¹ბს-252-249 (კ-12) 20 ივნისი, 2012 წელი
B ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ. ჯ-ძისსაკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 დეკემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2010 წლის 25 თებერვალს გ. ჯ-ძემ, თ. ჯ-ძემდა ე. ხ-იამ განცხადებით მიმართეს ჩხოროწყუს რაიონულ სასამართლოს და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო მოითხოვეს ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 17 აპრილისა და 2004 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2010 წლის 17 ივნისის განჩინებით განცხადება დაკმაყოფილდა; გაუქმდა ცხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე რ. Lლ-ავას სარჩელისა გამო სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ჩხოროწყუს განყოფილების მიმართ ზიანის ანაზღაურებისა და მის საკუთრებაში არსებული ფართიდან გ. ჯ-აძისა და სხვათა გამოსახლების შესახებ იმ ნაწილში, რომლითაც მოხდა ფართიდან გ. ჯ-აძისა და სხვათა გამოსახლება სადავო ფართიდან და სახელმწიფო ქონების მართვის ჩხოროწყუს განყოფილებას რ. Lლ-ავას სასარგებლოდ დაეკისრა 4825 ლარი; გაუქმდა ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე ფართიდან გ. ჯ-აძისა და სხვათა სარჩელისა გამო სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ჩხოროწყუს განყოფილებისა და მოქალაქე რ. Lლ-ავას შორის ყიდვა-გაყიდვის (პრივატიზების) ¹54 ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და მოპასუხე რ. Lლ-ავას შეგებებული სარჩელისა გამო მოსარჩელეების მიმართ უკანონო მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და მის საკუთრებაში არსებული ფართიდან მოსარჩელეების გამოსახლების ნაწილში და ამ ნაწილში განახლდა საქმის წარმოება.
ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2011 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი, გ-იას ქუჩა ¹14-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის არასაცხოვრებელი ფართის 2001 წლის 17 აპრილის ყიდვა-გაყიდვის (პრივატიზების) ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში, არ დაკმაყოფილდა, ხოლო რ. Lლ-ავას სარჩელი, თ. ჟ-აძისა და სხვების გ-იას ქუჩა ¹14-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის არასაცხოვრებელი ფართიდან გამოსახლებისა და სახელმწიფო ქონების მართვის ჩხოროწყუს განყოფილების მიმართ თანხის დაკისრების ნაწილში, დაკმაყოფილდა; მოსარჩელეების გ. ჯ-აძის, თ. ჟ-ძის, ე. ხ-იასა და სხვათა სარჩელი, გ-იას ქუჩა ¹14-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის არასაცხოვრებელი ფართის ყიდვა-გაყიდვის (პრივატიზების) ¹54 ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში, არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, ხოლო რ. Lლ-ავას სარჩელი, თ. ჯ-ძისა და სხვების გობეჩიას ქუჩა ¹14-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის არასაცხოვრებელი ფართიდან გამოსახლებისა და სახელმწიფო ქონების მართვის ჩხოროწყუს განყოფილების მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდა, ე.ი. ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 17 აპრილის და 2004 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებები დარჩა უცვლელი.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ. ჯ-ძემ, თ. ჯ-ძემდა ემზარ ხობელიამ.
აპელანტები სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის (სახელმწიფო ქონების პრივატიზების ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ) დაკმაყოფილებასა და რ. ლ-ავას შეგებებული სარჩელის (ზიანის ანაზღაურებისა და ფართიდან გამოსახლების შესახებ) უარყოფას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 დეკემბრის განჩინებით გ. ჯ-ძის, თ. ჯ-აძისა და ე. ხ-იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2011 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ჯ-ძემ.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 4 აპრილის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. ჯ-ძის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, გ. ჯ-ძის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ გ. ჯ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს გ. ჯ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც გ. ჯ-ძის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მითითებული მუხლის შესაბამისად: ,,თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%”. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ გ. ჯ-ძისსაკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. ჯ-ძეს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% (210 ლარი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ჯ-ძის საკასაციო საჩივარს უარი ეთქვას განსახილველად დაშვებაზე;
2. გ. ჯ-აძეს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2012 წლის 26 მარტს (საგადასახადო დავალება ¹5037021273) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% _ 210 ლარი სს ბანკ “რესპუბლიკის” მეშვეობით.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ქადაგიძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ლ. მურუსიძე