Facebook Twitter

¹ბს-202-200(კ-12) 19 ივნისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე

კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს კონტროლის პალატა

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ჯ. დ-ძე

დავის საგანი _ სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 17 იანვარი განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მოსარჩელე: ჯ. დ-ძე

მოპასუხე: საქართველოს კონტროლის პალატა

სარჩელის სახე: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლით გათვალისწინებული - ქმედების განხორციელება.

სარჩელის საგანი: სახელფასო დავალიანების – 765,94 ლარის ანაზღაურება

სარჩელის საფუძველი :

ფაქტობრივი: საჯარო შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა

სამართლებრივი: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1, 317.1 მუხლები (იხ. ს.ფ. 1-8;. ტ.1).

მოპასუხის შესაგებელი: სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ფაქტობრივი : მოპასუხის მითითებით, სარჩელი აღძრულია 2011 წელს, ხოლო სადავოა 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანება, რის გამოც მოთხოვნა ხანდაზმულია, ხოლო რაც შეეხება 2003 წლის სახელფასო დავალიანების ანაზღაურების საკითხს, აღნიშნული უნდა დაეკისროს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ვინაიდან, იგი წარმოადგენს სოლიდარულ მოვალეს საქართველოს კონტროლის პალატასთან ერთად.

მოპასუხის განმარტებით, პრემიისა და სამკურნალო დახმარების ანაზღაურების მოთხოვნა წარმოშობილია პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისგან. ამასთან, ხელფასი განსხვავდება უზრუნველყოფის სახეებისაგან, კერძოდ, პრემიისაგან და სამკურნალო დახმარებისაგან, რაც ხელფასზე დანამატია და მათი ანაზღაურება დაკავშირებულია დროში გარკვეულ პერიოდთან, რის გამოც მათ მიმართ უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები.

მოსარჩელის მიმართ პრემიისა და სამკურნალო დახმარების დავალიანების ნაწილში კანონით დადგენილი გასაჩივრების სამწლიანი ვადის ათვლა უნდა დაიწყოს იმ პერიოდიდან, როცა მან განახორციელა ისეთი მოქმედება, რომლის საფუძველზე უნდა მიეღო პრემია და სამკურნალო დახმარება.

სამართლებრივი: სამოქალაქო კოდექსის, 128-ე, 129-ე და 130-ე მუხლები (იხ. ს.ფ. 31-38; ტ.1)

საქმის გარემოებები: ჯ. Dდ-ძე 1992 წლიდან 2008 წლის იანვრამდე მუშაობდა საქართველოს კონტროლის პალატაში, სხვადასხვა თანამდებობაზე. მუშაობის პერიოდში მის მიმართ წარმოიქმნა სახელფასო დავალიანება, რაც მოპასუხეს დღემდე არ გაუსტუმრებია.

რაიონული /საქალაქო/ სასამართლოს გადაწყვეტილება/სარეზოლუციო/:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ჯ. Dდ-ძის სა- სასარგებლოდ დაეკისრა – 1998-1999-2000 წლებისა და 2003 წლის ხელზე გასაცემი სახელფასო დავალიანების – 765,94 ლარის ანაზღაურება (ს.ფ. 40-46 ; ტ.1).

სასამართლოს მიერ უდავოდ მიჩნეული ფაქტები:

საქართველოს კონტროლის პალატის 2011 წლის 13 ივლისს ¹214/04 ცნობით დადგენილია, რომ ჯ. Dდ-ძის 1998-1999-2000-2003 წლების დარიცხული სახელფასო დავალიანება შეადგენს - 975,57 ლარს, ხელზე ასაღები – 765,94 ლარს, მათ შორის: 1998 წლის მე-11 თვის ხელფასი დარიცხული – 115,00 ლარს, ხელზე გასაცემი – 92,15 ლარს; 1998 წლის მე-12 თვის დარიცხული პრემია – 13,07 ლარს, ხელზე გასაცემი – 10,21 ლარს, 1998 წლის მე-12 თვის დარიცხული პრემია - 10,80 ლარს; 1999 წლის მე-11 თვის ხელფასი დარიცხული – 115,00 ლარს, ხელზე გასაცემი – 89,37 ლარს, 1999 წლის მე-12 თვის ხელფასი დარიცხული – 115,00 ლარს, ხელზე გასაცემი – 91,50 ლარს, 1999 წლის მე-12 თვის დარიცხული პრემია – 115,00 ლარს, ხელზე გასაცემი – 72,56 ლარს, 2000 წლის მე-4 თვის ხელფასი დარიცხული – 115,00 ლარს, ხელზე გასაცემი – 92,15 ლარს, 2000 წლის ხელფასი მე-5 თვის დარიცხული – 115,00 ლარს, ხელზე გასაცემი – 92,15 ლარს, 2000 წლის მე-6 თვის დახმარება დარიცხული – 57,50 ლარს, ხელზე გასაცემი – 56,35 ლარს, 2000 წლის პრემია მე-6 თვის დარიცხული – 115,00 ლარს, ხელზე გასაცემი – 89,70 ლარს, 2003 წლის ხელფასი მე-11 თვის დარიცხული – 100,00 ლარს, ხელზე გასაცემი – 79,80 ლარს (იხ. ს.ფ. 17; ტ.1).

სასამართლოს მიერ სადავოდ მიჩნეული ფაქტები:

მოპასუხემ სადავოდ მიიჩნია ის ფაქტი, რომ საქმეში წარმოდგენილი სახელფასო დავალიანების ცნობა არის ინფორმაციული ხასიათის და არა აღიარება სახელფასო დავალიანების თაობაზე და ამდენად, ეს მტკიცებულება ვერ გახდება სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

სადავოა ასევე მოსარჩელის მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი ვადა /ხანდაზმულობა/, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან სარჩელი აღძრულია 2011 წელს, ხოლო სარჩელით მოთხოვნილია 1998-2003 წლების სახელფასო დავალიანება, მათ შორის, პრემიაც და დახმარებაც.

სასამართლოს დასკვნები:

,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის თანახმად, მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). ხოლო სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის მე-16 მუხლის მიხედვით, დაწესებულება, რომელშიც მუშაობს თანამშრომელი, თვითონ არის პასუხისმგებელი ხელფასის ანაზღაურებაზე. ამავე კოდექსის 96-ე მუხლით დადგენილია, რომ მუშას ან მოსამსახურეს, მისი დათხოვნისას, საწარმოსაგან, დაწესებულებისაგან, ორგანიზაციისაგან კუთვნილი მთელი თანხა ეძლევა დათხოვნის დღეს. აღნიშნული საკითხი ასევე მოწესრიგებულია ამჟამად მოქმედი შრომის კოდექსითაც.

საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება ხელფასის, პრემიისა და დახმარების დავალიანების ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე, ვინაიდან, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, (1997 წლის 1 დეკემბრიდან ამოქმედებული რედაქცია) ამ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე, მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან, სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი), ხოლო ამ მუხლის პირველ პუნქტში 1998 წლის 20 თებერვლის №1248-II საქართველოს კანონით შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების მიხედვით, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას, საჯარო სამსახურში წელთა ნამსახურობისათვის დაწესებულ და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებს. ამავე კანონში 2005 წლის 23 დეკემბერს №2470-რს კანონით შეტანილი დამატებებისა და ცვლილებების შედეგად 37-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ამ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე, მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებისათვის ბიუჯეტის კანონით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.

ამასთან, ამავე კანონის 1341-ე მუხლის თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებზე დაწესებულებიდან კუთვნილი თანხის გაცემა უნდა განხორციელდეს დაცულ მუხლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად. ამდენად, აღნიშნული ნორმით რეგლამენტირებული იყო საჯარო მოსამსახურეებზე წინა წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება, თუმცა, სპეციალური დათქმის მიხედვით, იგი არ მოიცავდა საჯარო მოსამსახურისათვის განსაზღვრული კომპენსაციის ანაზღაურების ვალდებულებასაც. სასამართლოს განმარტებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით მოწესრიგებულია საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებული ურთიერთობები, მოსამსახურის სამართლებრივი მდგომარეობა და სწორედ ამ კანონის 37-ე მუხლით დაეკისრა ადმინისტრაციულ ორგანოს ვალდებულება გასცეს შრომითი გასამრჯელო მოსამსახურეზე, რათა მან შესრულებული სამუშაოსათვის მიიღოს ანაზღაურება, სწორედ ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრა, რომ მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი და საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს დაფინანსების შემცირების საფუძველი.

ამასთანავე, ადმინისტრაციულ ორგანოს, საქართველოს კონტროლის პალატის მიერ მოქმედების განუხორციელებლობა - ხელფასის თანხის გაუცემლობა, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, მიიღოს კუთვნილი შრომის გასამრჯელო. სასამართლოს დასკვნით, საქმეზე გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლი, რომლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

სამართლებრივი შეფასება /კვალიფიკაცია/:

საქართველოს კონსტიტუცია, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6, მე-14, 37-ე, 38-ე და 1341-ე მუხლები, საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის მე-16 და 96-ე მუხლები (ძველი რედაქციით), საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე და 331-ე მუხლები. საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” (იხ. ს.ფ. 40-46; ტ.1).

აპელანტი: საქართველოს კონტროლის პალატა

წარმომადგენელი: ს. ჩ-ძე

მოპასუხე: ჯ. Dდ-ძე

აპელაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

აპელაციის მოტივები.

ფაქტობრივი : სახელფასო დავალიანება წარმოიშვა 1998-2003 წლებში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობით, რის გამოც არ მოხდა კონტროლის პალატის შენახვის ხარჯებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული დაცული მუხლების სრულყოფილი დაფინანსება.

,,საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს კონტროლის პალატა წარმოადგენს საბიუჯეტო დაწესებულებას და დაფინანსების სხვა წყარო არ გააჩნია. შესაბამისად მოსარჩელის დავალიანების გადახდა სასამართლომ უნდა დააკისროს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რომელიც გამოდის სახელმწიფოს სახელით და რომელიც წარმოადგენს სოლიდარულ მოვალეს კონტროლის პალატასთან ერთად სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის შესაბამისად.

სამართლებრივი : მოთხოვნა 1998-2003 წლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ ხანდაზმულია, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს 10 წელს, ხოლო სარჩელი სასამართლოში შეტანილია 2011 წელს.

1998-2003 წლების პრემიისა და დახმარების ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის უფლება წარმოშობილია პერიოდულად შესრულებული ვალდებულებიდან გამომდინარე. ვინაიდან, ხელფასი განსხვავდება უზრუნველყოფის სახეებისაგან, კერძოდ, პრემიისაგან და დახმარებისაგან რადგან მათი ანაზღაურება დაკავშირებულია დროში გარკვეულ პერიოდთან, ხელფასზე დანამატს წარმოადგენს პრემია და დახმარება და მასზე უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, როგორც პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება, ვინაიდან ,,ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებიდან სამი წელია“, ხოლო ამავე კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით ,,ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ (იხ. ს.ფ. 50-59; ტ.1).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება /სარეზოლუციო/:

საქართველოს კონტროლის პალატის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

აპელაციის მოტივების არგაზიარების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტმა ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები, რისი გათვალისწინებითაც არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების გაზიარების თაობაზე სასამართლოს მსჯელობა:

,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომის გასამრჯელო. მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს, დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოსამხურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა გარანტიების დაფინანსების შემცირების საფუძველი. ამ კანონის გარდამავალი ნორმის შემცველი 1341-ე მუხლის (ანგარიშსწორების წესი სამსახურიდან განთავისუფლებისას) დანაწესის თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებზე დაწესებული კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა განხორციელდება დაცულ მუხლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად.

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას პრემიისა და მატერიალური დახმარების დავალიანების მოთხოვნის საფუძვლიანობაზე და მიუთითებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის დანაწესზე, რომლის 37.1 მუხლით (1997 წლის 1 დეკემბრიდან ამოქმედებული რედაქცია) ამ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი), ხოლო ამ მუხლის პირველ პუნქტში 1998 წლის 20 თებერვლის №1248-II საქართველოს კანონით შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების მიხედვით, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას, საჯარო სამსახურში წელთა ნამსახურობისათვის დაწესებულ და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებს.

პრემია და მატერიალური დახმარება წარმოადგენს სადავო პერიოდისათვის მოქმედი კანონით გათვალისწინებულ იმ დანამატს, რომელიც თანამდებობრივ სარგოსთან ერთად შეადგენს ხელფასის შინაარსს, ანუ ზემოაღნიშნული კომპონენტები წარმოადგენს არა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, არამედ შედის მოსამსახურის ხელფასის ცნებაში.

ამდენად, სააპელაციო პალატა მართებულად მიიჩნევს, სახელფასო დავალიანებასთან ერთად ხელფასში შემავალი პრემიისა და მატერიალური დახმარების ანაზღაურების ვალდებულების მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებას.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, რომელიც გამოდის სახელმწიფოს სახელით, წარმოადგენს სოლიდარულ მოვალეს კონტროლის პალატასთან ერთად და სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის შესაბამისად მისი სოლიდარული ვალდებულება წარმოშობილია აღნიშნულ ადმინისტრაციულ ორგანოსთან ერთად, რადგან მოსარჩელე შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა საქართველოს კონტროლის პალატასთან და არა ფინანსთა სამინისტროსთან. ფინანსთა სამინისტროს უფლება-მოვალეობანი საბიუჯეტო პროცესის მიმართ თავისთავად არ წარმოშობს მის ვალდებულებას აანაზღაუროს მოსარჩელის დავალიანება (იხ. ს.ფ. 9-16; ტ.2).

კასატორი: საქართველოს კონტროლის პალატა

მოწინააღმდეგე მხარე: ჯ. Dდ-ძის

კასაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/

თბილისის სააპელაციო სასმართლოს 2012 წლის 17 იანვრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ხანდაზმულობის მოტივით.

პროცესუალური: კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 128-ე, 129-ე და 130-ე მუხლები.

სამართლებრივი: კასატორის განმარტებით, პრემია და მატერიალური დახმარება წარმოადგენს მოსამსახურის უზრუნველყოფის, მოსამსახურის მიერ მისაღები კომპენსაციის სახეს და ამავდროულად პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. ამდენად ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პრემია და მატერიალური დახამრება არ არის ხელფასის შემადგენელი კომპონენტი, ვინაიდან აღნიშნული მუხლით არ არის რეგლამენტირებული საჯარო მოსამსახურისათვის კომპენსაციის ანაზღაურება.

ამასთან, კასატორის განამარტებით, ხელფასის მოთხოვნის უფლებაზე, როგორც სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე, ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობა, რომლის საერთო ვადა შეადგენს 10 წელს, ხოლო მოსამსახურეზე კომპენსაციის გაცემის ვალდებულების შესრულების მოთხოვნის მიმართ, როგორც პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების მიმართ, ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის 129.2 მუხლით გათვალისწინებული სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, ამავე კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, კი ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, როდესაც პირმა შეიტყო უფლების დარღვევის შესახებ. ხანდაზმულობის ვადა კი აითვლება სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით.

კასატორმა ასევე მიუთითა საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც სამკურნალო ხარჯები მიჩნეულ იქნა ხანდაზმულად. კასატორის განმარტებით, საქრთველოს კონტროლის პალატის 2011 წლის 21 ნოემბრის ცნობაში მითითებული დახმარება წარმოადგენს სწორედ სამკურნალო დახმარებას, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს ხანდაზმულად და არ უნდა აუნაზღაურდეს მოსარჩელეს (იხ. ს.ფ. 20-29; ტ.2).

საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინამძღვრები: (სასკ 34.3 მ.)

საკასაციო სასამართლომ კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით მიიჩნია, რომ კასატორის საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი შეიცავს მითითებებს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით, კერძოდ „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლის თაობაზე. სააპელაციო სასამართლოს საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი: საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 19 ივნისის გაჩინებით საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული განჩინება.

სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორად განმარტა იგი, სრულყოფილად გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, სათანადო შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, საკასაციო საჩივარში მითითებულ საპროცესო დარღვევებს ადგილი არ ჰქონია, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: საქართველოს კონტროლის პალატის 2011 წლის 13 ივლისს ¹214/04 ცნობით დადგენილია, რომ ჯ. დ-ძის 1998-1999-2000-2003 წლების დარიცხული სახელფასო დავალიანება შეადგენს - 975,57 ლარს, ხელზე ასაღები – 765,94 ლარს, მათ შორის: 1998 წლის მე-11 თვის ხელფასი დარიცხული – 115,00 ლარს, ხელზე გასაცემი – 92,15 ლარს; 1998 წლის მე-12 თვის დარიცხული პრემია – 13,07 ლარს, ხელზე გასაცემი – 10,21 ლარს, 1998 წლის მე-12 თვის დარიცხული პრემია - 10,80 ლარს; 1999 წლის მე-11 თვის ხელფასი დარიცხული – 115,00 ლარს, ხელზე გასაცემი – 89,37 ლარს, 1999 წლის მე-12 თვის ხელფასი დარიცხული – 115,00 ლარს, ხელზე გასაცემი – 91,50 ლარს, 1999 წლის მე-12 თვის დარიცხული პრემია – 115,00 ლარს, ხელზე გასაცემი – 72,56 ლარს, 2000 წლის მე-4 თვის ხელფასი დარიცხული – 115,00 ლარს, ხელზე გასაცემი – 92,15 ლარს, 2000 წლის ხელფასი მე-5 თვის დარიცხული – 115,00 ლარს, ხელზე გასაცემი – 92,15 ლარს, 2000 წლის მე-6 თვის დახმარება დარიცხული – 57,50 ლარს, ხელზე გასაცემი – 56,35 ლარს, 2000 წლის პრემია მე-6 თვის დარიცხული – 115,00 ლარს, ხელზე გასაცემი – 89,70 ლარს, 2003 წლის ხელფასი მე-11 თვის დარიცხული – 100,00 ლარს, ხელზე გასაცემი – 79,80 ლარს (იხ. ს.ფ. 17; ტ.1).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელე შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა ადმინისტრაციულ ორგანოსთან _ საქართველოს კონტროლის პალატასთან და “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, წარმოადგენდა საჯარო მოხელეს.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ პრემია და მატერიალური დახმარება არ შედის ,,საჯარო სამსახურის Dშესახებ” საქართველოს კანონის 37.1 მუხლით გათვალისწინებულ ხელფასში შემავალ კომპონენტებში და განმარტავს, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37.1 მუხლი ადგენს შრომითი გასამრჯელოს /ხელფასის/ ცნებას და განსაზღვრავს მის შემადგენლობას. კონკრეტულად,

ხელფასი მოიცავს:

a) თანამდებობრივ სარგოს;

b) პრემიას;

g) და კანონით გათვლისწინებულ დანამატებს;

იმავე პუნქტის მესამე წინადადების მიხედვით, დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.

ამდენად, ზემოაღნიშნული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით განმარტავს, რომ თანამდებობრივი სარგოს გარდა, შრომით გასამრჯელოს (ხელფასს) მიეკუთვნება ასევე პრემია და ის დანამატები, რომლებიც კანონითაა გათვალისწინებული.

უდავოა, რომ ჯ. Dდ-ძეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეძლეოდა ხელფასი, პრემია და დახმარება, რაკი ეს შესულია საქართველოს კონტროლის პალატის ოფიციალურ გაანგარიშებაში (იხ. ს.ფ. 17; ტ.1).

“საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის გარდამავალი ნორმის შემცველი 1341-ე მუხლის (ანგარიშსწორების წესი სამსახურიდან გათავისუფლებისას) თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა უნდა განხორციელდეს წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად. ამდენად, აღნიშნული მუხლით რეგლამენტირებულია საჯარო მოსამსახურეზე წინა წლებში წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურება.

საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ვინაიდან კასატორის - საქართველოს კონტროლის პალატის მიერ ვერ იქნა დადასტურებული ის გარემოება, რომ ჯ. დ-ძისათვის მიცემული დახმარება წარმოადგენდა სამკურნალო ხარჯებს, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლის შესაბამისად, ხელფასთან და პრემიასთან ერთად, ასევე კანონიერია საქართველოს კონტროლის პალატის 2011 წლის 13 ივლისის ¹214/04 ცნობაში მითითებული დახმარების თანხის ანაზღაურებაც.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარში ჩამოყალიბებული არგუმენტები სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტების არასწორ დადგენასთან და კანონის არასწორ გამოყენებასთან დაკავშირებით არ არის იურიდიულად დასაბუთებული და არ გამომდინარეობს განხილული ნორმების ნამდვილი Dშინაარსიდან და მოსაწესრიგებელი ურთიერთობის ნამდვილი მიზნიდან; შესაბამისად, სადავო სამართალურთიერთობას ქვემდგომმა სასამართლოებმა სწორად შეუფარდეს და განმარტეს სამართლის ნორმა, რის გამოც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით არ არსებობს კასაციის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მითითებით, კასატორს სსსკ-ის 53.2. მუხლის საფუძველზე უნდა დაეკისროს სასამართლო ხარჯების სახით 100 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 257-ე, 372-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 17 იანვრის განჩინება;

3. საქართველოს კონტროლის პალატას დაეკისროს სასამართლო ხარჯების სახით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 100 ლარის გადახდა;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე /ნ. წკეპლაძე/

მოსამართლეები: /მ. ვაჩაძე/

/პ. სილაგაძე/