¹ბს-148-147(კ-12) 4 ივნისი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა შპს ,,...“ (წარმომადგენელი რ. ს-ი) კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ნოემბრისა და 20 დეკემბრის განჩინებებზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 30 მარტს ახალციხის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა შპს ,, ...” წარმომადგენელმა რ. ს-მა მოპასუხის – საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის და მესამე პირის – სს ,, ...” მიმართ და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2005 წლის 11 ნოემბრის რეგისტრაციის განცხადებების საფუძველზე (¹2574/05, ¹2575/05) ქ. ახალციხე, ... ქ. ¹4-ში მდებარე შპს ,, ...” უდაო საკუთრების ძველი ადმინისტრაციული შენობის და რკინიგზისპირა საწყობის, აგრეთვე მიწის ნაკვეთის სს ,, ...” საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ არსებული ჩანაწერების ბათილად ცნობა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 29 დეკემბრის საოქმო განჩინებით მესამე პირი სს ,, ...” საქმეში ჩაერთო მოპასუხედ.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე შპს ,, ...” დამფუძნებელ პარტნიორი რ. ს-ის სარჩელი, მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის და სს ,, ...” მიმართ, საჯარო რეესტრის ჩანაწერების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს 2010 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილება გაასაჩივრა შპს ,, ...” და მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით შპს ,, ...” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილა; უცვლელი დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 04 მაისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ივნისის განჩინებით საქმეზე ¹3ბ/334-11, 2011 წლის 22 ივნისის განჩინების შესავალ, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებში მითითებული სიტყვები ,,ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 04 მაისის გადაწყვეტილება” შეიცვალა სიტყვებით - ,,ახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილება”.
2011 წლის 18 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა სს ,, ...” წარმომადგენელმა ვ. ვ-ემ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორება იმ საფუძვლით, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილების ნაცვლად მითითებულია 2011 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 დეკემბრის განჩინებით სს ,, ...” წარმომადგენლის ვ. ვ-ის განცხადება დაკმაყოფილდა, რაც პალატამ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო პალატის განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 21 ნოემბრის განჩინებაში დაშვებულია უსწორობა, კერძოდ განჩინების შესავალ ნაწილში, განჩინების მიღების თარიღად მითითებულია 2011 წლის 21 ივნისი. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ უნდა შევიდეს შესწორება განჩინებაში, რამდენადაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საპროცესო კოდექსის 260.1 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო საკუთარი ინიციატივით ასწორებს განჩინების შესავალ ნაწილში დაშვებულ უსწორობას.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმეზე ¹3ბ/334-11 2011 წლის 21 ნოემბრის განჩინების შესავალ ნაწილში შეცდომით იქნა მითითებული სიტყვები ,,21 ივნისი, 2011 წელი”, რის გამოც ნაცვლად მითითებული თარიღისა - ,,21 ივნისი, 2011 წელი”, უნდა მითითებულიყო ,,21 ნოემბერი, 2011 წელი”
შპს ,, ...” წარმომადგენელმა რ. ს-მ კერძო საჩივრით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებები და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პლატის 2011 წლის 21 ნოემბრის და 20 დეკემბრის განჩინებების გაუქმება.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, გაურკვეველია თუ რა სახის შეცდომები გასწორდა სააპელაციო სასამართლოს მიერ, რამდენადაც კერძო საჩივრის ავტორს განჩინებები არ ჩაჰბარებია, ამასთან გაურკვეველია თუ რომელი თარიღის განჩინებებში შეიტანა სააპელაციო სასამართლომ შესწორებები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა შპს ,, ...” კერძო საჩივრის საფუძვლიანობა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად დარჩეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებები შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის Aშესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვის შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს შეუძლის მხარეთა თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2011 წლის 22 ივნისს სააპელაციო სასამართლომ მიიღო განჩინება, რომლითაც შპს ,, ...” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული საამართლოს 2011 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება. 2011 წლის 18 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა სს “...” წარმომადგენელმა ვ. ვ-ემ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორება იმ საფუძვლით, რომ გადაწყვეტილებაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილების ნაცვლად მითითებულია 2011 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ივნისის განჩინებით საქმეზე ¹3ბ/334-11, 2011 წლის 22 ივნისის განჩინების შესავალ, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებში მითითებული სიტყვები ,,ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება” შეიცვალა სიტყვებით - ,,ახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილება”, ანუ სასამართლომ სსსკ-ის 260-ე მუხლის საფუძველზე შესწორება შეიტანა ამავე სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო სასამართლომ შესწორება შეიტანა ამავე სასამართლოს 2011 წლის 21 ივნისის განჩინებაში (უსწორობის გასწორების თაობაზე), რამდენადაც სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმეზე ¹3ბ/334-11 2011 წლის 21 ნოემბრის განჩინების შეესავალ ნაწილში შეცდომით იქნა მითითებული სიტყვები ,,21 ივნისი, 2011 წელი”, რის გამოც ნაცვლად მითითებული თარიღისა - ,,21 ივნისი, 2011 წელი” , უნდა მითითებულიყო ,,21 ნოემბერი, 2011 წელი”
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე, რამდენადაც გასაჩივრებულ განჩინებებში სახეზე იყო ტექნიკური უზუსტობა, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა განჩინების გამოტანის თარიღი, რა დროსაც ის უფლებამოსილია შესწორება შეიტანოს გადაწყვეტილება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,, ...” კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინებების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 260-ე, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე, 420-ე და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ,, ...” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ნოემბრისა და 20 დეკემბრის განჩინებები;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
პ. სილაგაძე