემბერს ახმეტის სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით მიმართა ქ. ახმეტაში ... ¹60-ში მცხოვრებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე _ ბ. Mმ-ელმა და მოითხოვა საცხოვრებელი კორპუსის კუთვნილი 1860 მ2 მიწის ფართობის საერთო სარგებლობის უფლებით დარეგისტრირება, განცხადებას თან ახლდა შესაბამისი დოკუმენტაცია (იხ. ს.ფ. 29-37; ტ.2).
2008 წლის 15 დეკემბერს ახმეტის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ქ. ახმეტაში, ... ქ. ¹60-ში მდებარე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის სახელზე დარეგისტრირდა 1860 კვ.მ (იხ. ს.ფ. 17; ტ.1).
ახმეტის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 10 ივნისის ¹88397 გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ახმეტის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2008 წლის 15 დეკემბერს მიღებული ¹882008369094-03 გადაწყვეტილება ქ. ახმეტაში ... ქ. ¹60-ში მცხოვრებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის სახელზე 1860 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის თანასაკუთრების უფლებით რეგისტრაციის შესახებ იმ საფუძვლით, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად არ იყო განხორციელებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისათვის მისაკუთვნებელი მიწის ნაკვეთის ფართობებისა და საზღვრების დადგენა. ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ ახმეტის სარეგისტრაციო სამსახურში რეგისტრაციისათვის წარდგენილი მიწის ფართობი (საკადასტრო აზომვითი ნახაზი) არ იყო შეთანხმებული (დამოწმებული) ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოსთან (იხ. ს.ფ. 18-19; ტ.1)
აღნიშნული გადაწყვეტილებით ასევე შეჩერდა განაცხადის სარეგისტრაციო წარმოება, როემლიც წარდგენილი იყო მოსარჩელის მიერ ახმეტის სარეგისტრაციო სამსახურში 2008 წლის 12 დეკემბერს და განცხადების შეჩერების საფუძვლის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა 30 კალენდარული დღის ვადა (იხ.ს.ფ. 20-22).
ახმეტის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 10 ივნისის ¹88397 გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რომლის 2011 წლის 13 ივლისის ¹106491 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 23-24; ტ.1).
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებულ ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი. ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. სსსკ-ის 102-ე მუხლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. კანონის ტექსტიდან გამომდინარე, ნორმა განსაზღვრავს თუ რომელმა მხარემ რომელი ფაქტობრივი გარემოებები უნდა დაამტკიცოს. კანონი განსაზღვრავს აგრეთვე, თუ რომელ მხარეს ეკისრება მტკიცებულებათა წარდგენა სასამართლოში, რომელი ფაქტები არ საჭიროებენ დამტკიცებას, როგორ და რა წესით ხდება მტკიცებულებათა შეგროვება, შემოწმება, შეფასება და ა.შ.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების განმარტებას იმასთან მიმართებაში, რომ ქ. ახმეტაში ... ¹60-ში მცხოვრებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე _ ბ. Mმ-ელს არ მიუმართავს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოსათვის ქ. ახმეტაში, ... ქ. ¹60-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისათვის მისაკუთვნებელი მიწის ნაკვეთის ფართობებისა და დადგენა-შეთანხმების მიზნით და შესაბამისი დოკუმენტი არ წარუდგენია მარეგისტრირებელი ორგანოსათვის უფლების რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენისას, თუმცა არ იზიარებს აღნიშნული საფუძლით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, ვინაიდან, ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს განსაზღვრული დოკუმენტაცია და ინფორმაცია.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ქ. ახმეტაში ... ქ. ¹60-ში მცხოვრებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ საკუთრების უფლების რეგისტრაციის დროისათვის მოქმედი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის ¹800 ბრძანების ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” მე-10 მუხლის შესაბამისად, რეგისტრაცია წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. ამავე ინსტრუქციის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, განცხადებას თან უნდა ერთვოდეს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი თუ სხვა დოკუმენტაცია, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია დამატებით მოითხოვოს ნებისმიერი დოკუმენტაცის წარდგენა, რაც აუცილებელია სარეგისტრაციო წარმოებისათვის. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2008 წლის 12 დეკემბერს ბ. Mმ-ელმა განცხადებით მიმართა ახმეტის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა ახმეტაში, ... ქ. ¹60-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის კუთვნილი 1860 მ2 მიწის ფართობის საერთო სარგებლობის უფლებით დარეგისტრირება(იხ. ს.ფ. 29-37; ტ.2), აღნიშნულ განცხადებას თან ერთვოდა ბინათმშენებლობის ამხანაგობის კრების ოქმი, 1958 წლის 25 იანვრის ახმეტის რაიაღმასკომის გადაწყვეტილება, მომსახურების საფასურის გადახდის ქვითარი და საკადასტრო აზომვითი ნახაზი, 1860 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართზე.
აღნიშნულის განცახდების საფუძველზე 2008 წლის 15 დეკემბერს ახმეტის სარეგისტრაციო სამსახურში განხორციელდა 1860 კვ.მ. უძრავი ქონების რეგისტრაცია ქ. ახმეტაში, ... ქ. ¹60-ში ბინათმესაკუთრეთა სახელზე, აღნიშნული რეგისტრაციის უფლების დამდგენ დოკუმენტად მიეთითა ქ. ახმეტაში, ... ქ. ¹60-ში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 2008 წლის 28 ნოემბრის საერთო კრების ¹1 და 11 დეკემბრის ¹3 ოქმები, ახმეტის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2008 წლის 26 ნოემბრის ¹427 წერილი, უფლების რეგისტრაციის თარიღი 12.12, 2008 (ს.ფ. 28; ტ.2). საქმის მასალებით დადასტურებულია, სხვა რაიმე დოკუმენტის წარდგენა ადმინისტრაციულ ორგანოს არ მოუთხოვია.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სააჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახმეტის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 15 დეკემბერს განხორციელებული საჯარო რეესტრის ჩანაწერი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს აღმჭურველი შინაარსის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ვინაიდან აღნიშნული მოწესრიგება ქ. ახმეტაში, ... ქ. ¹60-ში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას ანიჭებს საკუთრების უფლებას მიწის ნაკვეთზე.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით საქართველოს კანონმდებლობა იცავს და აღიარებს მესაკუთრის უფლებას. პირის ამ ძირითადი უფლების დაცვა ქვეყანაში არსებული ყველა ადმინისტრაციული ორგანოს უშუალო ვალდებულებას წარმოადგენს.
საერთაშორისო აქტებით და საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული და დაცული უფლება – საკუთრების უფლება ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძირითად უფლებათაგანია, თუმცა იგი არ განეკუთვნება აბსოლუტურ უფლებათა რიგს. ეროვნული კანონმდებლობები ითვალისწინებენ შემთხვევებს, როდესაც აღმატებული საჯარო ინტერესის სასარგებლოდ შეიძლება საკუთრების უფლების შეზღუდვა, თანაზომიერების პრინციპის გათვალისწინებით.
საკუთრების უფლება თავის თავში მოიცავს ამ უფლების ქვეშ მყოფი ობიექტის იმგვარ მდგომარეობაში ყოფნის, შენახვა-მოვლის ვალდებულებას, როგორიც არის მესამე პირთათვის და გარემოსათვის საფრთხის გამომრიცხველ და ზიანის მიუყენებლად ფუნქციობის უზრუნველყოფა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო პროცედურების ჩაუტარებლობა არღვევს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან და ფუნდამენტურ მოთხოვნას პროცედურული დემოკრატიის უზრუნველყოფის შესახებ, რომლის ხარისხი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს სახელმწიფოს ქვეშევრდომების კანონიერ მოლოდინს _ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მმართველობის განხორციელება კანონიერების პრინციპის საფუძველზე, რასაც ადმინისტრაციულ სამართალში კანონიერი ნდობის უფლება ეწოდება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს წარმოადგენს კანონიერი ნდობა.
კანონიერი ნდობის უფლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობებში განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს, რადგან ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობას თავისი არსით სუბორდინაციული ხასიათი გააჩნია. კანონიერი ნდობის უფლება იცავს პირს ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივი შეცდომისა და მომავალში განსახორციელებელი მოქმედების შეუსრულებლობისაგან. აღნიშნული ინსტიტუტის სრულფასოვანი დამკვიდრება უზრუნველყოფს მმართველობის კანონიერებას, სტაბილურობას, მის ავტორიტეტს საზოგადოებაში.
კანონიერი ნდობის ინსტიტუტის არსებობა პირდაპირ კავშირშია სამართლებრივ შედეგთან, სწორედ სამართლებრივი შედეგის სტაბილურობის შენარჩუნების მიზანს ემსახურება კანონიერი ნდობის დაცვა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებელი გარკვეულწილად უფრთხილდება აღმჭურველი აქტის ადრესატის უფლებრივ მდგომარეობას და პრიორიტეტს ანიჭებს მისი სამართლებრივი ინტერესების დაცვას.
2011 წლის 10 ივნისის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახმეტის სარეგისტრაციო სამსახურმა ბათილად ცნო 2008 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება ქ. ახმეტაში, ... ქ.¹60-ში მცხოვრება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის სახელზე 1860 კვ.მ. არასასოფლო-სამეურენეო დანიშნულების მიწის თანასაკუთრების უფლებით რეგისტრაციის შესახებ, იმ საფუძვლით, რომ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს კანონის (2005.16.12) 652.2 მუხლის შესაბამისად, სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი მიწის ფართობი (საკადასტრო აზომვითი ნახაზი) არ იყო შეთანხმებული ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოსთან (იხ. ს.ფ. 18; ტ.2). საკასაციო სასამართლოს შეფასებით, აღნიშნულით შეილახა ბინათმშენებლობის ამხანაგობის საკუთრების უფლება, და ამასთან, დაირღვია ადმინისტრაციული სამართლის ერთ-ერი უმნიშვნელოვანესი პრინციპი – კანონიერი ნდობის პრინციპი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, განსახილველ შემთხვევაში, საჯარო რეესტრმა თავისი ინიციატივით, ისე რომ არავის მიერ არ ყოფილა წარდგენილი რაიმე სახის საჩივარი, გააუქმა საკუთრების უფლების რეგისტრაცია, თანაც ისე, რომ აღნიშნულზე არ ჩაატარა შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების სახე, წარმოებაში არ მიიწვია მესაკუთრე.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საყურადღებოა კასატორის განმარტება იმის თაობაზე, რომ ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლის 1 მუხლის თანახმად, ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ უნდა მიიღოს ა) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენის წესი, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს მთავრობის მიერ მისაღები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენის წესი არ ვრცელდება იმ მიწის ნაკვეთებზე, რომელთა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისადმი მიკუთვნება (საზღვრების დადგენა) უკვე განხორციელდა ზემოაღნიშნული წესის მიღებამდე.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს აღნიშნული საკითხი და გაარკვიოს აღნიშნული მუხლის მოქმედება ვრცელდება თუ არა სადავო მიწის ნაკვეთზე, მით უფრო იმ პირობებში, როცა სარეგისტრაციო საქმის მასალებშიც და საქმეშიც წარმოდგენილია ახმეტის რაიონის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1958 წლის 25 იანვრის ¹37 გადაწყვეტილება, რომლითაც სსრ ადგილობრივი მეურნეობის სამინისტროს 8 ბინიანი სახლის მშენებლობისათვის გამოიყო 0,3 ჰა მიწის ნაკვეთი .... სახელობის ქუჩაზე, სახანძრო რაზმის შენობასა და მოქალაქე ბ-შვილის საცხოვრებელ სახლს შორის და 2008 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით ბინათმშენებლობის ამხანაგობის საერთო საკუთრებაში დარეგისტრირებული 1860 კვ.მ მიწის ფართი შედიოდა 0.3 ჰა-ში. აღნიშნული მტკიცებულება საერთოდ არ არის გამოკვლეული და შეფასებული სააპელაციო სასამართლოს მიერ.
საკასაციო სასამართლოს ასევე დაუსაბუთებლად მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მითითება საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებელობის მინისტრის 2002 წლის 3 ოქტომბრის ¹49 ბრძანებით დამტკიცებული ,,მრავალიბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენის წესის” მე-22 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეების მოთხოვნის საფუძველზე, ადგილობრივი მმართველობის სამსახურის მიერ, მიწის ნაკვეთის საზღვრების ნატურაში მონიშვნის დამადასტურებელ დოკუმენტის არ წარმოდგენის თაობაზე, თუმცა სასამართლოს არ უმსჯელია მოსარჩელის მტკიცებაზე, რომ სადავო მიწის ნაკვეთი დარეგისტრირებულია ათეული წლების წინ, რაც სასამართლოს არ გაუქარწყლებია.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმე საჭიროებს დამატებით გამოკვლევას, სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას უნდა ისარგებლოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილებით და ოფიციალობის პრინციპიდან გამომდინარე მოიპოვოს მტკიცებულებები და მათი შეფასების შემდეგ გამოიტანოს დასკვნა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საკასაციო სასამართლოში კასატორმა წარმოადგინა ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის წერილი და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის შესაბამისად დასტურდება, რომ სს ,,საქსპრესის” საკუთრებად რეგისტრირებულია ქ. ახმეტში, ... ქუჩაზე მდებარე არასასოფლო სამურნეო დანიშნულების მიწის ფართი 11,00 კვ.მ, ხოლო მეორე საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ 411,00 კვ.მ. რეგისტრირებულია ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობაზე.
საკასაცო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში აუცილებლად უნდა იქნეს ჩართული მესამე პირი, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.
საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და სს ,,საქპრესის” საქმეში მესამე პირის ჩაბმის თაობაზე, ვინაიდან, წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერების თანახმად, ქ. ახმეტში, ... ქუჩაძე მდებარე არასასოფლო სამურნეო დანიშნულების მიწის ფართი 11,00 კვ.მ. რეგისტრირებულია სს ,,საქსპრესზე”, ხოლო 411,00 კვ.მ. - ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობაზე, რაც წარმოადგენს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების შეძენის საფუძველს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას ასკ-ის 16.2 მუხლის შესაბამისად, უნდა იმსჯელოს მითითებული პირების საქმეში მესამე პირებად, ჩაბმის თაობაზეც.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 412.2 მუხლის შესაბამისად, სახეზეა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც, სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია. ამდენად, სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას კანონიერი და ობიექტური გადაწყვეტილების დადგენის მიზნით, სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს ზემომითითებული გარემოებები და დავა გადაწყვიტოს მოქმედი საპროცესო და მატერიალური სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 257-ე, 372-ე, 401-ე და 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ. ახმეტაში ... ¹60-ში მცხოვრებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე _ ბ. Mმ-ელის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;3. სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე /ნ. წკეპლაძე/
მოსამართლეები: /მ. ვაჩაძე/
/პ. სილაგაძე/