ბს-417-412(კ-12) 4 ივნისი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. ღ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 22 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შპს ,,ს-მა” (წარმომადგენელი კ. რ-ე) 2011 წლის 30 მაისს სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის, შპს ,, ა-ის” ყოფილი გაკოტრების მმართველი გ. გ-ის და მ. ღ-ას მიმართ სარეგისტრაციო ჩანაწერის უკანონოს აღიარების, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 ივნისის განჩინებით შპს ,,ს-ის” სარჩელის საფუძველზე წარმოებული ადმინისტრაციული საქმის წარმოება 2008 წლის 20 ივნისს ქ. ქუთაისში ... ¹10-ში მდებარე ¹1 მიწის ნაკვეთის ნაწილის, კერძოდ 1 440,7 კვ.მ ფართის ნაწილზე განხორციელებული რეგისტრაციის უკანონოდ აღიარებისა და სადაო 1440,7 კვ.მ მიწის ნაკვეთის მ. ღ-ას საკუთრების სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობის ნაწილში, შეწყდა დაუშვებლობის გამო; შპს ,,ს-ის” სარჩელის საფუძველზე წარმოებული სამოქალაქო საქმის, კერძოდ: 2008 წლის 23 ივნისის შპს ,,ა-ის” გაკოტრების მმართველსა და მ. ღ-ას შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის ნაწილში, გაგრძელდა საერთო წესით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 ივნისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს ,,ს-მა” და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება სარჩელის დაუშვებლობის გამო ადმინისტრაციული საქმის წარმოების შეწყვეტის ნაწილში და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსთვის.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივლისის განჩინებით შპს ,,ს-ის” კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 ივნისის შპს ,,ს-ის” სარჩელის დაუშვებლად ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე დასაშვებობის სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 25 ოქტომბრის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში შპს ,,ს-ის” სარჩელის გამო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურთან, შპს ,,ა-ის” გაკოტრების მმართველ გ. გ-ესთან და მ. ღ-ასთან სარეგისტრაციო ჩანაწერის უკანონოდ აღიარების, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობის თაობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხერეო სამმართველო ჩაბმულ იქნა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 2-ე ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 8 ნოემბრის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში შპს ,,ს-ის” სარჩელის გამო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურთან, შპს ,,ა-ის” გაკოტრების მმართველ გ. გ-ესთან და მ. ღ-ასთან სარეგისტრაციო ჩანაწერის უკანონოდ აღიარების, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობის თაობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ჩაბმულ იქნა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 2-ე ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,ს-ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 02 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და მ. ღ-ას საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება 1440.7 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ.ქუთაისი, ... ¹10-ში (საკადასტრო ..., ფართით 1440.7 კვ.მ), გათავისუფლდა ყადაღისგან.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,ს-მა” და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით შპს ,,ს-ის” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება და მისი შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს ,,ს-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა: უკანონოდ იქნა აღიარებული 2008 წლის 20 ივნისს საჯარო რეესტრში შპს ,,ა-ის” სახელზე განხორციებული რეგისტრაცია ქუთაისში, ... ¹10-ში მდებარე @¹1 მიწის ნაკვეთის ნაწილზე, კერძოდ, 1440.7 კვ.მ. მიწის ფართზე; ბათილად იქნა ცნობილი 2008 წლის 23 ივნისს შპს ,,ა-ს” გაკოტრების მმართველსა და მ. ღ-ას შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება 1440.7 კვ.მ მიწის ფართის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი მ. ღ-ას სახელზე განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაცია შპს ,,ს-ის” საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან გადაფარვის (1440.7 კვ.მ) ნაწილში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 22 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ღ-ამ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ღ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას (იხ. სუსგ საქმე ¹ბს-870-832(კ-09) 07.04.2010წ.).
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მ. ღ-ას საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ამასთან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან მოცემულ საქმეზე მ. ღ-ას გადახდილი აქვს საკასაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟი _ 379 (სამასი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს 379 (სამას სამოცდაცხრამეტი) ლარის 70% _ 265,3 (ორას სამოცდახუთი) ლარი და 30 თეთრი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ღ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება;
3. მ. ღ-ას (პირადი ნომერი ...) დაუბრუნდეს 379 (სამას სამოცდაცხრამეტი) ლარის 70% _ 265,3 (ორას სამოცდახუთი) ლარი და 30 თეთრი; (მიმღები _ ს.ს. ბანკი “...” ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის #GE79 BR00 0000 0033 0500 01, დებეტი ანგარიშის #90551005000000
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
პ. სილაგაძე