Facebook Twitter

¹ბს-1760-1728 (კ-11) 6 ივნისი, 2012 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე

სხდომის მდივანი – ნინო გოგატიშვილი

კასატორი _ გ. ნ. ნ. და შ. კ-ძეები, წარმომადგენელი – თ.მ-ი;

მოწინააღმდეგე მხარეები _ მ. Mმ-იანი, ვ. Oო-იანი, წარმომადგენელი _ ი. Qქ-აძე, წარმომადგენელი – ნ. Mმ-შვილი; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, წარმომადგენელი- ვ. ძ-შვილი;

მესამე პირი_შპს “...”, წარმომადგენელი- მ. ხ-იძე;

გასაჩივრებული განჩინება_ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 31 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, სამკვიდრო მოწმობისა და ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2011 წლის 6 იანვარს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს გ. ნ. ნ. და შ. კ-ძეებმა მოპასუხეების წყალტუბოს ნოტარიუს ი. ქ-ძის, მ. მ-იანის, ვ. ო-იანის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წყალტუბოს სარეგისტრაციო სამსახურისა და მესამე პირის “...ის” მიმართ.

მოსარჩელეებმა სარჩელის წარდგენის შემდეგ დააზუსტეს სასარჩელო მოთხოვნები და საბოლოოდ მოითხოვეს: (350 კვ.მ. ფართის: გ. და ნ. კ-ძეების მოთხოვნის მიხედვით 300 კვ.მეტრის, შ. და ნ. Kკ-ძეების მოთხოვნის მიხედვით- 50 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში) 1999 წლის 27 ივნისის მიწის გამოყოფის აქტის, საჯარო რეესტრის 2002 წლის 26 ივნისის ჩანაწერების, მ. მის სახელზე 2002 წლის 28 ივნისს გაცემული სამკვიდრო მოწმობისა და მ. მ-იანსა და ვ. Oო-იანს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით გ. ნ. ნ. და შ. კ-ძეების სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ქ. კ-აძე ცხოვრობდა წყალტუბოს რაიონის სოფელ ქვიტირში. იგი გარდაიცვალა 2002 წლის 25 სექტემბერს, რომლის კანონისმიერ მემკვიდრეებს წარმოადგენენ შვილები – შ. და გ. კ-ძეები;

დ. მ-იანი გარდაიცვალა 2001 წლის 15 აპრილს, რომლის კანონისმიერ მემკვიდრეს წარმოადგენს მისი შვილი მ. მ-იანი;

აწ. გარდაცვლილ ქ. Kკ-აძის კომლი მიეკუთვნებოდა მეორე (მუშა-მოსამსახურეთა) კატეგორიას, რომელზეც მიწის ნაკვეთის ზღვრული ოდენობა განისაზღვრებოდა 5000 კვ.მეტრით, რის შესაბამისად 1992 წლის ოქტომბერში ქ. კ-ძის სახელზე წყალტუბოს რაიონის სოფელ ქვიტირის მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაიცა მიღება-ჩაბარების აქტი ¹134, რომლითაც მიწის რეფორმამდე არსებულ საკარმიდამო მიწის ნაკვეთად დაფიქსირდა 0,11 ჰა სახნავის დანიშნულებით, ხოლო დამატებით გამოყოფილად ე.წ. ქაჭარი 0,4 ჰა მიწის ნაკვეთი სახნავის დანიშნულებით;

ქ. წყალტუბოს მერიის 1995 წლის ¹32 გადაწყვეტილებით სოფელ ქვიტირის გამგეობის 1995 წლის 5 მაისის ¹97 შუამდგომლობის, კომისიის აქტის, სარეგისტრაციო მოწმობის, ეკოლოგიური, სახანძრო და სანეპიდსადგურის სამსახურებიდან წარმოდგენილი შეთანხმებების საფუძველზე დაკმაყოფილდა დ. მ-ის მოთხოვნა სოფელ ქვიტირში მოქ. Qქ. Kკ-აძის საკარმიდამო მიწის ნაკვეთში ავტოგასამართი სადგურის მოწყობის შესახებ და ქ. წყალტუბოს მერიასთან არსებულმა საუწყებათაშორისო კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია აღნიშნულ ტერიტორიაზე ავტოგასამართი სადგურის მოწყობა წინასწარ შედგენილი და დამტკიცებული პროექტის მიხედვით;

1999 წლის 16 მარტს წყალტუბოს რაიონის გამგეობის მიერ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 25 ნოემბრის ¹688 ბრძანებულებიდან გამომდინარე მიღებულ იქნა ¹31 დადგენილება, რომლითაც ირკვევა, რომ თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის მონაკვეთზე 69 სხვადასხვა დანიშნულების ობიექტიდან კომისიის მიერ მიცემული მითითებისა და რეკომენდაციის საფუძველზე 23 ობიექტი, რომლებიც ვერ აკმაყოფილებდნენ ავტომაგისტრალზე განთავსების დაწესებულ ნორმატიულ მოთხოვნებს, ამოღებულ იქნა. ასევე სათანადო სამუშაოების ჩატარების შემდეგ ექსპლუატაციაში იქნა მოყვანილი 15 ობიექტი, ხოლო დამუშავდა ინდ.მეწარმე დ. Mმ-იანის ავტოგასამართი სადგურის სარეკონსტრუქციო სამუშაოების პროექტი, რომლის ექსპლუატაციაში გაშვება განხორციელდა 1999 წლის 31 დეკემბერს;

1999 წლის 14 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წყალტუბოს სარეგისტრაციო სამსახურში მიწის საკუთრების სარეგოსტრაციო მოწმობისა და ¹14664/1999 განაცხადის საფუძველზე ქ. კ-აძე დარეგისტრირდა წყალტუბოს რაიონის სოფელ ქვიტირში მდებარე 0,378 ჰა. (დაზუსტებული) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ საკადასტრო კოდით 29.12.03.598;

1999 წლის 14 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წყალტუბოს სარეგისტრაციო სამსახურში შ. Kკ. Nნ. და ნ. Kკ-აძეები დარეგისტრირდნენ წყალტუბოს რაიონის სოფელ ქვიტირში მდებარე 0,126 ჰა. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ საკადასტრო კოდით 29.12.03.600;

წყალტუბოს რაიონის სოფელ ქვიტირში მდებარე 800 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და საწვავის გასამართი სადგური (იურიდიული მისამართი წყალტუბო, სოფელი საყულია) საკადასტრო კოდით 29.12.01.018 ¹32 გადაწყვეტილებისა და წყალტუბოს მერიის კაბინეტის სხდომის ოქმის საფუძველზე 2002 წლის 26 ივნისს საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა გარდაცვლილ დ. Mმ-იანის საკუთრების უფლებით.

2002 წლის 28 ივნისს ნოტარიუს ი. ქ-აძეს გარდაცვლილ დ. Mმ-იანის დანაშთი ქონების – წყალტუბოს რაიონის სოფელ ქვიტირში მდებარე ავტოგასამართი სადგურის მიღების მოთხოვნით განცხადებით მიმართა მისმა შვილმა მ. მ-იანმა და უძრავი ქონების კუთვნილებასთან დაკავშირებით წარადგინა ცნობა-დახასიათება ¹96, სანოტარო მოწმობა ¹72 გაცემული 2002 წლის 27 ივნისს წყალტუბოს ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის მიერ, უძრავი ქონების შესახებ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და ყადაღის არარსებობის შესახებ დოკუმენტი, რის საფუძველზეც გაიცა სამკვიდრო მოწმობა შემდეგ უძრავ ქონებაზე: ავტოგასამართი სადგური შემდგარი სასარგებლო ფართობით - 14,6 კვ.მეტრი, დამხმარე ფართობით – 14,6 კვ.მეტრი, სამეურნეო ფართობით - 14,6 კვ.მეტრი; ადმინისტრაციული შენობა შემდგარი 7 ოთახისაგან, დამხმარე ფართობით – 108 კვ.მეტრი, სამეურნეო ფართობით - 108 კვ.მეტრი, სასარგებლო ფართობით - 108 კვ.მეტრი; გაშენების ფართობი ძირითადი შენობის ქვეშ -77 კვ.მ;

2002 წლის 28 ივნისს მ. მ-ფსა და ვ. ო-შორის სანოტარო წესით დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მ. მ-მა ამ უკანასკნელს 3500 ლარად მიჰყიდა საჯარო რეესტრში 29.12.01.018 საკადასტრო კოდით დარეგისტრირებული საკუთრების უფლება წყალტუბოს რაიონის სოფელ ქვიტირში მდებარე ბენზოგასამართ სადგურზე – 800 კვ, მეტრი დაზუსტებული ფართის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობასთან ერთად;

წყალტუბოს რაიონის სოფელ ქვიტირში მდებარე 800 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და საწვავის გასამართი სადგური (იურიდიული მისამართი წყალტუბო, სოფელი საყულია) საკადასტრო კოდით 29.12.01.018 2002 წლის 26 ივნისს საჯარო რეესტრში 2002 წლის 28 ივნისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დარეგისტრირდა ვ.ო-ის საკუთრების უფლებით;

ქ. კ-ძის სახელზე შედგენილი მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა გაცემულ იქნა 2005 წლის 22 აპრილს;

2010 წლის 4 თებერვალს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წყალტუბოს სარეგისტრაციო სამსახურს უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის განცხადებით მიმართა გ. კ-ძემ, რომელმაც სხვა დოკუმენტებთან ერთად წარადგინა მისი დაკვეთით ინდ. მეწარმე ლ. ძ-ძის მიერ შედგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი მიწის ფართით 3780 კვ. მეტრი, რომელშიც არ შედის მოსარჩელის მიერ ვ. ო-ის საკუთრების უფლებით რიცხული ავტოგასამართი სადგურის სადავოდ ქცეული მიწის ნაკვეთი;

2010 წლის 26 თებერვალს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წყალტუბოს სარეგისტრაციო სამსახურს უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის განცხადებით მიმართა შ. Kკ-ძემ, რომელმაც სხვა დოკუმენტებთან ერთად წარადგინა მისი დაკვეთით ინდ. მეწარმე ლ. ხ-იძის მიერ შედგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი მიწის ფართით 1260 კვ. მეტრი, რომელშიც არ შედის მოსარჩელის მიერ ვ. ო-ის საკუთრების უფლებით რიცხული ავტოგასამართი სადგურის სადავოდ ქცეული მიწის ნაკვეთი;

2011 წლის 17 მარტის მდგომარეობით საჯარო რეესტრში წარდგენილი ელ.ვერსიის შესაბამისად ვ. ო-ის საკუთრებაში რეგისტრირებულ წყალტუბოს რაიონის სოფელ ქვიტირში მდებარე ავტოგასამართი სადგურის მიწის ნაკვეთს (¹291232074) ზედდება გააჩნდა გ. კ-ძის საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ უძრავ ნივთთან (¹291232024) ფართით 141,9 კვ.მ. და შ. კ-ძის საკუთრების უფლებით დარეგისტრირებულ უძრავ ნივთთან (¹291232027) ფართით 195,55 კვ.მეტრი, რის შემდეგ ვ.ო-ის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი მასალებით შემცირებულ იქნა ავტოგასამართი სადგურის მიწის ნაკვეთის ფართი არსებული ზედდებით, რა მიმართებით დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება შეჩერებულ იქნა სასამართლოს მიერ მხარეთა შორის არსებული დავის გადაწყვეტამდე.

პირველი ინსტანციის სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლამდე (1997 წლის 25 ნოემბრამდე) მოქმედი საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის დამტკიცების შესახებ საქართველოს სსრ 1964 წლის 26 დეკემბრის კანონის 93-ე, ,,საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრათა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის ¹48 დადგენილების მე-5 მუხლით და ,,საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთათვის სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე დოკუმენტაციის გაფორმების რეგულირების შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრათა კაბინეტის 1993 წლის 28 ივნისის ¹503 დადგენილების მე-2 მუხლით და განმარტა, რომ მიწის მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პირველად საფუძველს, რა მიმართებით სარეგისტრაციო მოწმობების გაცემა ხორციელდებოდა ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის ¹327 ბრძანებულებით; აწ. გარდაცვლილი ინდ. მეწარმე დ. Mმ-ის საკუთრებაში არსებულ ავტოგასამართ სადგურზე მიწის ნაკვეთის მიმაგრება განხორციელდა ქ.წყალტუბოს მერიის 1995 წლის ¹32 გადაწყვეტილებისა და წყალტუბოს მერიის კაბინეტის სხდომის ოქმის საფუძველზე, რომლებიც მოსარჩელეებს სადავოდ არ გაუხდიათ, მოცემული ეტაპისათვის სადავო მიწის ნაკვეთი არ ყოფილა რეგისტრირებული საჯარო რეესტრში მოსარჩელეთა მამკვიდრებლის საკუთრების უფლებით და შესაბამისად ხსენებული აქტებით განხორციელდა სადავო მიწის ნაკვეთის აწ. გარდაცვლილ ქ. კ-ძის მფლობელობიდან ამოღება და მისი აწ. გარდაცვლილ ინდ. მეწარმე დ. მ-ისკუთვნილ ავტოგასამართ სადგურზე მიმაგრება, ხოლო შედეგად თავად აწ. გარდაცვლილ ქ. კ-ძის ინიციატივით 1999 წლის 27 ივნისს შემდგარი კომისიის აქტის საფუძველზე განხორციელდა მიმაგრებულ მიწის ნაკვეთზე არასასოფლო დანიშნულების კატეგორიის მინიჭება და ამ უკანასკნელის მფლობელობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისაგან გამიჯვნა. პირველი ინსტანციის სასამართლოს აზრით, მითითებული თავად მოსარჩელეთა მამკვიდრებლის ნებას წარმოადგენდა, რადგან ზემოაღნიშნული ქმედებების შემდეგ მიწის ნაკვეთი საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის ¹327 ბრძანებულების საფუძველზე გაცემული სარეგისტრაციო მოწმობის მიხედვით, სწორედ გამიჯნული სახით იქნა საჯარო რეესტრში მისი საკუთრების უფლებით დარეგისტრირებული და ამ მოწმობაში არსებულ მიწის კონფიგურაციასთან დაკავშირებით აწ. გარდაცვლილ ქ. კ-ძის მიერ რაიმე სახის პრეტენზია გაცხადებული არ ყოფილა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ სამკვიდრო ქონებაში არ შედიოდა სადავო მიწის ნაკვეთი და 1999 წლის 27 ივნისის აქტის სადავო მიწის ფართის ნაწილში ბათილად ცნობის შესახებ მოსარჩელეთა მოთხოვნა არ იყო დასაბუთებელი.

პირველი ინსტანციის სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60.1. ,,ბ”, 61.2. ,,ა” და 218.2 მუხლებით და განმარტა, რომ დასახელებული სადავო აქტის საფუძველზე აწ. გარდაცვლილ დ. Mმ-ის მიერ განხორციელდა ავტოგასამართი სადგურის ექსპლოატაციაში მიღება, რომელზეც მემკვიდრეობა იქნა აღდგენილი ამ უკანასკნელის შვილის მ. მის მიერ და შემდგომში იგი ნასყიდობის გზით საკუთრებაში გადავიდა ვ.ო-ზე, მისი მოსაზრებით, ხსენებული მოქმედებები წარმოადგენს იურიდიული მნიშვნელობის ქმედებებს, რის გამოც სადავო აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნა შეუსაბამობაშია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესთან.

პირველი ინსტანციის სასამართლომ იხელმძღვანელა ,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს 1998 წლის კანონის 2.2. ,,ბ”, მე-3, მე-4.1, 4.2, 4.3, 4.7 მუხლებით და განმარტა, რომ უკვე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული და დასახელებულ ავტოგასამართ სადგურზე მიმაგრებული არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის აწ. გარდაცვლილ ინდ. მეწარმის დ. მ-ისკერძო საკუთრებად გამოცხადება განხორციელდა ზემოაღნიშნული ნორმების დაცვით, რის გამოც არარსებობდა სადავო რეგისტრაციის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

სადავოდ გამხდარი სამემკვიდრეო მოწმობისა და ხელშეკრულების ბათილობის საკითხთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ გამარტა, რომ დოკუმენტები შედგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე, 287-ე, 488-ე, 489-ე, 1306-ე, 1307-ე, 1324-ე, 1328-ე, 1336-ე მუხლებისა და სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 29 აგვისტოს ¹321 ბრძანებით დამტკიცებული ,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” ინსტრუქციის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობდა მათი ბათილობის საფუძველი.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილობასთან დაკავშირებით მოსარჩელეთა მოთხოვნა იყო ხანდაზმული, რაც მის დაკამაყოფილებაზე უარის თქმის დამატებითი საფუძველი იყო. პირველი ინსტანციის სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128.3 და 130 მუხლებით და განმარტა, რომ მოსარჩელეების მიერ მათი უფლების დარღვევასთან დაკავშირებით გაშვებულია სასამართლოში სარჩელის წარდგენის ხანდაზმულობის როგორც ზოგადი 10 წლიანი, ისე სადავო რეგისტრაციის განხორციელების დროს მოქმედი ,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით მიწაზე საკუთრების უფლების მინიჭებასთან დაკავშირული სადავო საკითხების განხილვის ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ. ნ. ნ. და შ. კ-ძეებმა.

აპელანტები სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით გ. ნ. ნ. და შ. კ-ძეების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემობები და მათი სამართლებრივი შეფასება და განმარტა, რომ ინდ. მეწარმე დ. მ-ის საკუთრებაში არსებულ ავტოგასამართ სადგურზე მიწის ნაკვეთის მიმაგრება განხორციელდა ქ. წყალტუბოს მერიის 1995 წლის ¹32 გადაწყვეტილებისა და წყალტუბოს მერიის კაბინეტის სხდომის ოქმის საფუძველზე, რომელიც სადავოდ გამხდარი არ იყო, სადავო მიწის ნაკვეთი არ ყოფილა რეგისტრირებული საჯარო რეესტრში მოსარჩელეთა მამკვიდრებლის საკუთრების უფლებით და შესაბამისად, ხსენებული აქტებით განხორციელდა სადავო მიწის ნაკვეთის აწ. გარდაცვლილ ქ. კ-ძის მფლობელობიდან ამოღება და მისი აწ. გარდაცვლილ ინდ. მეწარმე დ. მ-ის კუთვნილ ავტოგასამართ სადგურზე მიმაგრება, ფაქტობრივად მიღება-ჩაბარების აქტზე მითითებული 0,11 ჰა ნაკვეთის შეზღუდვა არ მომხდარა.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს გ. ნ. ნ. და შ. კ-ძეებმა.

კასატორების მითითებით ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ არასწორად მოხდა ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შესაბამისად მათი სამართლებრივი შეფასება. მათი მტკიცებით საქმეში არ მოიპოვება დოკუმენტი, რითაც დადასტურდებობა ქ. კ-ძის ნება, მის საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილს მისცემოდა არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის სტატუსი. ასევე არ მოიპოვება ცნობა, რომ ქ. კ-ძის სტატუსს შეცვლილი მიწის ნაკვეთის ნაწილი გადავიდა სახელმწიფო საკუთრებაში და შემდგომში ანუ 1999 წლიდან გარდაცვალებამდე ექსპლუატაციას უწევდა დ. მ-ი. აწ. გარდაცვლილმა დ. მ-მმ შენებლობის ნებართვა მიიღო ქ. კ-ძის საკუთრებაში არსებულ საკარმიდამო დაახლოებით 108 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და არა 800 კვ.მ. მიწაზე, ვინაიდან 0,11 ჰექტარიდან 800 კვ.მ. მიწის გამოყოფით ფიზიკურად ვერ განხორციელდებოდა დარჩენილი მიწის და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაცია.

კასატორების მოსაზრებით არასწორია სასამართლოების მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ ქ. წყალტუბოს მერიის 1995 წლის ¹32 გადაწყვეტილებით სოფელ ქვიტირის გამგეობის 1995 წლის 5 მაისის ¹97 შუამდგომლობა წარმოადგენდა დ. მ-ისათვის საკუთრების დამადასტურებელ აღმჭურველ აქტს. მითითებული აქტებით ქ. კ-ზეს არ შეეზღუდა უფლება ხელშეუშლელად განეკარგა 1994 წლის 28 იანვრის ¹134 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე მიღებული 0,11 ჰა საკარმიდამო ნაკვეთი, ხოლო დ. მ-სმხოლოდ მიეცა ნებართვა ქ. კ-ძის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გაეხსნა ავტოგასამართი სადგური და მიწა არ გაცემულა საკუთრების უფლებით.

კასატორების მითითებით, ქ. კ-ძის სახელზე გაცემული 1999 წლის 14 დეკემბრით დათარიღებული საკადასტრო ანაზომი ნახაზის არსებობა მათთვის ცნობილი გახდა 2005 წლის 22 აპრილიდან, სხვა სადავო დოკუმენტების არსებობა კი – 2010 წლის აპრილიდან, როდესაც მოპასუხე ვ.ო-მა შეუწყვიტა მათ საიჯარო ქირის გადახდა. შესაბამისად, არ მომხდარა კანონით განსაზღვრული 6 წლიანი ხანდაზმულობის ვადის გაშვება.

კასატორების მოსაზრებით სასამართლო ვალდებული იყო გაერკვია გააჩნდა თუ არა ვ. ო-კანონით განსაზღვრული უფლებამოსილება იმ პერიოდისათვის უკვე გარდაცვლილ დ. მ-ის სახელით განეხორციელებინა რაიმე მოქმედება.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორები საკასაციო საჩივრით ითხოვდნენ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ნ. ნ. და შ. კ-ძეების საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონის სწორი გამოყენებისა და განმარტების საფუძველზე, რის გამოც არ არსებობს განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე _ 394-ე მუხლებით დადგენილი წანამძღვრები.

სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს გ. და ნ. კ-ძეების მოთხოვნების მიხედვით 300 კვ. მეტრის, შალვა და ნადია კძეების მოთხოვნის მიხედვით 50 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთის, სულ 350 კვ.მეტრის ნაწილში 1999 წლის 27 ივნისის მიწის გამოყოფის აქტის, შესაბამისად ამავე ფართის ნაწილში 2002 წლის 26 ივნისით დათარიღებული საჯარო რეესტრის მონაცემების, მ. მის სახელზე 2002 წლის 28 ივნისს გაცემული სამკვიდრო მოწმობისა და მ. მ-სა და ვ. ო-შორის დადებული ნასყიდობის ბათილად ცნობა.

როგორც საქმეში წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, სარჩელის საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ მითითებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს მოსარჩელეთა საკარმიდამო მიწას და არის მათი საკუთრება.

საკასაციო სასამართლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

ქალაქ წყალტუბოს მერიის 1995 წლის ¹32 გადაწყვეტილებით სოფელ ქვიტირის გამგეობის 1995 წლის 5 მაისის ¹97 შუამდგომლობის, კომისიის აქტის, სარეგისტრაციო მოწმობის, ეკოლოგიური, სახანძრო და სანეპიდსადგურის სამსახურებიდან წარმოდგენილი შეთანხმებების საფუძველზე დაკმაყოფილდა დ. მ-ის მოთხოვნა სოფელ ქვიტირში მოქ. ქ. შალვას ძე კ-ძის საკარმიდამო მიწის ნაკვეთში ავტოგასამართი სადგურის მოწყობის შესახებ და ქ. წყალტუბოს მერიასთან არსებულმა საუწყებათაშორისო კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია აღნიშნულ ტერიტორიაზე ავტოგასამართი სადგურის მოწყობა წანასწარ შედგენილი და დამტკიცებული პროექტის მიხედვით.

დადგენილია, რომ 1999 წლის 16 მარტს წყალტუბოს რაიონის გამგეობის მიერ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 25 ნოემბრის ¹588 ბრძანებულებიდან გამომდინარე მიღებულ იქნა ¹31 დადგენილება, რომლითაც ირკვევა, რომ თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის მონაკვეთზე 69 სხვადასხვა დანიშნულების ობიექტიდან კომისიის მიერ მიცემული რეკომენდაციისა და მითითების საფუძველზე 23 ობიექტი, რომელიც ვერ აკმაყოფილებდა ავტომაგისტრალზე განთავსების დაწესებულ ნორმატიულ მოთხოვნებს, აღებულ იქნა. ასევე სათანადო სამუშაოების ჩატარების შემდეგ ექსპლუატაციაში იქნა მიღებული 15 ობიექტი, ხოლო დამუშავდა ინდ.მეწარმე დ. მ-ის ავტოგასამართი სადგურის სარეკონსტრუქციო სამუშაოების პროექტი, რომლის ექსპლუატაციაში გაშვება განხორციელდა 1999 წლის 31 დეკემბერს.

დადგენილია, რომ წყალტუბოს რაიონის სოფელ ქვიტირში მდებარე 800 კვ.მეტრი არასასოფლო-სამეურნე დანიშნულების მიწის ნაკვეთი და საწვავის გასამართი სადგური /იურიდიული მისამართი წყალტუბო, სოფელი საყულია/ საკადასტრო კოდით 29.12.01.018 ¹32 გადაწყვეტილებისა და წყალტუბოს მერიის კაბინეტის სხდომის ოქმის საფუძველზე 2002 წლის 26 ივნისს საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა აწ. გარდაცვლილ დ. მ-ისსაკუთრებად.

,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

ზემოაღნიშნული მუხლის დებულებებიდან და საჯარო რეესტრის უტყუარობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ დავა გადაწყდეს და სარჩელი დაკმაყოფილდეს, საკასაციო სასამართლო სავალდებულოდ მიიჩნევს მოსარჩელეებმა შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაადასტურონ, სადავო ქონებაზე მათი საკუთრების უფლება, რაც სასამართლოს მისცემს შესაძლებლობას, დაადგინოს ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევისა და მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული ნივთის მე-3 პირთა სასარგებლოდ გადაცემისა და აღრიცხვის ფაქტი.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა და მხარეებიც ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეთა შ. და გ. კ-ძეების მამას ქ. კ-ძეს მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე გამოეყო საკარმიდამო მიწის ნაკვეთი -2100 კვ.მ. ოდენობით. ¹134 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე ირკვევა, რომ ქ. კ-ზეს დამატებით გამოყოფილი აქვს სახნავი დანიშნულებით მიწის ნაკვეთი 0,4ჰა ე.წ. ქაჭარში, რომელიც საკარმიდამო ნაკვეთიდან მოშორებით მდებარეობს და იგი არ მოიაზრება საკარმიდამო მიწის ნაკვეთში არსებულ რეგისტრირებულ მონაცემებში.

,,სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის ¹327 ბრძანებულება მიწის პირველადი რეგისტრაციისათვის სავალდებულოდ მიიჩნევდა ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტებიდან ერთ-ერთის არსებობას მაინც. ეს დოკუმენტები იყო: მიწის მიღება-ჩაბარების აქტი; ამ აქტის არარსებობის შემთხვევაში, სოფლის, დაბის, ადგილობრივი მმართველობის ორგანოს გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის, დაბის ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწის განაწილების სია, მიწის გამოყოფის გეგმასთან ერთად. ხოლო არც ერთი ზემოაღნიშნული დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობისათვის სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი საგადასახადო სია, აგრეთვე მიწის განაწილების სია, რომელსაც თან ახლავს მიწის გამოყოფის გრაფიკული დადასტურება.

საქმეში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარებების აქტების საფუძველზე, რომლითაც კძეებს გამოეყოთ 2100 კვ.მ. საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, 1999 წლის 14 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წყალტუბოს სარეგისტრაციო სამსახურში ქ. კძე დარეგისტრირდა წყალტუბოს რაიონის სოფელ ქვიტირში მდებარე 0,378 ჰა (დაზუსტებული) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ (საკადასტრო კოდით 29.12.03.598); ხოლო ამავე რიცხვში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წყალტუბოს სარეგისტრაციო სამსახურში შ. კ-ძე, მამის ქ. კ-ძისათვის გამოყოფილი საკარმიდამო ნაკვეთის ნაწილზე დარეგისტრირდა წყალტუბოს რაიონის სოფელ ქვიტირში მდებარე 0,126 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ (საკადასტრო კოდით 29.12.03.600).

ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება და მოსარჩელე მხარეც ვერ უარყობს იმ გარემოებას, რომ კასატორთა სახელზე დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს იმ საკარმიდამო მიწას, რომელიც მათ გამოეყოთ საქმეში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტებით, ხოლო საწინააღმდეგო მტკიცებულებები (საქართველოს პრეზიდენტის ¹327 ბრძანებულების საფუძველზე გაცემული სხვა რაიმე უფლების დამდგენი დოკუმენტი) საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1 მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

ამდენად, კასატორებს, აღნიშნული მუხლის მოთხოვნათა დაცვით, არ წარმოუდგენიათ მტკიცებულება, რომელიც საკასაციო სასამართლოს მისცემდა სადავო მიწის ნაკვეთზე მათი პრეტენზიების გაზიარების შესაძლებლობას, რაც, თავის მხრივ, იძლევა საფუძველს დადგენილად იქნეს მიჩნეული ფაქტი იმის თაობაზე, რომ მათთვის გამოყოფილი საკარმიდამო მიწის ნაკვეთი სრულად რეგისტრირებულია მათ საკუთრებაში და მათი მხრიდან არ არსებობს სხვა მიწის ნაკვეთზე მათი საკუთრების უფლების რეგისტრაციის სამართლებრივი საფუძველი.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 თებერვლის ¹800 ბრძანებით დამტკიცებული უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის მე-10 მუხლზე, რომლის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტისა და მისი საკადასტრო მონაცემების საფუძველზე.

საგულისხმოა, რომ მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების თაობაზე სრული ინფორმაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურებს წარედგინებათ თავად მესაკუთრის მიერ სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი ორგანიზაციების მიერ შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2005 წლის 22 აპრილს ქ. კ-ძის სახელზე გაიცა მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა, რომელშიც დადგენილია კ-ძეების მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია და საზღვრები, ხოლო აღნიშნული მონაცემები ემყარება მოსარჩელეთა მიერ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზს, რომელშიც არ შედის სადავო მიწის ნაკვეთი, რომელზეც მდებარეობს ავტოგასამართი სადგური (ტ.2,სფ.342-343).

სასამართლო სხდომებზე მოსარჩელე მხარის მიერ დადასტურებულია ის გარემოება, რომ მათ მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე დაზუსტებულია მათი საკარმიდამო მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია, რომელშიც სადავო მიწის ნაკვეთი არ შედის და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემები მათი მხრიდან სადავოდ არ არის გამხდარი.

უფრო მეტიც, საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2010 წლის 4 თებერვალს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წყალტუბოს სარეგისტრაციო სამსახურს უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაციის განცხადებით მიმართა გ. Kკ-ძემ, რომელმაც სხვა დოკუმენტებთან ერთად წარადგინა მისი დაკვეთით ინდ.მეწარმე ლ. ხ-ძის მიერ შედგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი მიწის ფართით 3780 კვ.მეტრი, რომელშიც არ შედის მოსარჩელის მიერ ვ.ო-ის საკუთრების უფლებით რიცხული ავტოგასამართი სადგურის სადავოდ ქცეული მიწის ნაკვეთი. ხოლო 2010 წლის 26 თებერვალს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წყალტუბოს სარეგისტრაციო სამსახურს უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის განცხადებით მიმართა შ.კ-ძემ, რომელმაც სხვა დოკუმენტებთან ერთად წარადგინა მისი დაკვეთით ინდ.მეწარმე ლ. ხ-ძის მიერ შედგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი მიწის ფართით 1260 კვ.მეტრი, რომელშიც ასევე არ შედის მოსარჩელის მიერ ვ.ო-ის საკუთრების უფლებით რიცხული ავტოგასამართი სადგურის სადავოდ ქცეული მიწის ნაკვეთი.

საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს სასამართლო პროცესზე საჯარო რეესტრის წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ განმარტებაზე, რომ მოცემულ ეტაპზე ვ.ო-მა საჯარო რეესტრში წარადგინა დაზუსტებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელიც სრულად შეესაბამება და არ გადაფარავს კ-ძეების სახელზე საჯარო რეესტრში მანამდე განხორციელებულ დაზუსტებულ რეგისტრირებულ მონაცემებს (იხ. სხდომის ოქმი).

საკასაციო სასამართლო კასატორთა ყურადღებას მიაქცევს სამართალწარმოების ზოგად პრინციპზე _ უშუალოობის პრინციპზე, რომლის შესაბამისად, მხარეს უფლება ეძლევა სასამართლოს მიმართოს მხოლოდ საკუთარი უფლებების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად, რის გამოც სასამართლო მსჯელობის საგანი ვერ გახდება პროცესუალური მოწინააღმდეგის მხრიდან მიწის ნაკვეთის სხვა მე-3 პირებისაგან მიტაცების ფაქტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ამასთან, დაცვის ღირსი ინტერესით სარგებლობს არა ყველა უფლება, არამედ კანონიერი უფლება, რის გამოც კასატორები ვალდებულები არიან დაადასტურონ, რომ გასაჩივრებული აქტების საფუძველზე შეილახა მათი კანონიერი უფლება, რასაც, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი ვერ უზრუნველყოფს.

ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე საკასაციო სასამართლო იზიარებს მოსარჩელეთა მხრიდან სადავოდ გამხდარი 350 კვ.მ. მიწის ნაკვეთის თაობაზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა შეფასებებს და თვლის, რომ საქმეში დაცული არცერთი დოკუმენტი არ წარმოადგენს მითითებულ მიწაზე უფლებადამდგენ დოკუმენტს, რაც გამორიცხავს სასამართლოს მხრიდან განსხვავებული დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილების მატერიალური თუ პროცესუალური საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ნ. ნ. და შ. კ-ძეების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 31 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ქადაგიძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ლ. მურუსიძე