Facebook Twitter

საქმე ¹ბს-263-260(კ-12) 5 ივნისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა რ. ლ-შვილისა და ვ. ა-შვილის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 25 იანვრის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე ნ. ბ-შვილის სარჩელისა გამო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მესამე პირების: რ. ლ-შვილისა და ვ. ა-შვილის მონაწილეობით).

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ნ. ბ-შვილმა სარჩელით მიმართ ახალციხის რაიონულ სასამართლოში მოპასუხის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა ვ. Aა-შვილის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 4 თებერვლის ¹882011035856 გადაწყვეტილებისა და რ. Lლ-შვილის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 30 მარტის ¹88201098545 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ. 2-12; ტ.1).

სარჩელი არ ცნო მოპასუხე – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურმა უსაფუძვლობის გამო. (იხ. ს.ფ. 28-44; ტ.1).

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 17 აგვისტოს საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ რ. Lლ-შვილი და ვ. Aა-შვილი (იხ. ს.ფ. 109-112; ტ.1).

მესამე პირებმა – რ. Lლ-შვილმა და ვ. Aა-შვილმა შესაგებლით სარჩელი არ ცნეს (იხ. ს.ფ. 138-146; ტ.1).

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. Bბ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 4 თებერვლის ¹882011035856 გადაწყვეტილება ვ. A-შვილის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცის თაობაზე და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 30 მარტის ¹88201098545 გადაწყვეტილება რ. Lლ-შვილის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე (იხ. ს.ფ. 46-57; ტ.2).

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. Lლ-შვილმა და ვ. Aა-შვილმა და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკამყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 65-76; ტ.2; ს.ფ. 14-25; ტ.3).

ნ. ბ-შვილმა სააპელაციო შესაგებლით რ. Lლ-შვილისა და ვ. Aა-შვილის სააპელაციო საჩივარი არ ცნო (იხ. ს.ფ. 34-41; ტ.3).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 25 იანვრის განჩინებით რ. Lლ-შვილისა და ვ. Aა-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 60-69; ტ.3).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს რ. Lლ-შვილმა და ვ. ა-შვილმა და მოითხოვეს სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 77-86; 103-111; 131-139; ტ.3).

საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 27 აპრილის განჩინებით რ. Lლ-შვილისა და ვ. ა-შვილის საკასაციო საჩივრი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 143-144; ტ.3).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რ. Lლ-შვილისა და ვ. ა-შვილის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორების _ რ. Lლ-შვილისა და ვ. ა-შვილის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორების _ რ. Lლ-შვილისა და ვ. ა-შვილის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს რ. Lლ-შვილისა და ვ. ა-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც რ. Lლ-შვილისა და ვ. ა-შვილის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მარინე ლომიძეს სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს რ. Lლ-შვილისა და ვ. ა-შვილის საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ. Lლ-შვილისა და ვ. ა-შვილის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. მ. ლ-ძეს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს რ. Lლ-შვილისა და ვ. ა-შვილის საკასაციო საჩივარზე მის მიერ 2012 წლის 1 მარტს (საგადასახადო დავალება 5035564127) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% _ 210 ლარი სს ბანკ “...” მეშვეობით;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

პ. სილაგაძე