Facebook Twitter

¹ბს-1511-1490(კ-11) 18 ივლისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე

ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ შპს ,,...”

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) _ 1) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; 2) სსიპ შემოსავლების სამსახური

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 23 დეკემბრის განჩინება

განხილვის საგანი _ საქმის წარმოების შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2010 წლის 3 მაისს შპს ,,...” სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალციხის რეგიონული ცენტრისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიმართ.

მოსარჩელემ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2010 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების (ჯარიმის დარიცხვის ძალაში დატოვების ნაწილში), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 17 მარტის ¹1304 ბრძანების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალციხის რეგიონალური ცენტრის 2010 წლის 28 იანვრის ¹562 ბრძანებისა და 2010 წლის 29 იანვრის ¹2 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა მოითხოვა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით შპს ,,...” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,...”, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 23 დეკემბრის განჩინებით შპს ,,...” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 23 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,...”, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 23 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს ,,...” საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 26 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დასაშვებად იქნა ცნობილი შპს ,,...” საკასაციო საჩივარი და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2012 წლის 5 აპრილს 13:00 საათზე.

2012 წლის 21 ივნისის სასამართლო სხდომაზე სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა ნ. მ-ემ უზენაეს სასამართლოს წარმოუდგინა შპს ,,...” საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრის 2012 წლის 14 ივნისის ¹807 ბრძანება. აღნიშნული ბრძანების თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 293-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შპს ,,...” მიერ წარდგენილი წინადადებების გათვალისწინებით, სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა შპს ,,...” საგადასახადო შეთანხმების აქტის გაფორმება შემდეგი პირობებით: შპს ,,...” სსიპ შემოსავლების სამსახურის ახალციხის რეგიონული ცენტრის 2010 წლის 4 მაისის ¹01-159 საგადასახადო მოთხოვნით გადასახდელად დარიცხული თანხა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, განესაზღვრა 12 600 ლარით, უკვე გადახდილი თანხების გათვალისწინებით.

2012 წლის 13 ივლისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მომართა შპს ,,...” წარმომადგენელმა გ. ჯ-ემ. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ საგადასახადო ორგანოებთან მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც ადმინისტრაციულმა ორგანოებმა დააკმაყოფილეს შპს ,,...” მოთხოვნა.

ამდენად, განმცხადებელმა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,ა1 ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის საგნის არ არსებობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო შპს ,,...” შუამდგომლობას დავის საგნის არ არსებობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე და მიიჩნევს, რომ აღნიშნული შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და მოცემულ საქმეზე დავის საგნის არ არსებობის გამო უნდა შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,ა1” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან საკუთარი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას თუ არ არსებობს დავის საგანი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის მითითებული საფუძველი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც აღარ არსებობს საგანი (სარჩელის ობიექტი), რომლის შესახებაც მიმდინარეობდა დავა.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2010 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების (ჯარიმის დარიცხვის ძალაში დატოვების ნაწილში), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 17 მარტის ¹1304 ბრძანების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალციხის რეგიონალური ცენტრის 2010 წლის 28 იანვრის ¹562 ბრძანებისა და 2010 წლის 29 იანვრის ¹2 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა წარმოადგენდა.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრის 2012 წლის 14 ივნისის ¹807 ბრძანების თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 293-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შპს ,,...” მიერ წარდგენილი წინადადებების გათვალისწინებით, სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა შპს ,,...” საგადასახადო შეთანხმების აქტის გაფორმება შემდეგი პირობებით: შპს ,,...” სსიპ შემოსავლების სამსახურის ახალციხის რეგიონული ცენტრის 2010 წლის 4 მაისის ¹01-159 საგადასახადო მოთხოვნით (აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განხორციელდა საზოგადოებისათვის დასარიცხი ჯარიმის თანხის კორექტირება და საბოლოოდ ჯარიმის თანხა განისაზღვრა _ 62 600 ლარით) გადასახდელად დარიცხული თანხა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით განესაზღვრა 12 600 ლარით, უკვე გადახდილი თანხების გათვალისწინებით.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ 2012 წლის 13 ივლისს კასატორის _ შპს ,,...” წარმომადგენელმა გ. ჯ-ემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,ა1 ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის საგნის არ არსებობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა. განმცხადებლის განმარტებით, საგადასახადო ორგანოებთან მიღწეულ იქნა შეთანხმება და ადმინისტრაციულმა ორგანოებმა დააკმაყოფილეს შპს ,,...” მოთხოვნა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში აღარ არსებობს სარჩელის საფუძველი და სადავო აქტების ბათილად ცნობის მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესი, რაც დავის საგნის არ არსებობის გამო მოცემული საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველია.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განახევრდება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, შპს ,,...” საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი _ 3130 ლარის ოდენობით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 3130 ლარის ნახევარი _ 1565 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-9 მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე მუხლებით, 272-ე მუხლის “ა1” ქვეპუნქტით, 273-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კასატორის _ შპს ,,...” წარმომადგენლის შუამდგომლობა დავის საგნის არ არსებობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე დაკმაყოფილდეს;

2. შპს ,,...” სარჩელზე შეწყდეს საქმის წარმოება დავის საგნის არ არსებობის გამო;

3. გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 23 დეკემბრის განჩინება;

4. შპს ,,...” დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 3130 ლარის ნახევარი _ 1565 ლარი;

5. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე დავაზე, იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

ნ. ქადაგიძე