საქმე ¹ბს-289-285(კ-12) 5 ივნისი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა მ. ბ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 26 დეკემბრის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე საჯარო მოსამსახურეთა პროფკავშირის აჭარის ა/რ კომიტეტის სარჩელისა გამო ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ).
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საჯარო მოსამსახურეთა პროფკავშირის აჭარის რესპუბლიკურმა კომიტეტმა სარჩელი აღძრა ქობულეთის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ და მოითხოვა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2005 წლის 28 იანვრის ¹46 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის მ. Bბ-ძის სასარგებლოდ 2006 წლის თებერვლიდან სასამართლო გადაწყვეტილების სრულ აღსრულებამდე ანუ მის სამსახურში აღდგენამდე იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 1-11; ტ.1).
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სარჩელი არ ცნო (იხ. ს.ფ. 36-44; ტ.1).
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით საჯარო მოსამსახურეთა პროფკავშირის აჭარის რესპუბლიკური კომიტეტის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო (იხ. ს.ფ. 59-60; ტ.1).
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საჯარო მოსამსახურეთა პროფკავშირის აჭარის რესპუბლიკურმა კომიტეტმა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 64-73; ტ.1).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 9 ივნისის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას (იხ. ს.ფ. 141-144; ტ.1).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 8 ივლისის საოქმო განჩინებით თანამოსარჩელედ საქმეში ჩაბმულ იქნა მ. Bბ-ძე (იხ. ს.ფ. 154-159; ტ.2).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ივლისის განჩინებით საჯარო მოსამსახურეთა პროფკავშირის აჭარის რესპუბლიკური კომიტეტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 217-224; ტ.2).
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საჯარო მოსამსახურეთა პროფკავშირის აჭარის რესპუბლიკურმა კომიტეტმა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება (იხ. ს.ფ. 2-11; ტ.2).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 2 ივნისის განჩინებით საჯარო მოსამსახურეთა პროფკავშირის აჭარის ა/რ კომიტეტის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ივლისის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (იხ. ს.ფ. 40-47; ტ.2).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ნოემბრის განჩინებით საჯარო მოსამსახურეთა პროფკავშირის აჭარის რესპუბლიკური კომიტეტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (იხ. ს.ფ. 175-182; ტ.2).
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. Bბ-ძემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების ქობულეთის რაიონული სასამართლოსათვის დაბრუნების ნაწილში გაუქმება და საქმის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება (იხ. ს.ფ. 191-198; ტ.3).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მაისის განჩინებით მ. Bბ-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად (იხ. ს.ფ. 216-218; ტ.2).
ბათუმის საქალაქო სასამართლოში მ. Bბ-ძემ სარჩელი დააზუსტა და მოითხოვა ნაცდური ხელფასის სახით მოპასუხისათვის - 36545 ლარის გადახდის დაკისრება (იხ. ს.ფ. 54).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საჯარო მოსამსახურეთა პროფკავშირის აჭარის ა/რ კომიტეტისა და მ. Bბ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო (იხ. ს.ფ. 129-191. ტ.3).
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. Bბ-ძემ და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 147-157. ტ. 3).
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამეგობამ სააპელაციო შესაგებლით მოითხოვა აპელანტებისათვის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 169-177; ტ. 3).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 26 დეკემბრის განჩინებით მ. Bბ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება (192-203; ტ. 3).
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. Bბ-ძემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება (212-222 237-247; ტ. 3).
საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 27 აპრილის განჩინებით მ. Bბ-ძის საკასაციო საჩივრი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 256-257; ტ.3).
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამეგობამ მოსაზრებით მოითხოვა მ. Bბ-ძის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა (იხ. ს.ფ.261-263; ტ.3).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა საქმის მასალების გაცნობის მ. Bბ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
კასატორის _ მ. Bბ-ძის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.
საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობებიც. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორმა _ მ. Bბ-ძემ ვერ უზრუნველყო მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ არ არსებობს მ. Bბ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243.2, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. Bბ-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
პ. სილაგაძე